Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69214290)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: internally displaced persons, ecomigrants and livelihood agency
Номер конкурса: 69214290
Дата публикации: 10-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250023003
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.12.2025 16:56
Начало приема предложения 19.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.12.2025 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 2`332`181.91 GEL
Контрактная цена объекта закупки 170`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრიდან) - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 23`321.00 GEL
Размер гарантии 1`700 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: elza burkiashvili :: 01.12.2025 17:51
  • Последнее исправление: salome zautashvili :: 10.12.2025 16:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658180&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე რიცხული 38 (ოცდათვრამეტი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. შესყიდვის ობიექტია სააგენტოს ბალანსზე არსებული 38 (ოცდათვრამეტი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება დანართი N1 -ის (პრეისკურანტი) შესაბამისად.
2. პრეტენდენტი ვალდებულია „შემსყიდველის“ მიმართვისთანავე განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და წარუდგინოს „შემსყიდველს“ დეფექტური აქტი.
3. დეფექტური აქტის მიღების შემდეგ, „მიმწოდებლის“ მიერ „შემსყიდველის“ შეტყობინების მიღებისთანავე ან ასეთი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 12 საათის განმავლობაში (შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს წერილობითი სახით, ელექტრონული ან სატელეფონო საშუალებით) დაიწყოს პრეისკურანტით განსაზღვრული მომსახურების გაწევა „შემსყიდველის“ მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
4. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს მოთხოვნისთანავე, რიგგარეშე, ოპერატიულად და შეუფერხებლად.
5. მომსახურების ჩატარების შემდეგ დაუყოვნებლივ გადასცეს „შემსყიდველს” უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ავტოსატრანსპორტო საშუალება.
6. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.
7. იმ შემთხვევაში თუ, რომელიმე სერვის-ცენტრში „მიმწოდებელი“ ვერ უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებას და ავტოსატრანსპორტო საშუალება საჭიროებს სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანას, „მომწოდებელი“ ვალდებულია სერვის-ცენტრებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით.
8. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქ.თბილისში, ქ.გორში, ქ. ქუთაისში და ქ. ზუგდიდში. აღნიშნული ქალაქებიდან 30 კმ-ის რადიუსში, საჭიროების შემთხვევაში, „მიმწოდებლის“ ხარჯებით, მომსახურება უნდა განხორციელდეს ევაკუატორით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრიდან) - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნისთანავე.

მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს:
1.4.2 სავალი ნაწილისა და ელექტროობის შემთხვევაში - 1(ერთი) დღეს;
1.4.3 რთული აგრეგატისათვის 3(სამი) დღეს;
1.4.4 დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით არაუმეტეს 15(თხუთმეტი) სამუშაო დღით;
1.4.5 იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცვლელი ნაწილი საქართველოში არ მოიპოვება და საჭიროა მისი შეკვეთა, მომსახურების გაწევა მოხდება "შემსყიდველთან" შეთანხმებით, გონივრულ ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. 1.3. პუნქტში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქ.თბილისში, ქ.გორში, ქ. ქუთაისში, ქ. ზუგდიდში ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრიდან) - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5.1.1. პრეტენდენტის სერვისცენტრების თაობაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ:
სერვის ცენტრების საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული სერვის ცენტრების ადგილმდებარეობების შესახებ შესაბამისი მისამართების მითითებით. ამასთან, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ზემოხსენებული სერვისცენტრები უნდა მდებარეობდეს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, გორში, ზუგდიდში და ქუთაისში.

1.7.1 requirement related to guarantee period

ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი ან საჭიროების შემთხვევაში "შემსყიდველთან" შეთანხმებით, მეორადი სათადარიგო ნაწილით. მიმწოდებლის მიერ, როგორც შეცვლილ, ასევე, შეკეთებულ სათადარიგო ნაწილზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6(ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა სწრაფცვეთადი დეტალებისა (კერძოდ: გახურების ნათურები, ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები, გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), ზეთის, კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მრეცხავები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები)) და იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციის შედეგად, კერძოდ: გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებზე. საგარანტიო პერიოდის ათვლა დაიწყება შესაბამისი „მიღება–ჩაბარების“ აქტის გაფორმებიდან.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

მოითხოვება ინფორმაცია, არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების შესახებ. კერძოდ: პრეტენდენტს 2023, 2024 და 2025 წლებში, ყოველ წელიწადს, გაფორმებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 ხელშეკრულება ანალოგიურ მომსახურებაზე (ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება), რომელთა ფარგლებში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარზე ნაკლები.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (დანართი N2-ში).

იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (დანართი N2-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტის სერვისცენტრები აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით, რომლებიც განთავსებული უნდა იყოს ერთ სერვისცენტრში, კერძოდ:

1. ავტომანქანის ამწე-დანადგარით;
2. კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით;
3. ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით;
4. საბურავების განშლადობის გასასწორებელი დანადგარით;
5. ვულკანიზაციის დანადგარით;
6. კონდიციონერის დასატუმბი აპარატით;
7. ძრავის ამოსაღები ამწეებით;
8. პრეისკურანტით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.

ქალაქ თბილისში ავტოსერვისის ტერიტორიაზე უნდა იყოს:
1. არანაკლებ 8 (რვა) ერთეული ამწე არანაკლებ 1 ტექნიკური ორმოთი;
2. პირველადი საჭირო სათადარიგო ნაწილების მარაგი საწყობი (სამუხრუჭე ხუნდი, ძრავის საჰაერო ფილტრი, ნათურები და ა.შ.);
3. სააგენტოს თანამშრომლების მოსაცდელი ოთახი;
4. ვულკანიზაცია;
5. თვლების განშლისა და შეყრის კუთხის გასწორების დანადგარი;
6. ძრავის ხელოსანი და ამოსაღები ამწეები;
7. ხარატი („ტოკარი“);
8. ბენზინის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;
9. დიზელის სადიაგნოსტიკო აპარატი;
10. კონდიციონერის დასატუმბი აპარატი;
11. დაცული ავტოსადგომი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის არსებობის ან არარსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
2. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტ(ებ)მა აღნიშნული ინფორმაცია უნდა დაადასტუროს სათანადო დოკუმენტების (კონკრეტული ხელშეკრულებ(ებ)ი, მემორანდუმი და ა. შ.) წარმოდგენით (სისტემაში ატვირთვით). აღნიშნული დოკუმენტები ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. გარდა ამისა, პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორთან მიმართებით წარმოადგინოს ინფორმაცია მომსახურების გაწევის კონკრეტული მისამართების შესახებ. (ქ. თბილისი, ქ. გორი, ქ. ზუგდიდი, ქ. ქუთაისი)
3. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული.
4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს „შემსყიდველს“.
5. სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტში მითითებული მოთხოვნა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, ვრცელდება თითოეულ ქვეკონტრაქტორზე.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1. განფასების ცხრილი-პრეისკურანტი(PDF-ფაილში ელექტრონულად ხელმოწერილი, აგრეთვე ექსელის ფორმატში) 1.3 პუნქტის შესაბამისად.
2. ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1. პუნქტის შესაბამისად.
3. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად.
4. პრეტენდენტს სერვის ცენტრები უნდა გააჩნდეს საკუთრებაში, ან/და სარგებლობაში, ან/და უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ.
სერვის ცენტრების სარგებლობაში ან/და საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები, ასევე ინფორმაცია მომსახურების გაწევის კონკრეტული მისამართების შესახებ და ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
5. ინფორმაცია პრეტენდენტის სერვისცენტრების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. ქვეპუნქტის შესაბამისად;
6. ინფორმაცია მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციის 1.4. პუნქტის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით და მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორების ფორმაა – უნაღდო ანგარიშსწორება.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების (საჭიროების შემთხვევაში), ანგარიშ-ფაქტურისა და მხარეთა შორის გაფორმებული „მიღება-ჩაბარების“ აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 7.2. პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე ზაუტაშვილი, 593225565, s.zautashvili@idp.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. განფასების ცხრილი პრეისკურანტი, რომელშიც მითითებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაფასებელ ცხრილში (პრეისკურანტებში) თითოეულ პოზიციაზე მითითებულ სავარაუდო მაქსიმალურ ერთეულის ფასებს;

2. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტ(ებ)ში არ არსებობს რომელიმე სახის მომსახურება, აღნიშნული მომსახურების ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტ(ებ)ში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტ(ებ)ის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

3. პრეტენდენტ(ებ)ი ელექტრონული ვაჭრობისას წინადადების ფასის კლებას ახორციელებს პრეისკურანტ(ებ)ის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 2332181.91 ლარს.

4. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება 170 000 (ასი სამოცდაათი ათასი) ლარზე.

5. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, რომელშიც პოზიციების ფასი გადააჭარბებს შემსყიდველის მიერ განფასების ცხრილ(ებ)ში დაფიქსირებულ პოზიციების სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად, ასევე პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში (განფასების ცხრილ(ებ)ში) დაფიქსირებული პოზიციის ფასს არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შემდეგ დაფიქსირებული პოზიციის ფასი.

პრეტენდენტ(ებ)ის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტ(ებ)ის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში:

ა) ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტ(ებ)ში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე;
ბ) თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტ(ებ)ი ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს მეასედამდე.

6. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული სანოტარო წესით.

7.სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ელექტრონული დოკუმენტი უნდა შეესაბამებოდეს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონით მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

8. პრეტენდენტ(ებ)ს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

9. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის/მოსაკრებელის/სახდელის გათვალისწინებით, რომელთა გადახდა ეკისრება მიმწოდებელს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

10. სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

11. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru