Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #69252720)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 69252720
Дата публикации: 12-12-2025
Сумма контракта: 3 136 905


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250023315
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.12.2025 18:12
Начало приема предложения 07.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 12.01.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 3`136`905.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45240000 - Строительство гидротехнических сооружений
Срок подачи იხ. სატენდერო პირობები
Дополнительная информация
თელავის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე არსებული იყალთოს დიუკერის რეაბილიტაცია.

ობიექტის დაფინანსება გათვალისწინებულია 2025-2026 წლის ბიუჯეტით
Количество и объём закупок იხ. სატენდერო პირობები
Шаг снижения цены 12`548.00 GEL
Размер гарантии 31`369 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino zhizhilashvili :: 30.10.2025 14:51
  • Последнее исправление: nino zhizhilashvili :: 12.12.2025 18:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653290&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

თელავის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე არსებული იყალთოს დიუკერის რეაბილიტაცია.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 პროექტით გათვალისწინებულია:

შესასვლელი სათავისი:
• გარდამავალი უბნის და სათავისის გაწმენდა დალექილი ქვიშისგან;
• ბეტონის ზედაპირების გაწმენდა და გარეცხვა წყლის ჭავლური მეთოდი (მაღალი დაწნევით);
• ბეტონის ზედაპირებზე არმირებული ტორკრეტბეტონის პერანგის მოწყობა, სისქით 5 სმ, ლითონის ანკერებზე;
• არსებული ამწე მექანიზმების ბაქნის დემონტაჟი, ლითონის სვეტების დაგრძელება, ახალი რკ. ბეტონის ფილის, ბაქანზე ასასვლელი კიბის და ლითონის მოაჯირების მოწყობა.
• ბორბლებიანი ზედაპირული ფარების მონტაჟი ელექტროამწე მექანიზმებით. ფარის ჩარჩოს მოსაწყობად წარმოებს:
o ბეტონის კედლების და ძირის მონგრევა და არსებული ლითონკონსტრუქციების დემონტაჟი არსებული არმირების შენარჩუნებით;
o ახალი ჩარჩოს დამონტაჟება და დაბეტონება. ჩარჩო არმატურის ღეროების საშუალებით უნდა მიმაგრდეს არსებული არმატურის ღეროებზე შედუღებით.
• ნაგავდამჭერი ცხაურების და ამწე მექანიზმების მოწყობა.
• ელექტრომომარაგების ქსელის მონტაჟი.

გამოსასვლელი სათავისი:
• გარდამავალი უბნის და სათავისის გაწმენდა დალექილი ქვიშისგან;
• ბეტონის ზედაპირების გაწმენდა და გარეცხვა წყლის ჭავლური მეთოდი (მაღალი დაწნევით);
• ბეტონის ზედაპირებზე არმირებული ტორკრეტბეტონის პერანგის მოწყობა, სისქით 5 სმ, ლითონის ანკერებზე;

რკ. ბეტონის ახალი მილსადენების მოწყობა:
• 8მ-მდე სიმაღლის ქვაბულის დამუშავება მაქსიმუმ 5მ სიმაღლის საფეხურებად. რკ. ბეტონის მილსადენის გაშიშვლება (სამუშაო მიმდინარეობს მდინარის დროებით და მუდმივ კალაპოტში ეტაპობრივი გადაყვანით).
• რკ. ბეტონის მილსადენის დემონტაჟი.
• 20 სმ სისქის ხრეშის საფუძველის და 10 სმ სისქის ბეტონის მომზადების მოწყობა.
• რკ. ბეტონის ახალი მილსადენის მშენებლობა. თითოეული ძაფის განივი კვეთი სინათლეში შეადგენს 2.65x2.65 მ.
• პკ.1+04.00-ზე დამცლელი ჭის (მონოლითური რკ. ბეტონი), მარეგულირებელი ურდულების და დამცლელი მილსადენის მოწყობა Ø426მმ ფოლადის მილით, L=274მ ქარხნული იზოლაზიით.
• ქვაბულის უკუშევსება ადგილობრივი გრუნტით.

1.2.2 მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების პროცესში გამოსაყენებელი სხვადასხვა მასალებისა და კონსტრუქციების (ღარები, ფილები და ა.შ.) დადგენილ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტალური დადასტურება, კანონმდებლობით განსაზღვრული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით:
• შესაბამისობის დეკლარაციით - რომლითაც, მწარმოებელი ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• შესაბამისობის სერტიფიკატით - რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• ინსპექტირების სერტიფიკატით ან/და ოქმით - რომლითაც ინსპექტირების ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

1.2.3 ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მიმწოდებლის მიერ მოხდება მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით.

1.2.4 სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

1.2.5 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, სადაც განსაზღვრული იქნება ახალი პოზიციის ერთეულის ფასი.

1.2.6 იმ შემთხვევაში, თუ იცვლება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, აღნიშნული საკითხი უნდა შეთანხმდეს პროექტის ავტორთან და ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მისი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მშენებელმა უნდა წარმოადგინოს კონსტრუქციულ ნაწილზე, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ინსპექტირების სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა (შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი ნაგებობის სფეროშიც).

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას სისტემაში 1.2 პუნქტში ატვირთული ფაილების შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან 420 კალენდარული დღე, რომელშიც გათვალისწინებულია მხოლოდ მშენებლობის ვადა, მძიმე კლიმატური პირობების და სავეგეტაციო პერიოდის გაუთვალისწინებლად.

კლიმატური პირობებით გამოწვეული მოცდენის საპატიოდ ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ინსპექტირების ჯგუფს და ზედამხედველ კომპანიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/დოკუმენტი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, ასევე ფოტო და ვიდეო მასალა. მოწოდებულ ფოტო და ვიდეო მასალაში იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ობიექტი (ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები) და გადაღების თარიღი. შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტილებას იღებს მოწოდებულ დოკუმენტაციაზე, ფოტო და ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, ზედამხედველის დასტურის შესაბამისად.

სარწყავი პერიოდის განმავლობაში (თითოეულ წელს სავარაუდოდ 5 თვე, შესაბამისი წლის მაისი- სექტემბერი), იმ სამუშაოებზე, რომელთა შესრულება რწყვის პარალელურად შეუძლებელი იქნება, შესრულების ვადა გაიზრდება იმ დროით, რა დროითაც შეჩერებული იყო შესაბამისი სამუშაოები. სარწყავი პერიოდის დაწყებისა ან დასრულების, შესაბამისად, სამუშაოების შეჩერების ან განახლების თაობაზე (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველი მიმწოდებელს შეატყობინებს სარწყავი პერიოდის დაწყებამდე ან დასრულებამდე.

სავალდებულოა სამუშაოები წარმოებული იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკის განუხრელი დაცვით, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

კახეთის რეგიონი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი იყალთო.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესრულებული სამუშაო სწორი ექსპლუატაციის პირობებში არ გამოავლენს დეფექტს და შეესაბამება სამუშაოს შესრულების ტექნიკურ პირობებს.
2. გარანტია ვრცელდება შენობა-ნაგებობებზე და მათ სამშენებლო სამუშაოებზე გამოყენებულ ნებისმიერ მასალაზე, ასევე, ელექტრო, მექანიკურ და ელექტრო-მექანიკურ დანადგარებზე/მოწყობილობებზე (მათ შორის ძრავები, ტუმბოები, ფარები, ამწე მექანიზმები, სარქველები, ურდულები და ა.შ).
3. შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან. აღნიშნული ვადის პირველი წლის განმავლობაში, შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრაზე უზრუნველყოფილი იქნება სამუშაოების ღირებულების 5%-ით.
4. შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი დეფექტი/გაუმართაობა. იმ შემთხვევაში თუ დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის სირთულიდან გამომდინარე, მის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი ვადა, მიმწოდებელმა 10 დღიანი ვადის გასვლამდე შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს მოცემული ვადის გაგრძელების საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღების დღიდან. ზემოაღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება ხელშეკრულების ღირებულების 0.05% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საგარანტიო ვადის პირველი წლის განმავლობაში, პირგასამტეხლოს მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა დაიქვითება მე-6 პუნქტის თანახმად დაკავებული თანხიდან.
5. თუ საგარანტიო ვადის ამოწურვის მომენტისათვის შემსყიდველს მიმწოდებლისთვის გაგზვნილი აქვს საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების შეტყობინება ან თუ მოცემულ დროს წარმოებს გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრის სამუშაოები, შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა გაგრძელდება შესაბამისი დეფექტე(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრამდე.
6. შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება ამ სამუშაოს ღირებულების 5%. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს აუნაზღაურდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის 1 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, ანაზღაურება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი დაამოწმებს, რომ მიმწოდებლის მიერ გასწორებულია ყველა აღმოჩენილი დეფექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ მუხლით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის პერიოდის დასრულებამდე.
7. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით, მიმწოდებელი ვერ/არ უზრუნველყოფს საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრას, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლოს სახით, მთლიანად რჩება შემსყიდველს, ხოლო საგარანტიო ვადის პირველი წლის შემდეგ, თუკი ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა დაბრუნებულია, მიმწოდებელს დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოუფხვრელობისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. თუ მე-7 პუნტში აღნიშნული დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხა აღემატება სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებულ თანხას, შემსყიდველი უფელბამოსილია, დამატებით მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნული სხვაობის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. შემსყიდველი უფლებამოსილია, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გადაუხადოს მიმწოდებელს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემულ საბანკო გარანტიას, დაკავებული თანხის იდენტურ ოდენობაზე (შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ). ამასთან, შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა ადასტურებდეს, მოცემული მომენტისთვის, შესრულებულ სამუშაოზე დეფექტ(ებ)ის/გაუმართაობ(ებ)ის არარსებობას.
10. მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. აღნიშნულ საბანკო გარანტიის უნდა გააჩნდეს მოქმედების ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 425 კალენდარული დღის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

საანგარიშო პერიოდში*, საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნისა, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს პრეტენდენტი ან სათაო კომპანია), პრეტენდენტის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების** ან/და მოთხოვნილი ტიპის სამუშაოების*** ფაქტობრივად შესრულებული ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 6040000.00 (ექვსი მილიონ ორმოცი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარისა.

ამასთან, იმავე პერიოდში პრეტენდენტს შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის (დასრულებული სამუშაო) ფარგლებში განხორციელებული უნდა ჰქონდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები***, არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობით. აქედან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 30%.


*საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან ელ. ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდს.

მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები*** - პრეტენდენტს გამოცდილებაში ჩაეთვლება საირიგაციო ინფრასტრუქტურის*, კაშხლების, წყალსაცავების, ჰიდროელექტროსადგურებისა და წყალმომარაგება წყალარინების სისტემების მშენებლობა**.
* საირიგაციო ინფრასტრუქტურა – საირიგაციო დანიშნულების ნაგებობები: კაშხლები, წყალსაცავები, სათავე ნაგებობები, მაგისტრალური, მეორე რიგისა და მესამე რიგის არხები და მილსადენები, აგრეთვე მათზე არსებული ჰიდრონაგებობები (წყალსაშვები, აკვედუკი, დიუკერი, გვირაბი, ხიდი, მილხიდი, გადამღობი და მარეგულირებელი ფარები), სატუმბავი სადგური, ჭები, ჭაბურღილები, მისასვლელი და საექსპლუატაციო გზები;

** მშენებლობად განიხილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ახალი მშენებლობა (მათ შორის - მონტაჟი), რეკონსტრუქცია და შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა), აგრეთვე დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა).

დოკუმენტები, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს გამოცდილება

ა) პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი დოკუმენტებიდან:

ა.ა.) მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა (საკმარისია ხელშეკრულების ან მისი ნაწილის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მხარეთა რეკვიზიტები, სამუშაოს შინაარსი და სამუშაოს ღირებულება);
ა.ბ.) შესაბამისი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ:
• შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი და სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა N2 ან ანალოგიური შინაარსის სხვა დოკუმენტი).
ა.გ.) გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტიპის სამუშაოები უნდა დასტურდებოდეს ისეთი დოკუმენტ(ებ)ით, რომელშიც შესაბამისი დამკვეთი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებას.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სრულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).“

გ.ა.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ან/და ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სრულად სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
გ.ბ.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, წარმოდგენილ უნდა იქნას სამუშაოს ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.


დ) წარმოდგენილი დოკუმენტებიდან შესაძლებელი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების შინაარსისა და ღირებულების იდენტიფიცირება, ასევე, უნდა იკვეთებოდეს ხელშეკრულებასა და სამუშაოს შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტთა შორის ურთიერთკავშირი.

ე) უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

ვ) ამხანაგობის და ამხანაგობის წევრთა მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ვ.ა.) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
ვ.ბ.) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის ვ.ა ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ დაიშვება ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება.
ვ.გ.) საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

ზ) უცხოური საწარმოს ან მისი წარმომადგენლობის/ფილიალის მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ზ.ა.) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ზ.ბ.) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტების დედანთან სისწორე ნოტარიულად უნდა იქნას დამოწმებული.

თ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს ასრულებს ერთზე მეტი პირი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შემსრულებელი პირების მითითებით, რომელსაც დაადასტურებს ყველა შემსრულებელი მხარე.

ი) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს შესრულებული აქვს სამუშაო როგორც ამხანაგობის წევრს, აღნიშნული სამუშაო უნდა ქონდეს შესრულებული კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ძირითად შემსყიდველთან თავდაპირველად წარდგენილი განაწილების ან/და შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.

კ) თუ პრეტენდენტს შესრულებული აქვს სამუშაო როგორც ქვეკონტრაქტორს და ძირითად შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს სამუშაოების გადაცემის თაობაზე შემსყიდველთან შეთანხმების ვალდებულებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აღნიშნული შეთანხმების არსებობა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორს გადასცეს მთლიანი სამუშაოების ღირებულებითი მოცულობის არაუმეტეს 30%.
2.8.1.2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორს გადასცემს მთლიანი სამუშაოების 30%-მდე ღირებულებითი მოცულობის სამუშაოებს, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეათანხმოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება.
2.8.1.3. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს დარეგისტრირებული შავ სიაში.
2.8.1.4. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი სამუშაოს ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან და აღნიშნულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
1. შევსებული დანართი N1 - სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული დოკუმენტ(ებ)ი (სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფას

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru