Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #69129682)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 69129682
Дата публикации: 08-12-2025
Сумма контракта: 6 779


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022613
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.12.2025 11:07
Начало приема предложения 16.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 6`779.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71351000 - Геологические и геофизические услуги и услуги в области других научных изысканий
Срок подачи განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციით
Дополнительная информация
220 კვ ძაბვის ეგხ ,,ალავერდი და ალავერდი-3“-ის №61/37-№62/36 საყრდენებს მშორის მალის რეკონსტრუქციის (№61/37 ახალი საყრდენის მონტაჟი) და №64/34-№78/20 საყრდენებს შორის მალების რეკონსტრუქციის (№73/25 და №72/26 არსებული საყრდენების დემონტაჟი და ახალი №72/26 და №73/25 საყრდენების მონტაჟი) მუშა პროექტების და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მასალების ექსპერტიზის (ინსპექტირების) მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციით
Шаг снижения цены 30.00 GEL
Размер гарантии 68 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar gazdeliani :: 01.12.2025 10:00
  • Последнее исправление: tamar gazdeliani :: 08.12.2025 11:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657955&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

220 კვ ძაბვის ეგხ ,,ალავერდი და ალავერდი-3“-ის №61/37-№62/36 საყრდენებს შორის მალის რეკონსტრუქციის (№61/37 ახალი საყრდენის მონტაჟი) და №64/34-№78/20 საყრდენებს შორის მალების რეკონსტრუქციის (№73/25 და №72/26 არსებული საყრდენების დემონტაჟი და ახალი №72/26 და №73/25 საყრდენების მონტაჟი) მუშა პროექტების და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მასალების
ექსპერტიზის (ინსპექტირების) მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ ტექნიკურ დავალებაზე და მიმაგრებულ ყველა დოკუმენტზე, რაც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

ტექნიკური დავალება:

220 კვ ძაბვის ეგხ ,,ალავერდი და ალავერდი-3“-ის №61/37-№62/36 საყრდენებს შორის მალის რეკონსტრუქციის (№61/37 ახალი საყრდენის მონტაჟი) და №64/34-№78/20 საყრდენებს შორის მალების რეკონსტრუქციის (№73/25 და №72/26 არსებული საყრდენების დემონტაჟი და ახალი №72/26 და №73/25 საყრდენების მონტაჟი) მუშა პროექტების ტექნოლოგიური (ელექტრული) ნაწილების, კონსტრუქციული ნაწილების და დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მასალების ტექნიკური ექსპერტიზა (ინსპექტირება) უნდა განხორციელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით:

1. მუშა პროექტების ტექნოლოგიური (ელექტრული) ნაწილების ექსპერტიზა - ინსპექტირებამ უნდა მოიცვას შემდეგი ძირითადი საკითხების მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, სტანდარტებთან შეფასება/შემოწმება: საწყისი მონაცემების სისრულე, ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობა, მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი და რაციონალურობა, დაპროექტებული სისტემების და შერჩეული საშუალებების გამოყენების ეფექტურობა, ხაზობრივი ნაგებობების სქემები, ძირითადი ტექნოლოგიური სქემების არსებობა და მათი ხარისხი, სისტემების და გამოყენებული მასალების ეფექტურობა, გამტარუნარიანობის შემოწმება, მასალების და მოწყობილობების ტიპების და რაოდენობის განსაზღვრის სისწორე, მასალებისა და მოწყობილობების სპეციფიკაცია, საინჟინრო მოწყობილობების ტიპების და განლაგების შერჩევა, მათი მონტაჟის პრინციპები, ქსელების ტრასების გაყვანის შემოწმება, მათი კვეთების გადაწყვეტები, იზოლაცია, მიწოდების რეგულირების მეთოდები, განსაკუთრებულ კლიმატურ ან/და ბუნებრივ პირობებში განთავსებული ქსელების მიმართ დაგეგმილი ღონისძიებები, ძაბვის მნიშვნელობის, სადენების კვეთებისა და მარკების, პროექტის გაფორმების შესაბამისობა მოქმედ ნორმებთან და სხვა შესაბამისი საკითხები.

2. მუშა პროექტების კონსტრუქციული ნაწილების ექსპერტიზა - ინსპექტირებამ უნდა მოიცვას შემდეგი ძირითადი საკითხების მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, სტანდარტებთან შეფასება შემოწმება: საძირკვლების ტიპის, კონსტრუქციული ელემენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტების, მათი შეერთების კვანძების, გამოსაყენებელი ბეტონების საპროექტო კლასების, არმატურის სახეობების
და კლასების, ფოლადის მარკების, მასალების შერჩევის სისწორე მშენებლობის რაიონის პირობების, მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური და სხვა მახასიათებლები, მათ შორის მშენებლობის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით; ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კონსტრუქციებისა და ფუძეების მოთხოვნილ ხანგრძლივ ექსპლუატაციას (მასალების სათანადო შერჩევა, კონსტრუქციული და სპეციალური დამცავი ღონისძიებები ყინვაგამძლეობის, კოროზიისადმი მედეგობის, წყალარინების და ა.შ. გაუმჯობესების მიზნით), აგრეთვე ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ დამატებითი ადგილობრივი და შიდა დაძაბულობების შესაძლო უარყოფით გავლენას (შედუღების, ჯდენის, ტემპერატურული დაძაბულობები, დაძაბულობების კონცენტრაცია ფუძეების გრუნტების მახასიათებლების მკვეთრი ცვლილების ადგილებში და ა.შ.); ნაგებობების (საყრდენები, საძირკვლები და სხვა) და მათი ცალკეული ნაწილების მზიდუნარიანობა, სიმტკიცე, კონსტრუქციების მდგრადობა და სივრცითი სიხისტე, დატვირთვების თანწყობა მშენებლობის და ექსპლუატაციის ნებისმიერ სტადიაზე; საანგარიშო მასალების, გაანგარიშების მეთოდების სისწორე და სისრულე, აგრეთვე კონსტრუქციული გადაწყვეტების შესაბამისობა გაანგარიშების შედეგებთან; ბეტონის და ლითონის კონსტრუქციების კოროზიისაგან დაცვის სპეციალური მოთხოვნების შესასრულებლად აუცილებელი ღონისძიებებისა და სამუშაოების დაგეგმვა და სხვა შესაბამისი საკითხები.

3. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მასალების ექსპერტიზა - ინსპექტირებამ უნდა მოიცვას კონკრეტულად საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მასალების შემდეგი ძირითადი საკითხების მოქმედ ნორმებთან და წესებთან, სტანდარტებთან შეფასება/შემოწმება: ტექნიკური (საინჟინრო-გეოლოგიური) დავალების სისრულე, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების წარმართვის პროგრამის შესაბამისობა ტექნიკურ დავალებასთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, სტანდარტებთან, საკვლევი ტერიტორიის ამსახველი გეოლოგიური ჭრილები, გეოდინამიკური პროცესების გავრცელების შემთხვევაში მათი ამსახველი რუკის შედგენა და შეფასება მათი მხრიდან საფრთხეებისა და რისკების განსასაზღვრავად, გრუნტის/ქანების ნიმუშების არების შემოწმება, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შემოწმება, გრუნტის ტიპების დადგენის შემოწმება, გრუნტის მზიდ უნარიანობის დადგენის შემოწმება, ლაბორატორიული მონაცემების სტატისტიკური დამუშავების შემოწმება, საკვლევი ტერიტორიის ამგები ქანების სეისმურობის კატეგორიისა და ბალიანობის განსაზღვრის შემოწმება, ქვაბულის ან თხრილის ფერდობების მაქსიმალური დასაშვები დახრის განსაზღვრის შემოწმება, გრუნტის წყლების არსებობის შემთხვევაში წყლების ქიმიური შემადგენლობისა და ბეტონის კონსტრუქციების მიმართ მათი აგრესიულობის ხარისხის განსაზღვრის შემოწმება, გრუნტის გამონატუტის ქიმიური ანალიზის შემოწმება, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შემოწმება და სხვა შესაბამისი საკითხები.

4. საექსპერტო მომსახურეობა უნდა მოიცავდეს დოკუმენტაციის პირველად შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მასალების მიწოდების მოთხოვნას, ექსპერტიზის ჩატარებას, შენიშვნების მიცემას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შენიშვნების გათვალისწინებით კორექტირებული პროექტის მრავალჯერად ექსპერტიზას საბოლოო დადებითი დასკვნის ჩამოყალიბებამდე;

5. ტექნიკური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს საქართველოში მომქმედი ნორმატიულ- ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე: СНиП II-И.9-62 Линии электропередачи напряжением выше 1 кв. Нормы проектирования, ,,ელექტროდანადგარების მოწყობის წესები“-ს (ПУЕ), ტექანიკური რეგლამენტი: ,,ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების შესახებ“ (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №464), ტექნიკური რეგლამენტი: ,,ელექტრო დანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების შესახებ“ (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №340), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“, ГОСТ 21.613-88 სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის სისტემა, ძალოვანი ელექტრომოწყობილობა, სამუშაო ნახაზები, სამშენებლო ნორმები და წესები (СНиП - ნაწილი 2), სამშენებლო ნორმები და წესები (СНиП - ნაწილი 3), საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტები (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №71 დადგენილება), СНиП 1.02.07-87 საინჟინრო საძიებო სამუშაოების მშენებლობისათვის, СНиП 2.01.01-82 სამშენებლო კლიმატოლოგია და გეოფიზიკა, СНиП 2.02.01-83 შენობებისა და ნაგებობების ფუძეები, СНиП 2.02.03-85 ხიმინჯოვანი საძირკვლები, СНиП 2.03.11-85 სამშენებლო კონსტრუქციების დაცვა კოროზიისაგან, СНиП II-7-81 მშენებლობა სეისმურ რაიონებში, СНиП 3.02.01-87 მიწის ნაგებობები, საფუძვლები და საძირკვლები, ტექნიკური რეგლამენტი - ,,შენობებისა და ნაგებობების ფუძეები“, ტექნიკური რეგლამენტი - ,,სეისმომედეგი მშენებლობა“, ტექნიკური რეგლამენტი - ,,სამშენებლო კლიმატოლოგია“ და სხვა შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია;

6. საექსპერტო დასკვნების სრული პაკეტი წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2. სს ,,სსე“-ს სათაო ოფისი, ქართულ ენაზე შედგენილი სამ ეგზემპლარად, ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული, ელექტრონული და ნაბეჭდი სახით;

7. ექსპერტიზის (ინსპექტირების) დასკვნები უნდა იქნეს მოწოდებული ცალ-ცალკე პროექტების მიხედვით, კერძოდ 220 კვ ძაბვის ეგხ ,,ალავერდი და ალავერდი-3“-ის №61/37- №62/36 საყრდენებს შორის მალის რეკონსტრუქციის (№61/37 ახალი საყრდენის მონტაჟი) პროექტისთვის უნდა იქნეს მოწოდებული 3 ცალი დასკვნა (ელექტრული-ტექნოლოგიური, კონსტრუქციული და გეოლოგიური), ხოლო №64/34-№78/20 საყრდენებს შორის მალების რეკონსტრუქციის (№73/25 და №72/26 არსებული საყრდენების დემონტაჟი და ახალი №72/26 და №73/25 საყრდენების მონტაჟი) პროექტისთვის 3 ცალი დასკვნა (ელექტრული- ტექნოლოგიური, კონსტრუქციული და გეოლოგიური);

იხილეთ მიმაგრებული ფაილები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 გასაწევი მომსახურების ვადაა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
1.4.2 ”მიმწოდებელი” ვალდებულია განახორციელოს, შუალედური საექსპერტო დასკვნ(ებ)ის შესაბამისად „შემსყიდველის“ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შემოწმება „შემსყიდველის“ შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში (ყოველი ახალი შუალედური დასკვნის შემთხვევაში განხორციელდება ახალი 10 (ათი) დღიანი პერიოდის დროის ათვლა). აღნიშნული დამატებით ანაზღაურებას არ ექვემდებარება და შედის საექსპერტო დასკვნის მომზადების საფასურში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

გაწეულ მომსახურეობაზე შედგენილი საექსპერტო დასკვნების სრული პაკეტი წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2. სს ,,სსე“-ს სათაო ოფისი, ქართულ ენაზე შედგენილი სამ ეგზემპლარად, ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული, ელექტრონული და ნაბეჭდი სახით.

technical requirements

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

!
საექსპერტო მომსახურების გამწევ ორგანიზაციამ (A-ტიპის ინსპექტირების ორგანო) სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს სსიპ ‘’აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო -აკრედიტაციის ცენტრი“ -ს მიერ გაცემული მოქმედი აკრედიტაციის მოწმობა, რომელიც დაადასტურებს მის მიერ ტექნიკური დავალებით განსაზღვრული საექსპერტო მომსახურების განხორციელების უფლებამოსილებას.

2.9 other additional requirements

2.9.1 "პრეტენდენტმა" სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს(ატვირთოს) სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული "ფასების ცხრილი;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ვინაიდან, აღნიშნული ტენდერით განსაზღვრული მომსახურეობა არის სპეციფიკური მომსახურების შესყიდვა (220 კვ ძაბვის ეგხ ,,ალავერდი და ალავერდი-3“-ის №61/37-№62/36 საყრდენებს შორის მალის რეკონსტრუქციის (№61/37 ახალი საყრდენის მონტაჟი) და №64/34-№78/20 საყრდენებს შორის მალების რეკონსტრუქციის (№73/25 და №72/26 არსებული საყრდენების დემონტაჟი და ახალი №72/26 და №73/25 საყრდენების მონტაჟი) მუშა პროექტების და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მასალების ექსპერტიზის (ინსპექტირების) მომსახურება),რომლის შეფასების კრიტერიუმები და ფასწარმოქმნის დასაბუთების სტანდარტი რთული დასადგენია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია არ მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების დოკუმენტი თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

- იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, დოკუმენტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს:
• მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული საავანსო გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით;
• ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, ხოლო მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტი დამოწემბული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და ბეჭდით.
- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
- იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
- უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით);
- რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი).
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად გაწეულ მომსახურებაზე ან/და მომსახურების გაწევის დასრულებისას ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად გაწეულ მომსახურებაზე ან/და მომსახურების გაწევის დასრულებისას ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ გაზდელიანი, 551728728, tamar.gazdeliani@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

5. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

6. თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

9. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამიისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა არ ვრცელდება არარეზიდენტ პირზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას არ მოითხოვს

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru