Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Страховые и пенсионные услуги (Грузия - Тендер #68908804)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Agency for Protected Areas
Номер конкурса: 68908804
Дата публикации: 29-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA) По прейскуранту
Номер заявки SPA250001209
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.11.2025 13:47
Начало приема предложения 25.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 30.12.2025 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 80.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 650`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 66500000-Страховые и пенсионные услуги
Коды классификатора
  • 66511000 - Услуги по страхованию жизни
  • 66512000 - Услуги по страхованию от несчастных случаев и медицинское страхование
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Electronic Tender (SPA)
Life insurance services, Accident and health insurance services for 729 employee
Estimated value of the price list - 80.00 GEL
Contractual value of the procurement object - 650000.00 GEL
Supply Period - From January 1, 2026 to December 31, 2026
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 0.80 GEL
Размер гарантии 6`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giga menabdishvili :: 28.11.2025 13:29
  • Последнее исправление: ekaterine dzneladze :: 29.11.2025 13:47
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657752&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია: სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“-ს თანამშრომელთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“-ს თანამშრომელთა (დასაზღვევ თანამშრომელთა) რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 729 პირს (დასაზღვევ თანამშრომელთა არანაკლებ 80% მამაკაცია). სადაზღვევო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართში N2 მოცემული პირობების და დანართში N1 მოცემული თანაგადახდის და წლიური სადაზღვევო ლიმიტების შესაბამისად.
2. დასაზღვევ პირთა რაოდენობა შესაძლებელია იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე მითითებულია ზემოაღნიშნულ პუნქტში. შესაბამისად, ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად დაზღვეულ პირთა რაოდენობის მიხედვით.
3. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება - 80 ლარი, წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის დანართით N1 განსაზღვრული ინდივიდუალური „საბაზისო ბარათის“ ერთეულის ღირებულებას (ერთი თვის სადაზღვევო პრემია ერთ დაზღვეულ თანამშრომელზე), რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს (გარდა საშემოსავლო გადასახადის, რომლის გადახდასაც უზრუნველყოფს შემსყიდველი);
4. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება ჩაითვლება სატენდერო დოკუმენტაციის დანართით N1 განსაზღვრული ინდივიდუალური „საბაზისო ბარათის“ ერთეულის ღირებულებად (ერთი თვის სადაზღვევო პრემია ერთ დაზღვეულ თანამშრომელზე), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
5. პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ, მიმწოდებლის ყველა სახის ხარჯს (მ/შ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს);
6. პრეტენდენტის მიერ, სატენდერო წინადადების ფასში გათვალისწინების გარეშე, შემოთავაზებული უნდა იქნას ერთი თვის სადაზღვევო პრემიის ოდენობა (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინების გარეშე) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით განსაზღვრულ ინდივიდუალურ „დამატებით სადაზღვევო ბარათებზე“ (A ბარათი, B ბარათი). ამასთან, შემოთავაზებული სადაზღვევო პრემიის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამის პოზიციებზე შემსყიდველის მიერ მითითებულ სავარაუდო ფასებს; საოჯახო სადაზღვევო პაკეტების ღირებულება დადგინდება დანართი N1-ის ფასების ცხრილში მითითებული პირობების შესაბამისად. ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია განახორციელოს ფასის კლება „დამატებით სადაზღვევო ბარათებზე“ მითითებულ ფასებზე (A ბარათი, B ბარათი) არანაკლებ „საბაზისო ბარათზე“ განხორციელებული ფასის კლების შესაბამისი პროცენტული ოდენობით.
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის შტატგარეშე მომსამსახურეების (არაუმეტეს 150 პიროვნება) დაზღვევა აღნიშნული ელექტრონული ტენდერის პირობებით, შტატგარეშე მოსამსახურეების დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვეული ვალდებულია სრულად უზრუნველყოს შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდა ყოველთვიურად და აღნიშნულის მიზნით, მისცეს შესაბამისი წერილობითი თანხმობა შემსყიდველს, რათა სადაზღვევო შენატანის მიმწოდებლისთვის გადარიცხვა განხორციელდეს მისი ხელფასიდან.
8. ოჯახის სხვა წევრ(ებ)ის დაზღვევის შემთხვევაში, თითოეულ ასეთ პირზე ერთი თვის სადაზღვევო პრემია არ უნდა აღემატებოდეს თანამშრომლის 1 თვის სადაზღვევო პრემიის ოდენობას:
9. წინამდებარე ტენდერის ჩატარების შედეგად დასაზღვევ თანამშრომლებს, უფლება აქვთ სურვილისამებრ აირჩიონ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ნებისმიერი სადაზღვევო ბარათი;
10. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 150 პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით, რეგიონების ჩამონათვალი, პროვაიდერი კლინიკების რაოდენობა და პროფილი თითოეული რეგიონის მიხედვით და პირადი ექიმის რაოდენობა - იხილეთ დანართი N3-ში.
11. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 პროვაიდერი სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით. შემდეგი ჩამოთვლილი სააფთიაქო ქსელიდან "პსპ", "ავერსი", "ჯპს", "ფარმადეპო", "სახალხო აფთიაქი".
12. ახალი თანამშრომლის ან/და მათი ოჯახის წევრების სადაზღვევო პერიოდის ნებისმიერ ეტაპზე დამატების შემთხვევაში წლიური სადაზღვევო ლიმიტი და თანაგადახდა არ უნდა შემცირდეს ვადის და გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობის პროპორციულად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია, სადაზღვევო მომსახურების გაწევა განახორციელოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების დღის 24:00 საათიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრის 00:00 საათისა) არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათისა, დაზღვეულის მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა სამოგზაურო დაზღვევისათვის დადგენილი პირობებისა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 (სამი) წლიანი ოპერირების გამოცდილება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე.
2.2.1.2 მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა დასტურდებოდეს სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადაზღვევო ორგანიზაციაზე გაცემული დაზღვევის (სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა) ლიცენზია.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტებია:
1. სადაზღვევო ბარათების განფასება სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად.
2. ინფორმაცია პროვაიდერი დაწესებულებების შესახებ, კოორდინატების და სამედიცინო საქმიანობის პროფილის მითითებით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით;
3. სადაზღვევო საქმიანობის (სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა) განხორციელების ლიცენზია.
4. სატენდერო წინადადების ხელისმომწერისათვის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა (საჭიროების შემთხვევაში).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის სპეციფიკიდან გამომდინარე არ საჭიროებს დასაბუთებას.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 40 (ორმოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%–ის ოდენობით (20%-ით და მეტით ფასის დაკლების შემთხვევაში 10%-ის ოდენობით),
2. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მოხდება, უნაღდო ანგარიშწორებით ლარებში.
2. ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში სადაზღვევო პრემიის გადახდა განხორციელდება თითოეულ დაზღვეულ თანამშრომელზე არაუმეტეს ინდივიდუალური „საბაზისო ბარათის“ ღირებულების ოდენობით. ანგარიშსწორება იწარმოებს მომსახურების გაწევის შემდეგ, ყოველთვიურად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს სურვილი აქვს, შეიძინოს ბარათი (საოჯახო ან ინდივიდუალური), რომლის ღირებულებაც აღემატება ინდივიდუალური „საბაზისო ბარათის“ ფასს - შემსყიდველი, დაზღვეულის სასარგებლოდ იხდის მხოლოდ ინდივიდუალური „საბაზისო ბარათის“ სადაზღვევო პრემიას, ხოლო ფასთა შორის სხვაობას, შემსყიდველის მიერ გადახდილ პრემიასა და სასურველი ბარათის პრემიებს შორის, იხდის დაზღვეული.
4. შემსყიდველი, დაზღვეული პირის წერილობითი თანხმობით, უზრუნველყოფს დაზღვეულის მიერ გადასახდელი თანხის მიმწოდებლისთვის გადარიცხვას თანამშრომლის ხელფასიდან.
5. შტატგარეშე მოსამსახურეების დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვეული ვალდებულია სრულად უზრუნველყოს შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდა ყოველთვიურად და აღნიშნულის მიზნით, მისცეს შესაბამისი წერილობითი თანხმობა შემსყიდველს, რათა სადაზღვევო შენატანის მიმწოდებლისთვის გადარიცხვა განხორციელდეს მისი ხელფასიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიგა მენაბდიშვილი, 577925757, giga.menabdishvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1.) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია „კითხვა-პასუხის“ მოდულის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №12-ის მე-8 მუხლის გათვალისწინებით.

2) ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა:
1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზარალისათვის მხარეები ერთმანეთის წინაშე აგებენ პასუხს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მზღვეველის მხრიდან ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულმა გამოიწვია დაზღვეული თანამშრომლის ზარალი (როგორც ფინანსური, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება), მზღვეველი სრულად, 100%-ით ანაზღაურებს ფინანსურ ზარალს დაზღვეული თანამშრომლის წინაშე და ასევე, ფინანსური ზარალის სრულ ოდენობას მიმართავს შემსყიდველის მიერ მითითებულ შესაბამის ანგარიშზე, შესაბამის ვადებში.
3. შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიზეზით გამოწვეული მომსახურების გაწევის ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გასაწევი მომსახურების ღირებულების 0.7%-ის ოდენობით.
4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სისტემატიურად შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმის გადახდა - ხელშეკრულების ღირებულების 5 %-ის ოდენობით.
5. შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს მიმწოდებლის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,02 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru