მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული
სააგენტოს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო
მომსახურება შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
1.2.1.შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტპორტალის
მეშვეობით გზავნილების კარიდან კარამდე ონლაინ ადევნოს თვალი
ე.წ.„თრექინგით“. საფოსტო გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდებას
შემსყიდველისათვის უზრუნველყოფს მიმწოდებელი;
1.2.2.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის
განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და
შემსყიდველი ორგანიზაციისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა,
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე
ცალ-ცალკე;
1.2.3. აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს ადგილობრივი და საერთაშორისო
გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება და
ნებისმიერი სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება
მიმწოდებელი;
1.2.4. კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ
სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად);
1.2.5. გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების
რეესტრის დახურვამდე;
1.2.6. ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის
ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს
ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა;
1.2.7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის შტრიხკოდის მასალით
შეუფერხებელი და უფასო მომარაგება;
1.2.8. მიმწოდებელს შემსყიდველისაგან გზავნილები გადაეცემა ადრესატზე
ჩასაბარებლად საჭირო აუცილებელი მონაცემებით: ქალაქი, რაიონი/ინდექსი,
ქუჩის სრული დასახელება, ადრესატი;
1.2.9. საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო
მომსახურების შემთხვევაში - გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება
ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე, პირადად
ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი
პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი ადრესატს
უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის
თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე
უფლებამოსილ შესაბამის პირს;
1.2.10. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების
დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
1.2.11. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს
კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის;
1.2.12. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, ამ შემთხვევაში,
მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება.
შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია - გზავნილის
ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და სერვისცენტრში გზავნილის
დაყოვნების დრო (არაუმეტს 5 დღე);
1.2.13. აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა უნდა განხორციელდეს
დაუყოვნებლივ. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა ადრესატის მიერ გზავნილის
მიღება, მიმწოდებელმა გონივრულ ვადაში, უფასოდ უნდა განახორციელოს
გზავნილის უკან დაბრუნება;
1.2.14. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს;
1.2.15. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი
დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ,
რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში უნდა აისახოს ელექტრონულად;
1.2.16. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას
დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების
ღირებულების სრული ოდენობით;
1.2.17. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა
შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან
დაზიანება);
1.2.18. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ
მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება (გზავნილის უკან
დაბრუნებამდე) უნდა განხორციელდეს იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ
ერთეულში უფასოდ. ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია
განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის
საშუალებით;
1.2.19. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს
წერილების ჩაბარება/არჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე
წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა
ჰქონდეს შესყიდული საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც;
1.2.20. მიმწოდებელი უზრუნველყოფს კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით
პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც განახორციელებს
შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდ მომსახურებასთან
დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების
ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული
ინფორმაციის მოწოდებას;
1.2.21. ყოველი თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც
ყველა სერვისცენტრისთვის ცალ-ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის
მითითებით. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების
ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა
აფიქსირებდეს, როგორც ფოსტის ასევე დამკვეთის წარმომადგენელი.
1.2.22. ფასების ცხრილიდან მითითებული რაოდენობები საორიენტაციოა და
შემსყიდველი არ არის ვალდებული სრულად აითვისოს მითითებული
რაოდენობები.
1.2.23 ფასთან კლება:
პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის
მეშვეობით, წარმოდგენილ მომსახურების დანართი N1 მითითებული ერთეულის
ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების დანართ
N1-ის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო მაქსიმალურ
ფასებს.
პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად საერთო ფასის
შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად
უნდა აისახოს მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის
ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია
აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე,
შესაბამისად შეამციროს ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო
წინადადების წარდგენის ეტაპზე ასევე დაზუსტების არსებობის
შემთხვევაში).