1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და კურიერის
მიერ გზავნილების ჩაბარება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში 10:00-დან
17:00 საათამდე, (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ).
2. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის
წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემსყიდველის
მისამართიდან: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. #52
3. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა
სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - გზავნილი) გადაგზავნა, უნდა
განხორციელდეს ფასების ცხრილის დანართი №1-ის შესაბამისად.
4. შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტ პორტალის
მეშვეობით გზავნილების კარიდან კარამდე ონლაინ ადევნოს თვალი ე. წ
„თრექინგით“; მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საფოსტო
გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება გზავნილის რეალურ დროში
ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის
განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და
შემსყიდველისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, შესაბამისი
დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე ცალ-ცალკე; აღნიშნული
სისტემით უნდა ხდებოდეს ადგილობრივი გზავნილების მოძრაობის ონლაინ
რეჟიმში თვალყურის დევნება და ნებისმიერი სტატუსის ნახვა, რომლის
სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; კურიერისთვის
გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში
დამუშავებული დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად); გზავნილების
ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის
დახურვამდე; ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის
ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს
ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა;
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შტრიხკოდის მასალით შეუფერხებელი და
უფასო მომარაგება.
6. ადგილობრივი გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
6.1. საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო
მომსახურების შემთხვევაში - მიმწოდებლის
წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის
გადაცემიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გზავნილი უნდა
ჩაბარდეს ადრესატს (გარდა მაღალმთიანი რეგიონებისა), ხოლო მაღალმთიან
რეგიონში არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. გზავნილის
ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის მიერ მითითებული
ადრესატის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე
დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის
განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს შემსყიდველის მიერ მითითებული
ადრესატის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან
ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ
შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის
ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს
კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის; თუ
ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, ამ შემთხვევაში,
მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება.
შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის
ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და სერვისცენტრში გზავნილის
დაყოვნების დრო (არაუმეტს 5 დღე). აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული
ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა
ადრესატის მიერ გზავნილის მიღება, მიმწოდებელმა გონივრულ ვადაში
უფასოდ უნდა განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება.
6.2. საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება
მომდევნო სამუშაო დღიდან.
7. გზავნილი შესაძლებელია გაიგზავნოს პირობით მოკითხვამდე, რომელიც
სერვის-ცენტრში შესაძლებელია დაყოვნდეს ერთი თვის განმავლობაში.
8. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
9. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი
დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ,
რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
10. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას
დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების
ღირებულების სრული ოდენობით.
11. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა
შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან
დაზიანება).
12. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს
წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ ელ. დოკუმენტაციაზე
წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა
ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც არანაკლებ 6 თვის
განმავლობაში;
13. საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების ტექნიკური
დავალება:
13.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო (საქართველოს
საზღვრებს გარეთ სტანდარტული და სწრაფი მომსახურება ნებისმიერი
მიმართულებით) საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა.
13.2. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ
სწრაფი საერთაშორისო გზავნილის გადაცემიდან 2-8 სამუშაო დღის, ხოლო
სტანდარტული საერთაშორისო გზავნილი 2-20 სამუშაო დღის ვადაში
ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს.
გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების
დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
14. მიმწოდებელი უზრუნველყოფს კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით
პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც განახორციელებს
შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდი მომსახურების შესახებ
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების
ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული
ინფორმაციის მოწოდებას;
15. ყოველი თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც
ყველა სერვის-ცენტრისთვის ცალ-ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის
მითითებით. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების
ნომრებით, რაოდენობებით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა
აფიქსირებდეს როგორც მიმწოდებლის ასევე შემსყიდველის
წარმომადგენელი.
შენიშვნა:
ფასების ცხრილის დანართი #1-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციოა
და შემსყიდველი არ არის ვალდებული სრულად აითვისოს მითითებული
რაოდენობები. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ
მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების
მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა
დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა
შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში
განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის)
შემცირებით.