Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #69402369)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Pension Fund of Georgia, Legal Entity of Public Law
Номер конкурса: 69402369
Дата публикации: 20-12-2025
Сумма контракта: 24 463


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023881
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.12.2025 21:59
Начало приема предложения 27.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.12.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 24`463.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 245.00 GEL
Размер гарантии 245 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ana kvezereli :: 15.12.2025 16:46
  • Последнее исправление: irma abuashvili :: 19.12.2025 21:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660962&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. ადგილობრივი და საერთაშორისო(გარდა შეზღუდული საერთაშორისო მიმართულებებისა) საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მომსახურების გაწევის პირობები (ტექნიკური დავალება):

საფოსტო და საკურიერო მომსახურების (საქართველოს ტერიტორიაზე) ტექნიკური დავალება:

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა.
2. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა განახორციელოს ფასების ცხრილის შესაბამისად.
3. შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. „თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
4. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში(რეგიონებში არაუმეტეს 5 სამუშაო დღე), ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში-შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება.შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და გზავნილის სერვისცენტრში დაყოვნების დრო, რა დროის განმავლობაშიც ადრესატმა შეიძლება გაიტანოს გზავნილი მიწოდებლის მისამართიდან. ჩაუბარებელი გზავნილი ბრუნდება დამისამართებული გზავნილის შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის სერვისცენტრში, საიდანაც შესაძლებლობა აქვს ადრესატს გაიტანოს გზავნილი. თუ ადრესატი 10 დღის ვადაში არ უზრუნველყოფს გატანას გზავნილი უბრუნდება გამგზავნს.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი შტრიხკოდებით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება ან შტრიხკოდი ავტომატურად უნდა მიენიჭოს გზავნილს შემსყიდველის მიერ სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ.
6. მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სპეციალური პირი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის დროული ინფორმირებით;
7. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.

8. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
9. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.
10. მიმწოდებელს შემსყიდველისაგან გზავნილები მიეწოდება ადრესატზე ჩასაბარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით (ადრესატის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი (არასავალდებულო), ქალაქი/რაიონი, ქუჩის დასახელება სრულად, საფოსტო კოდი).
11. შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის, ან/და ტელეფონის ან/და საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში და ასევე, არასწორად მითითებული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა).
12. მიმწოდებელი ვალდებულია რეესტრის საფუძველზე შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
13. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკურიერო მომსახურება. უზრუნველყოს შემსყიდველისაგან საფოსტო გზავნილის წამოღება შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, საჭირეობისას ყოველ სამუშაო დღეს არაუგვიანეს 17:00 საათამდე (შემსყიდველის მიერ წინასწარი შეტყობინების შემთხვევაში შესაძლოა დღეში ორჯერ). სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში, რათა გზავნილის ჩაბარება ადრესატისთვის განხორციელდეს იმავე დღეს, ხოლო რეგიონებში 2-3 სამუშაო დღე (გამონაკლისი ეხება მაღალმთიან რეგიონებს).

საფოსტო და საკურიერო მომსახურების (საერთაშორისო) ტექნიკური დავალება (გარდა შეზღუდული საერთაშორისო მიმართულებებისა):

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა.
2. მიმწოდებელმა სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში -„გზავნილი“) გაგზავნა უნდა განახორციელოს დანართი №1-ის (ფასების ცხრილის) შესაბამისად.
3. შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ.„თრექინგი“.
4. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში-შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, ამ შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
4.1. მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და გზავნილის სერვისცენტრში დაყოვნების დრო, რა დროის განმავლობაშიც ადრესატმა შეიძლება გაიტანოს გზავნილი მიწოდებლის მისამართიდან.
4.2. განმეორებით მიიტანს მომდევნო სამუშაო დღეს და კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შემსყიდველისათვის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე განადგურდება საერთაშორისო გადაზიდვების კანონის შესაბამისად, ან უკან დაბრუნდება გაგზავნის ღირებულებით.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი შტრიხკოდებით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება ან შემსყიდველის მიერ გზავნილის სისტემაში დარეგისტრირების შემდეგ, სისტემა ავტომატურად მიანიჭებს გზავნილს შტრიხკოდს.

შენიშვნა: ფასების ცხრილში (დანართი №1) მოცემულია მომსახურების სავარაუდო მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ ფასების ცხრილში მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება, ფასების ცხრილში მოცემული სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ, მომსახურების გაწევა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) და საერთაშორისო ტერიტორიაზე (გარდა შეზღუდული მიმართულებებისა).
1.5.2. მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს „შემსყიდველის“ მისამართიდან: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაის ქ. N14, მე-6 სართული.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 1 იანვრიდან - ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური მომსახურების გაწევის არანაკლებ 2 წარმატებით განხორციელებული პროექტი;
2.2.1.2. მოთხოვნილი გამოცდილების დადასტურების მიზნით ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებულ ანალოგიულ მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები და მისი დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დამკვეთის/შემსყიდველის მიერ გაცემული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ცნობა) ან/და წარმოდგენილი უნდა იქნას SPA ან/და NAT ან/და CMR ნომრები.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1.იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტის ან/და აუდიტორის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.3 დაფინანსების წყარო: სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის 2026 წლის საკუთარი სახსრები.
7.2.4 ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორების ვადები განისაზღვრება 7.2 პუნქტის შესაბამისად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირმა აბუაშვილი, 595888822, irma.abuashvili@pensions.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ცინცაძე 591 197 721, giorgi.tsintsadze@pensions.ge.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია "შესყიდვის ობოექტის" ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
10.1.4 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.5 „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა)პრეტენდებტის მიერ შექმნილი ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)) ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახულ უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ).
10.1.7 სატენდერო წინადადების საერთო ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.
10.1.8 პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. მუხლის შესაბამისად შედგენილი ფასების ცხრილი დანართი N1.
10.2.2. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 1 იანვრიდან - ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური მომსახურების გაწევის არანაკლებ 2 წარმატებით განხორციელებული პროექტი;
მოთხოვნილი გამოცდილების დადასტურების მიზნით ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებულ ანალოგიულ მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები და მისი დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები: (მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დამკვეთის/შემსყიდველის მიერ გაცემული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ცნობა) ან/და წარმოდგენილი უნდა იქნას SPA ან/და NAT ან/და CMR ნომრები.
10.2.3. ტექნიკური დავალება

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru