Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Игры и игрушки; ярмарочные аттракционы (Грузия - Тендер #69402368)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 69402368
Дата публикации: 20-12-2025
Сумма контракта: 2 322 752


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000701
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.12.2025 22:12
Начало приема предложения 25.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 26.12.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 2`322`752.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 37500000-Игры и игрушки; ярмарочные аттракционы
Коды классификатора
  • 37500000 - Игры и игрушки; ярмарочные аттракционы
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საქართველოს რეგიონული საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის საჭირო სათამაშოების შესყიდვა.

სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება 2025-2026 წლების სახსრებით.

კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 23`230 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: ketevan kadagidze :: 18.12.2025 18:55
  • Последнее исправление: ketevan kadagidze :: 19.12.2025 22:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=661660&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დანართი N3-ით (მიწოდების ადგილები და რაოდენობები) განსაზღვრული რეგიონული საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის საჭირო სათამაშოები, შემდგომში - "საქონელი".

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტების დეტალური აღწერა მოცემულია თანდართულ ფაილში - დანართი N1 (ტექნიკური დავალება);
1.2.2. მიწოდებული საქონლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მოთხოვნებს;
1.2.3. შესყიდვის ობიექტების რაოდენობების განაწილება ლოკაციების მიხედვით და მიწოდების ადგილები ზუსტი მისამართებით მოცემულია თანდართულ ფაილში - დანართი N3 (მიწოდების ადგილები და რაოდენობები).
1.2.4. მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დანართი N3-ით განსაზღვრული საქონლის რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს შემდეგი პრინციპის დაცვით: ფაქტობრივად შესყიდული საქონლის ჯამური ღირებულება, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ჯამურ ღირებულებასთან შედარებით შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს არაუმეტეს 20%-ის ოდენობით;
1.2.5. მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, შეფუთული, ეტიკეტირებით და უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს/წესებს.
1.2.6. სათამაშოები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, შეღებილი უნდა იყოს ნატურალური საღებავით. სათამაშოების მასალა ან/და საღებავი არ უნდა შეიცავდეს კადმიუმს, ტყვიასა და სხვა მავნე, ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს, სათამაშოებს არ უნდა ჰქონდეს მძაფრი არასასიამოვნო სუნი.
1.2.7. სათამაშოები უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N47 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, ასევე სათამაშოების უსაფრთხოების ევროპულ დირექტივას EN 71-ს;
1.2.8. სათამაშოები იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ მათი ნაწილების ამოძრავების შემთხვევაში ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ უქმნიდეს რისკს;
1.2.9. სათამაშოები უნდა იყოს ქარხხნულად შეფუთული.
1.2.10. სათამაშოები იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ მათი ნაწილების ამოძრავების შემთხვევაში ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ უქმნიდეს რისკს;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია, საქონლის მიწოდება განახორციელოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტციის 1.4.4. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
1.4.2. მიმწოდებელი არ არის ვალდებული, საქონლის მიწოდება დაიწყოს გამარჯვებულად გამოვლენიდან 100 (ასი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.4.3. დანართი N3-ით განსაზღვრულ თითოეულ ბაღში მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და მხარეებს უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით დააზუსტონ იგი (მათ შორის, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეც), წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.4. პუნქტის მოთხოვნის დაცვით.
1.4.4. ბაღების გახსნის საორიენტაციო თარიღები (შესაბამისად, საქონლის მიწოდების საორიენტაციო ვადები) მიმწოდებელს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, რომელიც ასევე შესაძლებელია დაკორექტირდეს შემსყიდველის საჭიროებიდან გამომდინარე, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.5. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით;
1.4.5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია (მიუხედავად იმისა ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების საორიენტაციო გეგმა-გრაფიკი განიცდის თუ არა ცვლილებას) არანაკლებ 45 (ორმოცდა ხუთი) კალენდარული დღით ადრე წერილობით აცნობოს მიმწოდებელს, კონკრეტულ საბავშვო ბაღში მისაწოდებელი საქონლის შესახებ (საქონლის ზუსტი დასახელება/აღწერილობა, რაოდენობა და მიწოდების თარიღი).
აღნიშნული პირობის დაცვა სავალდებულოდ გასათვალისწინებელია ორივე მხარისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქონლის დაგვიანებული ან ნაადრევი მიწოდება (რაც თავის მხრივ გამოიწვევს საქონლის დასაწყობების პრობლემას). აღნიშნული პირობის დაცვა სავალდებულოდ გასათვალისწინებელია ორივე მხარისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქონლის დაგვიანებული ან ნაადრევი მიწოდება (რაც თავის მხრივ გამოიწვევს საქონლის დასაწყობების პრობლემას).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. საქონლის მიწოდების ადგილია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით (მიწოდების ადგილები და რაოდენობები) განსაზღვრული თითოეული საბავშვო ბაგა-ბაღი;
1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია, დანართი N3-ით განსაზღვრულ თითოეულ დანიშნულების ობიექტზე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონლის ტრანსპორტირება და ადგილზე მიწოდება;

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელმა, დანართი N2-ით (ფასების ცხრილი) განსაზღვრულ თითოეულ შემოთავაზებულ საქონელზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა გაავრცელოს არანაკლებ 1 (ერთი) თვიანი გარანტია, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ წუნის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი მიმართვის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით ჩაანაცვლებს წუნდებულ/ხარვეზიან საქონელს ახლით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა დანართ N2-ში (ფასების ცხრილი) უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, ბრენდისა და მოდელის (Model / Type / Item No.) შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია ბრენდი, პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში მიუთითოს "არ გააჩნია";
2.1.1.2. შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, მოდელის დასახელების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ასევე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
2.1.1.3. მწარმოებლის, ბრენდის, მოდელისა და წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას;

ამასთან, თუ მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის ან/და წარმოების ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის ან/და წარმოების ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით;

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდეტს 2022 წლის პირველი იანვრიდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა ჰქონდეს საბავშვო სათამაშოების (გაყიდვის) გამოცდილება ტენდერის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 50%-ისა.

აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს საბავშვო სათამაშოების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:

ა) ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები

ან/და

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები

ან

ბ) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების საქონლის მიწოდების გამოცდილება;

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. ყველა სათამაშო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) შემოთავაზებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 თებერვლის №47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.

ბ) შემოთავაზებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს EN 71 სერიის სტანდარტებსა და CE მარკირების მოთხოვნებს. სათამაშოები უნდა იყოს არატოქსიკური, BPA-Free; ფთალატებისა და მძიმე მეტალების გარეშე.

გ) პრეტენდენტმა შემოთავაზებულ სათამაშოებზე უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია (EU Declaration of Conformity), რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მწარმოებლის დასახელება, კონკრეტული სათამაშოს მოდელი (Model / Type / Item No. - უნიკალური მაიდენტიფიცირებელი), ასევე EN 71-1, EN 71-2, EN 71-3 სტანდარტებთან შესაბამისობა და იმ ტესტ რეპორტების ნომრები და ტესტირების განმახორციელებელი ორგანოს დასახელება, რომელთა საფუძველზეც გაიცა აღნიშნული შესაბამისობის დეკლარაცია.

დ) პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სათამაშოს ასაკობრივი შესაბამისობა უნდა დასტურდებოდეს სათმაშოს ეტიკეტზე დატანილი ასაკობრივი ნიშნით.

ე) პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დანართ N1 - ში ტენიკური დავალება მითითებული ზომები არის პროდუქტის რეალური გაბარიტული ზომები, შეფუთვის გარეშე;

ვ) შეფუთვა და მარკირება - ყველა სათამაშო უნდა იყოს ქარხნულად შეფუთული და თითოეულ ერთეულზე უნდა იყოს დატანილი მწარმოებლის ეტიკეტირება, უსაფრთხოების ნიშნები, ასვე CE მარკირება და ასაკობრივი ნიშანი. სათამაშოზე ასევე აუცილებლად უნდა იქნეს დატანილი მოდელი (Model / Type / Item No. - უნიკალური მაიდენტიფიცირებელი), რომელიც უნდა დაემთხვეს შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებულს.
2.7.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშოები არის ადგილობრივი წარმოების, წარმოდგენილი უნდა იქნას მწარმოებლის წერილობითი დადასტურება, რომ სათამაშოების დამზადებისას გამოყენებული მასალები შესაბამისობაშია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.1. 1.2.6. 1.2.8. და 1.2.10. ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან;
შენიშვნა: ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პოზიციებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N47 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ მიხედვით არ განიხილებიან სათამაშოებად;

2.9 other additional requirements

2.9.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტებია:

ა) დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
ბ) დანართი N2 - ფასების ცხრილი;
გ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) 2.7.1. პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმეტაცია

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

23230

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით;

6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში;

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

6.2.4.4. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

6.2.4.5. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.
7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე). გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში-ლარში;
7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.
7.1.1.4. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ საავანსო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.
7.1.1.5. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 2025-2026 წლების სახსრებით, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ალექსანდრე ჩაგანავა, 597030303, achaganava@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, აგრეთვე, „2025-2026 წლ(ებ)ის განმავლობაში, საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის საჭირო ინვენტარის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 დეკემბრის N2042 განკარგულების საფუძველზე;

10.1.2. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციები არიან - სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებლები;

10.1.3. ის შემსყიდველი ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან მოხსენიებული სატენდერო დოკუმენტაციასა და შესაბამის დანართებში, მაგრამ კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობისას გაუჩნდებათ წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის საჭიროება, უფლებამოსილნი არიან წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის თანხმობის საფუძველზე და სატენდერო კომისიასთან შეთანხმების შემდეგ, გააფორმონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. ასეთ შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის პირობები;

10.1.4. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;

10.1.5. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობისათვის „მიმწოდებელმა“ უნდა გადაიხადოს სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის, სატენდერო წინადადების განმეორებით წარდგენის საფასური განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სისტემის მეშვეობით;

10.1.6. წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება შესყიდვის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე;

10.1.6.1. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან/გამართვა-მონტაჟთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;

10.1.6.2. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ჯამური ფასიდან გამომდინარე, შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია იგი დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით შემცირების პრინციპით და შესაბამისად შეამციროს ჯამური ღირებულებაც;

10.1.6.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს ფასების ცხრილში შესყიდვის ობიექტის თითოულ პოზიციაზე განსაზღვრულ ზღვრულ ერთეულის ღირებულებას;

10.1.7. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

10.1.8. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას;

10.1.9. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი (დიპლომირებული მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმება). დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru