Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69312193)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Supreme Council of Autonomous Republic Abkhazia
Номер конкурса: 69312193
Дата публикации: 16-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250023553
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.12.2025 21:14
Начало приема предложения 23.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 25.12.2025 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`603`215.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 50`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
10 ავტომანქანის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 7`000.00 GEL
Размер гарантии 500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: besarion danelia :: 16.12.2025 17:32
  • Последнее исправление: temur uridia :: 16.12.2025 21:14
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=661211&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული 10 (ათი) ერთეული ავტომანქანის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილებისა და საცხი-საპოხი მასალების გათვალისწინებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ტექნიკური მომსახურების გაწევის ძირითადი საექსპლუატაციო მახასიათებლები მოიცავს:
ა) პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება;
ბ) მანქანის ოპერატიული შეკეთება;
გ) სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
დ) საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა.

1.2.2. მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ სერვის-ცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენელთათვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა.

ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა).

მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა ქ. თბილისში, ასევე რეგიონებში არსებულ, მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ მისამართზე). იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ადგილზე ავტომანქანის შეკეთება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობის თანხმობის შემდეგ შესაძლებელი იქნება ავტომანქანის გადატანა ევაკუატორით, მიმწოდებლის ხარჯებით, მისივე ან სხვა სერვის-ცენტრში. (რომელიმე რეგიონის სერვის ცენტრიდან საჭიროების შემთხვევაში გადატანა ქ. თბილის-ში ან საქართველოს სხვა რეგიონში.)
მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ სერვის-ცენტრებში უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის ავტომანქანებისათვის:

- ქ. თბილისში (მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 5 ავტომანქანა;
- რეგიონებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 3 ავტომანქანა;

სერვის-ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სატრანსპორტო საშუალების ავტოსერვისში შეყვანისას, მიმწოდებელ ვალდებულია შეადგინოს ავტომანქანის სრული დათვალიერების აქტი (ყველა ხარვეზის მითითებით) და პროფორმა ინვოისი (ექსელის ფორმატში).
პროფორმა იმავე ან მომდევნო დღეს, უნდა გადმოუგზავნოს შემსყიდველს ელ. ფოსტაზე (აგრეგატების რემონტის შემთხვევაში 3 კალედარულ დღეში) (დეფექტური აქტი ან პროფორმა ინვოისის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით). მიმწოდებელმა ავტომანქან(ებ)ის ტექნიკური მომსახურება უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებსაც დაადასტურებს შემსყიდველი ორგანიზაცია, საჭიროების და პრეისკურანტთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ.
მიმწოდებელმა მოთხოვნის შემთხვევაში კონკრეტული მომსახურების დასრულების შემდეგ, იგივე ან მომდევნო დღეს, უნდა გადმოუგზავნოს საბოლოო ინვოისი ელ. ფოსტაზე.

თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მოიძიოს და შემსყიდველს შესთავაზოს აღნიშნული მომსახურება და დეტალი საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.
„შემსყიდველს“ უფლება აქვს მიუთითოს „მიმწოდებელს“ საქართველოში აღნიშნულ ნაწილის შეძენის ადგილი, რაც იმოქმედებს საბაზრო ფასის დადგენაზე.
აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის/საცხებ-საპოხი მასალის/მომსახურების ფასის შემსყიდველისათვის მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური აქტის მიწოდების ვადებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს

შენიშვნა: ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მათ შორის, ავტომანქანის სერვის ცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი,დეფექტური აქტი, შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით და დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული ბეჭდით, დადგენილი წესით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

პრეტენდენტის მიერ მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მომსახურება უნდა განხორციელდეს 2026 წლის პერიოდში - ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ.
თუ ავტომანქანის შეკეთებისას საჭირო გახდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილის (რომლის ყიდვაც მოცემული მომენტისათვის შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე) გამოყენება, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი შეკვეთა და მოწოდება საკუთარი ხარჯებით.

ამასთან, მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
1. სავალი ნაწილებისათვის ორ დღეს;
2. საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა მოთხოვნისთანავე;
3. სათადარიგო ნაწილების შეცვლა - ორ დღეს;
4. ელექტროობისათვის - ერთ დღეს;
5. აგრეგატებისათვის - სამ დღეს;
6. სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისთვის - ხუთ დღეს;
7. ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო - თხუთმეტ დღეს;
8. დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა - ოც დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. აღნიშნული მომსახურება უნდა განხორციელდეს ქ.თბილისში პრეტენდენტის სერვის ცენტრებში;
1.5.2. ავტომანქანის მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის და შემსყიდველის
წარმომადგენლების მიერ თითოეული კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების (დეფექტური) აქტის შედგენის შემდეგ. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების შესყიდვისას გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა უნდა იყოს მოცემული შემყიდველის და მიმწოდებლის მიერ შედგენილი დათვალიერების აქტში;
1.5.3. სერვის ცენტრის მისამართის ცვლილების შემთხვევაში მიმწოდებელმა შემსყიდველს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ცვლილებამდე გონივრული ვადით ადრე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 6 თვე (შენიშვნა: საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია დააკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი);

1.7.1.2.საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების ვადისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

1.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო (კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა, კომპიუტერული სისტემის განულება (სბროსი) და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.7.1.4.იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად გაწეული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზები აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.
1.7.1.5.მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსანტრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მიმწოდებელი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია უკანასკნელი 3 (სამი) წლის (2025; 2024;2023) განმავლობაში ანალოგიურ საქმიანობაში გამოცდილების შესახებ, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ავტოსატრანსპორტოს საშუალებისა რემონტისა და ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტთან დადებული ხელშეკრულებები არ არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მათ არ გააჩნია შესყიდვის ნომერი (SPA, NAT CMR ან სხვა). პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს გამოცდილების დასტურად მითითებული თითოეული ხელშეკრულება შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (მიღება ჩაბარება და/ან ანგარიშ-ფაქტურა) ერთად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ძირითადი მანქანა–დანადგარების საწარმოო სიმძლავრეები, კერძოდ:

ა) ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;
ბ) ავტოამწე მინიმუმ 7 ცალი;
გ) წინა მაშუქების რეგულირების აპარატი;
დ) ვულკანიზაციის ბალანსირების აპარატი;
ე) ძირითადი სამუშაოების სერვისული სადგურის ფართი;
ვ) სამღებრო სამუშაოებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის ფართი;) სათუნუქე სამუშაოებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის ფართი.
ზ) კონდიცირების სისტემის ტესტირების და ფრეონით დატენვის მოწყობილობა არანაკლებ 1 (ერთი) ცალი;
თ) თვლების შეყრის გასწორების აპარატი არანაკლებ 1 (ერთი) ცალი;
ი) ძრავის ამოსაღები ამწე არანაკლებ 1 (ერთი) ცალი;

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. პრეტენდენტს შეუძლია ტექნიკური მომსახურება განახორციელოს კონტრაქტორ სერვისცენტრებში.
2.8.1.2.ქვეკონტრაქტორების არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები.
2.8.1.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ქვეკონტრაქტორები უნდა აკმაყოფილებდნენ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტში მითითებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
2.8.1.4 ამასთანავე, სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების) ვადა იყოს არანაკლებ 2027 წლის 01 იანვრისა.

2.9 other additional requirements

შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეამოწმოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული მატერიალუ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა შემსყიდველის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის პირობებთან და შეუსაბამობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მისი სატენდერო პროცედურებიდან დისკვალიფიკაციის შესახებ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ლარებში, ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტის და ანგარიშ–ფაქტურის (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტის და ანგარიშ–ფაქტურის (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თემურ ურიდია, 577092210, temururidia@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.4 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.5. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასები განფასებული ცხრილის (პრეისკურანტის) ჩამონათვალში მოცემულ სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ყველა სახეობაზე;
10.1.6. შემსყიდველის მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილ პრეისკურანტის ფასსა და ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ფასს შორის სხვაობა პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტ(ებ)ში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე. თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტ(ებ)ი ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს მეასედამდე.
10.1.7 პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტში მითითებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაფასებელ ცხრილში (პრეისკურანტებში) თითოეულ პოზიციაზე მითითებულ სავარაუდო მაქსიმალურ ერთეულის ფასებს;
10.1.8. შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.9. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასთან მიმართებაში გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10.1.10. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
ა)განფასების ცხრილი (პრეისკურანტი) (Excel ფორმატში) (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან/და თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.“ დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
ბ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით (თანახმად ტექნიკური დავალებისა);
გ) ინფორმაცია ავტოსერვისის მისამართის შესახებ;
დ)ინფორმაცია შეცვლილი ან/და შეკეთებული სათადარიგო ნაწილებისა და გაწეული მომსახურების საგარანტიო ვადის შესახებ;
ე) ინფორმაცია უკანასკნელი 3 (სამი) წლის (2025; 2024; 2023;) განმავლობაში ანალოგიურ საქმიანობაში გამოცდილების შესახებ.
ვ) არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულებები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru