Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Молочные продукты (Грузия - Тендер #69034293)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL State Care Agency for Assistance of Victims of Human Trafficking
Номер конкурса: 69034293
Дата публикации: 03-12-2025
Сумма контракта: 260 704


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022227
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.12.2025 18:36
Начало приема предложения 12.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 260`704.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15500000-Молочные продукты
Коды классификатора
  • 15511000 - Молоко
  • 15511600 - Сгущенное молоко
  • 15511700 - Сухое молоко
  • 15530000 - Масло
  • 15541000 - Столовый творог
  • 15542100 - Творог по-деревенски
  • 15551000 - Йогурт и прочие ферментированные молочные продукты
  • 15551300 - Йогурт
  • 15555100 - Мороженое
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 1 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ.
Дополнительная информация
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ სტრუქტურული ერთეულების და ფილიალების ბენეფიციარებისთვის რძის პროდუქტების (ყველი, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, რძე, რძის ფხვნილი, შესქელებული რძე, კარაქი, იოგურტი და ნაყინი) სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`043.00 GEL
Размер гарантии 2`607 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopio jajanidze :: 20.10.2025 12:15
  • Последнее исправление: joto pataraia :: 03.12.2025 18:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651883&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ სტრუქტურული ერთეულების და ფილიალების ბენეფიციარებისთვის რძის პროდუქტების (ყველი, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, რძე, რძის ფხვნილი, შესქელებული რძე, კარაქი, იოგურტი და ნაყინი) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტის მინიმალურ ტექნიკური მახასიათებელი:
1.2.1.1 ყველი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს რძის ნაწარმი, სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე. უნდა იყოს ქარხნული წესით დაფასოებული ვაკუუმპარკებში, დაცული უნდა იყოს ჰერმეტულობა. შესაბამისი მარკირებით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები. დაჭრისას არ უნდა იფშვნებოდეს. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური გამოკვლევის შედეგებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. მოწოდებისას დაცული უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.

1.2.1.2 მაწონი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს რძის ნაწარმი, თეთრი ფერის, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე, ცხიმიანობა არანაკლებ 3,2%–ისა. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური გამოკვლევის შედეგებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. უნდა იყოს ქარხნული წესით დაფასოებული არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კილოგრამიან მინის ან პლასტმასის ქილაში. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები. მოწოდებისას უნდა იყოს დაცული ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები. ყოველ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის ლაბორატორიის დასკვნა (გამოცდის ოქმი).
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.

1.2.1.3 არაჟანი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს რძის ნაწარმი, თეთრი ფერის, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე. კონსისტენცია ერთგვაროვანი. ცხიმიანობა არანაკლებ 15%. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ - ჰიგიენური გამოკვლევის შედეგებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. უნდა იყოს ქარხნული წესით დაფასოებული 2 - 5 კგ–მდე პლასტმასის ჭურჭელში. შესაბამისი მარკირებით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები. მოწოდებისას უნდა იყოს დაცული ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები. ყოველ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის ლაბორატორიის დასკვნა (გამოცდის ოქმი). ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.


1.2.1.4 ხაჭო - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს რძის ნაწარმი, თეთრი ფერის, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე. ცხიმიანობა არანაკლებ 5 %–სა. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური გამოკვლევის შედეგებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. უნდა იყოს ქარხნული წესით დაფასოებული არანაკლებ 2 კგ და არაუმეტეს 5 კგ–მდე პლასტმასის ჭურჭელში. შესაბამისი მარკირებით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები. მოწოდების დროს ტრანსპორტში უნდა იყოს დაცული ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები. ყოველ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის ლაბორატორიის დასკვნა (გამოცდის ოქმი). ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.

1.2.1.5 რძე - პასტერიზებული, ქარხნული წარმოების რძის ნაწარმი. ცხიმიანობა არანაკლებ 2,5%-ისა. არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმებს და ცილებს, მათ შორის მცენარეულსაც. არადამახასიათებელი გემოს გარეშე, დაფასოებული და ეტიკეტირებული ქარხნული წესით ჰერმეტულად დახურულ არანაკლებ ნახევარლიტრიან მუყაოს, მინის ან პლასტამასის შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.

1.2.1.6 კარაქი (ნაღების) - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს რძის ნაწარმი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის. კონსისტენცია მკვრივი, ელასტიური, ერთგვაროვანი, ადვილად ლღობადი. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (ემულგატორებისა და კონსერვანტების სახით), არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს, ტენიანობა არაუმეტეს 25%-ისა. დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით 200 გრ–დან 10კგ–მდე წონის ბრიკეტებად, შესაბამისი მარკირებით, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები. ვარგისიანობის ვადა: მიწოდების პერიოდში არ უნდა იყოს 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

1.2.1.7 შესქელებული რძე - უნდა იყოს რძის ნაწარმი. ფერი, სუნი და გემო მახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის. კონსისტენცია სქელი და ერთგვაროვანი. ცხიმის მასური წილი არანაკლებ 8.5%, ტენიანობის მაჩვენებელი არაუმეტეს 26.5%. მიკრობიოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური და სანიტარულ - ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებდანამატებს (საღებავებისა და კონსერვანტების სახით) და მცენარეულ ცხიმს. უნდა იყოს ქარხნული წესით დაფასოებული არანაკლებ 360 გრამიან თუნუქის უჟანგავ ქილებში (კოროზიული დაზიანებისა და ბომბაჟის გარეშე). ქილაზე მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.

1.2.1.8 რძის ფხვნილი - უნდა იყოს რძის ნაწარმი. ცხიმიანობა არანაკლებ 25%-სა, კონსისტენცია- მშრალი, ფხვიერი. სუნი და გემო სასიამოვნო, მახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლების პარამეტრების მნიშვნელობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით 5-25 კგ-იან (± 0.4%) პოლიეთილენის პარკებში შესაბამისი მარკირებით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღე.

1.2.1.9 იოგურტი - დამზადებული უნდა იყოს პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან, მცენარეული ცხიმების გარეშე, ქარხნული წესით, სხვადასხვა ხილის არომატით, არადამახასიათებელი გემოს გარეშე, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ცხიმიანობა: 2,5%. შეფუთვა: ქარხნული. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული ჰერმეტულად დახურული 100 - 125 გრამიან შეფუთვაში. შესაბამისი მარკირებით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.

1.2.1.10 ნაყინი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს რძის ნაწარმი, თეთრი ფერის. სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით პარამეტრების მნიშვნელობა უნდა შესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით, შესაბამისი მარკირებით, მითითებული უნდა იყოს: შემადგენლობა, ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები. ვაფლის ჭიქაში, სხვადასხვა არომატის წონა 60გ (±3 გრ). ინდივიდუალური შეფუთვით.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.


1.2.2 მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის:
1.2.2.1 სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
1.2.2.2 „ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული;
1.2.2.3 სურსათი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს;
1.2.2.4„სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას);
1.2.2.5„ტექნიკური რეგლამენტის - სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
1.2.2.6 „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „ურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრულ ნორმებს.
1.2.2.7 „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს;
1.2.2.8 „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.

1.2.3 შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან ერთად შემსყიდველს გადასცეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 1 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ან ბენეფიციარებისთვის მზა საკვების მიწოდების მომსახურების შესყიდვის მიზნით გადაწყვეტილების მიღების და შესაბამისი ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის ჩათვლით (რომელიც უფრო ადრე დადგება), ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ.
1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 გათვალისწინებული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყოველ კონკრეტულ ელექტრონულად ხელმოწერილ მოთხოვნის წერილს შემსყიდველი (სტრუქტრული ერთეულის და ფილიალის ხელმძღვანელი) მიმწოდებელს ხელზე გადასცემს ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უგზავნის, შესყიდვის ობიექტის მოწოდების თარიღამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის სახეობის, რაოდენობის, მოწოდების ადგილის და მოწოდების თარიღის შესახებ.
1.4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 გათვალისწინებული მოწოდების ვადა, გამონაკლის შემთხვევებში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს 5 დღით.
1.4.4 ბენეფიციარებისთვის მზა საკვების მიწოდების მომსახურების შესყიდვის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიმწოდებელს ეცნობება არანაკლებ 30 დღით ადრე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი:
1.5.1.1 ქ. თბილისი, ქინძმარაულის პირველი შესახვევი N1 (თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი));
1.5.1.2 ქ. ბათუმი, ჯაყელის ქ. N44 (ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი));
1.5.1.3 ქ. გორი, გოგებაშვილის ქ. N40 (გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი));
1.5.1.4 ქ. ქუთაისი, განჯის I შესახვევი N2 (ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი));
1.5.1.5 სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. საქობო (სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი));
1.5.1.6 ქ. თბილისი, ბუდაპეშტის N28 (თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება);
1.5.1.7 ქ. თბილისი, ქ. ანაპის 414–ე დივიზია ქ. N55 (თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.8 ქ. ქუთაისი, სოლომონ II-ის ქ. მე-IV ჩიხი (ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.9 თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძევრი (ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.10 წალკის მუნიციპალიტეტი, დაბა ბედიანი (ბედიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.11 ქ. დუშეთი, ქეთევან წამებულის ქუჩა N28 (დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.12 ქ. თბილისი, გმირი კურსანტების მე-2 შესახვევი N11 (თბილისის ბავშვთა სახლი (ფილიალი));
1.5.1.13 მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წილკანი (წილკანის ხანდაზმულთა პანსიონატი (ფილიალი)).

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
1.7.1.2 მოწოდებული რძის ფხვნილის ვარგისიანობის ვადა უნდა შეადგენდეს მიწოდების დღიდან არანაკლებ 30 კალენდარულ დღეს, ხოლო სხვა დანარჩენ საქონელზე - მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარულ დღეს.
1.7.1.3 შესყიდვის ობიექტის მიერ გამოვლენილი წუნის/ხარვეზის/დეფექტის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის დავალებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე, წუნის/ხარვეზის/დეფექტის მქონე საქონელი შეცვალოს ახლით.
1.7.1.4 წუნის/ხარვეზის/დეფექტის გამო საქონლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყარო და მწარმოებელი.
2.1.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) წარმოშობის წყაროს და მწარმოებელი მითითებისას დასახელება მიუთითოს სრულად და ზუსტად.
2.1.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა, მის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.
2.1.1.4 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ პერიოდამდე მონაკვეთში, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 260`704.00 ლარის ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტ(ებ)ის მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია).

2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით.

2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N2-ში („ინფორმაცია გამოცდილების შესახებ“) მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის ან/და საშემფასებლო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 2%–ის, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტის შემთხვევაში 1%-ის ოდენობით (იმ შემთხვევაში თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 200000 ლარზე ნაკლებს, გამარჯვებულ პრეტენდენტს არ წარმოეშვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება).
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 30 ოცდაათი კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით (ბიუჯეტის კოდი: 270205).
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, საბოლოო ინსპექტირების დასკვნის, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru