1. ტექნიკური დოკუმენტაცია
1.1.შესყიდვის ობიექტის მოცულობა:
სამუშაოს დასახელება
1. ქვაფენილის საფარიანი ქუჩების შეკეთება - ახლის მონტაჟი (ქვაფენილის
ღირებულების გარეშე) – 10000 კვ.მ.
2. ქვაფენილიანი ქუჩების ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გამაგრება - 40000 კვ.მ.
3. დაზიანებული ბორდიურების შეცვლა/შეკეთება (ბორდიურის ღირებულების
გარეშე) - 2000 გრძ.მ.
4. ტროტუარებზე დაზიანებული ფილების შეცვლა-შეკეთება (ფილების
ღირებულების გარეშე). - 9370 კვ.მ.
5. დაზიანებული ბოძკინტების შეკეთება. - 1800 ცალი.
6. დაზიანებული ბოძკინტების შეცვლა, ახლის დამონტაჟება (ბოძკინტის
ღირებულების გარეშე). - 600 ცალი.
7. ტროტუარებზე დაზიანებული საკომუნიკაციო ჭის სახურავების დემონტაჟი,
ახალი თუჯის სახურავების მონტაჟი (ჭის სახურავის ღირებულების გარეშე). -
50 ცალი
8. ბეტონის პარაპეტის მოპირკეთება ბუნებრივი გრანიტის ფილით (არსებულის
ანალოგიური, ფილის ღირებულების გარეშე). - 60 კვ.მ.
9. ტროტუარებზე, სკვერებში და მოედნებზე, ახალ ლოკაციებზე ფილების
მოწყობა (ფილის ღირებულების გარეშე). – 500 კვ.მ.
10. ტროტუარებზე, სკვერებში და მოედნებზე, ახალ ლოკაციებზე ბორდიურების
მოწყობა (ბორდიურის ღირებულების გარეშე). – 500 გრძ.მ.
11. ბაზალტის/ბეტონის ჩამკეტი ბორდიურების მოწყობა ხე-მცენარეების
ირგვლივ (ბორდიურის ღირებულების გარეშე) - 1000 გრძ.მ.
12. ბოძკინტების სამღებრო სამუშაოები. - 1000 ცალი.
1.2.ტექნიკური პირობები:
1.2.1. შესასრულებელი სამუშაოები:
1. დაზიანებული ქვაფენილის საფარიანი ქუჩების შეკეთების შემთხვევაში
უნდა მოხდეს დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი, საჭიროების
შემთხვევაში ღორღის დამატება-მოსწორება, დემონტირებული ქვაფენილის
ხელახალი მონტაჟი და პირაპირების 3÷8 მმ ფრაქციის ღორღით შევსება
2. ქვაფენილიანი ქუჩების ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გამაგრება უნდა
განხორციელდეს 3÷8 მმ ფრაქციის ღორღით. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს
წვიმის შემდგომ ამოცვენილი ქვიშის მოსწორება ადგილზე;
3. დაზიანებული ან გამოკლებული ბორდიურის შეცვლა-შეკეთების
შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბორდიურის დემონტაჟი,
ძველი დემონტირებული ბორდიურების ადგილების დამუშავება ხელით ახალი
ბორდიურების მოსაწყობად (ტრანშეის გასასწორებლად), ბორდიურებისათვის
ქვიშა-ხრეშოვანი ბალიშის მოწყობა 10 სმ სისქით, ბორდიურებისათვის
ბეტონის მომზადების მოწყობა 5 სმ სისქით, ბორდიურების მოწყობა..
საჭიროების შემთხვევაში ბორდიურის დამუშავება-დახერხვა შესაბამის
ზომებზე.
4. დაზიანებული ან გამოკლებული ფილის შეცვლა-შეკეთების შემთხვევაში
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფილის დემონტაჟი, საფუძვლის მომზადება
ქვიშა-ცემენტის ნარევით და ფილის მონტაჟი. საჭიროების შემთხვევაში
ფილის დამუშავება-დახერხვა შესაბამის ზომებზე;
5-6 დაზიანებული ან ახალი ბოძკინტების ხელახალი მონტაჟისთვის
შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ორმოს ამოთხრა ზომით არანაკლებ 30x30x30 სმ.
გრუნტის დამუშავება ხელით, ხოლო ამოღებული გრუნტის გატანა; ამოღებულ
ორმოში (ქვაბულში) დეკორატიული ბოძკინტის მოწყობა ბეტონით, ასევე
განახორციელოს ყველა თანმდევი სამუშაოს წარმოება (ბოძკინტის ირგვლივ
ქვაფენილის ან ფილის დემონტაჟი-მონტაჟი და ა.შ.);
7. შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ტროტუარებზე დაზიანებული
საკომუნიკაციო ჭების თუჯის სახურავის დემონაჟი და (არსებულის
ანალოგიური ზომის და ფორმის) ახლის მონტაჟი.
8. შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ბეტონის პარაპეტის მოპირკეთება
ბუნებრივი გრანიტის ფილით (არსებულის ანალოგიური); დაზიანებული ან
გამოკლებული ბუნებრივი გრანიტის ფილის შეცვლა-შეკეთების შემთხვევაში
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბუნებრივი გრანიტის ფილის დემონტაჟი,
საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გრანიტის ფილის დამუშავება
შესაბამის ზომებზე და ბუნებრივი გრანიტის ფილის მონტაჟი;
9. ახალ ლოკაციებზე დეკორატიული ფილების მოწყობის შემთხვევაში
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გრუნტის მოჭრა, მოჭრილი გრუნტის
დატვირთვა ავტოთვითმცლელზე და გატანა, საფუძვლის მომზადება
ქვიშა-ცემენტის ნარევით და ფილის მონტაჟი.
10. მიწის ამოღება ხელით ახალ ლოკაციებზე ბორდიურის მოსაწყობად,
ამოღებული გრუნტის დატვირთვა ავტოთვითმცველზე და გატანა,
ბორდიურებისათვის ქვიშა-ხრეშოვანი ბალიშის მოწყობა 10 სმ სისქით,
ბორდიურებისათვის ბეტონის მომზადების მოწყობა 5 სმ სისქით,
ბორდიურების მოწყობა.
11. მიწის ამოღება ხელით ბაზალტის/ბეტონის ჩამკეტი ბორდიურების
ხე-მცენარეების ირგვლივ მოსაწყობად, ამოღებული გრუნტის დატვირთვა
ავტოთვითმცველზე და გატანა ნაყარში, ბორდიურებისათვის
ქვიშა-ხრეშოვანი ბალიშის მოწყობა 10 სმ სისქით, ბორდიურებისათვის
ბეტონის მომზადების მოწყობა 5 სმ სისქით, ბორდიურების მოწყობა.
12. ბოძკინტების შეღებვა უნდა მოხდეს ანტიკოროზიული საღებავით.
ა) ყველა სამუშაოს წარმოების შემდეგ შემსრულებელმა იმ დღესვე უნდა
უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების და ნაგავის გატანა ობიექტიდან.
ბ) რიგ შემთხვევებში შემსრულებელს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების
სააგენტოს სასაწყობე მეურნეობიდან გადაეცემა საჭირო მასალები (ფილა,
ბუნებრივი გრანიტის ფილა, ქვაფენილი, ბორდიური, ბოძკინტი, თუჯის
საკომუინიკაციო ჭის სახურავი) რომლის ტრანსპორტირება უნდა
უზრუნველყოს შემსრულებელმა;
გ) შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოების ჩატარება ა(ა)იპ
მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წერილობითი შეტყობინების
შესაბამისად, სადაც მითითებული იქნება სამუშაოების დასახელება,
მისამართი, სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები.
შეუსრულებლობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის მიმართ გამოიყენება ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
1.2.2. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა მიმწოდებელი
პასუხისმგებელია:
ა) შეასრულოს სამუშოები შრომის უსაფრთხოებს პირობების დაცვით;
ბ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური
ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
გ) მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის
ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხებული უნდა
იყოს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოსთან;
დ) სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და
სახსრებით ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო
მოწყობილობა-დანადგარებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.
1.2.3. სამუშაოთა შესრულების წესი:
სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს.
სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს სამუშაო ადგილის
შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების და
შუქნიშნების დაყენება. მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით,
გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის
ქვეშ.
მშენებლობის დროს აუცილებელია СHиП-ებით ხელმძღვანელობა, შესრულება და
დაცვა მათი მოთხოვნებისა შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში.
მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის
საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს საერთო კოლექტიური დაცვის
ღონისსძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო
სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მომქმედი წესების, ნორმებისა და
ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, მიმწოდებელმა
თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს ისეთი უსაფრთხო და ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები, რის შესაძლებლობასაც
იძლევა საქმიანობის ხასიათი. ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს იმ
ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების, მოთხოვნებისა და
დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას,
ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას. შემსრულებელი კარგად უნდა
იცნობდეს და უნდა ემორჩილებოდეს ყველა სამშენებლო წესს, რომელიც
კანონითაა დადგენილი.
შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო
ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად
აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი
მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს
შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.
სამუშაოთა წარმოების დროს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შესრულდეს
მიწის სამუშაოები ჭრილში კომუნიკაციების (ელ. კაბელის, გაზსადენის,
წყალსადენის და სხვა) ფარგლებში. აუცილებელია სამუშაოთა წარმოების
ზონაში მოხვედრილი კომუნიკაციების მფლობელთა თანდასწრება და მათი
მოთხოვნების გათვალისწინება. შემსრულებელმა უნდა ჩაატაროს
ღონისძიებები, მიიღოს უსაფრთხოების შესაფერისი ზომები და
განახორციელოს ყველა საჭირო სამუშაო ხელშეკრულების ფარგლებში,
შეათანხმოს აღნიშნული სამუშაოები შესაბამის სამსახურებთან, მის
სამუშაო ტერიტორიაზე ელექტროენერგიის, ტელეგრაფის, ტელეფონის ხაზების,
ბუნებრივი გაზის სადენების და სხვა კომუნალური აღჭურვილობის
დასაცავად და მათზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულთან
დაკავშირებული ხარჯები უნდა გაიღოს შემსრულებელმა. შემსრულებელმა
უნდა დაიცვას და გაათავისუფლოს დამკვეთი ყოველგვარი პრეტენზიისაგან,
მოთხოვნისაგან, სარჩელისაგან, ზარალის ანაზღაურებისაგან და
ხარჯებისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ზემოაღნიშნული
ზემოქმედების შედეგად ან მასთან კავშირში. შემსრულებელი ვალდებულია
სათანადოდ დაიცვას ყველა შენობა, ნაგებობა, დანადგარი, კომუნიკაციები
დაზიანებისაგან და გაფუჭებისაგან ხელშეკრულებისის მოქმედების
პერიოდში. შემსრულებელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა შენობის,
ნაგებობის, მილსადენების, კაბელების, კანალიზაციის, რკინიგზის და სხვა
კომუნიკაციების დასაცავად.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დემონტირებული მასალის
ტრანსპორტირება და დასაწყობება ქ. ბათუმის მერიის საწყობში.
1.2.4. ნორმატიული დოკუმენტები
ა) მუშაობისას შემსრულებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონით
„საავტომობილო გზების შესახებ“ და მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და
წესების შესაბამისად.
1.2.5. პრეტენდენტმა სამუშაოები უნდა შეასრულოს არანაკლებ 3 (სამი)
ბრიგადით, თითოეულში არანაკლებ 4 (ოთხი) კაცის შემადგენლობით. თითოეული
ბრიგადა აღჭურვილი უნდა იყოს სამუშაოებისთვის საჭირო სპეცინვენტარით.