Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69214276)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Emergency Situation Coordination and Ambulance Service Center
Номер конкурса: 69214276
Дата публикации: 10-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250023017
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.12.2025 17:17
Начало приема предложения 19.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.12.2025 16:00
Предполагаемая цена прейскуранта 85.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 20`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრისა) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სატრანსპორტო საშუალებების რეცხვის მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.70 GEL
Размер гарантии 200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: saba kakhiani :: 21.11.2025 16:04
  • Последнее исправление: saba kakhiani :: 10.12.2025 17:17
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656638&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის რეცხვის მომსახურების შესყიდვა, რაც მოიცავს, ექსტერიერისა და ინტერიერის (ძარა, სალონი და საბარგული) სრულად რეცხვას, გასუფთავებასა და გამშრალებას.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს „მიმწოდებლის“ თბილისში არსებულ რეცხვის არანაკლებ 4 ობიექტებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისთანავე.

1.2.2 მომსახურების გაწევის დროს „მიმწოდებლის“ ბრალეულობით „შემსყიდველის“ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მიყენებული ნებისმიერი ზიანის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება „მიმწოდებელს“.

1.2.3 მომსახურება გაწეული უნდა იყოს ხარისხიანი სარეცხი და საწმენდი სპეციალური საშუალებებისა (ქაფი, გელი, სპეციალური სითხეები, საბურავის საწმენდი საშუალებები და სხვა) და სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით. რეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების გაშრობა.

1.2.4 „მიმწოდებელი“ უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების ექსტერიერის და ინტერიერის (ძარა, სალონი და საბარგული) სრულად რეცხვას, გასუფთავებას და გამშრალებას.

1.2.5 „მიმწოდებელმა“ რეცხვის მომსახურება უნდა განახორციელოს „შემსყიდველის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ პლასტიკური ბარათის წარდგენის შემდეგ, არაუმეტეს 1 (ერთი) საათისა.

1.2.6 „მიმწოდებელს“ მომსახურების გაწევა უნდა შეეძლოს ყოველდღიურად, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე.

1.2.7 შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მომსახურების სრულყოფილად გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის: პლასტიკური ბარათების დამზადების ხარჯებს.

1.2.8 „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს პლასტიკური ბარათების უსასყიდლოდ დამზადება და „შემსყიდველისათვის“ მიწოდება მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.2.9 ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში „მიმწოდებელი" ვალდებულია თავის ვებ-გვერდზე გაუხსნას „შემსყიდველს" სპეციალური ანგარიში და უზრუნველყოს რეცხვის მომსახურების ჩარიცხვა აღნიშნულ ანგარიშზე პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით.

1.2.10 სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ლიმიტების დასმის შემდეგ იგი წარმოადგენს „შემსყიდველის“ საკუთრებას და „შემსყიდველს" უფლება აქვს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე ინტერნეტით „მიმწოდებლის" ვებ-გვერდის საშუალებით, „შემსყიდველის" სახელის და საიდენტიფიკაციო პაროლის გამოყენებით. პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში, მისი მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება „მიმწოდებლის" კუთვნილ ნებისმიერ ავტოსამრეცხაო სადგურში, მომსახურების გაწევის შემდეგ ბარათიდან ელექტრონულად უნდა მოხდეს რეცხვის მომსახურების ჩამოჭრა.

1.2.11 „მიმწოდებელმა„ უნდა უზრუნველყოს პლასტიკური ბარათების უსასყიდლოდ დამზადება. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში, „შემსყიდველს„ დაემატება ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება, „შემსყიდველის„ მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, „მიმწოდებელმა„ უნდა უზრუნველყოს დამატებითი პლასტიკური ბარათის დამზადება უფასოდ.

1.2.12 პლასტიკურ ბარათზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
1.2.12.1 „მიმწოდებლის“ დასახელება;
1.2.12.2 „შემსყიდველის“ დასახელება;
1.2.12.3 ბარათის ინდენტიფიცირების ნომერი;
1.2.12.4 ავტომობილის სარეგისტრაციო ნომერი.

1.2.13 ბარათის დიზაინის სხვა დეტალების დაზუსტება შესაძლებელია შემსყიდველთან შეთანხმებით ხელშეკრულების გაფორმებისას.

1.2.14 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა გაეწიოს მომსახურება მოცემულია დანართ N1-ში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორცილელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრისა) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნისთანავე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილად განისაზღვრება პრეტენდენტის სამრეცხაო ადგილები.

1.5.2 პრეტენდენტს მომსახურების მოწოდება უნდა შეეძლოს ქ. თბილისის არანაკლებ 4 (ოთხი) სერვის-ცენტრში.

1.5.3 პრეტენდენტის სერვის-ცენტრების თაობაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია (სერვის-ცენტრების რაოდენობისა და ზუსტი მისამართის მითითებით). ასევე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (დასაშვებია საკუთრების/მფლობელობის დოკუმენტი ან/და იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულება ან/და ამონაწერი), რითიც მოხდება იდენტიფიცირება რომ პრეტედენტი ფლობს/სარგებლობს მითთებული ფართით.

1.5.4 პრეტენდენტის სერვის-ცენტრები უნდა იყოს მის სარგებლობაში და მმართველობაში.

1.5.5 მითითებულ ლოკაციებზე სარგებლობაში ან მმართველობაში სერვის-ცენტრების არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ის არსებობა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ ფართის საკუთრების/სარგებლობის დოკუმენტი (მაგ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) ან იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულება და სხვა. პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლიდან დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ავტომობილების რეცხვის მომსახურებების, არანაკლებ 20000.00 (ოცი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ღირებულების ერთი ხელშეკრულება.

2.2.1.2 პრეტენდენტმა გამოცდილების დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა ან/და ზედნადებ(ებ)ი.

2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N3-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს ქ. თბილისში არანაკლებ 4 სხვადასხვა მისამართზე უნდა გააჩნდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამრეცხაო, მათ შორის 1 სამრეცხაო უნდა იყოს სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" შენობიდან (მისამართი: ქ. თბილისი ე. მინდელის ქუჩა N7) არაუმეტეს 4 (ოთხი) კმ საგზაო მანძილზე.

2.3.1.2 თითოეულ სამრეცხაოს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 (ორი) სამრეცხაო ბოქსი და მოსაცდელი ოთახი.

2.3.1.3 სამრეცხაო აღჭურვილი უნდა იყოს ხელით რეცხვისათვის საჭირო მაღალი წნევის სარეცხი აპარატურით, მტვერსასრუტით და სხვა საჭირო ინვენტარით, რომელიც არ აზიანებს მანქანის საღებავს და ლაქს.

2.3.1.4 ავტოსამრეცხაოს ბოქსების პერიმეტრი უნდა კონტროლდებოდეს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით, რომელიც შეძლებს არანაკლებ 14 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფას, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

2.3.1.5 აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა წერილობით უნდა დაადასტუროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის არსებობის ან არ არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.

2.8.1.2 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ წერილობითი თანხმობა, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულების შესახებ.

2.8.1.3 ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული.

2.8.1.4 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს „შემსყიდველს“.

2.8.1.5 სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტში მითითებული მოთხოვნა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, ვრცელდება თითოეულ ქვეკონტრაქტორზე.

2.9 other additional requirements

2.9.1 შესყიდვა ხორციელდება პრეისკურანტის საფუძველზე. პრეტენდენტის მიერ მომსახურების პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N1-ის (ფასების ცხრილი - პრეისკურანტი) შესაბამისად.

2.9.2 პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ პრეისკურანტში ერთეულის ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს დანართ N1-ში (ფასების ცხრილი - პრეისკურანტი) შესაბამის პოზიციებზე მითითებული ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს. წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.

2.9.3 თუ პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი პირველადი წინადადების ფასი, ნაკლები იქნება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტმა ფასების კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს პრეისკურანტის ჩამონათვალის თითოეული პოზიციის ერთეულის ფასებზე. თუ ერთეულის ფასები გამოვიდა მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.

2.9.4 სატენდერო წინადადება, რომელშიც თითოეული პოზიციის ფასი გადააჭარბებს შემსყიდველის მიერ განფასების ცხრილში დაფიქსირებულ პოზიციების სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად. ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ფასის დაზუსტების შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველ პრეისკურანტში დაფიქსირებული ფასების გაზრდა რომელიმე პოზიციაზე.

2.9.5 პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტი ,,ფასების ცხრილი“ წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%- ით ან მეტით არის დაბალი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია დასაბუთდეს სერთიფიცირებული ექსპერტის/აუდიტორის/საშემფასებლო კომპანიის მიერ გაცემული დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/სერთიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.

7.2.2 მომსახურების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტა - ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება „შემსყიდველის” მიერ განხორციელდება მომსახურების მიწოდების თაობაზე მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

საბა კახიანი, 598725007, skakhiani@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ;

10.1.2.ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;

10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით;

10.1.5 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

10-12-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

10-12-2025 Органические и неорганические основания.

10-12-2025 Фармацевтические продукты.

10-12-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

10-12-2025 Компьютерное оборудование и принадлежности.

10-12-2025 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru