Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #68908778)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Gldani District Gamgeoba
Номер конкурса: 68908778
Дата публикации: 28-11-2025
Сумма контракта: 17 122


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021746
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.11.2025 18:20
Начало приема предложения 06.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.12.2025 17:00
Предполагаемая цена закупки 17`122.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79952000 - Услуги в области проведения мероприятий
Срок подачи 2025 წლის დეკემბერი (წინასაახალწლო პერიოდში) თარიღი დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების დროს.
Дополнительная информация
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამოგეობის მიერ წინასაახალწლო გასართობი ღონისძიების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 100.00 GEL
Размер гарантии 171 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome kiknavelidze :: 28.11.2025 15:57
  • Последнее исправление: salome kiknavelidze :: 28.11.2025 18:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657819&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამოგეობის მიერ წინასაახალწლო გასართობი ღონისძიების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

წინასაახალწლოდ ჩასატარებელი ღონისძიების ორგანიზება ითვალისწინებს შემდეგი მომსახურების გაწევას:

1.2.1 ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები, ასევე გლდანის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრებსა და სკოლებში მყოფი შშმ ბავშვებისთვის, წინასაახალწლო გასართობი ღონისძიების მოწყობის ორგანიზება გასართობ ცენტრში.

ღონისძიება უნდა ჩატარდეს 2 დღის განმავლობაში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ გასართობ ცენტრში (დღეში 2 ღონისძიება. დრო და საათები შემსყიდველთან შეთანხმებით), რომელიც აღჭურვილი იქნება არანაკლებ 30 სათამაშო აპარატით და 7D კინოთეატრით. ზემოაღნიშნულის გარდა, უნდა იყოს ცალკე ოთახი, შესაბამისი აღჭურვილობით (მაგიდები, სკამები, მუსიკალური აპარატურა), სადაც ანიმატორები გაართობენ ბავშვებს და მოხდება მათი კვებით უზრუნველყოფა. (ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთ სივრცეში). ღონისძიებაში მონაწილე 120 ბავშვი დაიყოფა 30 კაციან ოთხ ჯგუფად. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეული ჯგუფისთვის არანაკლებ 2სთ:30 წთ-იანი გასართობი ღონისძიების მოწყობა.

1. წამყვანი ანიმატორი - ყველა ჯგუფთან 1სთ:30წთ-ის განმავლობაში;
2. ზღაპრის გმირები - თითოეულ ჯგუფთან 3 გმირი 1სთ:30წთ-ის განმავლობაში;
3. სანტა კლაუსი - თითოეული ჯგუფის ღონისძიების დასასრულს, სანტა კლაუსმა ყველა მონაწილეს უნდა გადაცეს სასაჩუქრე პაკეტი.
4. საორგანიზაციო ჯგუფი - 5 (ხუთი) ორგანიზატორ-ზედამხედველისგან შემდგარი.
5. თითოეულ მონაწილეს უნდა გადაეცეს გასართობი ცენტრის სათამაშო აპარატების ბარათი, მასზე დარიცხული 20 (ოცი) ლარით.
6. ლანჩი თითოეულ მონაწილეზე: ტოსტი (ლორით და ყველით) არანაკლებ 60 გრ. კარტოფილი ფრი (არანაკლებ 60 გრ.), იმერული ხაჭაპური - 1 ნაჭერი (არანაკლებ 100 გრ.), ლობიანი - 1 ნაჭერი (არანაკლებ 100 გრ); ქათმის ნაგეთსი - 1ცალი (არანაკლებ 40 გრ.), პიცა - ერთი ნაჭერი (ძეხვეულით და ყველით) არანაკლებ 100 გრ.), გაზიანი გამაგრილებელი სასმელი - 0,5ლ, წყალი - 0,5ლ. ლანჩი წარმოდგენილი უნდა იყოს 40 კაცზე (30 მონაწილე და 10 შშმ პირების თანმხლები პირი).
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 1 ცალი შტენდერის (ზომები 2მ X 80სმ) დამზადება. დიზაინი გადაეცემა შემსყიდველის მიერ.
8. ტორტი თითოეული ჯგუფისთვის ერთი ცალი - 45 ნაჭრიანი. სულ: 4 ცალი ფოტო პრინტის ტორტი, შოკოლადისა და ალუბლის შიგთავზით. (არანაკლებ 30სმ - 50 სმ-ზე; სიმაღლე არანაკლებ 8 სმ.) ფოტო პრინტის დიზაინი გადაეცემა შემსყიდველის მიერ.
9. სასაჩუქრე პაკეტი უნდა ჩაიდოს ქაღალდის ბრენდირებულ ჩანთაში ; ჩანთა მყარი სახელურით (სტანდარტული თასმა) ზომით არანაკლებ: სიგანე - 18სმ , სიმაღლე-25სმ , გაშლა- 8სმ; ქაღალდი 210 გრ ბრისტოლი ლამინირებული; ბეჭდვა სრულფერში ჩანთის ორივე მხრიდან, შემსყიდველის მიერ გადაცემული დიზაინით. ჩანთაში თავისუფლად უნდა ჩაიდოს ტკბილეულობა და საჩუქრები, არანაკლებ 1 კგ.
10. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 120 ცალი საახალწლო სასაჩუქრე პაკეტის ბავშვებისათვის გადაცემა.


ერთი ცალი სასაჩუქრე პაკეტის შემადგენლობა:

1. ბისკვიტი შოკოლადის შიგთავსით (სასურველია დათუნიას ფორმის) ჰერმეტული შეფუთვა ფოლგაში, წონა არანაკლებ 25 გრ. - 1 ცალი.
2. პანდას ფორმით და გამოსახულებით ჰერმეტულად შეფუთულ პარკში მოთავსებული რძიანი დრაჟე, წონა არანაკლებ 50 გრ - 1 ცალი.
3. ხრაშუნა ვაფლი რძიან შოკოლადში, ჰერმეტულად შეფუთული ფოლგაში, არანაკლებ 40 გრ - 1 ცალი
4. საბავშვო რძიანი შოკოლადის ფილა, წონა არანაკლებ 45 გრ - 2 ცალი.
5. კანფეტები 3 სახის - ხილის მარმელადი (5 ცალი არანაკლებ 45 გრ); შოკოლადი კარამელის და თხილის შიგთავსით (5 ცალი არანაკლებ 90 გრ); შოკოლადი ქოქოსის შიგთავსით (5 ცალი არანაკლებ 90 გრ).
6. ორცხობილის სოკოები შოკოლადის ქუდით, ჰერმეტულად შეფუთული ფოლგაში და შემდეგ ქაღალდის ყუთში (წონა არანაკლებ 45 გრ).
7. რძიანი შოკოლადის ბატონი ნუშით და ქოქოსის შიგთავსით. ფოლგაში შეფუთული (წონა არანაკლებ 35 გრ).
8. ფხვიერი „ზებრა“ ორცხობილები კაკაოს კრემის შიგთავსით, ჰერმეტულად შეფუთული ფოლგაში (წონა არანაკლებ 180 გრ).
6. ფერადი ბუშტი - 5 ცალი.
7. რბილი ფუმფულა სათამაშო - არანაკლებ 20 სმ (შემსყიდველთან შეთანხმებით) - 1 ცალი.
სასაჩუქრე პროდუქტების ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს მიწოდებიდან არანაკლებ ორი თვე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ღონისძიება ჩატარდება 2025 წლის დეკემბრის თვეში. თარიღი დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების დროს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, გლდანის რაიონის ტერიტორია.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 18 000,00 ლარის ღირებულების საბავშვო ან/და გასართობი ან/და კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება. სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ იქნას გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებ(ებ)ა, ამ ხელშეკრულების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ი).

2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ შესრულებულ ანალოგიურ მომსახურებაზე შესყიდვ(ებ)ა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სისტემაში სრულყოფილად არის ატვირთული შესრულების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, პრეტენდენტს არ აქვს 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება. საკმარისია წარმოდგენილ იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2-ის შესაბამისად, რომელშეც მითითებული იქნება სატენდერო განცხადებ(ებ)ის SPA/NAT/CMR.. ნომერი.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი (დისკვალიფიკაციის შემთხვევაში მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტი), ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს შემოთავაზებული სასაჩუქრე პაკეტის ნიმუშის წარდგენა.
3.1.1.2. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოუდგენლობა ან სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამობა, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება).
3.1.1.3. პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, შემსყიდველისთვის მიწოდებული სასაჩუქრე პაკეტი სრულად უნდა შეესაბამებოდეს (იდენტური უნდა იყოს) ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშის.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1გ. გლდანის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე კიკნაველიძე, 577361417, s.kiknavelidze@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. აღნიშნული ვალდებულებისგან არარეზიდენტი პირები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის №2380 განკარგულების შესაბამისად გათავისუფლებულები არიან და წარმოსადგენ დოკუმენტაციაზე ევალებათ მატერიალურად ხელმოწერის შესრულება.
10.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, მაშინ აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. მომსახურების ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ დანართი N2-ის მიხედვით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru