Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по очистке и санации (Грузия - Тендер #69312070)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Culture of Georgia
Номер конкурса: 69312070
Дата публикации: 16-12-2025
Сумма контракта: 190 940


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023444
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.12.2025 20:28
Начало приема предложения 26.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 190`940.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 90900000-Услуги по очистке и санации
Коды классификатора
  • 90900000 - Услуги по очистке и санации
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე
Дополнительная информация
შენობის დასუფთავების მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 1`909 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopio gavashelishvili :: 05.12.2025 12:10
  • Последнее исправление: sopio gavashelishvili :: 15.12.2025 20:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659161&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობის დასუფთავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად (შენობის ფართობი 4950 კვ.მ, 30 სველი წერტილი. ეზოს ფართობი 450კვ.მ).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების აწერა იხილეთ ტექნიკური დავალებაში: დანართი N1.

- მომსახურების გაწევისას მიმწოდებელი უნდა გაუფრთხილდეს შემსყიდველის ქონებას.
აუცილებელი პირობა:

- მომსახურების გაწევისას მიმწოდებელი უნდა გაუფრთხილდეს შემსყიდველის ქონებას.

- შენობის მთელი ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება უნდა განხორციელდეს, დილით, 09:00 საათამდე.

-შენობის ყოველდღიური დასუფთავებისათვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს არანაკლებ 12 დამლაგებელი, მათ შორის 2 დამლაგებელი სველი წერტილების დასუფთავებისათვის.

- დამლაგებლების ხელზე ასაღები სახელფასო განაკვეთი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 700 ლარს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მიმწოდებელს დამლაგებლებისათვის ხელფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შრომითი ხელშეკრულებები ან/და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ). მოთხოვნილი დოკუმენტაცია მიმწოდებელმა შემყიდველს უნდა მიაწოდოს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგინოს მომსახურების გაწევაში ჩართული პირების (დამლაგებლების) წერილობითი თანხმობა, მათი სახელფასო ფონდის შესახებ ინფორმაციის შემსყიდველისთვის მიწოდების თაობაზე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს შესაძლოა დაეკისროს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით (მოცემული ხელშეკრულების ვადის პროპორციულად), ბიულეტინით და სხვა უფლებებით სარგებლობა, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლისგან გამოითხოვოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელი ვალდებულია ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უზრუნველყოს ინფორმაციის შემსყიდველისთვის მიწოდება, დასაქმებულთა შესაბამისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს შესაძლოა დაეკისროს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

-დასაქმებულთა შვებულებით, ბიულეტინით ან/და სხვა უფლებებით სარგებლობა არ უნდა აისახოს ობიექტებზე ყოველდღიურად საჭირო დამლაგებლებისა და დამხმარე მუშაკების რაოდენობაზე.

- უწყვეტი მომსახურების მიღების მიზნით მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 1 კვირის სამყოფი სახარჯი მასალით წინასწარი მომარაგება, რომელიც განთავსდება შემსყიდველის შენობაში, ამ მიზნით გამოყოფილ ფართში. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მონიტორინგი გაუწიოს მარაგების რაოდენობას და საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს მიმწოდებელს უმოკლეს (გონივრულ) ვადაში, თუმცა არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული დღისა მარაგის შევსება.

- ყოველდღიურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ორ სართულზე ერთი მორიგე დამლაგებელი ობიექტზე (ჯამში 3 ადამიანი), არანაკლებ 1 ადამიანისა ვალდებულია იყოს საღამოს 20:00 საათამდე, გარდა ამისა, მათ შორის 1 დამლაგებელი მუდმივად უნდა იყოს სამინისტროს მისაღებში/ფოიეში.

- მიმწოდებელი ვალდებულია ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც ვალდებული იქნება შემსყიდველის მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში, უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამოასწოროს მომსახურების ხარისხი ან განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. მითითებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
შენიშვნა: შესაბამისი შეტყობინება გაცნობა მოხდება ან ელ.ფოსტის საშუალებით ან მობილურ ტელეფონზე დაკავშირებით.

- მიმწოდებლის მიერ მომსახურების გასაწევად შემოტანილი ყველა საჭირო მასალა და დასუფთავების საშუალება უნდა იყოს უნივერსალური, ეფექტურად უნდა აცილებდეს ყველა სახის ლაქას, ნადებს და სხვა.

- მიმწოდებელმა მომსახურება უნდა გაწიოს დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარით: საწმენდი ჯაგრისები, აქანდაზი, ცოცხი, სათლი, მოპი, შუშის საწმენდი ინვენტარი, სასაპნეები, ხელის საშრობი მოწყობილობა, ერთჯერადი ნაგვის პოლიეთილენის პარკები, ეზოს ცოცხი, მტვერსასრუტი. ტუალეტის და ხელსახოცი ქაღალდი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, თეთრი ფერის არანაკლებ 2 ფენიანი, საპონი უნდა იყოს თხევადი, ადვილად აქაფებადი, სასიამოვნო, ნეიტრალური არომატის მქონე გლიცერინით, ანტიალერგიული, არ უნდა იწვევდეს ხელის კანის გამოშრობას. ჰაერის გამწმენდი აეროზოლი უნდა იყოს ნეიტრალური არომატის მქონე, მაღალი ხარისხის. ნაგვის პოლიეთილენის პარკების შეცვლა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად არანაკლებ ერთხელ ყველა სივრცეში, მათ შორის სამუშაო ოთახებში. ავეჯის და იატაკის საწმენდი ჩვრების შეცვლა უნდა განხორციელდეს არანაკლებ კვირაში ერთხელ. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს შესაძლოა დაეკისროს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. წინამდებარე პირობების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება შესაძლოა გახდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე ცალმხრივად შემსყიდველის ინიციატივით შეწყვეტის საფუძველი.

გაფრთხილება: წინამდებარე პირობების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება შესაძლოა გახდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე ცალმხრივად შემსყიდველის ინიციატივით შეწყვეტის საფუძველი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს სატენდერო პირობების 1.2 პუნტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად, შემდეგ მისამართზე - საქართველოს კულტურის სამინისტრო - ქ. თბილისი, სანაპიროს N4.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, 2023 წლიდან - წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის დასუფთავების მომსახურება, რომლის ღირებულებაც ჯამში არ უნდა იყოს 400 000 (ოთხასი ათასი) ლარზე ნაკლები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, მათ შორის, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პრეტენდენტს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური (შენობის დასუფთავების) მომსახურება.


აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები ან ორიგინალი დოკუმენტები და შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ან ორიგინალი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი მომსახურების გაწევის პერიოდისთვის სრულად ან/და დამკვეთის მიერ გაცემული გაწეული მომსახურების დამადასტურებელი ცნობა/რეკომენდაცია, რომელშიც მითითებული იქნება მომსახურების გაწევის ვადები და ღირებულებები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტს).

თუ პრეტენდენტი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებს, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალურ ნომერს, მაშინ დამატებითი დოკუმენტაციის (გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები) წარმოდგენა სავალდებულო არაა, იმ შემთხვევაში თუ ეს დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მათი გადამოწმება შესაძლებელია;

იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მომსახურების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დამკვეთის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

პრეტენდენტის მიერ გამოცდილების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია აიტვირთოს N3 დანართის ფორმით (დანართი N3 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

2.2.1.2 პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის დადებითი რეკომენდაცია 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში გაწეულ შენობის დასუფთავების მომსახურებაზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომ პერიოდში. მათ შორის ერთი რეკომენდაცია უნდა იყოს მინიმუმ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარზე გაწეულ მომსახურებაზე (აღნიშნული მითითებული უნდა იყოს სარეკომენდაციო წერილში).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

1. ფასების ცხრილი დანართი N2-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3 შესაბამისად);


2. ინფორმაცია შესრულებული ანალოგიური ხასიათის მომსახურების შესახებ. (პუნქტი 2.2.1 შესაბამისად).

3. მინიმუმ 2 სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის დადებითი რეკომენდაცია 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში გაწეულ შენობის დასუფთავების მომსახურებაზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომ პერიოდში. მათ შორის ერთი რეკომენდაცია უნდა იყოს მინიმუმ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარზე გაწეულ მომსახურებაზე (აღნიშნული მითითებული უნდა იყოს სარეკომენდაციო წერილში).

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2026 წლის განმავლობაში გამოსაყენებელი, ტუალეტის და ხელსახოცი ქაღალდის (უნდა იყოს მაღალი ხარისხის, თეთრი ფერის, არანაკლებ 2 ფენიანი - ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქარხნულად ეტიკეტზე) საპონის (უნდა იყოს თხევადი, არ უნდა იწვევდეს ხელის კანის გამოშრობას ადვილად აქაფებადი, სასიამოვნო, ნეიტრალური არომატის მქონე, გლიცერინით, ანტიალერგიული - ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქარხნულად ეტიკეტზე) ნიმუშები.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, სანაპიროს 4, საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასკვნა ცალსახად უნდა ადასტურებდეს დაფიქსირებულ ფასად, მიმწოდებლის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესარულების შესაძლებლობას. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ „ ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. სატენდერო წინადადების საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში – ლარში, შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ყოველთვიურად.
3.მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება თვეში ერთხელ, ხელშეკრულებით განსაზღვრული კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილი დადებითი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.
4. არასრულ თვეზე გაწეული მომსახურების ღირებულება დაითვლება იმ დღეების პროპორციულად თვის განმავლობაში, როცა განხორციელდა მომსახურების გაწევა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან/დადასტურებიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფიო გავაშელიშვილი, 599353301, sgavashelishvili@culture.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით და საჭიროების შემთხვევაში აპოსტილით.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (გარდა ფასების ცხრილისა, რომელიც შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს Excel-ის ფორმატში). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);
8. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მიმწოდებლის მიერ, ვალდებულების შესრულების კონტროლი;
9. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ინფორმაცია რეკვიზიტების შესახებ პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru