1.2.1. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება
1.2.1. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული
შენობის და გამგეობის საუბნო განყოფილებების საოფისე ფართების
დალაგება-დასუფთავება, ტექნიკური მომსახურება და საჭიროების
შემთხვევაში ობიექტებზე სადეზინფექციო, სადერატიზაციო მომსახურების
ჩატარება.
1.2.2. შესყიდვის ობიექტის აღწერა:
1) გამგეობის ადმინისტრაციული შენობა (ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის
გამზ. N65)
შენობის დასასუფთავებელი საერთო ფართი-630 მ2
ფანჯრები და ვიტრაჟები - 156 მ2
სველი წერტილი - 7 ერთეული
დამლაგებელი- არანკლებ 3 პირი (პერსონალის შერჩევა შემსყიდველთან
შეთანხმებით).
2).საუბნო განყოფილებები (ქ. თბილისი კიევის ქუჩა N2/ დავით აღმაშენებლის
გამზ. N57)
შენობის დასასუფთავებელი საერთო ფართი-370 მ2
ფანჯრები და ვიტრაჟები - 70მ2
სველი წერტილი - 4 ერთეული
ეზოს ფართი-584 მ2
დამლაგებელი- არანკლებ 2 პირი. (პერსონალის შერჩევა შემსყიდველთან
შეთანხმებით).
1.2.3. მომსახურების გაწევის ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1) კაბინეტების, სამუშაო ოთახების, სათათბირო ოთახის და დერეფნების
დასუფთავება შესაბამისი ხსნარებით და ავეჯის გასაწმენდი
საშუალებებით (ყოველდღიურად); საერთო დალაგება (საოფისე კარადების,
ტუმბოების და ჩვეულრბრივი ავეჯის დასუფთავება (ყოველდღიურად), სველი
წერტილების დასუფთავება (რეგულარულად), სველ წერტილებში საქაღალდე
დისპენსერების სისტემატიური შევსება ქაღალდით და თხევადი საპნის
სისტემატიური არსებობის კონტროლი, ურნების გაწმენდა-დასუფთავება
(რეგულარულად); კედლების და შუშის ტიხრების გაწმენდა (თვეში ერთხელ);
მინების და ჟალუზების გაწმენდა (თვეში ერთხელ); კიბეების
გაწმენდა-დასუფთავება (საჭიროების მიხედვით); მყარი იატაკის:
მარმარილოს, გრანიტის, მეტლახის, პარკეტის მორეცხვა სპეციალური
აპარატის გამოყენებით (საჭიროების მიხედვით), აივნის მოაჯირის
წმენდა-დასუფთავება (საჭიროების მიხედვით); ჭერის წმენდა (საჭიროების
მიხედვით); ჭერის სანათების წმენდა (საჭიროების მიხედვით); გენერალური
დალაგება (შესაბამისი საშუალებებით კვარტალში ერთხელ), სამზარეულოს
ინვენტარის და ტექნიკის დასუფთავება (თვეში ერთხელ).
2) ორივე მისამართზე არსებულ შენობებში სველ წერტილებში დისპენსერების
(ხელის გასამშრალებელი, ლაზერული დისპენსერი – 15 ერთეული და
საპირფარეშოს ქაღალდის დისპენსერი – 10 ერთეული, თავისი სათადარიგო
ქაღალდებით) და ხელის დასაბანი თხევადი საპნის დანადგარების - 15 ერთეული
(თავისი უმაღლესი ხარისხის, ანტიბაქტერიული თხევადი საპნით, რომელიც არ
აღიზიანებს კანს (ანტიალერგიული), გამდიდრებულია ნატურალური
ნივთიერებებით, ატენიანებს და იცავს კანის pH 5.5 ბალანსს, უნარჩუნებს კანს
სირბილეს და სისუფთავეს, ადვილად სცილდება კანს დაბანის დროს) მონტაჟი.
მომსახურების პერიოდში, გამოყენებული დისპენსერები უნდა იყოს
მუდმივად ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. მიწოდება (მონტაჟი) სველ
წერტილებში საჭიროებისამებრ. აღნიშნული მოწყობილობები მომსახურების
პერიოდში და მომსახურების დასრულების შემდეგ რჩება მიმწოდებლის
საკუთრებაში.
3) მომსახურების გაწევა და სველი წერტილების მომარაგება მისი კუთვნილი,
მაღალი ხარისხის სარეცხი, ჰიგიენური და სხვა საჭირო
სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. მომსახურებისას გამოყენებული
სანიტარულ ჰიგიენური საშუალებები - საწმენდ-საპრიალებელი სითხეები,
ჰაერის წამახალისებელი (აეროზოლი), ასევე ტუალეტის ქაღალდი (სამფენიანი)
და ხელის საშრობი ქაღალდი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, მავნე
მინარევების გარეშე, არაალერგიული და უნდა აკმაყოფილებდეს
შემსყიდველის მოთხოვნებს.
4) ფართებში არსებული შუშების კომბინირებული მოვლა – დასუფთავება
თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით (იატაკის სახეხი-სასრუტი
კომბაინები, მტვერსასრუტები და სხვა, რომელიც მუდმივად უნდა
ინახებოდეს გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში) და ოფისის ვიზუალური
შეხედულების შენარჩუნება მაქსიმალური პერიოდის მანძილზე,
შაბათ-კვირის ჩათვლით.
5) სამუშაო საათების მთელი პერიოდის განმავლობაში – ზედაპირული ნაგვის
(ქაღალდის ნარჩენები, სიგარეტი, საღეჭი რეზინების და სხვა) ნარჩენების
და სხვა არასასურველი ნივთების მოცილება იატაკიდან და კედლებიდან,
მშრალი დასუფთავება (მტვრის
მოცილება) და საჭიროების მიხედვით ზედაპირის წერტილოვანი რეცხვა
ხსნარებით; შუშებიდან თითების ანაბეჭდების მოცილება;
6) ყოველდღიურად (საჭიროების შემთხვევაში დღის განმავლობაში
რამდენიმეჯერ) – შენობაში არსებული ურნებიდან ნაგვის გადაყრა
განსაზღვრულ ადგილზე; შენობაში არსებული ავეჯის მშრალი დასუფთავება
(მტვრის მოცილება) სპეციალური საწმენდსაპრიალებელი ხსნარებით, ასევე
კომპიუტერული ტექნიკის გაპრიალება სპეციალური გამწმენდი
საშუალებებით;
7) საპირფარეშო ოთახებში არსებული ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია,
თხევადი საპნის, ტუალეტის და ხელის საშრობი ქაღალდების კონტროლი და
საჭიროების მიხედვით დისპენსერების შევსება. ასევე, დღის განმავლობაში
რამდენიმეჯერ, საჭიროებისამებრ, ჰაერის წამახალისებლის (აეროზოლის)
გაშვება; ზედაპირების სპეციალური დამუშავება (პოლირება, ლაქების
ამოყვანა, რეცხვა); მტვერსასრუტით და სველი წესით იატაკის დასუფთავება;
აივნების დასუფთავება.
8) თვეში ერთხელ (საჭიროების მიხედვით უფრო მეტჯერ) – კარების, ფანჯრების
შუშების (ორმხრივი), ჟალუზების, განათების და სარკეების
რეცხვა-დასუფთავება; კიბეების რეცხვა; იატაკების და ავეჯის ქიმწმენდა,
სპეც. დამუშავება; საპირფარეშო ოთახების რეცხვა-დეზინფექცია; ნაგვის
ყუთების რეცხვა-დეზინფექცია; შენობის ოთახებში დერატიზაცია,
დეზინსექცია და დეზინფექცია-სპეციალური სადეზინფექციო
(პანდემიის,ინფექციების და სხვადასხვა ვირუსების გავრცელების
შემთხვევაში ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მომსახურების გაწევა
შემსყიდველის მოთხოვნით არაუგვიანეს 24 საათისა და შესაბამისი
ინვენტარით უზრუნველყოფა) ხსნარით, საჭიროების მიხედვით, შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად; წლის განმავლობაში, მინიმუმ 12 ჯერ.
(ყოველთვიურად).
9) სარემონტო სამუშაოების შემთხვევაში შემყიდველის მოთხოვნით
დამატებითი მომსახურების გაწევა (სარემონტო სამუშაოების შემდგომ და
სხვა შემთხვევაში) დაგვა-დასუფთავება.
10) საჭიროების შემთხვევაში საოფისე ავეჯისა და ინვენტარის
გადაადგილება-გადატანა გამგეობაში და გამგეობიდან სხვა უწყებებში
ტვირთების, ავეჯისა და სხვადასხვა ნივთების გადატანა/ტრანსორტირება და
სხვა თანმდევი მომსახურებები. (თავის დამხმარე პერსონალის
გამოყენებით).
11) დასუფთავებისთვის შესაბამისი ოპტიმალური დროის შერჩევა (არასამუშაო
საათები) და მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალის რიცხოვნობის
სათანადოდ განსაზღვრა. მიმწოდებლის მიერ დაქირავებული ტექნიკური
პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ერთი სტილის ახალი უნიფორმით, რაზედაც
დატანილი იქნება კომპანიის დასახელება და ინდივიდუალური
ინვენტარით.
12) ელექტრო განათების მომსახურებისთვის: ნათურები, დროსელები, ელექტრო
ჩამრთველები (შტეფსელი, როზეტი) ლედ ნათურები და სხვა შესაბამისი
მასალები; ბ) ელექტრო გაყვანილობის მომსახურებისათვის:
ელექტროსადენები, ჩამრთველ-გამომრთველები და სხვა შესაბამისი
მასალები. დაზიანების შემთხვევაში დიაგნოსტიკა, შეკეთება ან/და
დაზიანებული ელქტროსადენების შეცვლა (საჭიროებისამებრ სადენების
ამოღება, ახლით ჩანაცვლება და დაზიანებული კედლების პირვანდელ
მდგომარეობაში მოყვანა).
13) საზეინკლო მომსახურებისათვის: საკეტები, ბოქლომები და სხვა
შესაბამისი მასალები თანმდევი მომსახურებით. ასევე, დაზიანების
შემთხვევაში, კარ-ფანჯრის რეგულირება და დეტალების შეცვლა-შეკეთება;
14) სველი წერტილების ტექნიკური მომსახურებისათვის: ონკანები, მილები,
სხვა შესაბამისი მარაგ-ნაწილები (უნიტაზების სხვადასხვა დეტალები და
სხვ.) და საჭირო მასალები, თანმდევი მომსახურებით. ასევე, შენობის
წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ნებისმიერი დაზიანების
ოპერატიულად აღმოფხვრა;
15) გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში კონდიცირების
(გათბობა-გაგრილების) სისტემის და ინდივიდუალური კონდიციონერების,
ასევე, გამგეობის საუბნო განყოფილებებში განთავსებული ინდივიდუალური
კონდიციონერების 24 საათიან რეჟიმში გამართული (პროგრამულად და
ტექნიკურად) ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა,
მათ შორის: შეკეთება, ნაწილების (დეტალების) გამოცვლა, გაწმენდა და
ფრეონის ჩამატება საჭიროების მიხედვით.
აღნიშნული მომსახურება მოწოდებული უნდა იქნეს შემსყიდველის მხრიდან
შეტყობინების დღესვე (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში
არაუგვიანეს 3 საათისა);
16) გამგეობის კუთვნილი დიზელ-გენერატორის (მდებარე დ. აღმაშენებლის გამზ.
#65-ს მიმდებარედ) 24 საათიან რეჟიმში გამართული (პროგრამულად და
ტექნიკურად) ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა.
გენერატორის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო საწვავ-საპოხი
მასალის - ზეთის და ანტიფრიზის შეცვლას ან/და დამატებას, საჭიროების
მიხედვით, ასევე, გენერატორის დაზიანებული ნაწილის (დეტალის), რომელიც
შეკეთებას არ ექვემდებარება, შეძენას უზრუნველყოფს მიმწოდებელი,
ასევე, პერიოდული ტექნიკური დათვალიერება - არანაკლებ ორ კვირაში
ერთხელ და საჭიროებისამებრ ავზის საწვავით შევსება - მხოლოდ საწვავის
შეძენას უზრუნველყოფს შემსყიდველი, ხოლო ავტოგასამართი სადგურიდან
ტრანსპორტირებას და ჩასხმას უზრუნველყოფს მომსახურების
მიმწოდებელი.
აღნიშნული მომსახურება მოწოდებული უნდა იქნეს შემსყიდველის მხრიდან
შეტყობინების დღესვე, (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში
არაუგვიანეს 3 საათისა).
17) გარე პერიმეტრზე, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე საუბნო
განყოფილებების მიმდებარე ტერიტორიაზე კიბეების გადარეცხვა
წყლით-ყოველდღიურად, დილით. შენობებზე გარედან მიმაგრებული სანიაღვრე
სისტემების (ჟოლობი) და სახურავების გაწმენდა-გასუფთავება წელიწადში
ორჯერ.
1.2.4. მოთხოვნები მომსახურე პერსონალზე.
1) სამუშაო დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ შენობაში უნდა
მორიგეობდეს 1 (ერთი) მორიგე დამლაგებელი, რომელიც პასუხისმგებელი
იქნება მიმდინარე მომსახურებაზე. (09:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე).
2) დამლაგებელი-ადმინისტრაციულ შენობაში მინიმუმ 3 (სამი), შრომის
ანაზღაურებით ერთ თანამშრომელზე არანაკლებ 550 ლარი (ხელზე) თვეში და
საუბნო განყოფილებებში მინიმუმ 2 (ორი), შრომის ანაზღაურებით ერთ
თანამშრომელზე არანაკლებ 350 ლარი (ხელზე) თვეში.
მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს მენეჯერი ან/და ნებისმიერი სხვა
პერსონალი შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე.
3) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დამლაგებლების აღჭურვა სპეც -
ტანსაცმლით, რაზედაც დატანილი იქნება კომპანიის ლოგო.
4) მომსახურებაზე პასუხიმგებელი ერთი პირი, რომელიც გააკონტოლებს
მოწოდებული ხარისხის სერვისს, კერძოდ გამგეობასა და საუბნო
განყოფილებებში ელექტრო განათების მომსახურება, საზეინკლო
მომსახურება, სველი წერტილების ტექნიკური მომსახურება,
დიზელ-გენერატორის გამართული ფუნქციონირებისათვის სისტემატური
მეთვალყურეობა.
ტერნდერში გამარჯვებული კომპანია იღებს
ვალდებულებას/პასუხისმგებლობას შრომის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, აწარმოოს/განაახლოს საქართველოშოი
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტაცია და წარუდგინოს
დამკვეთს მოთხოვნის შესაბამისად.