Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования (Грузия - Тендер #68848186)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 68848186
Дата публикации: 26-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250021452
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.11.2025 22:43
Начало приема предложения 06.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.12.2025 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 11`743.50 GEL
Контрактная цена объекта закупки 50`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50400000-Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования
Коды классификатора
  • 50413200 - Ремонт и техническое обслуживание противопожарного оборудования
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 1 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების (სისტემის) ტექნიკური მომსახურების (პრეისკურანტით) სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 48.00 GEL
Размер гарантии 500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar jamagidze :: 25.11.2025 12:00
  • Последнее исправление: tea razmadze :: 26.11.2025 22:43
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657014&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების (სისტემის) ტექნიკური მომსახურების (პრეისკურანტით) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სახანძრო სისტემის: PREVIDIA216 (წარმოშობის ქვეყანა - იტალია, მწარმოებელი - INIM Electronics) და APOLLO (წარმოშობის ქვეყანა - ინგლისი) ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების (სისტემის) ტექნიკური მომსახურება, რომელიც შედგება:
1.2.1.1 სამისამართო პანელი Previdia216, 8 მარყუჟით -1 კომპლექტი;
1.2.1.2 სამისამართო პანელის რეპიტერი FPMCPU - 1 კომპლექტი;
1.2.1.3 სამისამართო ოპტიკური კვამლის დეტექტორი UK/APOLLO/55000620/SA5100-600APO – 676 ცალი;
1.2.1.4 სამისამართო სამაგრი ძირი UK/APOLLO/45681-210 – 676 ცალი;
1.2.1.5 სამისამართო ხელის ღილაკი UK/APOLLO/SA5900-908 – 48 ცალი;
1.2.1.6 სამისამართო მანათობელი სირენა UK/APOLLO/5500-005 – 46 ცალი.

1.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას უზრუნველყოს სისტემის ყოველთვიური ინსპექტირება/შემოწმება და სრული შემოწმება მის სწორ/გამართულ ფუნქციონირებაზე, რაც მოიცავს შემდეგს:
1.2.2.1 დაკვირვებას სახანძრო სიგნალიზაციის სისტემაზე ცენტრალური კვების გათიშვის დროს (თვეში ერთხელ);
1.2.2.2 დაკვირვებას სახანძრო სიგნალიზაციის სისტემაზე ალტერნატიული კვების გათიშვის დროს (ორ თვეში ერთხელ);
1.2.2.3 მართვის პანელის და დეტექტორების პროგრამულ კონფიგურირებას და სცენარების გაწერას;
1.2.2.4 სახანძრო სიგნალიზაციის შეერთებების შემოწმებას (თვეში ერთხელ);
1.2.2.5 დაკვირვებას სახანძრო სიგნალიზაციის სისტემაზე ხაზის დაზიანების დროს;
1.2.2.6 ხელოვნურად სახანძრო სიგნალიზაციის განგაშის რეჟიმში მოყვანას (სულ 2-ჯერ, შემსყიდველის დავალების შესაბამისად);
1.2.2.7 სისტემის დეტექტორების შემთხვევითი შერჩევით გააქტიურებას (სულ 2-ჯერ, შემსყიდველის დავალების შესაბამისად);
1.2.2.8 საგანგაშო მოწყობილობების რეაგირების შემოწმებას განგაშის დროს (სულ 2-ჯერ, შემსყიდველის დავალების შესაბამისად);
1.2.2.9 სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის განგაშის რეჟიმში მოყვანას ცენტრალური კვებიდან გათიშულ მდგომარეობაში ყოფნის დროს (სულ 2-ჯერ, შემსყიდველის დავალების შესაბამისად);
1.2.2.10 ხანძრის სამართავი პანელის, კვების, დეტექტორისა და საკაბელო ქსელების შემოწმებას (თვეში ერთხელ);
1.2.2.11 პროგრამული ლიცენზიების უფასო აქტივაციას.

1.2.3 მიმწოდებელმა ინსპექტირების/შემოწმების შედეგად უნდა გასცეს წერილობითი დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს, კონკრეტული გამოვლენილი ხარვეზის/შეფერხების აღწერას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მიმწოდებლის მიერ ინსპექტირების/შემოწმების პროცესს, ასევე, შესაძლოა ესწრებოდეს შემსყიდველის წარმომადგენელიც.
1.2.4 პრეტენდენტს უფლება აქვს ადგილზე გაეცნოს შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებულ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებს (სისტემას).
1.2.5 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტში ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.6 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტში მოცემული ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით, ე.წ. კლების პრინციპით.
1.2.7 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრული ერთეულის ღირებულებებს.
1.2.8 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.9 პრეტენდენტის მიერ განფასებული საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი ატვირთული უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით (დანართი N1), რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
1.2.10 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული საქონლის ღირებულება, საჭიროების/მოთხოვნის შემთხვევაში, მოიცავს თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც და საქონლის მონტაჟისთვის საჭირო ყველა სახარჯი მასალის ღირებულებასაც.
1.2.11 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 1 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების შეკეთება ან შეცვლა შემსყიდველის დავალებიდან არაუგვიანეს 24 საათში. იმ შემთხვევაში თუ აგრეგატის შესაკეთებლად საჭირო დეტალის შეძენა საქართველოში შეუძლებელია და საჭიროებს საქართველოს საზღვრებს გარეთ შესყიდვას, მიმწოდებელი და შემსყიდველი ვალდებულნი არიან წერილობითი ფორმით შეთანხმდნენ გონივრულ ვადაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
1.7.1.2 პრეისკურანტით გათვალისწინებული საქონელი უნდა იყოს ახალი და უნაკლო.
1.7.1.3 შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 6 (ექვსი) თვეს.
1.7.1.4 საგარანტიო ვადაში მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, შეცვლილი სათადარიგო ნაწილის ან/და გაწეული მომსახურების დეფექტის/ხარვეზის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში, შემსყიდველის შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი/ხარვეზი/წუნი - შეაკეთოს ან შეცვალოს დეფექტის მქონე საქონელი ახლით ან აღმოფხვრას გაწეულ მომსახურებაში გამოვლენილი დეფექტი/ხარვეზი/წუნი, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების (სისტემის) ტექნიკური მომსახურების გაწევის ან/და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების მიწოდების და მონტაჟის გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტთან დასაქმებულ პერსონალს (მინიმუმ 1 ადამიანი) უნდა გააჩნდეს Apollo-ს მიერ გაცემული სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის აპარატურის ტექმომსახურების მიმართულებით სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს დასაქმებულ პირ(ებ)თან პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ან/და პრეტენდენტის მიერ გამოცემული ბრძანება ან/და პრეტენდენტის მიერ გაცემული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სერტიფიკატი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს INIM Electronics-ის (არსებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მწარმოებელი) მიერ მის სახელზე გაცემული დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის უფლებამოსილება საქართველოს ტერიტორიაზე დაამონტაჟოს, მხარი დაუჭიროს და მომსახურება გაუწიოს INIM Electronics-ის მიერ წარმოებულ მოწყობილობებს.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის (საშემფასებლო) დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (საქონლისა და მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში) (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით (საქონლისა და მომსახურების ხარჯთაღრიცხვით) განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ჯამაგიძე, 571059111, tamarjamagidze1@gmail.com , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი - დავით კუტალაძე; მობ: 577157547; ელ-ფოსტა: d.kutaladze@tbilisi.gov.ge.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.7.1 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.6, 1.2.7 და 1.2.9 პუნქტების გათვალისწინებით.
10.1.7.2 დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;
10.1.7.3 INIM Electronics-ის (არსებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მწარმოებელი) მიერ პრეტენდენტის სახელზე გაცემული დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად;
10.1.7.4 დოკუმენტაცია პრეტენტენტის პერსონალის სერტიფიცირებისა და დასაქმების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru