Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Верхняя одежда (Грузия - Тендер #68908776)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 68908776
Дата публикации: 28-11-2025
Сумма контракта: 885 730


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021748
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.11.2025 18:25
Начало приема предложения 03.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 08.01.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 885`730.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18200000-Верхняя одежда
Коды классификатора
  • 18222100 - Костюмы (для мужчин), костюмы (для женщин)
  • 18230000 - Различные виды верхней одежды
  • 18231000 - Платья
  • 18234000 - Брюки
  • 18235400 - Жакеты
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე
Дополнительная информация
სსიპ "იუსტიციის სახლის" წინა ხაზის თანამშრომლებისათვის უნიფორმების სახელმწიფო შესყიდვა

Procurement type - Electronic Tender Without Reverse Auction (NAT)
Announcment number - NAT
Procuring entities - The House of Justice
Procurement announcment date - 28.11.2025
Bids accepted from - 03.01.2026 00:00
Deadline for bid submission - 08.01.2026 12:00
Estimated value of procurement - 885`730.00 GEL
Bid must be submitted - Including VAT
Classifier (CPV) code -18200000 - Clothes to wear outside
Classifier (CPV) code and specific procurement object
18222100 - Suits
18230000 - Various clothes to be worn outside
18231000 - Dresses
18234000 - Trousers
18235400 - Vests
Supply Period - 60 calendar days from the signing of the contract
Bid reduction step - 9`000.00 GEL
Guarantee amount - 8`857 GEL
Guarantee validity period - 160 Day
Количество и объём закупок გთხოვთ იხილოთ ტექნიკური დავალება
Шаг снижения цены 9`000.00 GEL
Размер гарантии 8`857 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: shalva julakidze :: 29.10.2025 22:34
  • Последнее исправление: giorgi mkheidze :: 28.11.2025 18:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653176&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ "იუსტიციის სახლის" წინა ხაზის თანამშრომლებისათვის უნიფორმების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ქალის პიჯაკი - 1405 ცალი
2. ქალის ჟილეტი - 1405 ცალი
3. ქალის პერანგი - 2810 ცალი
4. ქვედაბოლო - 1395 ცალი
5. გრძელი ქვედაბოლო - 10 ცალი
6. ქალის შარვალი - 1405 ცალი
7. მამაკაცის პიჯაკი - 155 ცალი
8. მამაკაცის ჟილეტი - 155 ცალი
9. მამაკაცის შარვალი - 310 ცალი
10. მამაკაცის პერანგი - 310 ცალი

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართში - ტექნიკური დავალება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად/ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტების მიწოდება თითოეული პოზიციის მიხედვით, ინდივიდუალურად შეფუთულ მდგომარეობაში, რომლებიც ამავდროულად დაკომპლექტებული უნდა იყოს ცალკეული იუსტიციის სახლებისათვის განკუთვნილი ზომების მიხედვით. ცალკეული იუსტიციის სახლებისათვის განკუთვნილ ზომებსა და რაოდენობების მიწოდებას შემსყიდველი უზრუნველყოფს, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი ზომების მატრიცის/სქემის შესაბამისად.

1.5.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო ქ. №1 - სსიპ „იუსტიციის სახლის“ თბილისის ცენტრალური ფილიალი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელი არ გამოავლენს ხარვეზებს და იქნება ვარგისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

1.7.1.2. საგარანტიო ვადის პერიოდში შესყიდული საქონელი (ტანსაცმელი), სწორი ექსპლუატაციის პირობებში, უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს, უნდა იყოს რეცხვამედეგი, უნდა ინარჩუნებდეს ფორმას და ზომას, ასევე ტანსაცმლის ფერი უნდა იყოს გახუნებისა და ტემპერატურის ზემოქმედების (რეცხვა, დაუთოვება მზის სხივები) მიმართ მდგრადი.

1.7.1.3. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდში, შემსყიდველის მიერ უხარისხო, არასტანდარტული, დაზიანებების მქონე და ზომებთან შეუსაბამო საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის შესაბამისად, მასთან შეთანხებულ გონივრულ ვადაში, უზრუნველყოს წუნდებული ან/და დაზიანებული საქონლის შეცვლა ან ნაკლოვანების გამოსწორება.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია, სისტემაში ატვირთულ ფასების ცხრილში მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) შესახებ.

2.1.1.2. წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური/მსგავსი საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის ან/და უნიფორმის) მიწოდების გამოცდილება (ანალოგიური/მსგავსი საქონლის გამოცდილებად არ ჩაითვლება, ქამრის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა აქსესუარის მიწოდების გამოცდილება), რომლის ჯამური ღირებულებაც 2020-2025 წლებში არ უნდა იყოს 500000.00 ლარზე ნაკლები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და მიწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული საქონლის მიწოდების ფაქტს.

2.2.1.2. პრეტენდენტს 2020-2025 წლებში, დაწყებული და დასრულებული უნდა ჰქონდეს: ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, კლასიკური შარვლის არანაკლებ 500 ერთეულის, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, კლასიკური პიჯაკის არანაკლებ 500 ერთეულის, და ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, კლასიკური პერანგის არანაკლებ 500 ერთეულის, მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და მიწოდებულ საქონელზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული საქონლის მიწოდების ფაქტს. ასევე, ამგვარი დამკვეთისაგან გაცემული არანაკლებ 1 (ერთი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული უნდა იქნას წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომ პერიოდში.

2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიწოდებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშფაქტურები ან/და სასაქონლო ზედნადები.

2.2.1.4. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (www.procurement.gov.ge), პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მასთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი), რომლითაც ქვეკონტრაქტორი დაადასტურებს, რომ იგი მზადაა მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს, როგორც პრეტენდენტის ქვეკონტრაქტორმა. სავალდებულოა რომ აღნიშნულ ხელშეკრულებ(ებ)აში შესაბამისი მომსახურების გაწევის ვადები განსაზღვრული იყოს არანაკლებ მიწოდების ვადების შესაბამისად. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ანგარიშვალდებულია მიმწოდებლის წინაშე.

2.8.2. ქვეკონტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი. ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს დანართის N1 - ფასების ცხრილის თითოეულ პოზიციაზე წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები. შემსყიდველი პრეტენდენტის მიერ მოწოდებულ ნიმუშს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: ნაწარმის სილუეტი და დგომა, გვირისტებისა და ნაკერების ხარისხი, ტექნოლოგიური დამუშავების სისწორე.

3.1.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია, შემოთავაზებული საქონლის ნიმუშებთან ერთად, შესყიდვის ობიექტების დასამზადებლად გამოსაყენებელი ქსოვილების შემადგენლობის ტექნიკური დავალებით მოთხოვნილთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (ქსოვილის შემადგენლობა, წონა, საზედაპირე ქსოვილის ფერის მედეგობა რეცხვაზე და ოფლზე) გამოსაყენებელ ქსოვილზე (კერძოდ: პიჯაკი და პერანგი) წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან SGS ან INTERTEK ან EKOTEKS ან CNAS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა (ორიგინალი/დედანი) და ექსპერტიზა გავლილი ქსოვილი. (უცხოური დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული).

3.1.1.3. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.

3.1.1.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტების ნიმუშები/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.1.5. ექსპერტიზის დასკვნები გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომ პერიოდში.

3.1.1.6. ტენდერიდან „დისკვალიფიცირებულ“ დაინტერესებულ პირს ნიმუშების და ექსპერტიზის დასკვნების დაბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1 - სსიპ "იუსტიციის სახლის" თბილისის ცენტრალური ფილიალი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას;

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით, შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

4.1.1.3.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

6 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადა, არანაკლებ 1 (ერთი) თვით, უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან;

6.4.2. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის #2 ბრძანების შესაბამისად.

6.4.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე, ნაწილობრივი ან/და არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, განახორციელოს საბანკო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება;

6.4.4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 50%-ის ანაზღაურება შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორების გზით. მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო გარანტია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას ვადას.

7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტი წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიას წარადგენს „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის #2 ბრძანების შესაბამისად.

7.1.1.3. შემსყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.1.1.4. წინასწარ გადახდილი თანხა გათავისუფლდება ეტაპობრივად (წინასწარ გადახდილი თანხის ამოწურვამდე), ფაქტობრივად გაცემული ავანსის პროცენტული ოდენობის შესაბამისად, იმ პირობით, რომ თეთრ სიაში რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ჯერ გაიქვითება წინასწარ გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელზედაც არ არის წარმოდგენილი საბანკო გარანტია.

7.1.1.5. ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (წინასწარ გადახდილი თანხის ამოწურვამდე) შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულების ავანსის წილის გამოქვითვის შემდგომ დარჩენილი თანხა, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

7.1.1.6. წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვის შემდეგ ანგარიშსწორება იწარმოებს ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიწოდებული საქონლის ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის გადახდილ თანხებს შორის სხვაობას.

7.1.1.7. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების შესყიდვის ობიექტის მოწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

7.2.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, როგორც ეტაპობრივი, ისე საბოლოო შესრულება, დადასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით.

7.2.3. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიწოდებული საქონლის ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის წინასწარ გადახდილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხებს შორის სხვაობას.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის შესაბამისად, ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი მხეიძე, 555704644, giomkheidze@psh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა excel ფორმატით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვისა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

10.1.2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება, წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

10.1.4. დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ადგილზე გაეცნოს ვითარებას.

10.1.5. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

10.1.6. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-8 მუხლის შესაბამისად.

10.1.7. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

10.1.8. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართით N1 მოცემული ფასების ცხრილის შესაბამისად. სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეადგენდეს წარმოდგენილი ფასების ცხრილის ჯამს.

10.1.9. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

28-11-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

28-11-2025 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

28-11-2025 Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары.

28-11-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

28-11-2025 Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения.

28-11-2025 Медицинское оборудование .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru