Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты (Грузия - Тендер #69034298)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL State Care Agency for Assistance of Victims of Human Trafficking
Номер конкурса: 69034298
Дата публикации: 03-12-2025
Сумма контракта: 305 095


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022222
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.12.2025 18:29
Начало приема предложения 12.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2025 14:30
Предполагаемая цена закупки 305`095.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15100000-Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
Коды классификатора
  • 15111100 - Говядина
  • 15112130 - Куриное мясо
  • 15119600 - Мясо рыбы
  • 15131130 - Колбасы
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 1 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, კვირაში ორჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
Дополнительная информация
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ სტრუქტურული ერთეულების და ფილიალების ბენეფიციარებისთვის ხორც-პროდუქტების (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, სოსისი) და თევზის ფილეს სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`220.00 GEL
Размер гарантии 3`051 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopio jajanidze :: 17.10.2025 12:55
  • Последнее исправление: joto pataraia :: 03.12.2025 18:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651737&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ სტრუქტურული ერთეულების და ფილიალების ბენეფიციარებისთვის ხორც-პროდუქტების (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, სოსისი) და თევზის ფილეს სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მინიმალურ მახასიათებლებს:
1.2.1.1 სოსისი - სოსისი ახალი, რძიანი, სათითაოდ შეფუთული პოლიეთილენის თხელ პარკებში, მოსახარში. არ უნდა შეიცავდეს - ხორცის შემცვლელ ინგრედიენტებს (სოიოს ტექსტურატს, იზოლატს), ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (საღებავების, კონსერვანტებისა და ემულგატორების სახით). თოთოეულ მიწოდებულ პარტიას უნდა ახლდეს ცნობა (შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურიდან) მისი ვარგისიანობის შესახებ ან ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქონლის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.

1.2.1.2 სოსისი საბავშვო - საბავშვო სოსისი ახალი, რძიანი, სათითაოდ შეფუთული პოლიეთილენის თხელ პარკებში, მოსახარში. არ უნდა შეიცავდეს - ხორცის შემცვლელ ინგრედიენტებს (სოიოს ტექსტურატს, იზოლატს), ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (საღებავების, კონსერვანტებისა და ემულგატორების სახით) თოთოეულ მიწოდებულ პარტიას უნდა ახლდეს ცნობა (შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურიდან) მისი ვარგისიანობის შესახებ ან ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქონლის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.

1.2.1.3 საქონლის ხორცი - ხორცი საქონლის, ახალი (გაუყინავი), სისხლისაგან დაწრეტილი. ხორცის ზედაპირი მშრალი, სისხლჩაქცევების გარეშე. ხორცის კონსტიტენცია დრეკადი და ელასტიური, ფერი - ვარდისფერი. ცხიმი არ უნდა იყოს ყვითელი, უნდა იყოს თეთრი, კრემისფერი ან მოყვითალო შეფერილობის. მყესები უნდა იყოს ელასტიური და მკვრივი. სუნი სასიამოვნო, მახასიათებელი ახალი ხორცისთვის (ყოველ მიწოდებულ პარტიაზე ძვალი არაუმეტეს 20%). თოთოეულ მიწოდებულ პარტიას უნდა ახლდეს ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურიდან მისი ვარგისიანობის შესახებ. საქონლის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 2 კალენდარული დღე.

1.2.1.4 ქათმის ხორცი - ქათამი უნდა იყოს ახალი (მთლიანი ქათამი), გასუფთავებული, გამოშიგნული. სუნი სასიამოვნო დამახასიათებელი ახალი ქათმის ხორცისთვის. ქათამს თან უნდა ახლდეს შიგნეულობა (ღვიძლი, კუჭი). მთლიანი წონა არანაკლებ 1,2 კგ. თოთოეულ მიწოდებულ პარტიას უნდა ახლდეს ცნობა (შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურიდან) მისი ვარგისიანობის შესახებ ან ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქონლის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 2 კალენდარული დღე.

1.2.1.5 ქათმის ბარკალი - გაყინული მშრალი გაყინვის წესით ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. 1 კატეგორია, შეფუთული 5-20 კგ ყუთებში, შესაბამისი მარკირებით, მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადები და შენახვის პირობები. ყუთზე არ უნდა აღენიშნებოდეს დეფროსტაციის კვალი.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.

1.2.1.6 თევზის ფილე - გაყინული, ძვლების გარეშე. არასასიამოვნო სუნის გარეშე. საშუალოდ ცხიმიანი. გაყინული მშრალი წესით. არ უნდა აღენიშნებოდეს დეფორმაციის კვალი და არ უნდა იყოს გამღვალი და ხელმეორედ გაყინული. 5- 20კგ-იანი შეფუთვით, შეფუთვაზე მინიშნებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.


1.2.2 მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის:
1.2.2.1 სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს;
1.2.2.2 „ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული;
1.2.2.3 ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს;
1.2.2.4 „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას);
1.2.2.5 „ტექნიკური რეგლამენტის - სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
1.2.2.6 „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრულ ნორმებს;
1.2.2.7 „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 07 მარტის N90 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით“ ბიზნესოპერატორისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.

1.2.3 შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან ერთად შემსყიდველს გადასცეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 1 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ან ბენეფიციარებისთვის მზა საკვების მიწოდების მომსახურების შესყიდვის მიზნით გადაწყვეტილების მიღების და შესაბამისი ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის ჩათვლით (რომელიც უფრო ადრე დადგება), ეტაპობრივად, კვირაში ორჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყოველ კონკრეტულ ელექტრონულად ხელმოწერილ მოთხოვნის წერილს შემსყიდველი (სტრუქტრული ერთეულის და ფილიალის ხელმძღვანელი) მიმწოდებელს ხელზე გადასცემს ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უგზავნის, შესყიდვის ობიექტის მოწოდების თარიღამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის სახეობის, რაოდენობის, მოწოდების ადგილის და მოწოდების თარიღის შესახებ.
1.4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული მოწოდების ვადა, გამონაკლის შემთხვევებში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შეიძლება გაიზარდოს 5 დღით.
1.4.4 ბენეფიციარებისთვის მზა საკვების მიწოდების მომსახურების შესყიდვის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიმწოდებელს ეცნობება არანაკლებ 30 დღით ადრე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი:
1.5.1.1 ქ. თბილისი, ქინძმარაულის პირველი შესახვევი N1 (თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი));
1.5.1.2 ქ. ბათუმი, ჯაყელის ქ. N44 (ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი));
1.5.1.3 ქ. გორი, გოგებაშვილის ქ. N40 (გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი));
1.5.1.4 ქ. ქუთაისი, განჯის I შესახვევი N2 (ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი));
1.5.1.5 სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. საქობო (სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი));
1.5.1.6 ქ. თბილისი, ბუდაპეშტის N28 (თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება);
1.5.1.7 ქ. თბილისი, ქ. ანაპის 414–ე დივიზია ქ. N55 (თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.8 ქ. ქუთაისი, სოლომონ II-ის ქ. მე-IV ჩიხი (ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.9 თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძევრი (ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.10 წალკის მუნიციპალიტეტი, დაბა ბედიანი (ბედიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.11 ქ. დუშეთი, ქეთევან წამებულის ქუჩა N28 (დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.12 ქ. თბილისი, გმირი კურსანტების მე-2 შესახვევი N11 (თბილისის ბავშვთა სახლი (ფილიალი));
1.5.1.13 მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წილკანი (წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატი (ფილიალი)).

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
1.7.1.2 მოწოდებული სოსისის, ქათმის ბარკალის და თევზის ფილეს ვარგისიანობის ვადა უნდა შეადგენდეს მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარულ დღეს, ხოლო საქონლისა და ქათმის ხორცის - მიწოდების დღიდან არანაკლებ 2 კალენდარულ დღეს.
1.7.1.3 შესყიდვის ობიექტის მიერ გამოვლენილი წუნის/ხარვეზის/დეფექტის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის დავალებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე, წუნის/ხარვეზის/დეფექტის მქონე საქონელი შეცვალოს ახლით.
1.7.1.4 წუნის/ხარვეზის/დეფექტის გამო საქონლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყარო და მწარმოებელი.
2.1.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) წარმოშობის წყაროს და მწარმოებელი მითითებისას დასახელება მიუთითოს სრულად და ზუსტად.
2.1.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა, მის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.
2.1.1.4 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ პერიოდამდე მონაკვეთში, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 305 095.00 ლარის ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტ(ებ)ის მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია).

2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით.

2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N2-ში („ინფორმაცია გამოცდილების შესახებ“) მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის ან/და საშემფასებლო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 პუნქტით ან 6.2 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტის შემთხვევაში ნახევარის ოდენობით (იმ შემთხვევაში თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 200000 ლარზე ნაკლებს, გამარჯვებულ პრეტენდენტს არ წარმოეშვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება).
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 30 ოცდაათი კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით (ბიუჯეტის კოდი: 270205).
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, საბოლოო ინსპექტირების დასკვნის, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფიო ჯაჯანიძე, 593944648, sjajanidze@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.6.1 ფასების ცხრილი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 და 2.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაციის გათვალისწინებით;
10.1.6.2 ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru