1.საქონლის (ძროხის) ხორცი-1500 კგ.
ახალი (გაუყინავი) ძვალ გამოცლილი (ფილე) მყესების, ქონისა და თხელი
ნაჭრების გარეშე. ორგანოლეპტიკურად (ფერი-ვარდისფერი, სუნი-სასიამოვნო,
კონსისტენცია - ნორმალური) დამაკმაყოფილებელი, გაყინული და შემდეგ
გამღვალი ხორცის მიწოდება დაუშვებელია. საქონლის მოწოდებისას დაცული
უნდა იყოს სანიტარული ნორმები (საქონლის მიწოდება ობიექტებამდე უნდა
განხორციელდეს სპეციალიზებული მაცივარ მანქანებით). თითეულ მიწოდებულ
პარტიას თან უნდა ახლდეს ცნობა ვეტ. ლაბორატორიიდან მისი
ვარგისიანობის შესახებ და ეტიკეტი დამარბილებელის შესახებ.
2. ქათმის ფილე-600 კგ.
გაყინული, მშრალი გაყინვის მეთოდით, ჰორმონალური დანამატების გარეშე.
ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი, კონსისტენცია და სხვა)
დამაკმაყოფილებელი. დაფასოებული არანაკლებ 0.500 გრ-დან 1 კგ–მდე. ჰერმეტულ
შეფუთვაში, ქარხნული წესით. უნდა ახლდეს წარმოშობისა და ხარისხის
სერთიფიკატი. საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 70%. მიწოდებისას დაცული უნდა იქნეს სანიტარული ნორმები,
ტრანსპორტირება მხოლოდ მაცივარ მანქანებით.
- ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც დაცული იქნება
ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
- მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხორცის დამარბილებელ საწარმოსთან
დადებული ხელშეკრულება ხორცის დარბილების შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ
მიმწოდებელს არ გააჩნია საკუთარი დამარბილებელი საწარმო).
ხელშეკრულება წარმოდგენილი უნდა იყოს ერთჯერადად, ან დამარბილებელი
საწარმოს ცვლილებისას;
- საქონლის (ძროხის) ხორცის - საქონლის (ძროხის) ხორცის - დაჭრა, ძვლებისგან
გამოცლა, შეხვევა და შეფუთვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ტემპერატურა
უნდა შენარჩუნდეს არაუმეტეს +2C - +6C-ზე. აღნიშნული ტემპერატურა უნდა იქნეს
მიღწეული მის ტრანსპორტირებამდე და შენარჩუნდეს ტრანსპორტირების
განმავლობაში;
- დარბილებული საქონლის (ძროხის) ხორცის შენახვის ვადა უნდა იყოს
სასაკლაოში გაციების დამთავრებიდან 48 საათი ზემოაღნიშნული
ტემპერატურული რეჟიმის პირობებში (საქონლის (ძროხის) ხორცის მიღებისას
გასული უნდა იყოს ვადის არაუმეტეს 30%-14 საათი);
- სასაქონლის (ძროხის) ხორცის ყველა მიწოდებულ პარტიაზე, მიმწოდებელმა,
ა(ა)იპ „ქედის ბაგა - ბაღების გაერთიანების“ ადმინისტრაციაში უნდა
წარმოადგინოს:
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით
დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური
პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების
ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული ვეტერინარული
მოწმობა (ფორმა N2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და
საათი;
- ნაერთი დოკუმენტი (ფორმა №2 -თან ერთად ეტიკეტი) რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
ა)მიმწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ)დამარბილებელი საწარმოს დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი,
გ)დამარბილებელი საწარმოს აღიარების ნომერი,
დ)დასარბილებლად მიღებული ხორცის ფორმა N2-ის მონაცემები,
ე)ფაქტიურად მიღებული ხორცის წონა,
ვ)დარბილების შემდეგ სარეალიზაციოდ გასული ხორცის წონა,
ზ)საქონლის საბოლოო რეალიზაციის ადგილი,
თ) ვეტერინარის ჩანაწერი: "შემოწმებულია", ვეტერინარის ბეჭედი და
ხელმოწერა,
ი) მიმწოდებელი კომპანიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და
ბეჭედი.
- ეტიკეტი თითოეულ ბაგა-ბაღში წარდგენილი უნდა იყოს მიწოდებული
საქონლის ხორცის რაოდენობის შესაბამისად.
- საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის: სურსათის უვნებლობა,
ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118 დადგენილებით დამტკიცებული
„საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების
წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.
კერძოდ:
ა) საცნობარო ნომერი ან საცნობარო კოდი, რომელიც ენიჭება ცხოველს ან
ცხოველთა ჯგუფს სასაკლაოზე შესვლისას ბიზნესოპერატორის მიერ, რაც
უზრუნველყოფს კავშირის დადგენას ხორცსა და ცხოველებს შორის. ეს
შესაძლებელია იყოს ცალკეული ცხოველის საყურე ნიშანზე განთავსებული
საიდენტიფიკაციო ნომერი, ან ბიზნესოპერატორის მიერ სასაკლაოზე
ცხოველთა ჯგუფისათვის მინიჭებული ნომერი, რომლისგანაც მიღებულია
ხორცი;
ბ) სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა
ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს
სასაკლაო (დაიკლა − (ქვეყნის დასახელება), სასაკლაოს აღიარების ან
პირობითი აღიარების ნომერი);
გ) თუ ხორცის დაჭრა არ ხორციელდება იმ სასაკლაოზე, სადაც დაიკლა ცხოველი,
ცხოველთა ჯგუფი, მაშინ ეტიკეტზე უნდა განთავსდეს იმ ბიზნესოპერატორის
აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც განხორციელდა
ცხოველის, ცხოველთა ჯგუფის ტანხორცის ან ტანხორცის ჯგუფის დაჭრა;
დ) თუ ცხოველის დაბადების, მოშენების, სუქებისა და დაკვლის ადგილი
განსხვავდება ერთმანეთისგან, ეტიკეტზე მიეთითება ინფორმაცია
თითოეული მათგანის შესახებ.
- საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს
მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული
„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
- საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის
2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის
მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით
დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ
რისკებთან მიმართებაში. საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული
,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და
,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის
საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და
დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა
აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
(დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს
N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის
დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის
ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების,
შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –
საკვები პროდუქციის მიმოქცევისას). საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. საქონლის
(ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7
მარტის N90 დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის
ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს
ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის
სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას. საქონლის
(ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9
ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი
დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის
შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს. საქონლის
(ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12
თებერვლის №55 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის
სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ლაბორატორიული კვლევა:
- მიმწოდებელი ვალდებულია წელიწადში ორჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად, თავისი ხარჯებით წარმოადგინოს საქონლის (ძროხის) ხორცის
მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია
(აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი).
- მიმწოდებელმა პირველად უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული კვლევა
საქონლის (ძროხის) ხორცზე-ტყვის შემცველობასა და პათოგენური
მიკროორგანიზმები მ.შ. Salmonella-ს შესახებ, ხოლო მეორედ უნდა წარმოადგინოს
ლაბორატორიული კვლევა საქონლის (ძროხის) ხორცზე-ტყვის შემცველობა
ხორცში და Listeria monocytogenes-ის შესახებ.
- ხორცის ნიმუშის აღება განხორციელდება ერთობლივად შემსყიდველისა და
მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ; შემსყიდველი უფლებამოსოლია
მიმწოდებელს მოსთხოვოს იმ ლაბორატორიის აკრედიტაციის მოწმობა, სადაც
უნდა განხორციელდეს საქონლის ლაბორატორიული შემოწმება, იმ
შემთხვევაში, თუ აკრედიტებული ლაბორატორია შერჩეული იქნება
მიმწოდებლის მიერ.
1. ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის საერთო რაოდენობა წარმოადგენს
საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შესაბამისად შემსყიდველი
უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის რაოდენობა არ
აითვისოს სრულად, ხოლო საქონლის ფაქტობრივი ათვისება განისაზღვრება
ბავშვთა ფაქტობრივი გამოცხადების შესაბამისად.
2. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა და მიწოდების კონკრეტული დღე
განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ
მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება
ელექტრონული მისამართზე Email). შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტით
გაგზავნილი შეკვეთის გაგზავნის თარიღი ითვლება - შეკვეთის მიცემის
თარიღად, ხოლო შეკვეთაში დაფიქსირებული მიწოდების თარიღი - მიწოდების
თარიღად. საქონლის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებლის
მიმართ გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები (იხ.
ხელშეკრულების პროექტი);
3.იმ შემთხვევაში თუკი ა(ა)იპ ქედის ბაგა-ღების გაერთიანებისაგან
დამოუკიდებელი მიზეზების გამო, როგორიცაა პანდემია,ეპიდემია ან/და
სხვა დაუძლეველი ძალა,შეწყდება სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ა(ა)იპ
ქედის ბაგა-ღების გაერთიანება სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე
აღარ განახორციელებს საქონლის შესყიდვას, შესაბამისად მიმწოდებელს არ
აქვს უფლება შემსყიდველს მოსთხოვოს საქონლის შესყიდვა, ასევე თუ,
სააღმზრდელო პროცესის შეჩერების შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი
განახლდება 2026 წლის 31 დეკემბრამდე, მიმწოდებელი ვალდებულია
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს საქონლის
მოწოდება.
- პრეტენდენტმა საქონლის ტექნიკური მახასიათებელი უნდა წარმოადგინოს
სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად-დანართი N1-ით,
ტექნიკური დავალება.