Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Страховые и пенсионные услуги (Грузия - Тендер #68908718)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Food Agency
Номер конкурса: 68908718
Дата публикации: 28-11-2025
Сумма контракта: 503 770


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021718
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.11.2025 17:23
Начало приема предложения 24.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 503`770.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 66500000-Страховые и пенсионные услуги
Коды классификатора
  • 66510000 - Страховые услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ავტომანქანების და აგრეგატების სადაზღვევო მომსახურება
Procurement Type: Electronic Tender without Reverse Auction (NAT)
Procuring Entity: LEPL National Food Agency
Source of Funding: Funds of 2026
The estimated cost of the procurement – 503770 GEL
Bid must be submitted: Excluding VAT
Classifier (CPV) code and CPV division: 66500000 - Insurance and pension services
Classifier (CPV) code and specific procurement object: 66510000 - Insurance services
Volume of procurement: According to the tender documentation
Supply Period: According to the tender documentation
Bid price reduction step: 5038.00 GEL
Amount of guarantee: 5038 GEL
Guarantee validity period - 160 days
Количество и объём закупок 279 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილის, 37 ტრაქტორისა და მათზე განაწილებული 254 ერთეული შემასხურებელი აგრეგატის დაზღვევა
Шаг снижения цены 5`038.00 GEL
Размер гарантии 5`038 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ema machkhaneli :: 25.11.2025 09:35
  • Последнее исправление: nato totiauri :: 28.11.2025 17:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656947&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ავტოსატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებების დაზღვევა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 გასაწევი მომსახურების ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული, 279 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილის, 37 ტრაქტორისა და მათზე განაწილებული 254 ერთეული შემასხურებელი აგრეგატის დაზღვევა
1.2.2 ანაზღაურებადი რისკები :
1.2.2.1 ავტოსაგზაო შემთხვევა – ფრანშიზა: შემსყიდველის წარმომადგენლის ბრალეულობით
ზარალის 0%;
1.2.2.2 მესამე პირის ბრალეულობის შემთხვევაში 0%;
1.2.2.3 სხვადასხვა სახის ქმედება - ქურდობა, გატაცების მცდელობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი, სხვადასხვა;
1.2.2.4 საგნების ვარდნა, თვითაალება, მოულოდნელი მოვლენა (რომელმაც გამოიწვია დაზიანება), ცხოველის ზემოქმედება, ხანძარი, აფეთქება, – ფრანშიზა 0%;
1.2.2.5 სტიქიური უბედურებები - წყალდიდობა, დიდთოვლობა, მეწყერი, ღვარცოფი, ჰაერის მასების მოძრაობა, სეტყვა, მიწისძვრა – ფრანშიზა 0%;
1.2.2.6 თითოეულ სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (აგრეგატზე) მინების, სარკეების, აქსესუარებისა და სხვა დეტალების დაზიანება ან/და ქურდობა – ფრანშიზა 0%;
1.2.2.7 სადაზღვევო შემთხვევის დროს სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის ევაკუაციასთან დაკავშირებული ხარჯები (24 საათიანი ასისტანსი) და საჯარიმო ავროსადგომზე სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებაის დგომის ხარჯები;
1.2.2.8. გარანტიაზე მყოფი და/ან 5 წლამდე მყოფი სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შეფასება და შეკეთება უნდა განხორციელდეს ავტორიზებულ სერვისცენტრებში , ან სხვა სერვისცენტრში შემსყიდველთან შეთანხმებით; აგრეგატებზე ზარალის შეფასება წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას და მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებულ სერვის ცენტრ(ებ)ში.
1.2.2.9. მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა - შემსყიდველის (დამზღვევის უფლებამოსილი მძღოლების) პასუხისმგებლობა აანაზღაუროს მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი – წლიური ჯამური ლიმიტი სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და აგრეგატზე - 12000 ლარი, ფრანშიზა – 0%;
1.2.2.10. მძღოლისა და მგზავრთა უბედური შემთხვევისგან დაზღვევა - ზარალი, რომელიც დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, ავარიის შედეგად, მიადგა მძღოლს და/ანმგზავრებს (გარდაცვალება, სხეულის დაზიანება) – წლიური ჯამური ლიმიტი სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და აგრეგატზე - 12000 ლარი, ფრანშიზა – 0%;
1.2.2.11. სრულ ზარალად/განადგურებად განიხილება სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის დაზიანება ან გაძარცვით გამოწვეული ზარალი, რომელიც შეადგენს ან აღემატება სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის საბალანსო ღირებულების 70%-ს;
1.2.2.12 უფლებამოსილ მძღოლად ითვლება შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე, სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ყველა მოქმედი თანამშრომელი, რომლის ასაკი აღემატება 21 წელს.
1.2.3 ანაზღაურების გამონაკლისები ვრცელდება:
1.2.3.1 შემთხვევაზე, რომლის დადგომის დროს დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენება სხვადასხვა ტიპის შეჯიბრების დროს;
1.2.3.2 შემთხვევაზე, რომლის დადგომის დროს დაზღვეულ სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებაში იმყოფებოდა მგზავრთა ის რაოდენობა, რომელიც ხელს უშლიდა მანქანის მართვას ან საფრთხეს უქმნიდა დაზღვეულ სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ნებისმიერი პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ნებისმიერი სახის ქონების უსაფრთხოებას;
1.2.3.3 ცვეთაზე, კოროზიაზე, დაჟანგვაზე, თანდაყოლილ დეფექტზე, შეუსაბამო დიზაინზე, დეფექტური მასალების გამოყენებაზე და სხვა ბუნებრივ თვისებებზე, შეკეთებაზე ან შენაცვლებული ნაწილის იმ ღირებულებაზე, რომელიც მოხმარდა დაზღვეული სპეცავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას;
1.2.3.4 დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის ტექნიკური მომსახურებისა და საგარანტიო შეკეთების ხარჯებზე;
1.2.3.5 უშუალოდ დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების საბურავებზე მიყენებულ დაზიანებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საბურავების ასეთი დაზიანება, თავის მხრივ, გამოწვეული არის იმ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით, რომლის გამოც, დამზღვევი (დაზღვეული) უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივი და სრული განადგურების რისკზე;
1.2.3.6 შემთხვევაზე 21 წელზე ნაკლები ასაკის მძღოლის ან/და მართვის უფლებამოსილების არ მქონე მძღოლის მიერ სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას;
1.2.3.7 შემთხვევაზე დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას არაუფლებამოსილი პირის მიერ, გარდა დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ქურდობა/ძარცვა/ყაჩაღობით ან მათი მცდელობით მიყენებული დაზიანებისა;
1.2.3.8 შემთხვევებზე სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების აეროდრომის ან აეროპორტის ტერიტორიაზე მართვისას, გარდა სპეციალურ ავტოსადგომებზე მომხდარი შემთხვევებისა;
1.2.3.9 შემთხვევაზე, რომელიც მოხდა სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს (მიუხედავად იმისა, ზარალი დაზღვეული ავტომაქნანის უფლებამოსილი მძღოლის მიზეზით/ბრალით დადგა, თუ სხვა მესამე პირის მიზეზით/ბრალით); უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობას ან თვითმკვლელობის მცდელობას ან ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას;
1.2.3.10 შემთხვევებზე, რომელიც გამოწვეულია:
• იონიზირებული რადიაციით, ბირთვული ან სხვა სახის მავნე ნარჩენებიდან მიღებული რადიაციით და დაბინძურებით;
• რადიოაქტიური, ფეთქებადი, ბირთვული ნივთიერების შემცველი აირის ბუნებრივი
მდგომარეობის ცვლილებით;
1.2.3.11. შემთხვევებზე, როდესაც დამზღვევი (დაზღვეული) დაზიანებული სპეცავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის აღდგენით-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს მზღვეველთან შეუთანხმებლად;
1.2.3.12 გაჩერებული დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის დაუდგენელი პირის მიერ ან დაუდგენელ ვითარებაში დაზიანების/განადგურების შემთხვევებში, ფაქტის აღმოჩენიდან 24 საათში თუ არ მოხდება მიმწოდებელთან და საპატრულო პოლიციასთან დაუყოვნებლივი დაკავშირება;
1.2.3.13 შემთხვევებზე, თუ იგი დადგა დადგენილი პარკირების წესების დარღვევის გამო შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო გადაყვანის/გადადგილების დროს, ასევე, საჯარიმო სადგომზე განთავსებისას, გარდა იმ შემთხვევისა თუ შემსყიდველის მიერ წარმოდგენილია უფლებამოსილი ორგანოებიდან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საჯარიმო სადგომზე გადაყვანაზე პასუხისმგებელი პირის ბრალეულობას დაზღვეული ავტომანქანის დაზიანებასთან მიმართებაში;
1.2.3.14 თუ დაზღვეულ ინტერესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ორმაგ დაზღვევას, მაგრამ შემსყიდველს არ წარუდგენია მიმწოდებლისათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინება.
1.2.3.15. ზარალზე, რომელიც გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებული
დაზიანებით;
1.2.3.16.ზარალზე და დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული სპეცავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის ტექნიკური გაუმართაობით
1.2.3.17. ნებისმიერი სახის ზარალს ან დაზიანებას, რომელიც წარმოიშვა იმ შემთხვევებში, როცა:
ა) დაზღვეულ სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა ნებისმიერი პიროვნება, უფლებამოსილი მძღოლის გარდა;
ბ) უფლებამოსილი მძღოლი მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერებების სიმთვრალის მდგომარეობაში;
გ) სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალება (აგრეგატი) დაზიანდა მისი ტვირთის სახით გადატანისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადატანა ხდება ევაკუატორით, შემთხვევის შემდეგ, მზღვეველის მითითების საფუძველზე;
დ) სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენებოდა სამხედრო მიზნებისათვის.
ე) დაზღვეული განზრახ მოახდენს ინფორმაციის გაყალბებას, რაიმე სარგებელის მიღების მიზნით;
1.2.3.18.ზიანზე, რომლის დადგომის დროს დამზღვევის მიერ დარღვეულია საადაზღვევო პრემიის გადახდის პირობები;
1.2.3.19.ზარალს, რომელიც წარმოიშვა დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
1.2.3.20.ზარალს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის განზრახ ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისას ან/და ამის მცდელობისას;
1.2.3.21.შედეგებზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია საომარი მოქმედებებით, დაპყრობით, სამოქალაქო ომით, მიუხედავად იმისა, აღნიშნული მდგომარეობა გამოცხადებულია სახელმწიფო ხელისუფლების მიერ თუ არა, განსაკუთრებული, საგანგებო, სამხედრო მდგომარეობით, საზოგადოებრივი არეულობით, აჯანყებით, დიქტატორული რეჟიმით,ადგილობრივი ან სახელმწიფო ხელისუფლების ბრძანების თანახმად საკუთრების საზოგადო მფლობელობაში გადაცემით, კონფისკაციით ან ჩამორთმევით.
1.2.4 ყველა შემთხვევა, რომელიც არ არის ასახული ანაზღაურების გამონაკლისებში ცალსახად ექვემდებარება ანაზღაურებას.
1.2.5 სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების ან გატაცების შემთხვევაში, მიმწოდებელი, მხარეთა შეთანხმებით, სადაზღვევო თანხის ფარგლებში, აუნაზღაურებს შემსყიდველს/მოსარგებლეს დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენით ან შენაცვლებით ღირებულებას შემდეგი წესით:
1.2.5.1 მიმწოდებელი გადაიხდის თანხას დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის საბალანსო ღირებულების ოდენობით, ან:
1.2.5.2 მიმწოდებელი შემსყიდველის სასარგებლოდ შეიძენს განაცხადში მითითებული მარკის, მოდელისა და სხვა მახასიათებლების შესაბამის სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებას და აგრეგატს.
1.2.6 ზიანის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის შემსყიდველის წარმოსადგენი დოკუმენტები:
1) სადაზღვევო პოლისის ასლი
2) მძღოლის მართვის მოწმობის ასლი
3) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო (ტექპასპორტის) მოწმობის ასლი.
4) სხვა დანარჩენ დოკუმენტებს მოიპოვებს თავად მიმწოდებელი;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. დანართი N1-ში მითითებული ავტომანქანები, ტრაქტორები და შემასხურებელი აგრეგატების დაზღვევის სავარაუდო პერიოდია - 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
1.4.2. თუ ტენდერის მიმდინარეობის პროცედურებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ ვადაში, ვერ მოესწრება ხელშეკრულების გაფორმება, მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

დაზღვევის მოქმედების არეალი: საქართველო.

technical requirements

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სადაზღვევო საქმიანობის მოქმედი ლიცენზია

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში, საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი აუდიტორისა ან აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებულ ფასად, პრეტენდენტს სრულად და შეუფერხებლად შეუძლია ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულება;
4.1.1.2. ტენდერის მიზნებისთვის, შესაბამისი კვალიფიკაციის და უფლებამოსილების მქონე პირად შემსყიდველი განიხილავს - დამოუკიდებელ აუდიტორს ან აუდიტორულ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ რეესტრში, ვებ გვერდზე: https://www.saras.gov.ge.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

იურიდიული პირისათვის-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

5.1.3 for an individual entrepreneur

ინდივიდუალური მეწარმისათვის - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

5.1.4 for a physical entit

ფიზიკური პირისათვის – ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოდან, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ არის ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ) და XXXIX (სამოხელეო დანაშაული) თავებით გათვალისწინებული ქმედებისათვის;

5.1.5 for a partnership

ამხანაგობისათვის – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

5.1.6 for a non-resident

არარეზიდენტმა პირმა უნდა წარმოადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის ექვივალენტური მონაცემები, რომლებიც სათანადო წესით იქნება დამოწმებული ან ლეგალიზებული;

5.1.7 for a representation/branch

წარმომადგენლობამ /ფილიალმა, უნდა წარმოადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის ექვივალენტური მონაცემები, რომლებიც სათანადო წესით იქნება დამოწმებული ან ლეგალიზებული;

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა, სულმ ცირე 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფომრებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) გამოუთხოვადი გარანტია. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან (გარდა იმ პრეტენდენტი/მიმწოდებელი სადაზღვევო კომპანიისა, რომელთანაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება დაზღვევის მომსახურების შესყიდვის შესახებ).
6.4.2 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ზარალის/ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვანი შესრულებით, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს შეუძლია გამოიყენოს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების, ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც ვადებთანაა დაკავშირებული და ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, თუ მიმწოდებელი უარს განაცხადებს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდაზე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
7.2.2. ანგარიშსწორების ფორმა იქნება უნაღდო, თანხა ჩაირიცხება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნატო თოთიაური, 591503827, Nato.Totiauri@nfa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. იმ შემთხევაში თუ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდება, რომ სადაზღვევო თანხა ნაკლებია საბაზრო ღირებულებაზე, გამოყენებული იქნება პროპორციულობის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 827-ე მუხლის შესაბამისად.
10.1.2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მიერ ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, საქართველოს კანონის - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“- შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru