Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69081129)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Regional Development of Georgia
Номер конкурса: 69081129
Дата публикации: 05-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250022477
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.12.2025 15:37
Начало приема предложения 14.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.12.2025 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 805`270.61 GEL
Контрактная цена объекта закупки 100`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 8`052.00 GEL
Размер гарантии 1`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tinatin medzmariashvili :: 03.12.2025 21:56
  • Последнее исправление: tinatin medzmariashvili :: 05.12.2025 15:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658761&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების ტექნიკური პარამეტრები (ტექნიკური დავალება) იხილეთ ატვირთულ ფაილში

შენიშვნა:
1. პრეტენდენტმა ელექტრონული ვაჭრობა უნდა განახორციელოს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე;
2. პრეტენდენტის მიერ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე ნაკლები ფასის დაფიქსირების შემთხვევაში, ღირებულების კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს ფასების ცხრილში მოცემული ჩამონათვალის ღირებულებაზე. თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასების შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს განფასების ცხრილის ჯამური ღირებულებაც. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექრონულ სისტემაში წარმოდგენილ განფასების ცხრილში მითითებული სათადარიგო ნაწილების და გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში მითითებული სათადარიგო ნაწილებისა და გასაწევის მომსახურების ერთეულის სავარაუდო ფასებს;
3. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლის გათვალისწინებული პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატით;.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. საქონლისა და მომსახურების მიწოდების ადგილად განისაზღვრება მიმწოდებლის სერვის-ცენტრ(ები). პრეტენდენტს მომსახურების მოწოდება თბილისში უნდა შეეძლოს ერთდროულად არანაკლებ 6 ავტომანქანაზე (6 ავტომანქანის ერთდროულად მომსახურება შესაძლებელია გაწეულ იქნას, ისევე როგორც 1 სერვის ცენტრში, ასევე 2 ან მეტ სერვისცენტრებში, ჯამური მოთხოვნის უზრუნველყოფით). მიმწოდებელს რეგიონებში უნდა ქონდეს: არანაკლებ 1 (ერთი) სერვის-ცენტრი იმერეთში კერძოდ ქუთაისში, არანაკლებ 1 (ერთი) სერვის-ცენტრი აჭარაში კერძოდ ბათუმში, არანაკლებ 1 (ერთი) სერვის ცენტრი სამეგრელოში, არანაკლებ 1 (ერთი) სერვის-ცენტრი კახეთში, არანაკლებ 1 (ერთი) სერვის ცენტრი შიდა ქართლში და არანაკლებ 1 (ერთი) სერვის-ცენტრი სამცხე-ჯავახეთში.

აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია (სერვის-ცენტრების რაოდენობისა და ზუსტი მისამართის-მითითებით). თითოეული სერვისცენტრი უნდა იყოს პრეტენდენტის სარგებლობაში ან მმართველობაში (საკუთრება ან იჯარა ან სუბკონტრაქტორი). პრეტენდენტმა იჯარის (სარგებლობაში/მმართველობაში) ან/და სუბკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის დადასტურება უნდა განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. საკუთრების შემთხვევაში აღნიშნულის დადასტურება უნდა განახორციელოს შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

2. მომსახურება გაწეული უნდა იქნეს დაუყონებლივ, რიგგარეშე. მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი ან წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კალენდარული დღის ვადაში.

მომსახურების მოწოდებისას ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
• ძრავის ზეთის, ფილტრებისა და სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 1 სთ.
• სავალი ნაწილებისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) სამუშაო დღეს.
• ელექტროობისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) სამუშაო დღეს.
• აგრეგატების ძირეული (ხიდები) შეკეთების/შეცვლისთვის არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეს.
• სამღებრო/სათუნუქე სამუშაოებისათვის არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეს.
• ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეს.
• დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას არაუმეტეს 25 (ოცდახუთი) სამუშაო დღეს.
• სხვა დანარჩენ შემთხვევებში „შემსყიდველის“ მიერ მითითებულ გონივრულ ვადას.

თუ ავტოტექმომსახურება ეხება ძრავის კაპიტალურ რემონტს ან დეფიციტური სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას, შესაძლებელია, მომსახურების გაწევის დრო განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 25 (ოცდახუთი) სამუშაო დღისა; სათადარიგო ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურად თუ საქართველოს ბაზარზე მოიძებნება ერთი მიმწოდებელი მაინც, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას.

3. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიმართვის შემთხვევაში ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს/დოკუმენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები;

1.7.1 requirement related to guarantee period

განხორციელებულ მომსახურებაზე და თანმდევ სათადარიგო ნაწილებზე (სათადარიგო ნაწილი უნდა იყოს ახალი, არა მეორადი), უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 თვიანი გარანტია, გარდა იმ სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი საშუალებებისა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დამოკიდებულია ავტომანქანების გარბენზე. აღნიშნულმა სათადარიგო ნაწილებმა და საცხებ-საპოხმა საშუალებებმა უნდა უზრუნველყონ ავტომანქანის გამართულად ექსპლუატაცია მინიმუმ ქვემოთ ჩამოთვლილ გარბენზე:

ძრავის ზეთი სინთეთიკური – 10 000 კმ;
ძრავის ზეთი ნახევრად სინთეთიკური – 8 000 კმ;
ძრავის ზეთი მინერალური – 6 000 კმ;
ზეთის ფილტრი – 10 000 კმ;
ძრავის ღვედი დამჭიმებით - 25 000 კმ;
გენერატორის ღვედი – 25 000 კმ;

მიმწოდებელმა ორგანიზაციამ შეცვლილ ან/და აღდგენილ დეტალებზე უნდა გასცეს გარანტია:

- სავალ ნაწილებზე არანაკლებ 6 თვე, გარანტია არ ვრცელდება სამუხრუჭე დისკზე და სამუხრუჭე ხუნდზე;
- ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 წელი ან 35 000 კმ;
- ელექტრონულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ 1 წელი;
- XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) არანაკლებ 6 თვე;
- სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე არანაკლებ 1 წელი;
- გადაბმულობის კომპლექტზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 20 000 კმ;

შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სათადარიგო ნაწილების შესაბამისობის სერტიფიკატი. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება.

შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს გასაწევი მომსახურების საგარანტიო პირობები.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1.პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული იქნება სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ.

2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ქონდეს 1 000 000.00 ლარის ღირებულების მომსახურება ანალოგიური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების კუთხით, რაც მოიცავს: ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას (შეკეთებას) - ქვეკონტრაქტორების შემთხვევაში მათი გამოცდილების შეკრება პრეტენდენტის გამოცდილებასთან არ დაიშვება, მოითხოვება მხოლოდ ტენდერში მონაწილეს პრეტენდენტის გამოცდილება.

აღნიშნულის დასადასტურებლად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ებ)ი და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები (იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები სრულად არის ატვირთული და ასახულია ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (ფაქტობრივი გადახდები) სრულად, საკმარისია შესაბამისი SPA/NAT/CMR მითითება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მისი ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, ტექნიკური მომსახურების გამწევი სერვისცენტრების საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითაც დადასტურდება სერვისცენტრის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა. სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტი ძალაში უნდა იყოს არანაკლებ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო,თუ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი 1 წელზე მეტი ვადით არის დადებული, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ვინაიდან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება იჯარა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული გარიგების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) საფუძველზე - აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია).


2.3.1.2. სავალდებულოა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გააჩნდეს შემდეგი მოწყობილობა-მექანიზმები:

1. ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკა ყველა ზემოთხსენებულ რეგიონებში არსებულ სერვისცენტრში.
2. ვულკანიზაციის ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატით.
3. კონდიცირების სისტემის ფრეონით დატუმბვის აპარატით.
4. ამწევი მექანიზმით - არანაკლებ 2 ცალით ბათუმის და ქუთაისის რეგიონში, სხვა დანარჩენ რეგიონში მინიმუმ 1 ცალი ამწევი მექანიზმით.
5. ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი) ყველა ზემოთხსენებულ რეგიონებში არსებულ სერვისცენტრში.
6. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი ყველა ზემოთხსენებულ რეგიონებში არსებულ სერვისცენტრში.
7. ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატი ყველა ზემოთხსენებულ რეგიონებში არსებულ სერვისცენტრში.
8. თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი ყველა ზემოთხსენებულ რეგიონებში არსებულ სერვისცენტრში.
9. ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში.
10. გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში.
11. საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება ყველა ზემოთხსენებულ რეგიონებში არსებულ სერვისცენტრში.
12. ძრავისა ზეთის შეცვლა ყველა ზემოთხსენებულ რეგიონებში არსებულ სერვისცენტრში.
13. ავტომატური კოლოფის ზეთის შეცვლა აპარატით ყველა ზემოთხსენებულ რეგიონებში არსებულ სერვისცენტრში.
14. წინა მაშუქების რეგულირების აპარატი არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში.
15. სამღებრო სამუშაოებისათვის განკუთვნილი საშრობი ოთახი არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში.
16. სათუნუქე სამუშაოებისათვის განკუთვნილი ტერიტორია ან ფართი არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში.
17. სერვის ცენტრს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 6 ავტომობილისათვის განკუთვნილი, დაცული საპარკინგე ადგილი არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში.

სერვის-ცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

2.3.1.3. თითოეულ სერვის-ცენტრს ყოველი ავტომობილის მოდელზე უნდა გააჩნდეს სასაწყობო მარაგი, რომელშიც უნდა შედიოდეს სავალი ნაწილის სწრაფად ცვეთადი დეტალები, ასევე ზეთის, ჰაერისა და კონდენციონერის ფილტრები, მინის მწმენდები, ძრავის ზეთი (რომელსაც უნდა ქონდეს მწარმოებლის დაშვება თითოეულ მოდელზე), ანტიფრიზი.

სერვის-ცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონით ან მსგავსი ტიპის ზედაპირით.

შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში, პრედენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს მხარეთა (პრეტენდენტი და მისი ქვეკონტრაქტორი) შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდგომ, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დოკუმენტის - სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების შესაბამისად

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თინათინ მეძმარიაშვილი, 577978336, t.medzmariashvili@mrd.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კახაბერ აბესაძე 599 89 99 11

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული, პრეტენდენტის მიერ შექმნილი,დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
.6.სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული პრეისკურანტს (სავალდებულოა Excel-ის ფორმატი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru