კარტრიჯების დამუხტვა:
1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სავალდებულოა გაითვალისწინოს
შემდეგი: მომსახურების პროცესში გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი
ხარისხის ტონერი
დანართი №2 (თითოეული პოზიციის კარტრიჯისათვის), რის დამადასტურებლადაც
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ტონერის მწარმოებლის
სახელზე გაცემული საერთაშორისო სტანდარტის ISO9001:2015 და ISO14001:2015
დამადასტურებელი სერტიფიკატი.
2. კარტრიჯის და დრამის დამუხტვა/აღდგენა უნდა ითვალისწინებდეს დაცლილი
კარტრიჯის ფხვნილით შევსებას და საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული
ნებისმიერი სახის დეტალის (დანები, დრამი, ჩიპი, მაგნიტური / დამმუხტავი
ლილვი, ფოტოდოლი,რეზინის ღერძი, კორპუსი და ყველა სხვა აუცილებელი
დეტალი თუ ნაწილი) შეცვლას, რათა უზრუნველყოფილი იქნას კარტრიჯის და
დრამის მუშაობა ბეჭვდის მაღალი ხარისხით ყოველგვარი წერტილების,
ზოლების თუ ფონის გარეშე. სახარჯი მასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის. იმ
შემთხვევაში თუ მომსახურების გაწევისას მიმწოდებლის მიერ დაზიანებულ
იქნა კარტრიჯის ან/და დრამის კორპუსი მიმწოდებელი ვალდებულია
დაზიანებული დრამი ან/და კარტრიჯი შეცვალოს ახლით საკუთარი სახსრებით 2
(ორი) სამუშაო დღეში.
3. აღდგენილი კარტრიჯები/დრამები შეფუთული უნდა იყოს ჰერმეტულად
ტომარაში (ტრანსპორტირებისას ფხვნილის კარტრიჯიდან გადმოყრის
თავიდან ასაცილებლად), შეფუთული უნდა იყოს უსაფრთხო ტრანსპორტირების
უზრუნველყოფისათვის აუცილებელი შეფუთვით (სპეციალური ჰაერით
გასაბერი პარკით), ასევე უნდა იყოს გასუფთავებული და არ იწვევდეს
მომხმარებლის დასვრას ნარჩენი ტონერით.
4. აღდგენილი კარტრიჯის/დრამის ბეჭდვის რესურსი მოითხოვება არანაკლებ
თანდართული ცხრილით განსაზღვრული(აღდგენილი კარტრიჯის და დრამის მიერ
დასაბეჭდი ფურცლების რაოდენობა) 70%-ისა;
5. ყოველ აღდგენილ/დამუხტულ კარტრიჯს და დრამს უნდა მოყვეს აღდგენის
შემდგომი კარტრიჯის ტესტირების ფურცელი დანართი №4-ის სახით.
6.იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ აღდგენილი/დამუხტული
კარტრიჯი/დრამის გამოყენებით ან/და სხვა ჩატარებული სამუშაოს შედეგად
დაზიანდება შემსყიდველის ტექნიკა და დამატებით საჭირო გახდება
დაზიანებული ტექნიკის გაწმენდა, დეტალების გამოცვლა და სხვა,
მომწოდებელი ვალდებულია აღნიშნული ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი
ხარჯებით. ამასთან შეცვლილ (საჭიროებისამებრ) დეტალებზე უნდა
ვრცელდებოდეს 6 (ექვსი) თვიანი გარანტია.
7. პრეტენდენტი უნდა ფლობდეს სპეციალურ მოწყობილობა დანადგარებს
კარტრიჯებისა და კომპიუტერული ტექნიკის მომსახურებისთვის.
წარმოადგინოს დამადასტურებელი ფოტოსურათები.
8. სატენდერო კომისია უფლებამოსილია პრეტენდენტის მიერ სატენდერო
წინადადებაში მითითებულ მისამართზე, სატენდერო დოკუმენტაციის
ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით,
გადაამოწმოს მოთხოვნილი მომსახურების განხორციელებისათვის
აუცილებელი მატერიალურ- ტექნიკური ბაზა.
9. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან
არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მომსახურებაში შედის დაცლილი
კარტრიჯების ტრანსპორტირება (დაცლილი კარტრიჯების წაღება და მზა
საქონლის მოტანა შემსყიდველის მისამართზე ქ. თბილისი მიცკევიჩის ქ N29/29ა)
იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არასრულყოფილადაა
შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული,
მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი
ხარჯებით, ასეთი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული
დღის ვადაში;
10. კომპიუტერული ტექნიკის, ტელევიზორების, პროექტორების და კარტრიჯების
მარკა/ბრენდი და რაოდენობა მოცემულია დანართ N1-ში და დანართი N2-ში
(პრეისკურანტში).
11. მომსახურება უნდა განხორცილდეს დანართ N1-ში და დანართ N2-ში
(პრეისკურანტში) მითითებული შესაბამისი საქონლის და მომსახურების
შესაბამისად.
12. პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის
მეშვეობით, წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში (დანართი N1;
დანართი N2) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს
შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში
მითითებულ ერთეულის სავარაუდო მაქსიმალურ ფასებს.
13. თუ პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი პირველადი
წინადადების ფასი, ნაკლები იქნება პრეისკურანტის სავარაუდო
ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტმა ფასების კლება პროცენტულად და
პროპორციულად უნდა ასახოს პრეისკურანტის ჩამონათვალის თითოეული
პოზიციის ერთეულის ფასებზე. თუ ერთეულის ფასები გამოვიდა მრავალნიშნა
ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს
და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის
ჯამური ღირებულებაც.
14. პრეტენდენტის მიერ (ძირითად დროში ან ვაჭრობის დამატებითი რაუნდების
შედეგად ფასის ცვლილება) წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში
რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის
დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.
15. პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე,
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის და დანართი N2-ის (პრეისკურანტის)
წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის და დანართი №2-ის
(პრეისკურანტის) წარმოდგენა (ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის
მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ
ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს), გამოიწვევს პრეტენდენტის
დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.
17. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას გამოიყენოს ახალი
(არამეორადი) სათადარიგო ნაწილები. მეორადი ნაწილების გამოყენება
დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, მოცემულ შემთხვევაში
მეორადი სათადარიგო ნაწილის ფასი უნდა იყოს განსხვავებული და ის უნდა
განისაზღვროს საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ურთეირთშეთანხმების
საფუძველზე.
18. საგარანტიო ვადა (დანართი №1-ის თითოეული პოზიციისთვის):
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვე. ხოლო
დანართი №2-ში მოცემული თითოეული პოზიციისთვის სრულ დაცლამდე ნაბეჭდ
ფურცლებზე ხარვეზების გარეშე. საგარანტიო პერიოდში დაზიანების,
ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით
(შემსყიდველის მისამართიდან სერვის-ცენტრამდე და უკან შემსყიდველთან
ტრანსპორტირებას უზრუნველყოს მომწოდებელი) უნდა უზრუნველყოს
მომსახურებაზე ან/და გამოვლენილი ნაკლის (ხარვეზის) აღმოფხვრა
(შეკეთება ან კვლავ ახლით შეცვლა), შეტყობინებიდან (წერილობითი, ელ.
ფოსტის მეშვეობით ან სატელეფონო) არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის
ვადაში.
19. პრეისკურანტში დანადგარის ტექნიკური მომსახურების/საქონლის
რომელიმე ერთეულის არასებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი (მისი
შესყიდვის აუცილებლობისას) დადგინდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის
შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში
პრეისკურანტში დანადგარის ტექნიკური მომსახურების ერთულის
არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება
აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად
დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
20. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე რაიმე ხარვეზის აღმოჩენის
შემთხვევაში (თუ მომსახურება არ არის გაწეული სრულყოფილად)
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი გამოსწორება (გაწიოს საჭირო
მომსახურება და/ან ახალი შესყიდვის ობიექტის მიწოდება) არაუმეტეს 5
(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.