Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #69034228)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ivane Djavakhishvili Tbilisi State University
Номер конкурса: 69034228
Дата публикации: 03-12-2025
Сумма контракта: 69 981


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022193
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.12.2025 17:38
Начало приема предложения 09.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.12.2025 13:30
Предполагаемая цена закупки 69`981.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64110000 - Почтовые услуги
  • 64120000 - Курьерские услуги
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок დეტალური ინფორაცია იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 699.00 GEL
Размер гарантии 700 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aneta merkvilishvili :: 24.11.2025 12:09
  • Последнее исправление: aneta merkvilishvili :: 03.12.2025 17:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656807&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შემსყიდველის მიერ საფოსტო გზავნილების გადაცემა და მიმწოდებლის მიერ აღნიშნული გზავნილების მიღება გა ნხორციელდება შემდეგ მისამართებზე:
ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი #1 - თსუ პირველი სასწავლო კორპუსი, თსუ კანცელარია, ოთახი #114, სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ასევე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა სასწავლო კორპუსების მისამართებზე.

- მიმწოდებლი ვალდებულია შემსყიდველისგან საფოსტო გზავნილების მიღების მიზნით გამოცხადდეს აღნიშნულ მისამართ(ებ)ზე ყოველ სამუშაო დღეს;

- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული საფოსტო გზავნილების ადრესატისთვის გაგზავნა (მიტანა):
ა) საქართველოს მასშტაბით - არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
ბ) საერთაშორისო სტანდარტული გზავნილი - არაუმეტეს 10-15 სამუშაო დღის ვადაში.
გ) სწრაფი საერთაშორისო გზავნილი - არაუმეტეს 5-7 სამუშაო დღის ვადაში;
- მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ადგილობრივი გზავნილის კურიერის მეშვეობით ადრესატზე/ფიზიკურ პირზე ჩაბარება პირადად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მისამართზე. თუ ადრესატი ადგილზე არ იმყოფება, ადგილობრივი გზავნილის შემთხვევაში, გზავნილი დაუბრუნდეს შემსყიდველს შესაბამისი მიზეზის მითითებით.
- მიმწოდებელი ვალდებულია გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების დროს შეადგინოს ჩაბარების დამადასტურებელი მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული იქნება ადრესატის ხელმოწერით. დამადასტურებელ დოკუმენტში (მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტი) მიუთითოს გზავნილის გარეგანი ვიზუალური აღწერილობაც, მათ შორის ინფორმაცია გზავნილის რაოდენობისა და ლუქის მთლიანობობის შესახებ.
მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის ან/და რეესტრის საფუძველზე შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია და პირველადი გაშვება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება, გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის სტატუსის და მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილების რაოდენობის ნახვა გზავნილების სახეობების შესაბამისად. შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. „თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით. ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შტრიხკოდის მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება
მიმწოდებელს;
- საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაშიაისახება ელექტრონულად.
- გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის
არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის
ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის
მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით;
შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის, ან/და ტელეფონის ან/და საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში და ასევე, არასწორად მითითებული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა).
შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება გზავნილის კურიერისთვის გადაცემამდე ხორციელდება უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

დანართი №1-ში (ფასთა ცხრილებში) მოცემულია მომსახურების სავარაუდო მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული.
ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადაა:ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს და საერთაშორისო ტერიტორიაზე. მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემდეგი მისამართიდან: ქ. თბილისი, ილ.ჭავჭავაძის გამზ .#1, თსუ-ს პირველი სასწავლო კორპუსი და/ან საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სხვა მისამართზე.
გზავნილის ადრესატზე ჩაბარება უნდა განხრციელდეს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვრებს გარეთ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1.პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს აღნიშნული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრ ულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია, რომლითაც მკაფიოდ დადასტურდება მომსახურების გაწევა.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში მიუთითოს შესაბამისი CMR, SPA, NAT ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
იხ.დანართი #2

2.9 other additional requirements

2.9.1.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.
2.9.2. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.

- გადახდის ფორმა - უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანეტა მერკვილიშვილი, 577595839, i.merkvilishvili@tsu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1.პრეტენდენტებმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით სისტემაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

1. გასაწევი მომსახურების ,,ფასების ცხრილი’’ დანართი #1-ის შესაბამისად*
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ: სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად.

*ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru