1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა
(ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
პრეტენდენტის მიერ მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქვემოთ
მითითებული პირობების შესაბამისად:
1.2.1 საზოგადოების კაპიტალის ცვლილებაზე დასკვნა.
1.2.2. საზოგადოების კაპიტალში შესატანი/ამოსაღები უძრავი ქონების
შეფასების საფუძველზე (საქართველოს მასშტაბით), მათ შორის:
• ხაზოვანი ნაგებობები;
• შენობა-ნაგებობები;
• მიწის ნაკვეთები (სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების).
1.2.3 მოძრავი ქონების (საქართველოს მასშტაბით) შეფასება სხვადასხვა
მიზნით (მათ შორის, კაპიტალში შეტანის, კაპიტალიდან ამოღების,
სარეალიზაციო და სხვა);
1.2.4 ფასიანი ქაღალდების, დოკუმენტაციის, სხვადასხვა არამატერიალური
აქტივის შეფასება.
1.2.5 საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის (ზარალის) დადგენა
(საქართველოს მასშტაბით);
1.2.6 მარაგების შეფასება (საქართველოს მასშტაბით);
1.2.7 უძრავი ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარა, სერვიტუტი,
უზურფრუქტი) გადაცემის ღირებულების დადგენა (საქართველოს
მასშტაბით).
1.2.8 მოძრავი ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის
ღირებულების დადგენა (საქართველოს მასშტაბით).
1.2.9 ქონების (უძრავი, მოძრავი და სხვა) ჩამოსაწერი ან სარეალიზაციო
ღირებულების დადგენა;
1.2.10 კომპანიის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირ(ებ)ის
(შვილობილი საწარმოს) კაპიტალში შესატანი/ამოსაღები ქონების შეფასება
ან/და კაპიტალის დადგენის/კორექტირების შესახებ დასკვნის მომზადება.
1.2.11 შვილობილი საწარმოს ბალანსზე რიცხული, ან ბალანსიდან
ჩამოწერილი/ჩამოსაწერი უძრავ-მოძრავი ქონების, მათ საკუთრებაში
არსებული გასაყიდი ან/და სარგებლობის უფლებით გასაცემი უძრავ-მოძრავი
ქონების საბაზრო გასაყიდი და სარგებლობის უფლების ღირებულების
შეფასება, ასევე მიყენებული ზიანის (მესამე პირის მიერ მიყენებული
ზიანის ჩათვლით) ოდენობის დადგენა.
1.2.12 საჭიროების შემთხვევაში: შვილობილი საწარმოს დაფუძნების, შერწყმის,
დაყოფის ან ლიკვიდაციის პროცესისთვის საჭირო აუდიტორული დასკვნების
მომზადება
1.2.13 შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების შესახებ შედგენილი
სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებების არსებულ ნორმატივებთან
შესაბამისობის დადგენა/დადასტურება.
1.2.14 სხვა აუდიტორული, საშემფასებლო და საკონსულტაციო მომსახურეობა
(საქართველოს მასშტაბით).
1.2.15 ქონების შეფასება:
ა) შეფასება უნდა განხორციელდეს შეფასების საერთაშორისო სტადარტებზე
დაყრდნობით და უნდა ითვალისწინებდეს იმ მეთოდოლოგიასა და მიდგომებს
რომლებიც ცალსახად არის დაფიქსირებული შეფასების მოქმედ
საერთაშორისო სტანდარტებში, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში
ითვალისწინებს სამი მიდგომის გამოყენებას (შედარებითი, დანახარჯებითი
და შემოსავლებითი მიდგომა).
ბ) შემოთავაზებულ მეთოდოლოგიაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი
სტანდარტების შესაბამისად შემოთავაზებული მიდგომა და
ჩასატარებელ სამუშაოთა აღწერა თითოეული ტიპის შესაფასებელ საგანზე.
გ) შემოთავაზებული მეთოდოლოგია უნდა ეყრდნობოდეს შესაფასებელი
ქონების საუკეთესო და ეფექტური გამოყენების პრინციპს
(ეკონომიკური დანიშნულება). ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში,
შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ
„საბაზრო ღირებულებისაგან განსხვავებულ ღირებულების საფუძველს“
ან/და სხვა არსებულ ანალიტიკურ მეთოდებს, ავტორისა და ლიტერატურის
მითითებით.
დ) შეფასება უნდა განხორციელდეს უძრავი და მოძრავი ქონების, ასევე
არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შემდგომი სავარაუდო გამოყენებისა
და მიზნობრიობის გათვალისწინებით, რის შესახებაც ინფორმაციას
ორგანიზაცია მიაწვდის შემფასებელს.
1.2.16 აუდიტორული მომსახურების პირობები:
ა) მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი
საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების,
შემფასებლის/აუდიტორის ეთიკის კოდექსის მოთხოვნების, დებულებისა და
ნორმატიული აქტების შესაბამისად.
ბ) მიმწოდებლის მიერ გაცემულ დასკვნას უნდა ახლდეს დეტალური ანგარიში,
რომელიც შეიცავს ნაკლოვანების თუ დადებითი თვისებების აღწერას, ასევე
არგუმენტირებულ მსჯელობას საგნის ღირებულებისა და გამოყენებულ
მიდგომებისა და მეთოდოლოგიის შესახებ (ანალოგიის მეთოდის გამოყენების
შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ უნდა იქნას
წარმოდგენილი მინიმუმ 2 ანალოგიით გამყარებული მსჯელობა). ქონების
შეფასების დასკვნას დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა ახლდეს
ფოტომასალა, ასევე დამკვეთს უნდა მიეწოდოს დასკვნის და ფოტოების ელ.
ვერსია.
გ) იმ შემთხვევაში თუ, შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ გაცემული
დასკვნის შესაბამისად მოქმედების ან/და მიმწოდებლის მიერ
საკუთარი მოვალეობების არასათანადოთ შესრულების შედეგად მიიღო ზიანი,
ფინანსური, ქონებრივი ან სხვა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება
მიმწოდებელს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და დამკვეთან
დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
1.2.17 ქონების შეფასება და შესაბამისი დასკვნის მომზადება უნდა
განხორციელდეს შემდეგი პირობებით:
ა) მომსახურების გაწევის ადგილი - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად,
საქართველოს მასშტაბით;
ბ) ქონების შეფასება და შესაბამისი დასკვნის მომზადება: მომსახურება
უნდა განხორციელდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადის
დასრულებემდე მოთხოვნისამებრ ეტაპობრივად, ამასთან, კონკრეტული
შეფასების ან/და კაპიტალის კორექტირებასთან დაკავშირებული
აუდიტორული დასკვნა “მიმწოდებელმა” უნდა წარმოადგინოს -
“შემსყიდველის” მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
გამონაკლისის შემთხვევაში დაკვეთის სირთულიდან გამომდინარე
შესაძლებელია დადგინდეს გონივრული ვადა.
გ)სამუშაოს შესრულების ადგილამდე მისვლას მიმწოდებელი უზრუნველყოფს
საკუთარი ხარჯებით.
აუცილებელი პირობა:
კომპანიის დაკვეთებზე მომსახურება უნდა გაწიოს არანაკლებ ორმა
შემფასებელმა, რომელთაგან ერთი შემფასებელი მოამზადებს დასკვნებს
კაპიტალის ცვლილებასთან დაკავშირებით (ასეთი დაკვეთის არ ქონის
პერიოდში ჩართული იქნება უძრავ/მოძრავი ქონების საიჯარო ან
სარეალიზაციო ღირებულების დადგენის პროცესში), რომელიც დამკვეთს უნდა
წარედგინოს, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის
ვადაში, ხოლო მეორე შემფასებელი მოამზადებს დასკვნას უძრავ/მოძრავი
ქონების საიჯარო ან სარეალიზაციო ღირებულების შესახებ, რომელიც
დამკვეთისთვის წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა
(მაქსიმუმის, ანუ ხუთი სამუშაო დღის გამოყენება, უნდა წარმოადგენდეს
გამონაკლისს, რაც დამოკიდებული იქნება დაკვეთის რაოდენობასა და
შესაფასებელი ქონების ადგილ-მდებარეობაზე) წინააღმდეგ შემთხვევაში
დასკვნა დამკვეთს უნდა წარედგინოს ერთი-ორი სამუშაო დღის
განმავლობაში. დასკვნის მოსამზადებლად დამატებითი დროის საჭიროების
შემთხვევაში შემსრულებელი დასაბუთებული წერილით, მათ შორის
ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართავს დამკვეთს. ხოლო ეს
უკანასკნელი ასევე ხსენებული არხებით ეთანხმება ან არა
არგუმენტირებულად მიიჩნევს ვადის გაჭიანურებას, რაც აუდიტორული
დასკვნის დადგენილი ვადების დარღვევით მიწოდება შესაძლებელია
საფუძველი გახდეს დასკვნის ღირებულების 20%-ის არ გადახდის ან/და
მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის).
2026 წლის მანძილზე ჯამში მოსამზადებელი იქნება დაახლოებით 200 ერთეული
დასკვნა.