Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #69376031)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Office of the Government of the Autonomous Republic of Adjara
Номер конкурса: 69376031
Дата публикации: 18-12-2025
Сумма контракта: 39 143


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023729
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.12.2025 15:40
Начало приема предложения 24.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 26.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 39`143.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
საფოსტო და საკურიერო მომსახურება
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 391 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: amiran nakashidze :: 17.12.2025 17:08
  • Последнее исправление: lasha bolkvadze :: 18.12.2025 15:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=661434&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საფოსტო და საკურიერო მომსახურების (საქართველოს ტერიტორიაზე) ტექნიკური დავალება:

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა.
2. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა განახორციელოს დანართი №1-ის პირველი ცხრილის (ფასების ცხრილის) შესაბამისად.
3. შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. „თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
4. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში (რეგიონებში არაუმეტეს 5 სამუშაო დღე), ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში-შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და გზავნილის სერვისცენტრში დაყოვნების დრო, რა დროის განმავლობაშიც ადრესატმა შეიძლება გაიტანოს გზავნილი მიმწოდებლის მისამართიდან. ჩაუბარებელი გზავნილი ბრუნდება დამისამართებული გზავნილის შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის სერვისცენტრში, საიდანაც შესაძლებლობა აქვს ადრესატს გაიტანოს გზავნილი. თუ ადრესატი 5 დღის ვადაში არ უზრუნველყოფს გატანას გზავნილი უბრუნდება გამგზავნს. გამგზავნთან დაბრუნებულ გზავნილზე მკაფიოდ (გარკვევით) უნდა იყოს აღნიშნული ჩაუბარებლობის მიზეზი.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი შტრიხკოდებით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება. შესაძლებელია, რომ გზავნილს, რეგისტრაციის და ზედდებულის ამობეჭდვისას, ავტომატურად მიენიჭოს შტრიხ-კოდი.
6. მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სპეციალური პირი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის დროული ინფორმირებით;
7. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
8. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
9. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.
10. მიმწოდებელს შემსყიდველისგან გზავნილები მიეწოდება ადრესატისათვის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაციით. (გამგზავნისა და მიმღების სრული და ზუსტი მისამართები, კერძოდ, დასახლებული პუნქტი (ქალაქი, დაბა, სოფელი და ა.შ.),საფოსტო ინდექსი, ქუჩის სრული სახელწოდება, შენობისა და ბინის ნომერი;
11. შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის, ან/და ტელეფონის ან/და საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში და ასევე, არასწორად მითითებული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა).
12. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
13. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკურიერო მომსახურება. უზრუნველყოს შემსყიდველისაგან საფოსტო გზავნილის წამოღება შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, საჭირეობისას ყოველ სამუშაო დღეს არაუგვიანეს 17:00 საათამდე (წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში შესაძლოა დღეში ორჯერ). სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში.


საფოსტო და საკურიერო მომსახურების (საერთაშორისო) ტექნიკური დავალება:

1.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა.
2.მიმწოდებელმა სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა განახორციელოს დანართი №1-ის მეორე ცხრილის (ფასების ცხრილის) შესაბამისად.
3. შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. „თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
4. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში (სწრაფი საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში არაუმეტეს 8 (რვა) სამუშაო დღის ვადაში) ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში-შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და გზავნილის სერვისცენტრში დაყოვნების დრო, რა დროის განმავლობაშიც ადრესატმა შეიძლება გაიტანოს გზავნილი მიწოდებლის მისამართიდან.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი შტრიხკოდებით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
6. მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სპეციალური პირი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის დროული ინფორმირებით;
7. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
8. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
9. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით,
10. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქვეყანა, ქალაქი/პროვინცია/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტრაქტო პირი და ტელეფონის ნომერი, ხოლო საფოსტო კოდის მინიჭებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი).
11. შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის, ტელეფონის ან/და საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში, მაგალითად, მხოლოდ საფოსტო ყუთის ნომრის მითითების შემთხვევაში, საკონტაქტო პირისა და ტელეფონის ნომრის გარეშე, გზავნილის მისამართი ჩაითვლება არასრულად. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა). ასევე, გზავნილის გაგზავნისათვის საჭირო ზემოაღნიშნული ინფორმაციის შემსყიდველის მიერ არასწორად მითითებისა და მიმწოდებლის მიერ აღნიშნულის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა).
12. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება ხორციელდება იმავე ქალაქში უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
13. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
14. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკურიერო მომსახურება. უზრუნველყოს შემსყიდველისაგან საფოსტო გზავნილის წამოღება შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, საჭირეობისას ყოველ სამუშაო დღეს არაუგვიანეს 17:00 საათამდე (წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში შესაძლოა დღეში ორჯერ). სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში.



შენიშვნა:
1. პრეტენდენტის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების ფასები, დანართი №1-ის პირველი ცხრილის შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნას დღგ-ს ჩათვლით, ხოლო საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების დანართი №1-ის მეორე ცხრილის შესაბამისად - დღგ-ს გარეშე.
2. დანართი №1-ში (ფასების ცხრილში) მოცემულია მომსახურების სავარაუდო მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს და საერთაშორისო ტერიტორიაზე.
1.5.2 მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს მისამართიდან: ქ. ბათუმი, ახმედ მელაშვილის ქ. N26 ან ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. N9 (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული შენობები).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში (ყოველწლიურად, ცალკეული წლის მიხედვით) უნდა გააჩნდეს საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2.2.1.2 პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ები)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მ-ჩ აქტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა ან/და სხვა), ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის (შესრულებული ხელშეკრულებები) შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესყიდვის ნომრებზე (NAT/CMR/SPA და ა.შ). აღნიშნულ შემთხვევაში ხელშეკრულებისა და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამატებით წარმოდგენა სავალდებულო აღარ არის.

2.9 other additional requirements

თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, ერთეულის ფასი წარმოდგება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია შეამციროს ერთეულის ფასი და დაამრგვალოს მეასედებამდე. შესაბამისად, შეამციროს საერთო ფასიც.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრულ ვადაში პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო, ან/და აუდიტორული დასვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე, თითოეულ პოზიციაზე შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, მომსახურების გაწევისას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელება მომსახურების გაწევისა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა ბოლქვაძე, 577302623, procurementajaragov@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში:
- ფასების ცხრილი (დანართი N1) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის შესაბამისად (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
- ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;

10.1.2 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.4 პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru