Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Молочные продукты (Грузия - Тендер #69187457)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Nonprofit "Keda Day Nurseries Union"
Номер конкурса: 69187457
Дата публикации: 10-12-2025
Сумма контракта: 85 670


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022925
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.12.2025 12:20
Начало приема предложения 16.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 85`670.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15500000-Молочные продукты
Коды классификатора
  • 15500000 - Молочные продукты
  • 15511100 - Пастеризованное молоко
  • 15530000 - Масло
  • 15540000 - Творожные продукты
  • 15542000 - Свежий творог
  • 15542100 - Творог по-деревенски
  • 15551000 - Йогурт и прочие ферментированные молочные продукты
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 800.00 GEL
Размер гарантии 857 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aishe tebidze :: 10.12.2025 09:54
  • Последнее исправление: nargiz kontselidze-gogitidze :: 10.12.2025 12:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=660005&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულებისათვის - რძის პროდუქტების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1) რძე-6500 ლიტ;
დამზადებული უნდა იყოს პასტერიზებული, ნატურალური რძისაგან. ქარხნული წესით, კონსისტენცია ერთგვაროვანი, ცხიმის მასიური წილი 1.5- 3.2%, არადამახასაიათებელი სუნის და გემოს გარეშე, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთვა: შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული1 ლიტრიან ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში. შენახვის ვადა: არანაკლებ 20 დღე და არაუმეტეს 6 თვე. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 80-85%. რძის პროდუქტების მიწოდება ობიექტებამდე უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მაცივარ-მანქან(ებ)ით (მაცივრიანი სატრანსპორტო საშუალება), სადაც დაცული იქნება რძის პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები (ტემპერატურა, ჰიგიენური პირობები);
2) ყველი-980 კგ;
ქარხნული, დამზადებული ნატურალური რძისაგან, რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმებისა და ცილების (მათ შორის მცენარეულ ცხიმების) გარეშე, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთვა: 0,5-2 კგ, შესაბამისი მარკირებით რომელზეც დატანებული უნდა იყოს ეტიკეტი, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა და შტრიხკოდი. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 80-85%; რძის პროდუქტის მიწოდება ობიექტებამდე უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მაცივარ-მანქან(ებ)ით (მაცივრიანი სატრანსპორტო საშუალება), სადაც დაცული იქნება რძის პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები (ტემპერატურა, ჰიგიენური პირობები). სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კ7ანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს;
3) არაჟანი- 730კგ;
დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან,
-ცხიმიანობა: 12-15%.
-მცენარეული ცხიმების გარეშე, არადამახასიათებელი გემოს გარეშე;
-მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა: საერთო ვადის 80% ია .
-მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე.
-მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისი.
-შეფუთვა: ჰერმეტულად დახურული, 0.2 -1კგ.
4) ხაჭო-500 კგ;
დამზადებული ნატურალური, პასტერიზებული რძისგან, ქარხნული წესით. ხაჭოს მზა ნაწარმში რძის შემადგენელი კომპონენტის მასური წილი უნდა იყოს 75%-ზე მეტი. ცხიმიანობა 4-9%. თეთრი, მოყვითალო ფერის, სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,2-1კგ ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 80-85%.სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს; რძის პროდუქტების მიწოდება ობიექტებამდე უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მაცივარ-მანქან(ებ)ით (მაცივრიანი სატრანსპორტო საშუალება), სადაც დაცული იქნება რძის პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები (ტემპერატურა, ჰიგიენური პირობები);
5) მაწონი-1300 კგ;
ქარხნული, დამზადებული პასტერიზებული, ნატურალური რძისაგან, არამჟავე. მცენარეულ ცხიმის გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთვა: 0,2-5 კგ ჰერმენტულად დახურული შეფუთვით (მოთხოვნის შესაბამისად). შესაბამისი მარკირებით რომელზეც დატანებული უნდა იყოს ეტიკეტი და შტრიხკოდი, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს დამზადებისა და შენახვის ვადები (არანაკლებ 15 დღისა) და პირობები. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 80-85%; რძის პროდუქტების მიწოდება ობიექტებამდე უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მაცივარ-მანქან(ებ)ით (მაცივრიანი სატრანსპორტო საშუალება), სადაც დაცული იქნება რძის პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები (ტემპერატურა, ჰიგიენური პირობები);
6) კარაქი-540 კგ;
ქარხნული, ცხიმიანობა, არანაკლებ 82%-სა. დამზადებული ნატურალური რძით, მცენარეული და სხვა ცხიმების გარეშე. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებებს, უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი მოყვითალო ფერი, არ უნდა ჰქონდეს სიმწარის გემო, კარაქი დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთვა: ქარხნული წესით, 0,2-1 კგ-იანი შეფუთვით, შესაბამისი მარკირებით რომელზეც დატანებული უნდა იყოს ეტიკეტი, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა და შტრიხკოდი. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 80-85%; რძის პროდუქტების მიწოდება ობიექტებამდე უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მაცივარ-მანქან(ებ)ით (მაცივრიანი სატრანსპორტო საშუალება), სადაც დაცული იქნება რძის პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები (ტემპერატურა, ჰიგიენური პირობები);

რძის პროდუქტების მიწოდება ობიექტებამდე ხორციელდება სპეციალიზებული მაცივარ-მანქან(ებ)ით (მაცივრიანი სატრანსპორტო საშუალება), სადაც დაცულია რძის პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები (ტემპერატურა, ჰიგიენური პირობები).

მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ყველა საბავშვო ბაღში განათავსოს საჭირო რაოდენობის მაცივრები და უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდების მთელი პერიოდის განმავლობაში მათი გამართული მუშაობა;
მაცივრის/მაცივრების დაზიანების ან/და სხვა რაიმე მიზეზით მისი/მათი ექსპლოატაციაში ყოფნის შეუძლებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი/მათი გამართულ მდგომარეობაში მოყვანა ან ახლით შეცვლა;
საბავშვო ბაღებში განთავსებული მაცივრები უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტის შენახვის ყველა პირობას;

საქონლის ლაბორატორიული შემოწმება:
1 მიმწოდებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (თავისი ხარჯებით) წარმოადგინოს საქონლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი, კერძოდ: ცხოველური ცხიმის განსაზღვრა რძის პროდუქტებში.
2 ნიმუშის აღება და ლაბორატორიული შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად.
3 შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს იმ ლაბორატორიის აკრედიტაციის მოწმობა, სადაც უნდა განხორციელდეს საქონლის ლაბორეტორიული შემოწმება, იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული ლაბორატორია შერჩეული იქნება მიმწოდებლის მიერ.
4 ნიმუშების აღება განხორციელდება ერთობლივად შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ, შემსყიდველის მიერ შერჩეული საბავშვო ბაღიდან/ბაღებიდან, აღებული ნიმუში შეიფუთება დადგენილი წესის მიხედვით და გაიგზავნებააკრედიტებულ ლაბორატორიაში.
5 საქონლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმით, თუ დადასტურდება, რომ მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საქონელი არ შესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად, უპირობოს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებლის მიმართ გაატაროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასაითებლები სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად, დანართი 1-ი ტექნიკური დავალება.
შესყიდვის ობიექტის რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტობრივ გამოცხადებაზე.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:
თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

თითოეული მოწოდებული პარტია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.

რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით ) განსაზღვრულ ჰიგიენურ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).

რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.

რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს.
პრეტენდენტმა საქონლის ტექნიკური მახასიათებელი უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად-დანართი N1-ით, ტექნიკური დავალება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
- შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ათ დღეში ერთხელ, მოთხოვნიდან 1-2 კალენდარული დღეში;
- შემსყიდველი მოთხოვნას, საქონლის შესაბამისი სახეობებისა და რაოდენობის მითითებით ადგენს და წერილობით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადასცემს/უგზავნის მიმწოდებელს;
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეს, დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილად განისაზღვროს ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულები:
1. ქედის 1 საბავშვო ბაღი - დაბა ქედა ყედირ შერვაშიძის ქ.5
2. ქედის 2 საბავშვო ბაღი - დაბა ქედა აკ.წერეთლის ქ.2
3. დოლოგანის საბავშვო ბაღი - ქედა, ს: დოლოგანი, მე–3 ქ.6
4.ზუნდაგის საბავშვო ბაღი - ქედა, ს: ზუნდაგა 1–ლი ქ. 2
5.მახუნცეთის საბავშვო ბაღი - ქედა, ს: ქვ. მახუნცეთი მე–5 ქ.2
6. პ/ მაისის საბავშვო ბაღი - ქედა, ს:პირველი მაისი, 1–ლი ქ. №
7. მერისის საბავშვო ბაღი - ქედა, ს: მერისი პირველი ქ. 5
8. წონიარისის საბავშვო ბაღი - ქედა, ს: ვარჯანისი, 4 ქ. 14
9. ვაიოს საბავშვო ბაღი - ქედა, ს: ვაიო,1–ლი ქ. 2
10. ახოს საბავშვო ბაღი - ქედა, ს: ახო,მე–2 ქ. 21
11. ცხმორისის საბავშვო ბაღი - ქედა, ს: ცხმორისი, 1–ლიქ. 1 ჩიხი.2
12. დანდალოს საბავშვო ბაღი - ქედა, ს: დანდალო,1–ლი ქ. 18
13. ხარაულის საბავშვო ბაღი - ქედა, ს: ხარაულა
14. ნამლისევის საბავშვო ბაღი - ქედა, ს: ნამლისევი
15. ოქტომბრის საბავშვო ბაღი - ქედა, ს: ოქტომბერი.
- დაბა ქედის №2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისა და გახსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს დაბა ქედის 2 საბავშვო ბაღში - დაბა ქედა აკ.წერეთლის ქ.2..

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

შენიშვნა: „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად წარმოშობის წყაროს და მწარმოებელის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება დაზუსტებას.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1. ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი (დისკვალიფიკაციის შემთხვევაში მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტი), ვალდებულია ზემოაღნიშნული ტენდერისათვის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“-ს მინიჭებამდე, წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში შესყიდვის ობიექტის თითოეულ სახეობაზე,
2. შესყიდვის ნიმუშის წარმოუდგენლობა (ან შეუსაბამობა) გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება).
3. შემსყიდველისთვის მიწოდებული საქონელი სრულად უნდა შეესაბამებოდეს (იდენტური უნდა იყოს) სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილ მახასიათებლებს.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

დაბა ქედა 26 მაისის ქუჩა #1, ა(ა)ი.პ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნით, რომელიც დაადასტურებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც სისტემაში დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასთან, ასევე ერთეულის ფასებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება, ეტაპობრივად, თვეში ერთხელ, მიწოდებული საქონლის რაოდენობის ღირებულების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

რამინ დიასამიძე, 591980888, aaipqedisgaertianeba@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru