სხვადასხვა საკვები პროდუქტების შესყიდვა ტექნიკური დავალების და
ფასების ცხრილის შესაბამისად;
1. პური - ქარხნული წარმოების, გამომცხვარი უმაღლესი ხარისხის ხორბლის
ფქვილისგან. წებოვნება (წებოგვარა) შემცველობა არანაკლებ 25%, ტენიანობა
არა უმეტეს 40-45%, მჟავიანობა 2.5-4%, ფორიანობა 65%. ფერი, სუნი და გემოს
მახასიათებელი წარმოდგენილი ნიმუშისათვის, წონა არანაკლებ 0.4კგ.
მიწოდება განხორციელდეს გამოცხობიდან 4-6 სთ–ის შემდეგ. არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს, მოუზელავ
ნაწილაკებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, შეესაბამებოდეს ამ
სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს. სურსათის
უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. პური დაჭრილი თანაბარი ზომის და
წონის ნაჭრებად, (სასურველია აგურის ფორმის) შეფუთული ბუნებრივი და
ეკოლოგიურად სუფთა მასალის ქაღალდში. ეტიკეტირება უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #441
დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის ეტიკეტირებისადმი
დამატებითი მოთხოვნის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მოთხოვნებს. -
3000კგ;
2. შაქარი - თეთრი ფერის, მშრალი, კრისტალური, ფხვიერი, სუფთა. დაფასოებული
ქარხნული წესით 25-50 კგ-იან შეფუთვით, შესაბამისი მარკირებით,
მინიშნებული ვარგისიანობის ვადით. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება,
შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ
სტანდარტებს. - 400კგ;
3. მარილი - კრისტალური, წმინდად დაფქვილი, იოდიზირებული, მშრალი, უცხო
გემოს გარეშე. სუფრის ფერი დამახასიათებელი. 1-5კგ ტარაში შესაბამისი
მარკირებით. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და
ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. - 100კგ;
4. მაკარონი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს ხორბლის უმაღლესი
ხარისხის ფქვილისაგან დამზადებული, არასამარხვო შემადგენლობის,
ზედაპირი გლუვი, არ ჰქონდეს არავითარი ჩანართი და წერტილი. სურსათს არ
უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე, ობის, ლპობის სუნი ან გემო. ჰერმეტულად
შეფუთულ პროდუტში არ იყოს წყლის წვეთები. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ
ორგანიზმებს, შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და
ტექნიკურ ნორმებს. მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ვარგისიანი.
დაფასოებული 5-20კგ შეფუთვით. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა
და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. შეფუთული
და სათანადოდ ეტიკეტირებული (ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N441 დადგენილების ტექნიკური
რეგლამენტის „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნის
შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მოთხოვნებს); მომწოდებელი ვალდებულია 6
თვეში ერთხელ წარმოადგინოს ლაბორატორიული გამოცდის ოქმები გმო-ს
შემცველობაზე. - 430კგ;
5. ჩაი შავი - უმაღლესი ხარისხის, სუფთა, ფოთლოვანი, დაფასოეული მუყაოს
კოლოფებში. მინარევების, უცხო სუნის, ობისა და ნესტის გარეშე.
ჰერმეტულად შეფუთული პაკეტებში. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება,
შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ
სტანდარტებს. - 3კგ;
6. კაკაო - უმაღლესი ხარისხის, მშრალი ფხვნილი. სუნი და გემო
დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის. მინარევების, უცხო სუნის,
ობისა და ნესტის გარეშე. ჰერმეტულად შეფუთული პაკეტებში. წონით,
დაფასოებული არაუმეტეს 1კგ პაკეტებისა. მარკირებით და ვარგისიანობის
ვადით. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. - 10კგ;
7. კისელი - უმაღლესი ხარისხის, მშრალი ფხვნილი. სუნი და გემო
დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის. მინარევების, უცხო სუნის,
ობისა და ნესტის გარეშე. ჰერმეტულად შეფუთული პაკეტებში. წონით,
დაფასოებული არაუმეტეს 1კგ პაკეტებისა. მარკირებით და ვარგისიანობის
ვადით. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. - 40კგ;
8. სანელებლები - მშრალი, სუფთა, ახალი დაფქული მინარევების გარეშე.
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. - 5კგ;
9. ხრაშუნა ტკბილი ნამცხვარი - ახალი, ქარხნული წარმოების, უმაღლესი
ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული, კრემის, ჯემისა და
კონცენტრატების გარეშე. ნატურალურის იდენტური არომატიზატორით. არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს. ერთი
ცალის წონა 25-50 გრ. მექანიკური დაზიანების გარეშე. სათანადოდ შეფუთული. -
400კგ;
10. ნამცხვარი - ახალი, ქარხნული წარმოების, უმაღლესი ხარისხის ხორბლის
ფქვილისაგან დამზადებული, კრემის, ჯემისა და კონცენტრატების გარეშე.
ნატურალურის იდენტური არომატიზატორით. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს. ერთი ცალის
წონა 25-50 გრ. მექანიკური დაზიანების გარეშე. სათანადოდ შეფუთული. - 350კგ;
11. ფუნთუშა (კრუასანი) - ახალი, ქარხნული წარმოების, უმაღლესი ხარისხის
ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული, ნატურალურის იდენტური
არომატიზატორით. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ
საკვებ დანამატებს. მექანიკური დაზიანების გარეშე. სათანადოდ
შეფუთული. – 6300 ცალი;
12. საფანელი - მშრალი, წმინდად დაფქული, დაფასოებული. ეტიკეტით, ვადების
მითითებით. – 12კგ;
13. საფუარი - კულინარიული დანიშნულების, პურის ცხობისთვის
გამოსაყენებელი, ფხვიერ მდგომარეობაში. დაფასოებული 0.1 კგ პაკეტებში.
ვარგისიანობის ვადით არანაკლებ 1 წელი მიწოდების დღიდან. – 4კგ;
14. ნახმი (ბუბლიკი) - ახალი, ქარხნული წარმოების, საბავშვო, უმაღლესი
ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული, კრემის, ჯემისა და
კონცენტრატების გარეშე. ნატურალურის იდენტური არომატიზატორით. არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს. ერთი
ცალის წონა 25-35 გრ. მექანიკური დაზიანების გარეშე. – 200კგ;
15. თაფლაკვერა - ახალი, ქარხნული წარმოების, საბავშვო, უმაღლესი ხარისხის
ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული, კრემის, ჯემისა და კონცენტრატების
გარეშე. ნატურალურის იდენტური არომატიზატორით. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს. ერთი ცალის
წონა 25-35 გრ. მექანიკური დაზიანების გარეშე. – 200კგ;
• შემსყიდველს არ ეკისრება საქონლის სრულად შესყიდვის ვალდებულება.