Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты (Грузия - Тендер #69312196)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gardabani Municipality Preschool Educational Institution
Номер конкурса: 69312196
Дата публикации: 16-12-2025
Сумма контракта: 386 340


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023561
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.12.2025 22:12
Начало приема предложения 26.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.12.2025 14:30
Предполагаемая цена закупки 386`340.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15100000-Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
Коды классификатора
  • 15100000 - Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
  • 15111100 - Говядина
  • 15112130 - Куриное мясо
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
Дополнительная информация
ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მიერ საქონლის ხორცისა და ქათმის ფილეს შესყიდვა.
Количество и объём закупок მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 3`000.00 GEL
Размер гарантии 3`863 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: elguja khikhadze :: 13.12.2025 17:45
  • Последнее исправление: elguja khikhadze :: 16.12.2025 22:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660764&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქონლის ხორცისა და ქათმის ფილეს შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.საქონლის ხორცი. – 11920 კგ. ხორცი საქონლის, ძვალგამოცლილი (ახალი დაკლული) – უმაღლესი ხარისხის, ორგანოლეპტიკურად (ფერი - ვარდისფერი, სუნი - სასიამოვნო,კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი; გაყინული და შემდეგ გამღვალი ხორცის მიწოდება დაუშვებელია. საქონელი დაკლული უნდა იყოს სერთიფიცირებულ სასაკლაოზე და შესაბამისად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სერთიფიკატი ან საბუთი. ხორცის დაჭრა, ძვლებისგან გამოცლა, უნდა განხორციელდეს ისე, რომ ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს არაუმეტეს +7C - +10C-ზე. აღნიშნული ტემპერატურა უნდა იქნეს მიღწეული მის ტრანსპორტირებამდე და შენარჩუნდეს ტრანსპორტირების განმავლობაში;
დარბილებული ხორცის ვარგისიანობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს ზემოაღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის პირობებში (ხორცის მიღებისას გასული უნდა იყოს ვადის არაუმეტეს 50%-24 საათი). ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მაცივარ მანქანებით,
შესაბამისი ტემპერატურის დაცვით. ყოველ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი
ვეტერინარული დასკვნა (ე.წ. ფორმა N2) და ვეტ.სამსახურის ზედამხედველობის სამსახურის (ლაბორატორია) დასკვნა.
2. ქათმის ფილე - 5375 კგ. ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი, კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი. ქათმის ფილე – დაფასოებული - 800გრ-1100გრ. შეფუთვაში, მშრალი გაყინვით. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. დამზადებული უნდა იყოს ჰორმონალური დანამატების გარეშე. შენახვის პირობა: არაუმეტეს -18C, მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%; ყოველ პარტიას უნდა ახლდეს ვადის განმსაზღვრელი დოკუმენტი ან და უნდა გააჩნდეს შესაბამისი ეტიკეტი.

ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და პირობების დაცვით

საქონელი უნდა შეესაბამებოდეს/აკმაყოფილებდეს:


1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2 - საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე, წარმოდგენილი უნდა იქნას, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით დამტკიცებული, „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული, ვეტერინარული მოწმობა (ფორმა №2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და საათი.
3 - ხორცი უნდა იყოს, სათანადოდ ეტიკეტირებული, საქართველოს მთავრობის, 2016 წლის 9 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს: ვარგისიანობის ვადა, დაკვლის, დამუშავების, გაყინვის დრო და ტემპერატურა. ასევე, მითითებული უნდა იყოს, ყველა სავალდებულო ჩანაწერი მ.შ. საქონლის სანომრე ნიშანი, რომლითაც მოხდება იდენტიფიცირება ვეტერინარულ მოწმობაში (ფორმა№2) დაფიქსირებულ საქონელსა და დაფასოებულ ხორცს შორის.
4 - უნდა იყოს, ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
5 - ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით, უნდა აკმაყოფილებდეს, აღნიშნულ სფეროშიარსებული მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.
6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული, „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა დაჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული, "სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და "სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
8 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).
9 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 15 იანვრის №72 დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
10 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებთ დამტკიცებული, ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
11 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული, „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
12 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით დამტკიცებული, „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
13 - არ უნდა შეიცავდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №639 დადგენილებით „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე განსაზღვრულ აკრძალულ ნივთიერებებს.
14 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ოქტომბრის №606 დადგენილებით დამტკიცებულ "ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სწრაფად გაყინული სურსათის, ტემპერატურის მონიტორინგის, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის ერთიანი მეთოდების დამტკიცების შესახებ" დადგენილ მოთხოვნებს.

შენიშვნა: შემსყიდველს არ ეკისრება ტექნიკური დავალებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სრულად შესყიდვის ვალდებულება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების გრაფიკი:

ა) მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დასვენების დღეებისა და არდადეგების გარდა, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართებზე, 09:00-დან 17:00 საათამდე;

ბ) საქონლის ხორცის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ორჯერ, ქათმის ფილეს მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ბაგა-ბაღებიდან საქონლის მიწოდების განაცხადების (წერილობით ან სიტყვიერად) საფუძველზე (არაუგვიანეს 3 (სამი) დღით ადრე);
გ) მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით.
დ) მიმწოდებელი ვალდებულია, როგორც საქონლის მიწოდებისას, ასევე, მიღებული საქონლის მოხმარებისას გამოვლენილი ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოსწორება (წუნდებული საქონლის შეცვლა და სხვა) უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, სამუშაო საათებში, არაუგვიანეს მეორე დღის 13:00 საათისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილ(ებ)ი:

1. ქ. გარდაბნის N1 ბაგა-ბაღი;
2. ქ. გარდაბნის N 2 ბაგა-ბაღი;
3. ქ. გარდაბნის N 3 ბაგა-ბაღი;
4 . ქ. გარდაბნის N 4 ბაგა-ბაღი;
5. ქ. გარდაბნის N 5 ბაგა-ბაღი;
6. სოფ. ვახტანგისის ბაგა-ბაღი;
7 . სოფ. სართიჭალის N 1 ბაგა-ბაღი;
8 . სოფ. სართიჭალის N 2 ბაგა-ბაღი;
9 . სოფ. მარტყოფის N 1 ბაგა-ბაღი;
10. სოფ. მარტყოფის N 2 ბაგა-ბაღი;
11. სოფ. თელეთის ბაგა-ბაღი ;
12. სოფ. ნორიოს ბაგა-ბაღი ;
13. სოფ. ახალსოფლის ბაგა-ბაღი;
14. სოფ. მუღანლოს ბაგა-ბაღი;
15 . სოფ. გამარჯვების N 2 ბაგა-ბაღი;
16. სოფ. კრწანისის ბაგა-ბაღი;
17 . სოფ. საცხენისის ბაგა-ბაღი;
18. სოფ. ახალი სამგორის ბაგა-ბაღი;
19. სოფ მზიანეთის ბაგა-ბაღი;
20 . სოფ ლემშვანიერას N 1 ბაგა-ბაღი;
21. სოფ. ლემშვანიერას N 2 ბაგა-ბაღი;
22. სოფ. ვაზიანის ბაგა-ბაღი;
23 . სოფ. ქესალოს ბაგა-ბაღი;
24. სოფ. ნაზარლოს ბაგა-ბაღი;
25. სოფ. ყარაჯალარის ბაგა-ბაღი;
26. სოფ. გამარჯვების №3 ბაგა-ბაღი;
27 . სოფ. ნაგების ბაგა-ბაღი;
28. სოფ. კალინინოს ბაგა-ბაღი;
29 . სოფ. ჯანდარის ბაგა-ბაღი;
30. სოფ. კუმისი ბაგა-ბაღი;
31. სოფ. გამარჯვების N 1 ბაგა-ბაღი;
32. სოფ. აღთაკლია-ყარათაკლიას ბაგა-ბაღი;
33 . სოფ. ქვემო თელეთის ბაგა-ბაღი;
34 . სოფ. სააკაძის ბაგა-ბაღი;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

ფასების ცხრილის (დანართი №2) წარმოუდგენლობა, ან მასში შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებლის მიუთითებლობა, ასევე განუფასებლად წარმოდგენილი ფასების ცხრილი, დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

რეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა) - აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.
ან
ბ) - ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) ან/და
- საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტი, რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ან განაცხადი უნდა ჰქონდეს გაკეთებული, აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადაც, „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარში"/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება შესყიდვის ობიექტის შესაბამისი საქმიანობის სახე/სახეები. აღნიშნული გადამოწმებული იქნება სატენდერო კომისიის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

2. პროდუქტის მწარმოებელს/სასაკლაოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ, მინიჭებული უნდა ჰქონდეს აღიარება/პირობითი აღიარება, რაზედაც პრეტენდენტმა სატენდერო წინანდადებასთან ერთათად უნდა წარმოადგინოს აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის შესახებაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადინოს ინფორმაცია/დოკუმენტი).
3. პრეტენდენტმა (ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით) უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის ხარისხის სერტიფიკატი ან/და შესაბამისობის დეკლარაცია.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

პრეტენდენტმა შემსყიდველ ორგანიზაციაში უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილით გათვალისწინებული შემოთავაზებული საქონლის თითო-თითო ნიმუში.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის N127.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 28-ე მუხლის შესაბამისად).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1- წარმოდგენილი უნდა იყოს საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია.

2- გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

3- თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

4- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

6.6.5 terms and conditions of guarantee

თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუხმობი და უპირობო) საბანკო გარანტია, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა.
საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუხმობი და უპირობო) საბანკო გარანტია სახელშეკრულებლო ღირებულების 5%-ის ოდენობით;
ბ) სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში
გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუხმობი და უპირობო) საბანკო გარანტია სახელშეკრულებლო ღირებულების 10%-ის ოდენობით;
გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის რაოდენობის შესაბამისად მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ელგუჯა ხიხაძე, 591850085, khikhadzeelguja@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
10.1.8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2026 წლის ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru