შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება (მომსახურების მინიმალური
მოთხოვნები):
1. „შემსყიდველის“ მოთხოვნის შესაბამისად „მიმწოდებელმა” მოთხოვნიდან
არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უნდა უზრუნველყოს GPS - მოწყობილობების (GPS -
მოწყობილობები „მიმწოდებელის” საკუთრება, რომლებიც დროებით
საკუთრებაში უნდა გადაეცეს შემსყიდველს) შემსყიდველის მიერ
განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მონტაჟი.
2. GPS - მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა
განხორციელდეს ყოველდღიურად24 საათის განმავლობაში (24/7);
3. GPS მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს ”ონლაინ” ვებ
სერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემაში წვდომა უნდა
განხორციელდეს ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან მხოლოდ
შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით
(მომხმარებლის შეუზღუდავი რაოდენობის შექმნის საშუალება);
4. პრეტენდენტის ვებ სერვერი აუცილებლად განთავსებული უნდა იყოს
საქართველოს ტერიტორიაზე, ინტერნეტ პროვაიდერის დაცულ და შესაბამისი
სერვისებით აღჭურვილ სერვის ცენტრში;
5. აუცილებელია პრეტენდენტს გააჩნდეს/ყავდეს მომსახურების
გაწევისათვის საჭირო ტექნიკური პერსონალი აღჭურვილი შესაბამისი
ტექნიკითა და სატრანსპორტო საშუალებით მყისი რეაგირებისთვის, რათა
საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უზრუნველყოს შემსყიდველის
კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებში მომსახურების გაწევისათვის
საჭირო აპარატურის მონტაჟი და წარმოქმნილი პრობლემების ადგილზე
(ქვეყნის მაშტაბით) აღმოფხვრა.
6. შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალებების დაჯგუფება
მარშრუტების ან ნებისმიერი სხვა თემატიკის მიხედვით. ამავდროულად ერთი
და იგივე სატრანსპორტო საშუალება შეიძლება განთავსდეს ორ ან მეტ
თემატურ ჯგუფში;
7. მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო
საშუალებების თვალთვალი როგორც ჯგუფების ასევე საერთო ჩამონათვალის
(ყველა ობიექტის ან შერჩევით) საშუალებით;
8. მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს მინიმუმ ხუთი სახის
განახლებადი ციფრული რუკები. აუცილებელია, რომ ერთი დეტალური ციფრული
რუკა ლოკალურად განთავსებული იყოს „მიმწოდებლის” კარტოგრაფიულ
სერვერზე;
9. მონიტორინგის სისტემა უნდა იძლეოდეს საშუალებას რუკაზე დასახლებული
პუნქტებში იძებნებოდეს ქუჩები და შენობები დასახელებისა და ნომრების
მიხედვით. მონიტორინგის სისტემა ასევე უნდა იძლეოდეს საშუალებას
სწრაფად და მარტივად იძებნებოდეს დამკვეთისთვის მნიშვნელოვანი
ობიექტებიდან უახლოეს მანძილზე დაშორებული სატრანსპორტო
საშუალებები;
10. მონიტორინგის სისტემას უნდა შეეძლოს ნებისმიერი რაოდენობის
ობიექტების დატანა რუკაზე, რომელთა დასახელებით აისახება სტატისტიკურ
მონაცემებში თუ სატრანსპორტო საშუალებები გაჩერდებიან ამ
ობიექტებთან;
11. მონიტორინგის სისტემამ უნდა შეძლოს სტატისტიკური მონაცემების
ექსპორტი Excel, PDF, HTML, XML, CSV ფორმატში;
12. მონიტორინგის სისტემამ უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის
ავტომანქანების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
დამონტაჟებული მოწყობილობით „ონლაინ“ (რომელიც აჩვენებს
სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ზუსტ დროსა და ადგილს,
გარბენილ მანძილს ცდომილების გარეშე) რეჟიმში, ასევე ავტომანქანების
გადაადგილების ისტორიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
13. ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემები (განვლილი მანძილი, მოძრაობის
დრო, ძრავის მდგომარეობის პარამეტრები, შესრულებული რეისები და სხვა)
უნდა ინახებოდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთი წელი;
14. შემსყიდველს უნდა ჰქონდეს საშუალება შაბლონების გამოყენების
საშუალებით მისთვის სასურველი ფორმით მიიღოს სტატისტიკური
მონაცემები. მონიტორინგის სისტემა დამკვეთს უნდა აძლევდეს საშუალებას
თავად მოახდინოს მრავალი სახისა და სახეობის სტატისტიკური ცხრილის
გენერაცია. ცხრილების გენერაციის პროცესი უნდა იყოს მარტივი და არ უნდა
საჭიროებდეს პროგრამირების ენების ცოდნას;
15. GPS მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ნებისმიერი სირთულის
გეოზონებისა და საკონტროლო წერტილების დატანას ციფრულ რუკაზე;
16. მონიტორინგის სისტემამ უნდა უზრუნველყოს სტატისტიკური მონაცემების
მიღება როგორც ცალკეულ
სატრანსპორტო საშუალებაზე, ასევე მათი ჯგუფების მიხედვით;
17. თუ სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებულია მოძრაობის
სიჩქარის ლიმიტი ან ზონირება, მონიტორინგის სისტემამ უნდა ასახოს
დარღვევებს როგორც რეალურ დროში შეტყობინებების საშუალებით, ასევე
სტატისტიკურ მონაცემებში;
18. GPS მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების
შექმნასა და მიწოდებას ელ. ფოსტით,
მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და მონიტორინგის სისტემაში
დამატებითი ”ფანჯრების” საშუალებით ასეთი შეტყობინების მიღებისას
უნდა ისმოდეს ხმოვანი სიგნალი;
19. „მიმწოდებელი” ვალდებულია, შემსყიდველის მითითების შესაბამისად,
უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი
სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ;
20. GPS - მოწყობილობების დაზიანებისას, რომელიც გამოწვეულია
საექსპლუატაციო პირობების დარღვევით, რაც დადასტურებული უნდა იქნას
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს დასკვნით „შემსყიდველი“ ვალდებულია „მიმწოდებელს”
აუნაზღაუროს GPS - მოწყობილობის შეცვლის ან აღდგენის ღირებულება, ყველა
სხვა შემთხვევაში „მიმწოდებელი” ვალდებულია თავისი ხარჯებით 48 საათის
განმავლობაში უზრუნველყოს GPS - მოწყობილობის შეცვლა ან აღდგენა.
21. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს GPS - მოწყობილობის მოხსნა კონკრეტულ ავტომანქანაზე,
შესაბამისად მიღება ჩაბარების აქტის გაფორმება განხორციელდება
ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
22. შემსყიდველი უზრუნველყოფს, რომ GPS მოწყობილობის დასამონტაჟებლად
წარმოდგენილი ტექნიკა იყოს სრულად გამართული ტექნიკური მდგომარეობით,
მათ შორის ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულობით, რაც
აუცილებელია GPS მოწყობილობის გამართული მუშაობისთვის, უსაფრთხო და
ხარისხიანი მონტაჟისთვის.
23. ბულდოზერსა და ექსკავატორზე GPS მოწყობილობის მონტაჟი და შესაბამის
მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს შემსყიდველის მიერ აღნიშნულ
ტექნიკაზე დამატებით საწვავის დონის მზომი სენსორების დამონტაჟების
შემდეგ (იმ შემთხვევაში, თუკი ტექნიკის პარამეტრები იძლევა
ინსტალაციის შესაძლებლობას).
სატრანსპორტო საშუალებების სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 240 ერთეულს,
ხოლო მათი განთავსების ლოკაციები განსაზღვრულია დანართით N4-ით.
სატრანსპორტო საშუალებების სავარაუდო ჩამონათვალი განსაზღვრულია
დანართით N3-ით.
ნავიგაციის მოწყობილობის დამონტაჟება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მომსახურების ღირებულება
ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების (მომსახურების
დღეების რაოდენობის) მიხედვით. შესაძლებელია, რომ ფასების ცხრილში
მოცემული რაოდენობები სრულად არ იქნას გამოყენებული შემსყიდველის
მიერ.