Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования (Грузия - Тендер #69634679)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Agency for Protected Areas
Номер конкурса: 69634679
Дата публикации: 31-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA) По прейскуранту
Номер заявки SPA250001433
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.12.2025 13:43
Начало приема предложения 11.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 13.01.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 68`854.50 GEL
Контрактная цена объекта закупки 15`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50500000-Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования
Коды классификатора
  • 50532300 - Ремонт и техническое обслуживание генераторов
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 689.00 GEL
Размер гарантии 150 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam iashaghashvili :: 08.12.2025 11:39
  • Последнее исправление: davit kopaliani :: 31.12.2025 13:43
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659451&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში მდებარე დიზელ-გენერატორების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მომსახურება უნდა განხორცილდეს პრეისკურანტში მითითებული შესაბამისი საქონლის და მომსახურების ჩამონათვალის და ღირებულების შესაბამისად.
1.2.2 მომსახურეობა გულისხმობს დაზიანებული დიზელ-გენერატორის შეკეთებას და საჭიროების შემთხვევაში დეტალების შეცვლას.
1.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას გამოიყენოს ობიექტზე არსებული გენერატორის მოდელის და სიმძლავრის შესაბამისი ქარხნული, თავსებადი, ახალი დეტალები
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას გამოიყენოს ქარხნული მაღალი ხარისხის, ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები. მეორადი სათადარიგო ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც, მეორადი სათადარიგო ნაწილის ფასი დადგინდება ურთიერთშეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით.
1.2.5 მომსახურების გაწევის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ქონებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანი აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.
1.2.6 მომსახურე პერსონალი უნდა იყოს კვალიფიცირებული სპეციალისტ(ებ)ი და აღჭურვილი ყველა საჭირო ხელსაწყოებით.
1.2.7 მიმწოდებელმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მომსახურების წარმატებით განსახორციელებლად და დაიცვას მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა უსაფრთხოების წესი.
1.2.8 ლიტრაჟობის, მეტრობის შეცვლის მომსახურებისას ანაზღაურება განხორციელდება ჯერადობის მიხედვით და არა ლიტრაჟობის, მეტრობის მიხედვით.
1.2.9 მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) ჩამონათვალი.
1.2.10 შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ სამუშაოს არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, კვირის ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირის ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებულია დავალების/მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 72 (სამოცდათორმეტი) საათისა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა (იგივე ვადაში უნდა შედგეს დეფექტური აქტიც). დავალები/მოთხოვნის მიღების და გამოძახების თარიღად ითვლება შემსყიდველის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ სატელეფონო ან ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის თარიღი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა გახორციელდეს შემდეგ მისამართებზე:
თერჯოლის მუნიც. სოფ. ნავენახევი
წყალტუბოს მუნიც. სოფ. ბანოჯა
წყალტუბოს მუნიც. სოფ. ყუმისთავი
მანგლისი, კურორტის ქ. N4
სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის შესახვევი N2
ფოთი, გურისს ქ. N222
თუშეთი, სოფ. ომალო
ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. N271
მარტვილის მუნიც. სოფ. ინჩხური
ხონის მუნიც. სოფ. გორდი
დუშითის მუნიც. სოფ. შატილი

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელი პასუხისმგებელია გაწეული მომსახურების და შეცვლილ სათადარიგო ნაწილების ხარისხზე მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 (ერთი) წელს და აითვლება მხარეთა მიერ ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან. საგარანტიო ვადის განმავლობაში დაზიანების, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლის (ხარვეზის) აღმოფხვრა (საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება, შეკეთება ან კვლავ ახლით შეცვლა),ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 72 (სამოცდათორმეტი) საათის განმავლობაში კვირის ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირის ჩათვლით.

პრეტენდენტი ვალდებულია მომსახურების პრეისკურანტში მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის ჩატარების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების გენერატორ(ებ)ის შეკეთების/ტექნიკური მომსახურების გამოცდილება. რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს - შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია). ხელშეკრულებებზე და შესრულების დოკუმენტაციაზე უნდა იკითხებოდეს ორივე მხარის მიერ მისი დადასტურება.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ დოკუმენტებით დასტურდება მოთხოვნილი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, ტენდერით განთვალისწინებული მომსახურების სრული პერიოდის განმავლობაში უნდა გააჩნდეს მინიმუმ ორი სერვისცენტრი.
* აღმოსავლეთ საქართველოში - ქ.თბილისში ან თბილისიდან 30 კმ რადიუსში მინიმუმ ერთი სერვის ცენტრი,
* დასავლეთ საქართველოში - ქ. ქუთაისში, ან ქალაქ ბათუმში, ან ქუთაისიდან 30 კმ რადიუსში, ან ბათუმიდან 30 კმ რადიუსში მინიმუმ ერთი სერვის ცენტრი.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია სერვის ცენტრების მდებარეობი და ზუსტი მისამართის შესახებ.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეისკურანტები წარმოდგენილი უნდა იქნას ექსელის (Excel)-ის ფაილის სახით.

2.9.2 პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ, ასევე საბოლოო ფასის შესაბამის მომსახურების პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის მაქსიმალურ ზღვრულ ღირებულებას;

2.9.3 დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ პრეტენდენტის მიერ „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

2.9.4. შემყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების პრეტენდენტის მიერ შემცირების შემთხვევაში ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა იყოს ასახული პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე, ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში).

2.9.5. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების/ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასის გაზრდა (რომელიც პრეტენდენტს მითითებული აქვს თავდაპირველ ფასების ცხრილში) დაუშვებელია და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.6. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის მომსახურება, გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი (მისი შესყიდვის აუცილებლობისას) დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საბოლოოდ დაფიქსირებული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების 10%-ს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული მომსახურების შესრულების შესაძლებლობა.

2. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მოხდება, უნაღდო ანგარისწორებით ლარებში.
2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი დარეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად).

7.3 time limits for step by step and/or final payment

სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 ველის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიგა მენაბდიშვილი, 577925757, giga.menabdishvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1.ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ (თარგმნის სისწორის დასტურად) უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით), გარდა ექსელის (Excel)-ის ფაილის სახით წარმოდგენილი პრეისკურანტებისა (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
3. ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს: საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ლარში.
6.პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტენაში ატვირთული ან შემსყიდველისათვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისათვის.
7.ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru