Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования (Грузия - Тендер #69312076)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Suboffice - the Border Police of the Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 69312076
Дата публикации: 16-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250023440
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.12.2025 19:09
Начало приема предложения 26.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.12.2025 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 128`065.63 GEL
Контрактная цена объекта закупки 160`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50500000-Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования
Коды классификатора
  • 50532300 - Ремонт и техническое обслуживание генераторов
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Дополнительная информация
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული დიზელ გენერატორების და ბეზნო გენერატორების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და დიაგნოსტიკა (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით), (2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში 120 000 ლარი და 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში 40 000 ლარი)
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 1`247.00 GEL
Размер гарантии 1`600 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mamuka turiashvili :: 06.11.2025 18:27
  • Последнее исправление: lana talakhadze :: 15.12.2025 19:09
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654273&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული დიზელ გენერატორების და ბეზნო გენერატორების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და დიაგნოსტიკა (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მომსახურება უნდა განხორცილდეს დანართ N1-ში (პრეისკურანტში) მითითებული შესაბამისი საქონლის და მომსახურების შესაბამისად.
1.2.2 მომსახურეობა გულისხმობს დაზიანებული გენერატორის შეკეთებას და საჭიროების შემთხვევაში დეტალების შეცვლას. ამასთან, ტექნიკური მომსახურების შემდეგ ყოველ ჯერზე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გენერატორის ექსპლუატაციაში გაშვება.
1.2.3 შესყიდვის ღირებულება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას გამოიყენოს ქარხნული, ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები. მეორადი ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც მეორადი სათადარიო ნაწილის ფასი განსაზღვრული იქნება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საბაზრო ფასის გათვალისწინებით.
1.2.5 მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად მინიმუმ საქართველოს ორ სხვადასხვა რეგიონში მომსახურების გაწევა.
1.2.6 შემსრულებელმა შეცვლილი დეტალები უნდა დატოვოს ობიექტზე, შესაბამის უფლებამოსილ პირთან;
1.2.7 მომსახურების გაწევის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, მიწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაზიანების აღმოფხვრა.
1.2.8 მომსახურე პერსონალი უნდა იყოს კვალიფიცირებული სპეციალისტ(ებ)ი და აღჭურვილი ყველა საჭირო ხელსაწყოებით.
1.2.9 შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტაცია (მიღება ჩაბარების აქტი) წარმოადგინოს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
1.2.11 გენერატორის დიაგნოსტიკის შემდეგ უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს გენერატორის მარკა, მოდელი და სიმძლავრე, ნამუშევარი საათი, გენერატორის შემოწმებისას შემსყიდვლის მხრიდან წარმოდგენილი პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი.
1.2.12 ბენზინზე მომუშავე გენერატორის შეკეთება გულისხმობს მომწოდებლის სერვის ცენტრში (ქ. თბილისი) გენერატორის გამართვის სამუშაოებს პრეისკურანტში მითითებული დეტალების გამოყენებით.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილი (დანართი N1 - პრეისკურანტი) წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 01 აპრილიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით, კვირის ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირის ჩათვლით.
1.4.2 მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაიში გამოცხადდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მისამართზე, მოახდინოს დაზიანებული გენერატორის დათვალიერება და იგივე ვადაში შესაბამისი დეფექუტური აქტის მომზადება.
1.4.3 მომსახურეობის გაწევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება განხორციელდება შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტის მისამართით.
1.4.4 მიმწოდებელი ვალდებულია შეკეთება (მათ შორის სათადარიგო ნაწილის შეცვლა და ექსპლუატაციაში გაშვება) უზრუნველყოს დეფექტური აქტის ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
1.4.5 ტექნიკური დავალების მიღების და გამოძახების თარიღად ითვლება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ სატელეფონო ან ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის თარიღი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 დიზელზე მომუშავე გენერატორების მომსახურების გაწევის ადგილი: შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - საქართველოს ტერიტორია. სამმართველოებიდან სექტორებზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
1.5.2 ბენზინზე მომუშავე გენერატორების მომსახურების გაწევის ადგილი: შემსრულებლის სერვის ცენტრი (ქ. თბილისი).
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს შესაკეთებელი გენერატორის ტრანსპორტირებას პრეტენდენტის სერვის-ცენტრამდე და შეკეთებული გენერატორის უკან დაბრუნებას.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 საგარანტიო ვადა (დანართი N1-ის თითოეული პოზიციისთვის): ექსპლუატაციაში შესვლის თარიღიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი. (პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ). საგარანტიო პერიოდში დაზიანების, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის (ხარვეზის) აღმოფხვრა (საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება, შეკეთება ან კვლავ ახლით შეცვლა), დეფექტური აქტის ხელმოწერიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში კვირის ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირის ჩათვლით.
1.7.1.2 მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალების მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაიში გამოცხადდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მისამართზე, მოახდინოს დაზიანებული გენერატორის დათვალიერება და იგივე ვადაში შესაბამისი დეფექუტური აქტის მომზადება.
1.7.1.3 ტექნიკური დავალების მიღების და გამოძახების თარიღად ითვლება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ სატელეფონო ან ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის თარიღი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულებისგენერატორების შეკეთების ან/და ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს აღნიშნული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტები ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სერვის-ცენტრი სარგებლობაში ან საკუთრებაში (სადაც განხორციელდება შემსყიდველის მიერ მიტანილი მხოლოდ ბენზინზე მომუშავე გენერატორების შეკეთება), სარგებლობის არსებობის შემთხვევაში უნდა ქონდეს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2027 წლის 31 მარტისა. ამასთან პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული პირობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს) ინფორმაცია წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელთა მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2027 წლის 31 მარტისა.

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 31 მარტისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს, ინფორმაცია სერვის-ცენტრ(ებ)ის მისმართების შესახებ (შესაბამისი მისამართების მითითებით).
2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი).
2.9.3 იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქვს სარგებლობის უფლებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 31 მარტისა.
ბ) ყველა ის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.).
2.9.4. პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო მაქსიმალურ ფასებს.
2.9.5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტის მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში).
2.9.6 პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.9.7 პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.
2.9.8 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს პრეისკურანტში მითითებული დიზელის ძრავის ზეთის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
2.9.9 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში ჩართული ორი მობილური სატელეფონო ნომრის და ელ-ფოსტის მისამართის შესახებ - საკონტაქტო პირების მითითებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მულის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

ვინაიდან, სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ფუნქციონირების მიზნით, მნიშვნელოვანია წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული დიზელ გენერატორების და ბეზნო გენერატორების მუდმივად ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, აუცილებლობას წარმოადგენს, ფინანსურად იქნეს უზრუნველყოფილი მომწოდებლის პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებების 5% (10%)–ის ოდენობით.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
ანგარიშსწორება განხორციელდება 2026 - 2027 წლის ბიუჯეტის სახსრებით. ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად განხორციელებული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის (კანონით დადგენილ შემთხვევასი) და წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლანა ტალახაძე, 599331455, talakhadze.l@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru