Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #68879554)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: N (N) LP Municipal Infrastructure and Improvement Division
Номер конкурса: 68879554
Дата публикации: 27-11-2025
Сумма контракта: 299 996


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021541
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.11.2025 17:15
Начало приема предложения 13.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 299`996.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45260000 - Кровельные работы и другие специализированные строительные
  • 45261210 - Работы по укладке кровельного покрытия
  • 45261910 - Ремонт крыши
Срок подачи 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ქ. ბათუმში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის ფარგლებში ქალაქში არსებული მრავალსართულიანი/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია (შეცვლა, რემონტი, განახლება).
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`000.00 GEL
Размер гарантии 3`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tea tavdgiridze :: 09.10.2025 10:54
  • Последнее исправление: tea tavdgiridze :: 27.11.2025 17:15
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=650856&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 ქ. ბათუმში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის ფარგლებში ქალაქში არსებული მრავალსართულიანი/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია (შეცვლა, რემონტი, განახლება).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ჩასატარებელი სამუშაოების სახეობები და ჩამონათვალი:
1. არსებული დაზიანებული სახურავის (ბურულის) დემონტაჟი დასაწყობებით ან და გატანა ნაყარში;
2. არსებული დაზიანებული ხის კონსტრუქციის დემონტაჟი დასაწყობებით ან და გატანა ნაყარში;
3. მაუერლატის სამონტაჟოდ არსებულ კედლებზე (იგულისხმება ბეტონის კონსტრუქცია) რკ ბეტონის სარტყლების მოწყობა დ-14 ა-III არმატურისა და გლინულა დ-6 გამოყენებით ბ-25 ბეტონით;
4. რკ/ბეტონის სარტყელში გლინულა დ6-ის ჩაყოლება შემდგომში მაუერლატის დასამაგრებლად ბიჯით არაუმეტეს 1000 მმ.;
5. რკ/ბეტონის სარტყელზე საიზოლაციო ფენა ლინოკრომის მოწყობა შემდგომში მაუერლატის მოსაწყობად;
6. მაუერლატის მოწყობა სისქით 50 მმ სიგანით 200 მმ.;
7. ხის ძელებით გადახურვის კონსტუქციების მოწყობა;
ა - ნივნივა განივკვეთით არანაკლებ 70*140 მმ.;
ბ - დგარები განივკვეთით არანაკლებ 140*140 მმ.;
გ - ირიბანა განივკვეთით არანაკლებ 70*140 მმ.;
დ - მოლარტყვა განხორციელდეს ხის ფიცრებით სისქით არანაკლებ 3სმ-სა და სიგანით არანაკლებ 15სმ-ის. (დაშორება ფიცრებს შორის არაუმეტეს 25სმ);
შენიშვნა:
ხის კონსტრუქციები უნდა იქნეს ანტისეპტიკური და ცეცხლგამძლე ხსნარებით დამუშავებული. ნივნივებს შორის მანძილი არაუმეტეს 1 მ-სა ღერძებში;
8. გადახურვის მოწყობა ფერადი თუნუქით (ბრტყელი, პროფფენილი თუ მეტალო- კრამიტი არსებულის იდენტური ან დამკვეთის მიერ მითითებული);
9. წყალსაწრეტი ღარებისა და მილების მოწყობა (ძაბრები, მუხლები და მილის დაბოლოებები). სამაგრი დეტალები (ხამუტები) განლაგდეს წყალსაწრეტ ღარებში არაუმეტეს 500 მმ-სა და წყალსაწრეტ მილებში არაუმეტეს 1000 მმ-სა;
10. თოვლდამჭერი პარაპეტების მოწყობა.

1. გამოყენებული მასალის მახასიათებლები:
ა) ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის N1-1/251 ბრძანებით დადგენილ სამშენებლო წესებსა დანორმებს.
ბ) თუნუქი - წითელი ან/და მწვანე შემსყიდველთან შეთანხმებით, (საერთაშორისო -RAL- ის კატალოგის მიხედვით დამზადებული) ფასების ცხრილის შესაბამისად, სისქე: საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად ან/და 0,50 მმ.
გ) წყალშემკრები ღარი - 32 - 35 სმ სიგრძის შეღებილი, თუნუქი მრავალფენიანი დამცავი საშუალებებით; ძირი 10 - 11 სმ; უკანა სიმაღლე 9,6 -10 სმ; წინა სიმაღლე 12 – 13 სმ; 0,45 - 0,50 მმ სისქე.
დ) წყალშემკრები ღარის კაუჭი: ფოლადი, რომლის სისქე შეადგენს 3 მმ, კაუჭის სიგრძე რომლისგანაც აქსესუარი არის დამზადებული 50 - 51 სმ, სიგანე 21 - 22 მმ;
ე) წყალსაწრეტი მილი: დამზადებული 0,45 - 0,50 მმ სისქის თუნუქი, შეღებილი მრა-ვალფენიანი დამცავი საშუალებებით საერთაშორისო RAL - ის კატალოგის მიხედვით;

2. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა:
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
ა) შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
ბ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
გ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა;
დ) მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა გარემოზე;
ე) ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსთან“, წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით;
ვ) სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით სამი დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ;
ზ) სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს.

3. სამუშაოთა შესრულების წესი
ა) შემსრულებელმა სამუშაოები უნდა აწარმოოს ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს წერილობითი დავალების საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება მისამართი და სამუშაოების შესრულების გონივრული ვადა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე;
ბ) სამუშაოების შესრულების წესი განისაზღვრება ამ თავით და ხელშეკრულების პირობებით. შემსრულებელმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები იმ სამუშაოებზე, რომლებზეც საჭიროა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოება;
გ) შემსრულებელმა უნდა აწარმოოს საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსყიდველს უნდა წარუდგინოს პროექტის შესრულების შესახებ საერთო ანგარიში (დასურათებული, ელექტრონული და ბეჭდური ფორმით). სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების და შუქნიშნების დაყენება;
დ) მშენებლობის დროს აუცილებელია СHиП-ებით ხელმძღვანელობა, შესრულება და დაცვა მათი მოთხოვნებისა შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში. მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს საერთო კოლექტიური დაცვის ღონისსძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა.
ბ) მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს ყველა საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრულია მოქმედი სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით.

4. ნორმატიული დოკუმენტები:
მუშაობის პროცესში შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სტანდარტების მიხედვით: СНиП II-26-76 სახურავები.

5. ექსპერტიზის დასკვნა შესრულებულ სამუშაოებზე:
ა) ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების (თითოეული ობიექტის) საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა ყველა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
ბ) ექსპერტიზისათვის საჭირო ხარჯები უნდა გაიღოს პრეტენდენტმა;
გ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შესრულებულ სამუშოებზე უნდა პასუხობდეს კონკრეტულად დასმულ კითხვას: პრეტენდენტის მიერ შესრულებული ყველა სამუშაო შესაბამისობაშია თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. ქ. ბათუმის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 60 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.
1.6.2. შესრულებულ სამუშაოებზე, ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია 2 (ორი) წლის ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაობის მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები (სახურავების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით;
2.2.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, ფორმა №2 ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).
2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო ან სახელმწიფო შესყიდვის ქვეკონტრაქტორის შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა “2.2.1.2“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები.
2.2.1.4. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ ან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სხვა პრეტენდენტის მიერ წარმოგენილ უცხო ქვეყანაში შედგენილ გამოცდილების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერები ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2.2.1.5. სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშზე არსებული ინფორმაციებით და ატვირთული დოკუმენტაციებით შესაძლებელი იქნება სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება, დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენას არ საჭიროებს.
2.2.1.6. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართის სახითაც.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტზე მომუშავე ყველა ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის შესახებ ამ ორგანიზაციათა გამოცდილების შესახებ ინფორმაციაზე მითითებით არაუგვიანეს 5 დღით ადრე სანამ ქვეკონტრაქტორი შეუდგება საქმიანობას.
2.8.1.2. აღნიშნულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
2.8.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შეცვალოს ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც არაჯეროვნად (უხარისხოდ/დაგვიანებით) ასრულებს სამუშაოებს. აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა. ხსენებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში. მიმწოდებელს დამატებით დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 (ნული მთელი ხუთი მეასედი) %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ან შემსყიდველი ისარგებლებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებით და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20 %-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად;
4.1.1.3. ექსპერტიზისათვის საჭირო ხარჯები უნდა გაიღოს პრეტენდენტმა;
4.1.1.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა უნდა პასუხობდეს კონკრეტულად დასმულ კითხვას: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით შესაძლებელია თუ არა საპროექტო-სახარჯთარრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორების ვალუტაა ქართული ლარი.
7.2.2. ანგარიშსწორების ფორმაა უნაღდო, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
7.2.3. ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის, გადახდის სერთიფიკატის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. ობიექტის დასრულებისას ანგარიშსწორება განხორციელდება ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდგომ.
7.2.4. თუ ანგარიშსწორება უნდა შესრულდეს არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება გადახდის ვადის გადაცილებად.
7.2.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მხოლოდ მის მიერ ფაქტობრივი მოცულობებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სამუშაოთა აუთვისებელი მოცულობებისა და სამუშაოთა სახეობების შესრულებაზე და მის გადახდაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეა თავდგირიძე, 558310865, ketilmotskobaspa@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ არჩილ სურმანიძეს 511 148 302.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru