ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტების
შესყიდვა განხორციელდება ტექნიკური დავალების და ფასების ცხრილის
შესაბამისად;
1. საქონლის ხორცი – ხორცი საქონლის ძვალგამოცლილი (ახალი, გაციებული) - 1
კატეგორიის (ცილა ხორცი არანაკლებ 19%, ცხიმი არანაკლებ 16%)
ორგანოლეპტიკურად (ფერი - ვარდისფერი, სუნი - სასიამოვნო, კონსისტენცია
და სხვა) დამაკმაყოფილებელი; ხორცის შენახვის ვადა უნდა იყოს
სასაკლაოში გაციების დამთავრებიდან 48 საათი +2-+40 C ტემპერატურული რეჟიმის
პირობებში (ხორცის მიღებისას გასული უნდა იყოს ვადის არაუმეტეს 30% - 14
საათი); საქონლის ხორცის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც დაცული
იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი (+2- +40C)
და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე
წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა N2), რომელშიც მითითებული
იქნება საქონლის დაკვლის დღე და საათი. მომწოდებელი ვალდებულია
მოწოდების დაწყების წინ და შემდეგ თვეში ერთხელ წარმოადგინოს საქონლის
ხორცის მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია
(აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი).
მომწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და შემდეგ 3 თვეში
ერთხელ წარმოადგინოს საქონლის ხორცის ქიმიურ მაჩვენებლებზე (ტყვია,
კადმიუმი) კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული
ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი). საქონლის ხორცი უნდა იყოს
შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული სასაკლაოში (ეტიკეტირება უნდა
შეესაბამებოდეს: საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118
დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის - „საქონლის ხორცისა და საქონლის
ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ და
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N441 დადგენილების ტექნიკური
რეგლამენტის „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნის
შესახებ დამტკიცების თაობაზე“, მოთხოვნებს). საქონლის ხორცი უნდა
შეესაბამებოდეს: საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N 581
დადგენილების „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის
2015 წლის 9 ნოემბრის # 567 დადგენილების „სურსათში ზოგიერთი
დამაბინძურებლის (კონტამინანტი) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2001 წლის 16
აგვისტოს N 301/ნ ბრძანების „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების
დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 მარტის #90
დადგენილების „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური
წესის“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის #55 დადგენილების
„ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის
განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“, მოთხოვნებს.
საქონლის ხორცი არ უნდა შეიცავდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18
დეკემბრის #639 დადგენილებით „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების,
მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების
მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე განსაზღვრულ აკრძალულ ნივთიერებებს. სურსათის უვნებლობა,
ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და
მოქმედ სტანდარტებს - 520 კგ;
2. ქათმის ბარკალი - ქათმის ხორცი ახალი, (ახალი – გასუფთავებული,
გაციებული) ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი, კონსისტენცია გაციებული და
სხვა) დამაკმაყოფილებელი. ქათმის ხორცის შენახვის ვადა უნდა იყოს
სასაკლაოში გაციების დამთავრებიდან 48 საათი +2-+40 C ტემპერატურული რეჟიმის
პირობებში. (ქათმის ხორცის მიღებისას გასული უნდა იყოს ვადის არაუმეტეს
30% - 14 საათი). ქათმის ხორცის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც დაცული
იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი
გაციებული ქათმის (+2-+40C) სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ქათმის ხორცის
ყოველ მოწოდებულ პარტიაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა
(ფორმა N2), რომელშიც მითითებული იქნება ქათმის დაკვლის დღე და საათი.
მომწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და შემდეგ თვეში
ერთხელ წარმოადგინოს ქათმის ხორცის მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ
შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული
გამოცდის ოქმი). მომწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და
შემდეგ 3 თვეში ერთხელ წარმოადგინოს ქათმის ხორცის ქიმიურ
მაჩვენებლებზე (ტყვია, კადმიუმი) კვლევის შესახებ შესაბამისი
ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი).
ქათმის ხორცი უნდა შეესაბამებოდეს: საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10
ნოემბრის N 581 დადგენილების „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის # 567 დადგენილების „სურსათში ზოგიერთი
დამაბინძურებლის (კონტამინანტი) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2001 წლის 16
აგვისტოს N301/ნ ბრძანების „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების
დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 მარტის #90
დადგენილების „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური
წესი“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის #55 დადგენილების
„ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის
განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“, მოთხოვნებს. -
ქათმის ხორცი არ უნდა შეიცავდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18
დეკემბრის #639 დადგენილებით „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების,
მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების
მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე განსაზღვრულ აკრძალულ ნივთიერებებს. სურსათის უვნებლობა,
ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და
მოქმედ სტანდარტებს - 789 კგ;
3. სოსისი სასკოლო - დამზადებული ღორის და საქონლის ხორცისგან,
მაღალტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, შეზავებული შესაბამისი
ტექნოლოგიით. 1 ცალის წონა 60-100გრ. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც დაცული
იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი,
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მომწოდებელი ვალდებულია მოწოდების
დაწყების წინ და შემდეგ თვეში ერთხელ წარმოადგინოს სოსისის
მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია
(აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი).
მომწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და შემდეგ 3 თვეში
ერთხელ წარმოადგინოს სოსისის ქიმიურ მაჩვენებლებზე (ტყვია, კადმიუმი)
კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის
მიერ გაცემული გამოცდის ოქმი). ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს:
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N441 დადგენილების ტექნიკური
რეგლამენტის „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნის
შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მოთხოვნებს); საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ
ბრძანების „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და
უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“,
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 მარტის #90 დადგენილების „ცხოველური
წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი“ და საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის #55 დადგენილების „ცხოველური წარმოშობის
სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის
დამტკიცების შესახებ“, მოთხოვნებს. არ უნდა შეიცავდეს საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის #639 დადგენილებით „ფარმაკოლოგიურად
აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის
სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე განსაზღვრულ აკრძალულ
ნივთიერებებს. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და
ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს - 270 კგ;
• შემსყიდველს არ ეკისრება საქონლის სრულად შესყიდვის ვალდებულება.