1.2.1. სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა
და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა სახის
ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ
დანართი N1-ში მოცემულ კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე
(კონკრეტული მარკის, მოდელის, საიდენტიფიკაციო ნომრის, გამოშვების წლის
შესაბამისად);
1.2.2. მომსახურების გაწევის პირობები:
- მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს: ქ. თბილისში, ქ, ქუთაისში, ქ.
ფოთი, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ახალციხეში.
- პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს
არანაკლებ 1 (ერთი) სერვის-ცენტრი შემდეგ ქალაქებში: ქ. თბილისში, ქ,
ქუთაისში, ქ. ფოთი, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. გორში, ქ. თელავსა და ქ.
ახალციხეში.
- სერვისცენტრის ადგილმდებარეობა და რეკვიზიტები მითითებული უნდა
იქნას სატენდერო დოკუმენტაციის N3 დანართში.
- პრეტენდენტმა თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით უნდა უზრუნველყოს N1
დანართში მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართული
ფუნქციონირება, რაც თავისმხრივ გულისხმობს - საწარმოო ფართს, საწარმოო
და სასაწყობო სათავსოებს, დაცულ ავტოსადგომს, სამუშაოს
შესრულებისათვის საჭირო ძირითად და სათადარიგო მანქანა-დანადგარებს,
საწარმოო სიმძლავრეებს, ავტონომიურ ელექტრო კვებასა და უსაფრთხოების
უზრუნველყოფას.
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა
მიანიჭოს პრიორიტეტული უფლება სსიპ - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რაც გულისხმობს მათ რიგგარეშე და
დაუყოვნებლივ მომსახურეობას.
- ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ოპერატიულად უნდა უზრუნველყოს
სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ N1 დანართში მითითებული
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
სერვისცენტრში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
ევაკუატორის დაქირავება და ავტომანქანის გადაყვანა სერვისცენტრში
შესაკეთებლად ან საკუთარი მობილური ჯგუფის მეშვეობით ადგილზე ან
სერვისცენტრში გადაყვანის შემდგომ მოახდინოს ავტომანქანის შეკეთება
და ტექმომსახურების გაწევა. ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეკეთება
გულისხმობს ყველა სახის სამუშაოებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების
შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის
მიმდინარე და კაპიტალურ რემონტს, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური
სამუშაოების ჩატარებას, უწესრიგობების აღმოფხვრას, სათადარიგო
ნაწილების მოხსნა-დაყენებას, შეკეთებას ან/და გამოცვლას, საცხებ -
საპოხი მასალების გამოცვლას, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებს,
ელექტროგაყვანილობების რემონტს და სხვა ძირითად კვანძებსა და
მომსახურებას, რომლებიც მთლიანობაში ასახულია სატენდერო
დოკუმენტაციით გათვალისწინებულ N1 დანართში (პრეისკურანტი).
1.2.3.სხვადასხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური
მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ
გამოყოფილი უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი დეფექტური აქტის
საფუძველზე;
1.2.4. შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ ავტომანქანის მიმწოდებლის
სერვისცენტრში შეყვანიდან მაქსიმუმ 1 (ერთი) საათის განმავლობაში
მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს დეფექტური აქტი, რომლის
ელექტრონული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს შემსყიდველის მიერ
გამოყოფილ კოორდინატორს ელ. ფოსტის მისამართზე შემდგომი
შეთანხმებისთვის და შემსყიდველის თანხმობის (შესაძლებელია
შემსყიდველის მიერ განხორციელდეს დეფექტურ აქტში მითითებული
მომსახურების ან საქონლის რაოდენობის კორექტირება) შემთხვევაში მისი
ხელმოწერის (ორივე მხარის მიერ ხელმოწერის შემდეგ დეფექტურ აქტში
აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს თარიღი და დრო) შემდეგ მიმწოდებელმა
დაიწყოს მომსახურების განხორციელება, ხოლო თუ მიმწოდებელი არ მოაწერს
დეფექტურ აქტს ხელს შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად გაწყვიტოს
ხელშეკრულება. დეფექტურ აქტში მითითებულ უნდა იქნას დაზიანებული
ავტოსატრანსპორტო საშუალების ფირმა, მოდელი, გამოშვების წელი,
საიდენტიფიკაციო ნომერი და გარბენი (კილომეტრაჟი). აღმოჩენილი ხარვეზი,
აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო გასაწევი მომსახურებების
ჩამონათვალი (საჭიროების შემთხვევაში შესაცვლელი სათადარიგო
ნაწილების გათვალისწინებით), ხელშეკრულების პრეისკურანტში (დანართი N1)
მითითებული ღირებულებების შესაბამისად;
1.2.5. პრეტენდენტი ვალდებულია მოახდინოს ავტომობილის შეკეთება შემდეგ
ვადებში:
- ძრავის ზეთის, ფილტრებისა და სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 1
სამუშაო დღე.
- სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 სამუშაო
დღე.
- ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან
არაუმეტეს 5 სამუშაო დღე.
- ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან 1 სამუშაო დღე.
- თუ ავტომობილს დასჭირდა ისეთი დეტალი, რომლებიც არ აღმოაჩნდა
მიმწოდებელს და არ არის გაყიდვაში ადგილობრივ ბაზარზე, მომწოდებელს
მიეცემა შეძენა/შეკეთებისთვის გონივრული ვადა არაუმეტეს 40 დღის
ოდენობით.
1.2.6. თუ გასაწევი მომსახურება არ არის გათვალისწინებული პრეისკურანტში
მაშინ მხარეები შეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ გასაწევ
მომსახურებას ან/და შესაცვლელი სათადარიგო ნაწილს ღირებულებების
გათვალისწინებით უთითებენ დეფექტურ და მიღება-ჩაბარების აქტებში,
ხელშეკრულებაში დამატებითი ცვლილებების შეტანის შემდგომ,
სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად.
1.2.7. გაწეულ მომსახურებაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები
ადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს
გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა (საჭიროების შემთხვევაში
სათადარიგო ნაწილ(ებ)ის გათვალისწინებით), რაოდენობა ან/და მოცულობა,
ფასი და საერთო ღირებულება (მომსახურებების ფასები გათვალისწინებული
იქნება პრეისკურანტში მოცემული ფასების შესაბამისად, ხოლო
პრეისკურანტით გაუთვალისწინებელი მომსახურების ან/და შესაცვლელი
სათადარიგო ნაწილის შემთხვევაში ფასი დადგინდება შემსყიდველთან
წინასწარ შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე დროისთვის ბაზარზე
არსებული ღირებულებების შესაბამისად).
1.2.8. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით
წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის
სავარაუდო ღირებულებას და ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს
მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
1.2.9. გასაწევი მომსახურებების და სათადარიგო ნაწილების ერთეულის
ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული
უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი N1) და არ უნდა აღემატებოდეს
პრეისკურანტში ამავე პოზიციებზე დაფიქსირებულ ფასებს.
1.2.10.შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის სავარაუდო
ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობის
არსებობის შემთხვევაში, სხვაობა უნდა გამოანგარიშდეს პროცენტულად,
რომლის მიხედვითაც ფასთა კლება პრეტენდენტმა პროცენტულად და
პროპორციულად უნდა ასახოს №1 დანართიში მოცემულ ყველა პოზიციაზე.