Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху (Грузия - Тендер #69000575)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL State Care Agency for Assistance of Victims of Human Trafficking
Номер конкурса: 69000575
Дата публикации: 03-12-2025
Сумма контракта: 15 120


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022122
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.12.2025 14:37
Начало приема предложения 10.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 12.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 15`120.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 63700000-Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху
Коды классификатора
  • 63712000 - Вспомогательные услуги для дорожного автотранспорта
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2025 წლის პირველი იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად:
Дополнительная информация
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანებისათვის ნავიგაციისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემით (GPS) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 60.00 GEL
Размер гарантии 151 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: joto pataraia :: 23.10.2025 15:21
  • Последнее исправление: joto pataraia :: 03.12.2025 14:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=652376&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანებისათვის ნავიგაციისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემით (GPS) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანებზე (44 ერთეული) GPS სისტემის დამონტაჟება, რომლითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი უნდა იყოს:
1.2.1.1 ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში (24/7-ზე) სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით მომსახურების მიღება;
1.2.1.2 ავტორიზირებული მომხმარებლის მეშვეობით, „GPS“ მონიტორინგი უნდა განხორციელდეს „Online/ონლაინ” ვებ-სერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემასთან წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობიდან (კომპიუტერი, პლანშეტი, მობ. ტელეფონი და ა.შ) Google Chrome, Mozilla Firefox, Internet Explorer ინტერნეტ ბროუზერების მეშვეობით, მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით.
1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის თანამშრომლებისა და მძღოლების იდენტიფიკაცია სამსახურებრივი ბარათების/ჩიპების მეშვეობით (ჩიპებს უსასყიდლოდ ამზადებს და შემსყიდველს გადასცემს მიმწოდებელი), შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.
1.2.3 რეპორტების გენერირება შესაძლებელი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიხედვით (PDF-ის და MS Excel-ის ფორმატის ფაილების სახით).
1.2.4 შემსყიდველის საკუთრებაში არსებული ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემები (გავლილი მანძილი, მოძრაობის დრო, ძრავის მდგომარეობის პარამეტრები, შესრულებული რეისები და სხვა) უნდა ინახებოდეს და შემსყიდველისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში.
1.2.5 GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ფუნქცია, რომლის საშუალებითაც:
1.2.5.1 ხმოვანი სიგნალის საშუალებით განხორციელდება მძღოლის გაფრთხილება სიჩქარის გადაჭარბების შესახებ;
1.2.5.2 დასახლებული პუნქტებისა და მაგისტრალებისთვის განისაზღვროს სხვადასხვა დასაშვები სიჩქარის ლიმიტი;
1.2.5.3 გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი უნდა მოქმედებდეს მანამ, სანამ სიჩქარის პარამეტრები არ დაბრუნდება დასაშვები ნორმის ფარგლებში;
1.2.5.4 შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა სახის და ფუნქციის სატრანსპორტო საშუალებებზე ინდივიდუალურად დაწესდეს დასაშვები სიჩქარის პარამეტრები.

1.2.6 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.2.6.1 ხელშეკრულების მოქმედების ვადით, GPS მოწყობილობების შემსყიდველისთვის, დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაცემა და პროგრამული უზრუნველყოფა;
1.2.6.2 ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველის მიერ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე (საქართველოს ტერიტორიაზე, შემსყიდველის მითითებული მისამართების შესაბამისად) GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ მონტაჟი;
1.2.6.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.6 პუნქტის 1.2.6.2 ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადამდე მონიტორინგის სისტემის წვდომის გადაცემის უზრუნველყოფა და იდენტიფიცირების მოწყობილობების მონტაჟი, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.

1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია ულიმიტოდ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, გონივრულ ვადაში, მაგრამ მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება შემსყიდველის საკუთრებაში არსებული ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე;
1.2.8 GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შიდა მეხსიერება, რაც საშუალებას მისცემს GSM/GPRS სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში მონაცემები შეინახოს ლოკალურად კავშირის აღდგენამდე;
1.2.9 GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს AGPS სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოხდება აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე გადმოგზავნა ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით.

1.2.10 მომსახურების გაწევის დაწყება უნდა მოხდეს მომწოდებელის მიერ შემსყიდველის დანართი N2-ით (მომსახურება გასაწევი მანქანების ნუსხა) გათვალისწინებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე GPS მოწყობილობების და იდენტიფიცირების მოწყობილობების მონტაჟიდან(შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად) და შესაბამისი მონიტორინგის სისტემის წვდომის გადაცემის უზრუნველყოფის დღიდან.

1.2.11 GPS მოწყობილობის უსაფრთხო და ხარისხიანი სამონტაჟო მომსახურების გაწევაში მიმწოდებლისთვის ხელშეწყობის მიზნით, შემსყიდველის მიერ GPS მოწყობილობის დასამონტაჟებლად წარმოდგენილი ავტომანქანა იქნება ტექნიკურად (მათ შორის ელექტრო და ელექტრონული სისტემები) გამართულ მდგომარეობაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის პირველი იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად:
1.4.1.1 მომწოდებელის მიერ GPS მოწყობილობების და იდენტიფიცირების მოწყობილობების მონტაჟი (შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად) და და მონიტორინგის სისტემის წვდომის გადაცემის უზრუნველყოფა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღისა.
1.4.1.2 მომსახურების გაწევა: მომწოდებელის მიერ GPS მოწყობილობების და იდენტიფიცირების მოწყობილობების მონტაჟდან (შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად) და მონიტორინგის სისტემის წვდომის გადაცემის უზრუნველყოფიდან ან/და 2026 წლის 01 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტის 1.4.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ადგილმდებარეობა მიმწოდებელს ეცნობება არანაკლებ 5 დღით ადრე.
1.4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტის 1.4.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების 2026 წლის 01 იანვრის შემდგომ პერიოდში დაწყების შემთხვევაში იანვრის თვის ღირებულების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების დღეების შესაბამისად, კერძოდ, თვის ღირებულება გაიყოფა 31 დღეზე და გამრავლდება ფაქტიურად გაწეულ მომსახურების დღეების რაოდენობაზე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევის ადგილი:
1.5.1.1 GPS მოწყობილობების და იდენტიფიცირების მოწყობილობების მონტაჟის ადგილი: დანართი N2-ით განსაზღვრული ადგილები;
1.5.1.2 მომსახურების გაწევის არეალი: საქართველოს მთელი ტერიტორია.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, 2021 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ პერიოდამდე მონაკვეთში, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15 120.00 ლარის ღირებულების GPS სისტემების მეშვეობით მონიტორინგის განხორციელების მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია).
2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით.
2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N3-ში („ინფორმაცია გამოცდილების შესახებ“) მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის ან/და საშემფასებლო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით (ბიუჯეტის კოდი: 270105).
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯოტო პატარაია, 595659365, jpataraia@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.6.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით;
10.1.6.2 ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru