Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Оборудование для подъема и перемещения и запасные части для подобного оборудования (Грузия - Тендер #69000574)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL State Care Agency for Assistance of Victims of Human Trafficking
Номер конкурса: 69000574
Дата публикации: 03-12-2025
Сумма контракта: 46 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022119
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.12.2025 13:27
Начало приема предложения 13.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 46`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 42400000-Оборудование для подъема и перемещения и запасные части для подобного оборудования
Коды классификатора
  • 42416100 - Лифты
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში.
Дополнительная информация
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სავარძლის ტიპის შიდა კიბის ლიფტის (პლათფორმა) (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა.

დაფინანსება:
ა) 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით - 38 %;
ბ) ჩეხეთის საგრანტო პროეტი - „სააგენტოს გაძლიერება მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური სერვისების განვითარების მიმართლებით“ - 62 %.
Количество и объём закупок 1 (ერთი) კომლექტი
Шаг снижения цены 186.00 GEL
Размер гарантии 465 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: joto pataraia :: 13.10.2025 11:39
  • Последнее исправление: joto pataraia :: 03.12.2025 13:27
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651202&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი სავარძლის ტიპის შიდა კიბის ლიფტის (პლათფორმა) (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტის მინიმალურ-ტექნიკური მახასიათებლები:
1.2.1.1 დანიშნულება: დახურულ სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადასაადგილებელი;
1.2.1.2 განკთვნილი: კიბეზე დასამონტაჟებელი:
1.2.1.3 ტვირთ ამწეობა: არანაკლებ 125 კგ;
1.2.1.4 სიჩქარე (მ/წმ): არანაკლებ 0.10 მ/წმ;
1.2.1.5 მოძრაობის მანძილი: არანაკლებ 6550 მმ;
1.2.1.6 გაჩერების რაოდენობა: 2;
1.2.1.7 სავარძლის ტიპი: ასაკეცი სავარძელი;
1.2.1.8 სავარძელის სახელურები: ასაკეცი;
1.2.1.9 კორპუსის მასალა: მეტალი;
1.2.1.10 სავარძელი და სახელურები დაფარული უნდა იყოს ტყავით ან ტყავის შემცვლელით.
1.2.1.11 მოხვევის სახეობა: სრული მოხვევა.

1.2.2 ლიფტის დამონტაჟების ადგილზე და მონტაჟის სირთულის წარმოდგენის შექმნის მიზნით სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში ატვირთულია „კიბის უჯრედში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ლიფტის მოწყობის პროექტი“ (დანართი N2).

1.2.3 რაოდენობა: 1 (ერთი) კომპლექტი.

1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) მიწოდების პროცესში დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები.
1.2.5 მიმწოდებლის მიერ თანმდევი მომსახურების (მონტაჟი) გაწევის პროცესში გამოყენებული ყველა მასალა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს.
1.2.6 მიმწოდებლის მიერ თანმდევი მომსახურების (მონტაჟი) გაწევისას გათვალისწინებული უნდა იქნას, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა“ და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის N289 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების (მონტაჟი) გაწევის შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის (სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემულ აქტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტი.
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების (მონტაჟი) გაწევის შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის (სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემულ „ინსპექტირების სერთიფიკატთან“ ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“/„ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის „ინსპექტირების სერთიფიკატი“.
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია, ლიფტის ექსპლუატაციაში გაშვებამდე, „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №317 დადგენილებით დამტკიცებული „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი“-ს შესაბამისად, დაარეგისტრიროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრში.

1.2.10 პრეტენდენტს უფლება აქვს შემსყიდველის მიერ გამოყოფილ ტექნიკურ ზედამხედველთან ერთად ტენდერის დასრულებამდე ადგილებზე გაეცნოს შესყიდვის ობიექტის დამონტაჟების ადგილს და ვითარებას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტის და დადებითი „ინსპექტირების სერთიფიკატი“-ს მიწოდების ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. დუშეთი, გალაკტიონ ტაბიძის ქ. N2 (ს.კ. 71.51.03.900).

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
1.7.1.2 შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიწოდების დღიდან არანაკლებ 2 წელს.
1.7.1.3 შესყიდვის ობიექტის მიერ გამოვლენილი წუნის/ხარვეზის/დეფექტის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთ) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე, წუნის/ხარვეზის/დეფექტის მქონე საქონელი შეაკეთოს ან შეცვალოს ახლით.
1.7.1.4 წუნის/ხარვეზის/დეფექტის გამო საქონლის შეკეთების ან შეცვლის საჭიროების შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყარო, მწარმოებელი ან/და სავაჭრო ნიშანი და მარკა ან/და მოდელი
2.1.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყარო, მწარმოებელი ან/და სავაჭრო ნიშანი და მარკა ან/და მოდელი მითითებისას დასახელება მიუთითოს სრულად და ზუსტად.
2.1.1.3 პრეტენდენტის მიერ შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს, მწარმოებელის ან/და სავაჭრო ნიშანის და მარკას ან/და მოდელის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა, მის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს, მწარმოებელის ან/და სავაჭრო ნიშანის და მარკას ან/და მოდელის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.
2.1.1.4 პრეტენდენტის მიერ გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან გაგაჩნიათ არანაკლებ 50 000.00 ლარის ოდენობის ლიფტების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) მიწოდების განხორციელების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია).
2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით.
2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N3-ში („ინფორმაცია გამოცდილების შესახებ“) მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის ან/და საშემფასებლო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 თუ მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) მიწოდებას ვერ შეძლებს 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, ღირებულება (მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ღირებულების 100%-ის ოდენობით) ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშსწორების, საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ. საავანსო საბანკო გარანტია შემსყიდველთან წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
7.1.1.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით (ბიუჯეტის კოდი: 270205 - 38 %) და ჩეხეთის საგრანტო პროეტი - „სააგენტოს გაძლიერება მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური სერვისების განვითარების მიმართლებით“ (62 %).
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესახებ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტის და დადებითი „ინსპექტირების სერთიფიკატი“-ს, ინსპექტირების დასკვნის, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯულიეტა მგელაძე, 571901011, jmgeladze@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. აღნიშნული ვალდებულებისგან არარეზიდენტი პირები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის №2380 განკარგულების შესაბამისად გათავისუფლებულები არიან და წარმოსადგენ დოკუმენტაციაზე ევალებათ მატერიალურად ხელმოწერის შესრულება.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.6.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით;
10.1.6.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru