1.2.1 შესყიდვის ობიექტის მინიმალური მახასიათებლები:
1.2.1.1 ტომატ–პასტა - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მოწითალო
ფერის. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის.
კონსტიტენცია სქელი. არ უნდა შეიცავდეს სახამებელს და ადამიანის
ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს, ემულგატორების,
კონსერვანტების და საღებავების სახით. ორგანოლეპტიკური,
ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ–ჰიგიენური
მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის
უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. დაფასოებული უნდა იყოს
ქარხნულად არანაკლებ 200 გრამიან და არაუმეტეს 3000 გრამიან თუნუქის
უჟანგავ ან მინის ქილებში. თუნუქის ქილებში დაფასოებულის
შემოთავაზების შემთხვევაში, ქილას არ უნდა აღენიშნებოდეს კოროზიის
ნიშნები. მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და შენახვის
პირობები. პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ
სტანდარტებს;
1.2.1.2 კისელის კონცენტრატი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს
სხვადასხვა სახის ხილის შემცველობით. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო -
ქიმიური, მიკრობიოლოგიური შედეგებით უნდა შეესაბამებოდეს სურსათის
უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. არ უნდა შეიცავდეს ადამიანის
ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს კონსერვანტების,
ემულგატორებისა და სინთეზური საღებავების სახით. დაფასოებული უნდა
იყოს ქარხნული წესით. მოთხოვნის შესაბამისად არანაკლებ 200 გრ და
არაუმეტეს 10 კგ შეფუთვაში. შესაბამისი მარკირებით, ეტიკეტზე მითითებული
უნდა იყოს მწარმოებლის რეკვიზიტები, შემადგენლობა, ვარგისიანობის ვადა
და შენახვის პირობები;
1.2.1.3 ჯემი - დამზადებული 100% ნატურალური ხილისგან, არ უნდა შეიცავდეს
კონსერვატებს, საღებავებსა და არომატიზატორებს, საშუალო სისქის,
ასაწონი. მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს
საერთო ვადის არანაკლებ 50%. დაფასოებული ქარხნული წესით მინის ქილაში,
შესაბამისი მარკირებით. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის
რეკვიზიტები, შემადგენლობა, ვარგისიანობის ვადა და შენახვის
პირობები;
1.2.1.4. ხილის ნატურალური წვენები - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს
ნალექის გარეშე. დამზადებული უნდა იყოს ხილის ნატურალურ წვენზე, ან
ნატურალური წვენის ექსტრაქტზე. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის
საშიშ და აკრძალულ ქიმიურ დანამატებს კონსერვანტების, ემულგატორებისა
და საღებავების სახით. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო - ქიმიური,
მიკრობიოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური გამოკვლევების შედეგები
უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და
უსაფრთხოების მოთხოვნებს. დაფასოებული უნდა იყოს ქარხნულად 1 ლიტრიდან 3
ლიტრამდე ქაღალდის, მინის ან პოლიეთილენის შეფუთვაში. შესაბამისი
მარკირებით. მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა;
1.2.1.5 ბარდა - ქარხნულად დაფასოებული არანაკლებ 350 და არაუმეტეს 1000 გრამიან
მინის ან თუნუქის უჟანგავ ქილაში. შესაბამისი მარკირებით. მითითებული
უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა;
1.2.1.6 შავი წიწაკა - დაფქული, მშრალი, სინესტისა და ობის სუნის გარეშე,
მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებით უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და
უსაფრთხოების მოთხოვნებს. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ
საკვებ დანამატებს;
1.2.1.7 წითელი წიწაკა - დაფქული, მშრალი, სინესტისა და ობის სუნის გარეშე,
მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებით უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და
უსაფრთხოების მოთხოვნებს. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ
საკვებ დანამატებს;
1.2.1.8 მჟავე კიტრი - კონსერვირებული ქარხნული წესით. ორგანოლეპტიკური,
ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური
მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის
უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. მოთავსებული უნდა იყოს 500–1000
გრამიან შუშის ქილებში, ქილებზე მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის
ვადა;
1.2.1.9 ნესვი - ნაყოფი უნდა იყოს საღი, მწიფე (გადაუმწიფებელი - საკმარისად
ვარგისი, ტრანსპროტირების დროს არ უნდა დაზიანდეს), მექნიკური და
ბაქტერიოლოგიური დაზიანების გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი
და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები. თითოეული
ნესვის წონა უნდა იყოს არანაკლებ 800 გრ. პროდუქციის ხარისხი და
ტრანსპორტირების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი
სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
1.2.1.10. საზამთრო - ნაყოფი უნდა იყოს საღი, მწიფე (გადაუმწიფებელი -
საკმარისად ვარგისი, ტრანსპროტირების დროს არ უნდა დაზიანდეს),
მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანების გარეშე. არ უნდა
აღენიშნებოდეს სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები. თითოეული საზამთროს წონა უნდა იყოს არანაკლებ 6 კგ.
საზამთროს ნაყოფის რბილანას არ უნდა ეტყობოდეს გადამწიფებისაგან
გამოწვეული თეთრი ლაქები.
1.2.2 სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის:
1.2.2.1 სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს;
1.2.2.2 „ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული
„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, დაფასოებული უნდა იყოს
ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული (დაფასოების სტანდარტი არ
ეხება მე-9 და მე-10 პოზიციებს);
1.2.2.3 ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ
მოთხოვნებს;
1.2.2.4 „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და
უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სასურსათო
ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების
სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს
საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის
ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის,
ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის
დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას);
1.2.2.5 „ტექნიკური რეგლამენტის - სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან
დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების
წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს
სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ
ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ
რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის
ჯანმრთელობისათვის;
1.2.2.6 „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად
დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის N567 დადგენილებით
დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის)
მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“
განსაზღვრულ ნორმებს.
1.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა,
რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების
ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან ერთად
შემსყიდველს გადასცეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
1.2.5 მიწოდებულ სურსათს უნდა გააჩნდეს ვარგისიანობის ვადა, მიწოდების
დღიდან არანაკლებ 15 კალენდარული დღე.