Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты (Грузия - Тендер #69312187)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Batumi Social Services Agency
Номер конкурса: 69312187
Дата публикации: 16-12-2025
Сумма контракта: 299 976


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023546
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.12.2025 18:47
Начало приема предложения 26.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 299`976.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15100000-Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
Коды классификатора
  • 15100000 - Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
  • 15111100 - Говядина
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`200.00 GEL
Размер гарантии 3`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam vadachkoria :: 16.12.2025 15:18
  • Последнее исправление: mariam vadachkoria :: 16.12.2025 18:47
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=661146&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია ა(ა)იპ "ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო"-ს სასადილოებისა და თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის გაყინული საქონლის ხორცის შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტი: საქონლის ხორცი, განკუთვნილია ა(ა)იპ „ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“-ს სასადილოებისა და თავშესაფრისთვის.

- ხორცი (ძროხის/ხარის) ძვალგამოცლილი. ხორცი არ უნდა იყოს ბებერი.
- გაყინული სწრაფი გაყინვის მეთოდით (შოკირებული მეთოდით -18 გრად. ცელსიუსზე);
- ფერი - ღია ვარდისფერი ან წითელი, სუნი სპეციფიკური დამახასიათებელი ხორცისთვის;
- კუნთოვანი ქსოვილი ხილული შემაერთებელი ქსოვილის ჩანართების გარეშე;
- თითეული ნაჭრის სისქე არანაკლებ 2 სანტიმეტრი, წონა არანაკლებ 500 (ხუთასი) გრამი.
- არ უნდა შეიცავდეს ძარღვებს, ხრტილებს, ქონს, ანათლელებს (ტანხორციდან ძვლის მოცილებისას ან ხორცის დაჭრისას მიღებული ხორცის მცირე ზომის ნაწილები) და ქონისებრ აპკს („ტყლარწს“);
- არ უნდა იყოს გაჟღენთილი სისხლით, უნდა იყოს სისხლისგან დაწრეტილი. ხორცს არ უნდა აღენიშნებოდეს სისხლჩაქცევები, სისხლის კოლტები; ხორცის ხარშვის პროცესი არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს;
- გალღობის შემდეგ წყლის შემცველობა არა უმეტეს 5%.
- გალღობის შემდეგ ხორცი უნდა იყოს რბილი;
-100გრ პროდუქტში (ხორცში) ცხიმის მასური წილი არაუმეტეს 18 გრ, ცილები არანაკლებ 17 გრ. - დაფასოებული უნდა იყოს სურსათისთვის თავსებად პოლიეთილენის პარკში ქარხნული წესით, რომელიც მოთავსებული იქნება 15-30 კილოგრამიან მუყაოს ყუთებში.
- ყუთს არ უნდა აღენიშნებოდეს დეფროსტაციის კვალი;
- მოწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%, მაგრამ არანაკლებ 4 (ოთხი) თვე.

სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:

სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

ხორცი უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული. ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს: საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ ჰიგიენურ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ოქტომბრის №606 დადგენილებით დამტკიცებულ "ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სწრაფად გაყინული სურსათის, ტემპერატურის მონიტორინგის, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის ერთიანი მეთოდების დამტკიცების შესახებ" დადგენილ მოთხოვნებს.

საქონლის ხორცის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით, სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თითოეულ მანქანა რეფრეჯერატორი უნდა იყოს აღჭურვილი ტემპერატურილი რეჯიმების გადამოწმების მექანიზმით - რეკორდერით.


შესყიდვის ობიექტის რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბენეფიციართა ფაქტობრივ გამოცხადებაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება შემსყიდველისათვის უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ეტაპობრივად, კვირაში 3-ჯერ გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელს ეგზავნება შესყიდვის ობიექტის მიწოდების დეტალური გეგმა-გრაფიკი).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად წარმოდგენილ 7 (შვიდი) მისამართზე:
1. სასადილო N1 ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N20
2. სასადილო N2 ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N92
3, სასადილო N3 ქ. ბათუმი, დადიანის ქ. N7 (ბენზე)
4. სასადილო N4 ქ. ბათუმი, დიდაჭარის პირველი ჩიხი N1 (ხელვაჩაური)
5. სასადილო N5 ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი, მე-3 შესახვევი N2 (მახინჯაური)
6. სასადილო N6 ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. N69.
7. თავშესაფარი - ქ. ბათუმი, მამია ვარშანიძის ქ. N71.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის თითოეულ ობიექტებზე წარმოადგინოს მწარმოებელი და წარმოშობის ქვეყანა.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ მწარმოებელისა და წარმოშობის ქვეყნა უნდა მიეთითოს ფასების ცხრილში აღნიშნულ სპეციალურ სვეტში. პრეტენდენტის მიერ მწარმოებელისა და წარმოშობის ქვეყნის მიუთითებლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე, ამასთან, თუ წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

- პრეტენდენტი და ასევე, შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.

- თუ პრეტენდენტი (ან შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი) წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა.

- თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ ზემოაღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე.

- თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის დამამზადებელ საწარმოზე ან მწარმოებელზე გაცემული, ძალაში მყოფი, რომელიმე სერტიფიკატი: ISO22000, FSSC 22000, IFS FOOD, BRCGS, SQF. სერტიფიკატის გამცემი უნდა იძებნებოდეს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) ვებ-გვერდზე https://www.iafcertsearch.org/. ასევე, შესაძლებელია სერტიფიკატის გამცემი არ იძებნებოდეს აღნიშნულ ვებ-გვერდზე, თუმცა იგი აკრედიტებული/ავტორიზებული იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) წევრი აკრედიტაციის ორგანოს ან რეგიონალური აკრედიტაცის ჯგუფის ან ასოცირებული წევრის მიერ, აღნიშნული მიკვლევადი უნდა იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის ვებ-გვერდის მეშვეობით https://iaf.nu/en/home/.

2.9 other additional requirements

- მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მოსაწოდებელ პარტიაზე წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ლაბორატორიული დასკვნა/წერილი (გამოცდის ოქმით) პროდუქტის ორგანოლეპტიკური, ფიზიკო–ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური პარამეტრების შესახებ; გამოცდის ოქმში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია პროდუქტის ცხიმის და ცილის მასური წილის შესახებ.

- მიმწოდებელმა ყოველ მიწოდებულ პარტიას თან უნდა დაურთოს:
ა) იმპორტირებული პროდუქტის შემთხვევაში, საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი. აგრეთვე, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი.
ბ) ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული ვეტერინარული მოწმობა (ფორმა N2) და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისობის შეფასების აქტი.



- შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარუდგინოს მას ინფორმაცია იმ სატრანსპორტო საშუალებების შესახებ რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება. აღნიშნული პირების/სატრანსპორტო საშუალების ცვლილების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს შემსყიდველის ინფორმირება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან აუდიტის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

7 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 05 ივნისის ჩათვლით.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (თუ ხელშეკრულების ღირებულება აღემატება 200 000 ლარს) , ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ხელშეკრულების საერთო ღირებულების 7%-ის ოდენობით.

2. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

4. გარანტია შესაძლებელია გაცემული იქნას, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული მოქმედი საბანკო დაწესებულებ(ებ)იდან, ასევე, სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანი(ებ)იდან.

5. ბენეფიციარისათვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს გარანტორისათვის მიმართვიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

6. საბანკო გარანტიაში უნდა ეწეროს ტენდერის კონკრეტული (SPA/DEP/NAT/GEO და სხვა..) ნომერი, რომლის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფადაც გაიცემა გარანტია.

7. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმების დღეს.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ვადაჭკორია, 577995520, marivadachkoria28@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru