Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68879559)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National agency of Crime Prevention, Execution of Non-Custodial Sentences and Probation
Номер конкурса: 68879559
Дата публикации: 27-11-2025
Сумма контракта: 23 770


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021583
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.11.2025 18:24
Начало приема предложения 05.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.12.2025 18:00
Предполагаемая цена закупки 23`770.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
2026 წლის განმავლობაში შემსყიდველის ბალანსზე არსებული 67 (სამოცდაშვიდი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეცხვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 100.00 GEL
Размер гарантии 238 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: merabi jibuti :: 17.11.2025 11:06
  • Последнее исправление: inga gulordava :: 27.11.2025 18:24
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655478&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

2026 წლის განმავლობაში შემსყიდველის ბალანსზე არსებული 67 (სამოცდაშვიდი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეცხვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ტექნიკური დავალების შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის ბალანსზე არსებული ავტომანქანების რეცხვის მომსახურება, კერძოდ:
ა) სედანის ტიპის ავტომანქანის გარეცხვა წლის განმავლობაში - 593-ჯერ;
ბ) ჯიპის ტიპის ავტომანქანების გარეცხვა წლის განმავლობაში - 397 -ჯერ;
1.2.2. ავტომანქანების რეცხვა უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში, ქ, ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. გორში, ქ. რუსთავში, ქ. თელავში და ქ. ახალციხეში და ქ. ამბროლაურში. მიმწოდებელს უფლება აქვს შემსყიდველს შესთავაზოს დამატებით სხვა ავტოსამრეცხაოებიც.
1.2.3. მიმწოდებელს თბილისში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 5 ავტოსამრეცხაო, ხოლო სხვა ქალაქებში მინიმუმ 1 ავტოსამრეცხაო. ქ. თბილისში არსებულ ავტოსამრეცხაოებში უნდა იყოს ერთდროულად მინიმუმ 3 (სამი) ავტომანქანის გასარეცხად საჭირო ფართი და შესაბამისი აღჭურვილობა. სხვა ქალაქებში არსებულ ავტოსამრეცხაოებში უნდა იყოს მინიმუმ 1 (ერთი) ავტომანქანის გასარეცხად საჭირო ფართი და შესაბამისი აღჭურვილობა.
1.2.4. რეცხვის მომსახურება უნდა განხორციელდეს მოცდის გარეშე.
1.2.5. მომსახურების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საბარათე (პლასტიკური ბარათების) საშუალებით ასევე რეცხვის შესაბამისი ტალონებითაც.
1.2.6. რეცხვის ტალონი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიმწოდებლის დასახელება;
ბ)ტალონის იდენტიფიცირების ნომერი;
გ)ავტომანქანის სახეობა (ტიპი);
1.2.7. შემსყიდველის მოთხოვნიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მოთხოვნილი რაოდენობის, ტალონების მიწოდება თვეში ერთხელ უსასყიდლოდ, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N42;
1.2.8. ტალონის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს შეზღუდული, მისი მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს შემსყიდველთან ტალონების საერთო მარაგის ამოწურვამდე.
1.2.9. მომსახურების საბარათე (პლასტიკური ბარათების) საშუალებით მიწოდებისას მიმწოდებელმა საწყისი ეტაპისთვის უნდა უზრუნველყოს 67 (სამოცდაშვიდი) ცალი პლასტიკური ბარათის დამზადება, ავტოსაშუალებების სახელმწიფო ნომრების დატანით და შემსყიდველისათვის მიწოდება უსასყიდლოდ, მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N42. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ავტომანქანის ნომრების და ტიპების შესახებ ინფორმაციას შემსყიდველი მიაწვდის მიმწოდებელს.
1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია თავის ვებ-გვერდზე გაუხსნას შემსყიდველს სპეციალური ანგარიში და უზრუნველყოს შეძენილი რეცხვის მომსახურების ჩარიცხვა აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით. პლასტიკურ ბარათზე შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრონულად რეცხვის რაოდენობების დარიცხვა და მოხსნა. სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას და შემსყიდველს უფლება აქვს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე ინტერნეტით მიმწოდებლის ვებ-გვერდის საშუალებით, შემსყიდველის სახელისა და საიდენტიფიკაციო პაროლის გამოყენებით.
1.2.11. პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში მისი მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის კუთვნილ ნებისმიერ ავტოსამრეცხაო სადგურში.
1.2.12. პლასტიკური ბარათის და მისი პროგრამული მხარდაჭერის გამართული ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
1.2.13. ავტომანქანის რეცხვისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის ძარის, სალონის და საბარგულის გარეცხვა/გასუფთავება. რეცხვისას/გასუფთავებისას უნდა იყოს გამოყენებული მაღალი წნევის რეცხვის დანადგარი და სპეციალური სარეცხი/საწმენდი საშუალებები.
1.2.14. მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. რეცხვის ტალონების მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, თვეში ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო შესყიდვის ობიექტის (რეცხვის მომსახურება) მიწოდება განხორციელდება, ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან ტალონების საერთო მარაგის ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
2. პლასტიკური ბარათების მეშვეობით რეცხვის მომსახურება უნდა განხორციელდეს, ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. რეცხვის ტალონების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან, ეტაპობრივად, თვეში ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო შესყიდვის ობიექტის (რეცხვის მომსახურება) მიწოდება განხორციელდება, ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან, ტალონების საერთო მარაგის ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
1.5.2. პლასტიკური ბარათების მეშვეობით რეცხვის მომსახურება უნდა განხორციელდეს, ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5.3. მომსახურების მიწოდების ადგილია: მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამრეცხაოების მისამართები, რაც დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების დროს.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023, 2024 და 2025 (ცალ-ცალკე) წლებში, გაფორმებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 ხელშეკრულება ანალოგიურ მომსახურებაზე (ავტოსატრანსპორტო საშუალების რეცხვის მომსახურება), რომელთა ფარგლებში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 30 000.00 (ოცდაათი ათასი) ლარზე ნაკლები. ამასთან 1 ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000.00 (ათი ათასი) ლარს.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებები და შესრულების დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამისი ანგარიშფაქტურები. თუ პრეტენდენტი იმ დროისათვის არ იყო დღგ-ის გადამხდელი და ვერ წარმოადგენს ანგარიშფაქტურას, მაშინ მან მიღება-ჩაბარების აქტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტები).

თუ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდევბის ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მაშინ წარმოდგენილ უნდა იქნას მხოლოდ შესაბამისი სატენდერო განცხადების SPA/NAT/CMR და ა.შ. ნომრები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1.მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ქალაქ თბილისში მინიმუმ 5 (ხუთი) სამრეცხაო თითოეულში მინიმუმ 3 (სამი) ბოქსით. ამასთან ქალაქ თბილისში არსებულ მინიმუმ 1 (ერთი) სამრეცხაოს უნდა გააჩნდეს იზოლირებული, კეთილმოწყობილი (გადახურული, გათბობით) მოსაცდელი სივრცე.
2.3.1.2.პრეტენდენტს ასევე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) სამრეცხაო, თითოეულში მინიმუმ 1 (ერთი) ბოქსით შემდეგ ქალაქებში: ქ, ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. გორში, ქ. რუსთავში, ქ. თელავში, ქ. ახალციხესა და ქ. ამბროლაურში.
2.3.1.3.პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია დანართი №2-ის შესაბამისად ავტოსამრეცხაო(ები)ს შესახებ მისამართების მითითებით, სადაც განხორციელდება ავტომანქანების რეცხვის მომსახურება.
2.3.1.4.პრეტენდენტმა ასევე ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს სამრეცხაოს საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მისამართების მითითებით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია:
2.9.1. ფასების ცხრილი (1.3 პუნქტის შესაბამისად), რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);
2.9.2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (2.2.1 პუნქტის შესაბამისად);
2.9.3. პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია №2 დანართის შესაბამისად (2.3.1. პუნქტის შესაბამისად) და სამრეცხაოს საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მისამართების მითითებით.
2.9.4. პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მომსახურების რომელ საშუალებას გამოიყენებს: საბარათე პლასტიკური ბარათებს თუ რეცხვის შესაბამისი ტალონებს;
2.9.5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული ფაილის სახით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასკვნა ცალსახად უნდა ადასტურებდეს დაფიქსირებულ ფასად, მიმწოდებლის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესარულების შესაძლებლობას. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ „ ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1.საბარათე (პლასტიკური ბარათების) საშუალებით რეცხვის მომსახურებისას ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურებაზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების და შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირების განმახორციელებელი პირის დადებითი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.
7.2.2.ტალონებით რეცხვის შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული რეცხვის ტალონის ღირებულების მიხედვით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დოკუმენტაციის ან/და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან/დადასტურებიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მერაბი ჯიბუტი, 577768867, mjibuti333@gmail.com 577768867, MJibuti@prevention.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.2. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.4. აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება ამ კონკრეტული ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს.
10.1.7.პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru