1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად
გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ ტექნიკურ დავალებაზე და
მიმაგრებულ ყველა დოკუმენტზე, რაც უცვლელად, დანართად დაერთვება
გასაფორმებელ ხელშეკრულებას.
ტექნიკური დავალება:
220 კვ ძაბვის ეგხ ,,ალავერდი და ალავერდი-3“-ის №61/37-№62/36 საყრდენებს შორის
მალის რეკონსტრუქციის (№61/37 ახალი საყრდენის მონტაჟი) და №64/34-№78/20
საყრდენებს შორის მალების რეკონსტრუქციის (№73/25 და №72/26 არსებული
საყრდენების დემონტაჟი და ახალი №72/26 და №73/25 საყრდენების მონტაჟი) მუშა
პროექტების ტექნოლოგიური (ელექტრული) ნაწილების, კონსტრუქციული
ნაწილების და დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მასალების
ტექნიკური ექსპერტიზა (ინსპექტირება) უნდა განხორციელდეს ქვემოთ
ჩამოთვლილი ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით:
1. მუშა პროექტების ტექნოლოგიური (ელექტრული) ნაწილების ექსპერტიზა -
ინსპექტირებამ უნდა მოიცვას შემდეგი ძირითადი საკითხების მოქმედ
სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, სტანდარტებთან შეფასება/შემოწმება:
საწყისი მონაცემების სისრულე, ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობა,
მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი და რაციონალურობა,
დაპროექტებული სისტემების და შერჩეული საშუალებების გამოყენების
ეფექტურობა, ხაზობრივი ნაგებობების სქემები, ძირითადი ტექნოლოგიური
სქემების არსებობა და მათი ხარისხი, სისტემების და გამოყენებული
მასალების ეფექტურობა, გამტარუნარიანობის შემოწმება, მასალების და
მოწყობილობების ტიპების და რაოდენობის განსაზღვრის სისწორე,
მასალებისა და მოწყობილობების სპეციფიკაცია, საინჟინრო
მოწყობილობების ტიპების და განლაგების შერჩევა, მათი მონტაჟის
პრინციპები, ქსელების ტრასების გაყვანის შემოწმება, მათი კვეთების
გადაწყვეტები, იზოლაცია, მიწოდების რეგულირების მეთოდები,
განსაკუთრებულ კლიმატურ ან/და ბუნებრივ პირობებში განთავსებული
ქსელების მიმართ დაგეგმილი ღონისძიებები, ძაბვის მნიშვნელობის,
სადენების კვეთებისა და მარკების, პროექტის გაფორმების შესაბამისობა
მოქმედ ნორმებთან და სხვა შესაბამისი საკითხები.
2. მუშა პროექტების კონსტრუქციული ნაწილების ექსპერტიზა -
ინსპექტირებამ უნდა მოიცვას შემდეგი ძირითადი საკითხების მოქმედ
სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, სტანდარტებთან შეფასება შემოწმება:
საძირკვლების ტიპის, კონსტრუქციული ელემენტების მიმართ მიღებული
გადაწყვეტების, მათი შეერთების კვანძების, გამოსაყენებელი ბეტონების
საპროექტო კლასების, არმატურის სახეობების
და კლასების, ფოლადის მარკების, მასალების შერჩევის სისწორე
მშენებლობის რაიონის პირობების, მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური და სხვა
მახასიათებლები, მათ შორის მშენებლობის განსაკუთრებული პირობების
გათვალისწინებით; ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ
კონსტრუქციებისა და ფუძეების მოთხოვნილ ხანგრძლივ ექსპლუატაციას
(მასალების სათანადო შერჩევა, კონსტრუქციული და სპეციალური დამცავი
ღონისძიებები ყინვაგამძლეობის, კოროზიისადმი მედეგობის,
წყალარინების და ა.შ. გაუმჯობესების მიზნით), აგრეთვე ღონისძიებები,
რომლებიც ამცირებენ დამატებითი ადგილობრივი და შიდა დაძაბულობების
შესაძლო უარყოფით გავლენას (შედუღების, ჯდენის, ტემპერატურული
დაძაბულობები, დაძაბულობების კონცენტრაცია ფუძეების გრუნტების
მახასიათებლების მკვეთრი ცვლილების ადგილებში და ა.შ.); ნაგებობების
(საყრდენები, საძირკვლები და სხვა) და მათი ცალკეული ნაწილების
მზიდუნარიანობა, სიმტკიცე, კონსტრუქციების მდგრადობა და სივრცითი
სიხისტე, დატვირთვების თანწყობა მშენებლობის და ექსპლუატაციის
ნებისმიერ სტადიაზე; საანგარიშო მასალების, გაანგარიშების მეთოდების
სისწორე და სისრულე, აგრეთვე კონსტრუქციული გადაწყვეტების
შესაბამისობა გაანგარიშების შედეგებთან; ბეტონის და ლითონის
კონსტრუქციების კოროზიისაგან დაცვის სპეციალური მოთხოვნების
შესასრულებლად აუცილებელი ღონისძიებებისა და სამუშაოების დაგეგმვა
და სხვა შესაბამისი საკითხები.
3. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მასალების ექსპერტიზა - ინსპექტირებამ
უნდა მოიცვას კონკრეტულად საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მასალების
შემდეგი ძირითადი საკითხების მოქმედ ნორმებთან და წესებთან,
სტანდარტებთან შეფასება/შემოწმება: ტექნიკური (საინჟინრო-გეოლოგიური)
დავალების სისრულე, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების წარმართვის
პროგრამის შესაბამისობა ტექნიკურ დავალებასთან, მოქმედ სამშენებლო
ნორმებთან და წესებთან, სტანდარტებთან, საკვლევი ტერიტორიის ამსახველი
გეოლოგიური ჭრილები, გეოდინამიკური პროცესების გავრცელების
შემთხვევაში მათი ამსახველი რუკის შედგენა და შეფასება მათი მხრიდან
საფრთხეებისა და რისკების განსასაზღვრავად, გრუნტის/ქანების
ნიმუშების არების შემოწმება, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების
შემოწმება, გრუნტის ტიპების დადგენის შემოწმება, გრუნტის მზიდ
უნარიანობის დადგენის შემოწმება, ლაბორატორიული მონაცემების
სტატისტიკური დამუშავების შემოწმება, საკვლევი ტერიტორიის ამგები
ქანების სეისმურობის კატეგორიისა და ბალიანობის განსაზღვრის
შემოწმება, ქვაბულის ან თხრილის ფერდობების მაქსიმალური დასაშვები
დახრის განსაზღვრის შემოწმება, გრუნტის წყლების არსებობის
შემთხვევაში წყლების ქიმიური შემადგენლობისა და ბეტონის
კონსტრუქციების მიმართ მათი აგრესიულობის ხარისხის განსაზღვრის
შემოწმება, გრუნტის გამონატუტის ქიმიური ანალიზის შემოწმება,
საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შემოწმება და სხვა შესაბამისი
საკითხები.
4. საექსპერტო მომსახურეობა უნდა მოიცავდეს დოკუმენტაციის პირველად
შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მასალების
მიწოდების მოთხოვნას, ექსპერტიზის ჩატარებას, შენიშვნების მიცემას
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შენიშვნების გათვალისწინებით
კორექტირებული პროექტის მრავალჯერად ექსპერტიზას საბოლოო დადებითი
დასკვნის ჩამოყალიბებამდე;
5. ტექნიკური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს საქართველოში მომქმედი
ნორმატიულ- ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე: СНиП II-И.9-62 Линии
электропередачи напряжением выше 1 кв. Нормы проектирования, ,,ელექტროდანადგარების
მოწყობის წესები“-ს (ПУЕ), ტექანიკური რეგლამენტი: ,,ელექტროსადგურების და
ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების შესახებ“ (საქართველოს
მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №464), ტექნიკური რეგლამენტი:
,,ელექტრო დანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების
შესახებ“ (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №340),
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება ,,ელექტრული
ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების
დადგენის შესახებ“, ГОСТ 21.613-88 სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის
სისტემა, ძალოვანი ელექტრომოწყობილობა, სამუშაო ნახაზები, სამშენებლო
ნორმები და წესები (СНиП - ნაწილი 2), სამშენებლო ნორმები და წესები (СНиП -
ნაწილი 3), საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი
ტექნიკური რეგლამენტები (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №71
დადგენილება), СНиП 1.02.07-87 საინჟინრო საძიებო სამუშაოების
მშენებლობისათვის, СНиП 2.01.01-82 სამშენებლო კლიმატოლოგია და გეოფიზიკა, СНиП
2.02.01-83 შენობებისა და ნაგებობების ფუძეები, СНиП 2.02.03-85 ხიმინჯოვანი
საძირკვლები, СНиП 2.03.11-85 სამშენებლო კონსტრუქციების დაცვა კოროზიისაგან,
СНиП II-7-81 მშენებლობა სეისმურ რაიონებში, СНиП 3.02.01-87 მიწის ნაგებობები,
საფუძვლები და საძირკვლები, ტექნიკური რეგლამენტი - ,,შენობებისა და
ნაგებობების ფუძეები“, ტექნიკური რეგლამენტი - ,,სეისმომედეგი
მშენებლობა“, ტექნიკური რეგლამენტი - ,,სამშენებლო კლიმატოლოგია“ და
სხვა შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია;
6. საექსპერტო დასკვნების სრული პაკეტი წარმოდგენილი უნდა იქნეს
მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2. სს ,,სსე“-ს სათაო ოფისი, ქართულ
ენაზე შედგენილი სამ ეგზემპლარად, ხელმოწერილი და ბეჭდით
დადასტურებული, ელექტრონული და ნაბეჭდი სახით;
7. ექსპერტიზის (ინსპექტირების) დასკვნები უნდა იქნეს მოწოდებული
ცალ-ცალკე პროექტების მიხედვით, კერძოდ 220 კვ ძაბვის ეგხ ,,ალავერდი და
ალავერდი-3“-ის №61/37- №62/36 საყრდენებს შორის მალის რეკონსტრუქციის (№61/37
ახალი საყრდენის მონტაჟი) პროექტისთვის უნდა იქნეს მოწოდებული 3 ცალი
დასკვნა (ელექტრული-ტექნოლოგიური, კონსტრუქციული და გეოლოგიური), ხოლო
№64/34-№78/20 საყრდენებს შორის მალების რეკონსტრუქციის (№73/25 და №72/26 არსებული
საყრდენების დემონტაჟი და ახალი №72/26 და №73/25 საყრდენების მონტაჟი)
პროექტისთვის 3 ცალი დასკვნა (ელექტრული- ტექნოლოგიური, კონსტრუქციული
და გეოლოგიური);
იხილეთ მიმაგრებული ფაილები.