Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Сети (Грузия - Тендер #69034186)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ivane Djavakhishvili Tbilisi State University
Номер конкурса: 69034186
Дата публикации: 03-12-2025
Сумма контракта: 16 935


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022136
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.12.2025 15:47
Начало приема предложения 10.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 12.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 16`935.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 32400000-Сети
Коды классификатора
  • 32413100 - Маршрутизаторы
  • 32420000 - Сетевое оборудование
  • 32424000 - Сетевая инфраструктура
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღე
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 170.00 GEL
Размер гарантии 169 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lela kopaleishvili-gvazava :: 02.12.2025 13:16
  • Последнее исправление: lela kopaleishvili-gvazava :: 03.12.2025 15:47
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658335&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტი „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB)" (პროგრამული კოდი 32 09) ფარგლებში, ჩატარებული კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო პროექტი № MES-CIF-2-42 ,,თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი’’, საგრანტო ხელშეკრულება ნომერი - №CIF-2-2024-10 დაფინანსებით, ქსელურის მარშრუტიზატორისა და ქსელური მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვა.


პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შერჩევა-შეფასება განხორციელდება წარმოდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინებს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამის დღგ-ს ოდენობას, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები ან "მსგავსი", "ეკვივალენტური".

1) CPV 32413100-ქსელის მარშრუტიზატორი -1
• შემყიდველს უნდა შეეძლოს მოწოდებული საქონლის (სერიული ნომრების) მართვა მწარმოებლის ოფიციალურ პორტალზე (კაბინეტში), ქეისების გახსნა და მწარმოებლის მხარდაჭერის ჯგუფის (TAC) გამოყენების საშუალება შეუზღუდავად 24x7 პირობით.
• საგარანტიო პერიოდის მანძილზე ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა შეაკეთოს ან შეცვალოს ახლით ის არაუგვიანს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში ტექნიკური მოთხოვნები
ტექნიკური მახასიათებლები: ინტეგრირებული ინტერფეისები:
• მინ. 4 ცალი 10/100/1000BASE RJ45 პორტი;
• მინ. 2 ცალი 1GbE SFP პორტი (Dedicated) შენიშვნა: მინიმუმ 2 პორტი უნდა იყოს *MACsec-ის მხარდაჭერით (მომავალში საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ლიცენზიით/firmware განახლებით)
მენეჯმენტის პორტი:
• RJ-45, mini-USB ან მსგავსი მეხსიერება და პროცესორი:
• მინ. 4 GB RAM;
• მინ. 8 GB Flash ;
• ≥1 GHz, მრავალბირთვიანი CPU მართვის მხარდაჭერა:
• CLI, WEB, SNMP ან მსგავსი ინტერფეისი L2/L3 ფუნქციები;
• L2 Switching, LACP, Secure Wire ან მსგავსი პროტოკოლები
• Spanning-Tree Protocols: MSTP, RSTP, STP ;
• Routing, Multicast Protocols, Virtual Router, Policy-Based Routing ან მსგავსი;
• Packet Mode და MPLS საბაზისო სერვისები;
• GRE, DHCP, J-flow, QoS ან მსგავსი სერვისები; Firewall და უსაფრთხოება:
• Stateful Firewall, Screen, NAT, ALG, UserFW ან მსგავსი
• IPsec VPN: Site-to-Site, Auto, AD, Group; • Chassis Cluster, VRRP, ISSU / ICU ან მსგავსი;
• Firewall სერვისები: o Stateful and stateless firewall; o Zone-based firewall ; o Screens and DDoS protection ; o Protection from protocol and traffic anomaly ; o Unified Access Control (UAC) ; o NAT: Source NAT with PAT, Bidirectional 1:1 static NAT, Destination NAT with PAT, Persistent NAT ; o IPv6 address translation ; o User role-based firewall კონფიგურაციის და სესიების შესაძლებლობები:
• კონკურენტი სესიები: 64,000 ;
• უსაფრთხოების პოლიტიკები: 1,000 ;
• NAT rules: 1,000
• IPsec VPN tunnels: 256;
• security zones / virtual routers / VLANs: 16 / 32 / 1000 Routing, Multicast, Encapsulation ;
• მარშრუტიზირების პროტოკოლები: Static routes, RIP v1/v2, OSPF/OSPF v3, BGP with Route Reflector, IS-IS;
• Multicast: IGMP, PIM (SM/DM/SSM), SDP, DVMRP, MSDP, RPF;
• Encapsulation: VLAN, PPP, Frame Relay, HDLC, serial, MLPPP, MLFR, PPPoE ;
• Virtual routers; Policy-based routing, source-based routing; ECMP ; სისტემის მდგრადობის პროტოკოლი:
• Virtual Router Redundancy Protocol (VRRP); VPN ფუნქციები: Tunnels: GRE, IP-IP, IPsec; Site-site IPsec VPN, group VPN; IPsec crypto algorithms: Data Encryption Standard (DES), triple DES (3DES), Advanced Encryption Standard (AES-256); IPsec authentication algorithms: MD5, SHA-1, SHA-128, SHA-256; Pre-shared key and public key infrastructure (PKI) (X.509); Perfect forward secrecy, anti-reply; IPv4 and IPv6 IPsec VPN; Multi-proxy ID for site-site VPN; Internet Key Exchange (IKEv1, IKEv2); Virtual router and quality-of-service (QoS) aware; Standard-based dead peer detection (DPD) support
• UTM ფუნქციონალის გააქტიურების მხარდაჭერა (მომავალში საჭიროების შემთხვევაში - დამატებითი ლიცენზიების ჩართულობით“): Intrusion prevention (IPS); Antivirus; Antispam; Category/reputation-based URL filtering; threat intelligence • გაძლიერებული უსაფრთხოების ფუქნციების გააქტიურების საშუალება (მომავალში საჭიროების შემთხვევაში - დამატებითი ლიცენზიების ჩართულობით“): Application visibility and control, SSL inspection.

2) CPV 32420000 - ქსელური მოწყობილობები -1;
კომუტატორი 24 პორტი: ზოგადი მოთხოვნები:
• მოწოდებული სვიჩები უნდა იყოს ერთი მწარმოებელის;
• სვიჩები სრულად თავსებადი უნდა იყოს Cisco ISE ან Aruba Central/Aruba ClearPass სისტემებთან;
• სვიჩებს უნდა ქონდეთ CDP ან LLDP პროტოკოლის მხარდაჭერა (მინ. send-receive);
• სვიჩს უნდა ჰქონდეს Stacking ან Virtual Chassis მხარდაჭერა, შესაბამისი stacking პორტებით (Dedicated ან through uplinks).
• სვიჩებს უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი SNMPv3, Syslog, sFlow მხარდაჭერა — ყოველგვარი მესამე მოწყობილობის გარეშე.
• შესაძლებელი უნდა იყოს CLI მართვა ლოკალურად, მესამე მოწყობილობის გარეშე.
პორტების რაოდენობა: მინ. 24 x 10/100/1000 Mbps RJ-45 PoE პორტი მინ. 4 x SFP+ uplink პორტი (10Gbps);
წარმადობა: switching capacity - არანაკლებ 55 Gbps. პაკეტების გადართვის სიჩქარე (forwarding rate, 64-ბაიტიანი პაკეტებით) - არანაკლებ 41 Mpps
PoE მხარდაჭერა: IEEE 802.3af/at, Power Budget ≥ 340W ; მართვის მექანიზმები:
• CLI ;
• SSH v2;
• SNMP v1/v2c/v3;
• RMON ;
• Syslog ;
• Layer 2 QoS ; ფუნქციონალი: Layer 2/3: VLAN, LACP, STP, Static Routing, RIP/OSPF ; უსაფრთხოება:
• 802.1X ;
• ACL ;
• IP Source Guard ;
• ARP Inspection ;
• DHCP Snooping; ქსელური და მართვის სტანდარტები:
• IEEE 802.3i (10Base-T Ethernet) ;
• IEEE 802.3u (100Base-TX Fast Ethernet) ;
• IEEE 802.3ab (1000Base-T Gigabit Ethernet) ;
• IEEE 802.3z (Gigabit Ethernet via Fiber – SFP) ;
• IEEE 802.3ae (10 Gigabit Ethernet – SFP+) ;
• IEEE 802.3af / 802.3at – PoE და PoE+ ;
• IEEE 802.1Q – VLAN tagging ;
• IEEE 802.1D / 802.1w / 802.1s – STP / RSTP / MSTP

3) CPV 32420000 - ქსელური მოწყობილობები -1;
კომუტატორი 48 პორტი : ზოგადი მოთხოვნები:
• მოწოდებული სვიჩები უნდა იყოს ერთი მწარმოებელის;
• სვიჩები სრულად თავსებადი უნდა იყოს Cisco ISE ან Aruba Central/Aruba ClearPass სისტემებთან;
• სვიჩებს უნდა ქონდეთ CDP ან LLDP პროტოკოლის მხარდაჭერა (მინ. send-receive);
• სვიჩს უნდა ჰქონდეს Stacking ან Virtual Chassis მხარდაჭერა, შესაბამისი stacking პორტებით (Dedicated ან through uplinks).
• სვიჩებს უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი SNMPv3, Syslog, sFlow მხარდაჭერა — ყოველგვარი მესამე მოწყობილობის გარეშე.
• შესაძლებელი უნდა იყოს CLI მართვა ლოკალურად, მესამე მოწყობილობის გარეშე.
ტექნიკური მოთხოვნები: პორტების რაოდენობა: მინ. 48 x 10/100/1000 Mbps RJ-45 PoE პორტი მინ. 4 x SFP+ uplink პორტი (10Gbps); წარმადობა: switching capacity - არანაკლებ 104 Gbps. პაკეტების გადართვის სიჩქარე (forwarding rate, 64-ბაიტიანი პაკეტებით) - არანაკლებ 75 Mpps;
PoE მხარდაჭერა: IEEE 802.3af/at, Power Budget ≥ 340W ; მართვის მექანიზმები: • CLI ; • SSH v2; • SNMP v1/v2c/v3 • RMON ; • Syslog ; • Layer 2 QoS ;
ფუნქციონალი: Layer 2/3: VLAN, LACP, STP, Static Routing, RIP/OSPF ;
უსაფრთხოება: • 802.1X ; • ACL ; • IP Source Guard ; • ARP Inspection ; • DHCP Snooping ; ქსელური და მართვის სტანდარტები: • IEEE 802.3i (10Base-T Ethernet) ; • IEEE 802.3u (100Base-TX Fast Ethernet); • IEEE 802.3ab (1000Base-T Gigabit Ethernet) ; • IEEE 802.3z (Gigabit Ethernet via Fiber – SFP) ; • IEEE 802.3ae (10 Gigabit Ethernet – SFP+) ; • IEEE 802.3af / 802.3at – PoE და PoE+ ;• IEEE 802.1Q – VLAN tagging ; • IEEE 802.1D / 802.1w / 802.1s – STP / RSTP / MSTP


4) CPV 32424000 - ქსელის ინფრასტრუქტურა -1;
Wireless Access Points (უსადენო წვდომის წერტილები):
ტექნიკური მოთხოვნები: ინტერფეისები:
• არანაკლებ 1(ერთი) IEEE 10/100/1000 მბ/წმ სიჩქარის ავტომატური დაყენების ფუნქციით და ელ. კვების ამავე ინტერფეისით მიღების მხარდაჭერით,
• CLI ინტერფეისი, დამატებითი სერიული პორტის ან არსებული ქსელური პორტის გამოყენებით
გამოსხივების სიმძლავრე: • არანაკლებ 20 დბმ; მომხმარებელთა რაოდენობა:
• არანაკლებ 255 ერთდროული მომხმარებელი; გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე: ჯამური - არანაკლებ 2 900 Mbps. 5 GHz-ზე — არანაკლებ 2 400 Mbps და 2.4 GHz-ზე — არანაკლებ 500 Mbps;
IEEE სტანდარტები: • 802.11 a/b/g/n/ac/ax ; • 802.11r/w/k/v/u ; სიხშირული ზოლის მხარდაჭერა: • 2.4გჰც: 20/40 მგჰც; • 5 გჰც: 20/40/80 მგჰც;
არხის სივრცული დაყოფა: • 2x2-ზე MU-MIMO როგორ 2.4, აგრეთვე 5 გჰც სიხშირულ დიაპაზონში; აუტენთიფიკაციის და უსაფრთხოების პროტოკოლები: • WPA2, WPA3, OWE; გამოსხივების სიმძლავრის კონტროლი: • წვდომის წერტილს უნდა შეეძლოს გამოსხივების სიმძლავრის, ავტომატური რეგულირება, შესაძლებელი იყოს მაქსიმალური და მინიმალური სიმძლავრის დარეგულირება ბიჯებით
ანტენის განლაგება: • 2.4 გჰც: არანაკლებ 4 დბი ; • 5 გჰც: არანაკლებ 5 დბი;
ვირტუალური ქსელების მხარდაჭერა: • დაშვების წერტილს უნდა ჰქონდეს ვირტუალური ქსელების მხარდაჭერა შემდეგი ფუნქციებისთვის:
• სხვადასხვა ვირტუალური ქსელების გასხივება სხვადასხვა Wi-Fi ქსელებისთვის;
• წვდომის წერტილის მართვის ინტერფეისის გამოყოფა ვირტუალური ქსელის გამოყენებით; მართვა და მონიტორინგი:
• წვდომის წერტილის მართვა უნდა ხორციელდებოდეს ცენტრალიზებული მართვისა და მონიტორინგის სისტემით,
• რომელიც არ უნდა იყოს განთავსებული ღრუბლოვან გარემოში. სისტემა შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, აგრეთვე ვირტუალურ გარემოში განთავსებულ ვირტუალურ მანქანაზე.
• სისტემას უნდა გააჩნდეს ვებ ინტერფეისი. მართვა და მონიტორინგზე აყვანის ავტომატიზაცია:
• წვდომის წერტილებს უნდა გააჩნდეს მართვისა და მონიტორინგის ცენტრალიზებულ სისტემაზე მიერთების ავტომატიზაცია, რომლის მეშვეობითაც დაშვების წერტილის ცენტრალიზებულ მართვის სისტემაზე მიერთება შესაძლებელი იქნება მისი ქარხნული პარამეტრების ცვლილების გარეშე, როგორც L2 დონის, აგრეთვე L3 დონის ქსელში. მოწყობილობების მართვა და მონიტორინგის სისტემაზე მიერთების ლიცენზია:
• მოწყობილობების ცენტრალიზებულ სისტემაზე მიერთება და მართვა შესაძლებელი უნდა იყოს უვადოდ, შესაბამისი უვადო ლიცენზიით ან მის გარეშე. იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობების მიერთებისა და მართვისთვის საჭიროა ვადიანი ლიცენზია, მაშინ ასეთი ლიცენზია წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 10 წლის ვადით.
• თუ წვდომის წერტილებს დამატებითი შესაძლებლობების აპარატურული მხარდაჭერით (იხ. შემდეგი პუნქტი) მოთხოვნილი ფუნქციების გასააქტიურებლად/ჩასართავად საჭიროა დამატებითი ანდა ვადიანი ლიცენზია, ასეთი მოწყობილობები შემოთავაზებული უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობების გააქტიურების ლიცენზიის გარეშე. დამატებითი შესაძლებლობების აპარატურული მხარდაჭერა:
• წვდომის წერტილს უნდა გააჩნდეს შემდეგი დამატებითი ფუნქციების აპარატურული მხარდაჭერა, რომლის ჩართვაც საჭიროების დადგომისას შესაძლებელი იქნება (ფუნქციის გააქტიურების ლიცენზიის საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიის ჩაწერის გზით) ნებისმიერ დროს მისი სამართავი სისტემის დახმარებით:
• პაკეტების სიღრმისეული გაანალიზება;
• წვდომის წერტილიდან ქსელის ტესტირების ფუნქციები (ping, DNS lookup, traceroute);
• SNMP V1/2, Syslog - ის მხარდაჭერა;
• Wi-Fi გარემოს დასკანირების შესაძლებლობა; (WIDS/WIPS); ცენტრალიზებული მართვისა და მონიტორინგის სისტემის ტევადობის აპარატურული მხარდაჭერა:
• დაშვების წერტილების ცენტრალიზებული მართვისა და მონიტორინგის სიტემას უნდა შეეძლოს მინიმუმ 100 წვდომის წერტილის მიერთება და მართვა და არ უნდა გააჩნდეს შეზღუდვა მიერთებული კლიენტების რაოდენობაზე. იმ შემთხვევაში თუ სისტემას გააჩნია შეზღუდვა მიერთებული კლიენტების რაოდენობაზე, მიერთებული კლიენტების მინიმალური შესაძლებელი რაოდენობა უნდა იყოს 9000 კლიენტი. სტანდარტებთან თავსებადობა და სერტიფიცირება:
• Wi-Fi ალიანსის სერთიფიკატი: 802.11 a/b/g/n/ac/ax ;
• ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა: CE ;
• ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ელექტრომაგნიტური გამოსხივება: EN 62311 ;
• ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების უსაფრთხოება: IEC 62368-1 ;
• ნარჩენების მართვა და მავნე ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვა: WEEE & RoHS; კომპლექტაცია: წვდომის წერტილებს უნდა მოყვებოდეს ანდა დაკომპლექტდეს ჭერზე სამაგრის კომპლექტით და მასთან თავსებადი კვების ბლოკით, კვების ბლოკი უნდა იყოს კვების ქსელური ინტერფეისით მიწოდების შესაძლებლობით და 220ვ ელ. კვების კაბელი ევროპული სტანდარტის ჩანგლით. ; გარანტია: მოწყობილობაზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის გარანტია არანაკლებ 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებული წვდომის წერტილების მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური გარანტია ნაკლებია 3 წელზე, შესაძლებელია საბაზო სადგურის შემოთავაზება მწარმოებლის გახანგრძლივებული საგარანტიო პირობებით.: სისტემური განახლებები: მოწყობილობის სისტემურ განახლებებზე წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს მწარმოებლის ოფიციალურ გვერდზე. განახლებებზე წვდომა ხელმისაწვდომი უნდა იყოს უვადოთ, იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია განახლებებზე უვადო წვდომის შემოთავაზება, დასაშვებია ისეთი მოწყობილობებისა და მომსახურების კონტრაქტის შემოთავაზება, რომლითაც მომხმარებელს განახლებებზე წვდომაზე დაშვება ექნება მინიმუმ 3 წლის ვადით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 45(ორმოცდახუთი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილია სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1. მიმწოდებელი იძლევა მიწოდებული შესყიდვის ობიექტის არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის გრანტიას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება ახალი, არა მეორადი და უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, შესაფერისი იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის არის გათვალისწინებული. საქონელი შეფუთული იქნება მწარმოებლის ბრენდირებულ კოლოფში, კოლოფზე ქარხნულად დაბეჭდილი მწარმოებლის მითითებით და შეფუთვის მთლიანობა არ იქნება დარღვეული.
1.7.2. შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, დანართი N1 -ფასების ცხრილის შესაბამის პოზიციებზე მითითებული პირობების შესაბამისად.
1.7.3. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
1.7.4. თსუ-ს მიერ საქონლის ინსპექტირების პროცესში წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს წუნდებული საქონლის ახლით შეცვლა შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.7.5. საგარანტიო პერიოდში ექსპლუატაციის პროცესში, სწორი ექსპლუატაციის პირობებში და მექანიკური დაზიანების გარდა, წარმოქმნილი ხარვეზების არსებობის შემთვევაში, შემსყიდველი წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აცნობებს მომსახურების გაწევის საჭიროების შესახებ „მიმწოდებელს“. „მიმწოდებელი“ მისი წარმომადგენლის მიერ, საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) შეტყობინებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა ახდენს რეაგირებას და სამი სამუშაო დღის ვადაში დგება დეფექტური აქტი, რომელიც მოიცავს შესასრულებელ სამუშაოებს და მათ ხანგრძლივობას. მომსახურება განხორციელდება არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში თუ ასეთი პროდუქციისათვის საჭირო მასალები მიმწოდებელს აქვს ადგილზე (საწყობში), წინააღმდეგ შემთხვევაში დეფექტური აქტით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში მაგრამ არაუმეტეს მწარმოებლის მიერ გაცემული პირობების შესაბამისად.
ნივთის შეცვლა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) საქონლის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში აღმოაჩნდებათ ქარხნული დეფექტი;
ბ) თუ ვერ მოხერხდა ნივთის შეკეთება მიმწოდებლის მიერ, მათ შორის შეკეთებიდან 1 თვეში გამოვლინდა იგივე დეფექტი ან საგარანტიო ვადის განმავლობაში ქარხნული დეფექტი გამოვლინდა 3 ჯერ;
გ) ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (განსხვავების დაფარვით) მახასიათებლების და ღირებულების მოწყობილობით, ღირებულება აითვლება შეცვლის მომენტში შესაცვლელი მოწყობილობის ფასით.
1.7.6. საგარანტიო პერიოდში ინსპექტირება ხორციელდება ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას, აგრეთვე მიღების შემდეგ, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არსებობის პერიოდში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტების შესახებ, კერძოდ:

1. მწარმოებელი - მწარმოებელი კომპანია/ბრენდი;
2. მოდელი - შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მოდელი ან/და სერიული ნომერი ან/და PartNumber ან/და მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომლითაც მოხდება პროდუქტის ტექნიკური პარამეტრების იდენტიფიცირება.

მიმწოდებელმა ფასების ცხრილით განსაზღვრულ პოზიციებზე, უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის საქონლის მწარმოებელი და მოდელი.


აუცილებელი მოთხოვნა:
ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილი მოდელის ან/და სერიული ნომერის ან/და PartNumber ან/და მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მიხედვით შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები უნდა იძებნებოდეს (ინტერნეტ წყაროების საშუალებით მწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე, ) მწარმოებლის ვებგვერდზე ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი, რომელიმე ტექნიკური პარამეტრის არ არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან/და მწარმოებლის რეგიონული ოფისის მიერ გაცემული ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, (მწარმოებლის წერილი ან/და დასკანერებული ტექნიკური პასპორტი ან/და data sheet).

აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოდგინოს (ატვირთოს) შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი კომპანიის ან/და მისი ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ გაცემული ოფიციალიური წერილი (მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი ე.წ. Manufacturers Authorization Form), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული პროდუქტი. წარმოდგენილ დოკუმენტში ასევე მითითებული უნდა იყოს პრეტენდენტის დასახელება, შემსყიდველის დასახელება, წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი და ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ.

2.7.3. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდაი იქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორებით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი საავანსო გარანტიის საფუძველზე, სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ის ოდენობით, საავანსო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
7.1.1.2. თეთრ სიაში რეგისტრირებულ კომპანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის № 2 ბრძანებით დამტკიცებული ,,თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია წარმოადგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის საავანსო გარანტია.
7.1.1.3. საავანსო გარანტია მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7.1.1.4. გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის საგარანტიო ვალდებულებები სრულად შესრულდება აღნიშნულ ვადამდე, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დაუბრუნოს გარანტია.
7.1.1.5. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებისა და მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველივე მოთხოვნისთანავე. გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ იგი მცირდება შესრულების პროპორციულად.
7.1.1.6. გამოუთხოვადი საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, - ეროვნულ ვალუტაში. რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
7.1.1.7. საგარანტიო ვალდებულებები სრულად შესრულებულად ჩაითვლება, გარანტია უკან დაუბრუნდება შესყიდვის ობიექტის მიღების შემდეგ, შედგენილი მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის შესაბამისად „შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის მიღება-ჩაბარების აქტის, შესაბამისი ანგარიშსწორების დოკუმენტებისა და ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის შესაბამისად „შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის მიღება-ჩაბარების აქტის, შესაბამისი ანგარიშსწორების დოკუმენტებისა და ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლელა კოპალეიშვილი-გვაზავა, 577943294, lela.kopaleishvili@tsu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10.1.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია გარდა 1.3.პუნქტით გათვალისწინებული Excel-ის ფორმატით წარმოსადგენი ფასების ცხრილი, დანართი N1-სა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.
10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყვ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru