Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Страховые и пенсионные услуги (Грузия - Тендер #68816133)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LLC Gardabani TPP
Номер конкурса: 68816133
Дата публикации: 25-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250021266
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2025 17:04
Начало приема предложения 21.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 26.12.2025 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 92.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 478`032.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 66500000-Страховые и пенсионные услуги
Коды классификатора
  • 66511000 - Услуги по страхованию жизни
  • 66512000 - Услуги по страхованию от несчастных случаев и медицинское страхование
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრის 00:00 საათიდან 12 თვის განმავლობაში.
Дополнительная информация
Procurement type: Electronic Tender without Reverse Auction (NAT) with price list;
Announcment number: NAT_____;
Procurement proceeding status: Announced;
Procuring entities: LLC "GARDABANI TPP";
Procurement announcement date: 25.11.2025;
Bids accepted from: 21.12.2025;
Deadline for bid submission: 26.12.2025;
Financing - 2026 Funds (year);
Estimated value of the price list: 92.00 GEL;
Contractual value of the procurement object: 478032.00 GEL;
Bid must be submitted: Excluding VAT;
Classifier (CPV) code: 66500000 – Insurance and pension Services;
Classifier (CPV) code and specific procurement object:
• 66511000– Life Insurance Service;
• 66512000– Accident and health Insurance Services;
Amount or Volume of Procurements: According the tender documentation;
Supply period: Within 12 months from the date of signing the agreement, but no earlier than 00:00 on January 1, 2026;
Bid reduction step: 1.00 GEL;
Guarantee amount: 4780.00 GEL;
Guarantee validity period: 160 Day
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 4`780 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan pulariani :: 05.11.2025 10:52
  • Последнее исправление: levan pulariani :: 25.11.2025 17:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653916&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ და შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ -ის თანამშრომლების ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ერთობლივი შესყიდვა (პრეისკურანტით); თანდართული დანართი №1-ისა (ფასების ცხრილი) და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის (მომსახურების აღწერილობა და პირობები) შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების აღწერილობა და პირობები იხილეთ დანართი №2-სა და დანართი №2.1-ში;

დასაზღვევი თანამშრომლების სავარაუდო რაოდენობაა: შპს „გარდაბნის თბოსადგური“ - 237 თანამშრომელი, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ - 196 თანამშრომელი; სულ - 433 თანამშრომელი.
ხოლო, შპს „გარდაბნის თბოსადგური“ -ს მიერ დასაზღვევი - ოჯახის წევრი, სამი და მეტი ოჯახის წევრი და სხვა ოჯახის წევრი - 307, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს მიერ დასაზღვევი - ოჯახის წევრი, სამი და მეტი ოჯახის წევრი და სხვა ოჯახის წევრი - 269; სულ - 576. (ზემოხსენებული რაოდნეობები არის სავარაუდო და ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შემსყიდველს უფლება აქვს უზრუნველყოს აღნიშნული რაოდენობის გაზრდა/შემცირება. ასევე, შემსყიდველი არ არის ვალდებული უზრუნველყოს სრულად აღნიშნული რაოდენობის თანამშრომელთა დაზღვევა).
იხილეთ დანართი №2 და №2.1.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრის 00:00 საათიდან 12 თვის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებლის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის (ფასების ცხრილი), დანართი №2-ის (მომსახურების აღწერილობა და პირობები), დანართი №2.1-ის (დასაქმებულთა უბედური შემთხვევის დაზღვევა) და დანართი №3-ის (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი) პირობების შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი არანაკლებ 2 დადებითი რეკომენდაცია, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (აღნიშნული მოთხოვნების დამადასტურებელი ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული რეკომენდაციებში):
• გაცემული უნდა იყოს აღნიშნული ტენდერის გამოცხადების შემდეგ პერიოდში;
• გაცემული უნდა იყოს ისეთი ორგანიზაციის მიერ, სადაც დაზღვეული იყო მინიმუმ 100 თანამშრომელი;
• რეკომენდაციაში უნდა იყოს აღნიშნული, თუ რამდენად ხარისხიანად და სრულად შეასრულა მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება;
• რეკომენდაციაში მითითებული მომსახურების გაწევის პერიოდი უნდა იყოს მინიმუმ 12 თვე და დასრულებული უნდა იყოს აღნიშნული პერიოდის მინიმუმ ნახევარი, ხოლო მომსახურების გაწევის დაწყების თარიღი უნდა იყოს არაუადრეს 2022 წლის 1 იანვრისა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 60 პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება (გარდა სტომატოლოგიურისა) საქართველოს მასშტაბით, აქედან მინიმუმ 30 ქალაქ თბილისის მასშტაბით და არანაკლებ ერთი საქართველოს თითოეულ რეგიონალურ ცენტრში. ამასთან, ქ. რუსთავში არანაკლებ 2 (ორი) პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება, ხოლო ქ. გარდაბანში არანაკლებ 1 (ერთი) პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება.
2.3.1.2. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის VIP ექიმის მომსახურების გაწევა, სრული სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, ქ. თბილისის მასშტაბით შემოთავაზებულ პროვაიდერ კლინიკებიდან არანაკლებ 1 კლინიკაში.
2.3.1.3. ქალაქ თბილისში შემოთავაზებული პროვაიდერი დაწესებულებებიდან უნდა იყოს:
2.3.1.3.1. არანაკლებ 4 მრავალფუნქციური სამედიცინო დაწესებულება (იგულისხმება დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების მიღება);
2.3.1.3.2. არანაკლებ 4 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება ამბულატორიული პედიატრიული სამედიცინო მომსახურების მიღება, მათ შორის არანაკლებ 2 სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონალური პედიატრიული სამედიცინო მომსახურების მიღება. ასევე, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას არანაკლებ 1 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მომსახურების მიღება (გამოძახება);
2.3.1.3.3. არანაკლებ 3 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება ყელ-ყურ-ცხვირის სამედიცინო მომსახურების მიღება;
2.3.1.3.4. არანაკლებ 2 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება ოფთალმოლოგიური სამედიცინო მომსახურების მიღება;
2.3.1.3.5. არანაკლებ 3 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სამშობიარო სამედიცინო მომსახურების მიღება;
2.3.1.3.6. არანაკლებ 3 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება კარდიოლოგიური სამედიცინო მომსახურების მიღება, რომელიც უნდა მოიცავდეს თერაპიულ კარდიოლოგიას, კარდიოქირურგიას, ინტერვენციულ კარდიოლოგიას და ლაბორატორიულ ინსტრუმენტალურ კვლევებს;
2.3.1.3.7. არანაკლებ 1 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება უროლოგიური და ნეფროლოგიური სამედიცინო მომსახურების მიღება;
2.3.1.3.8. არანაკლებ 1 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სხივური თერაპიის ჩატარება;
2.3.1.3.9. არანაკლებ 1 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება (მათ შორის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია);
შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.3 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მიზნით, პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულება, რომელიც წინამდებარე ტენდერში წინადადებების წარდგენის მომენტისათვის წარმოადგენს კოვიდ ცენტრს/კლინიკას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარმოდგენილი სამედიცინო დაწესებულება იქნება ნაწილობრივ კოვიდ ცენტრი/კლინიკა, რომელშიც შესაძლებელი იქნება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სამედიცინო მომსახურების მიღება.
2.3.1.4. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 9 პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკა ქ. თბილისის მასშტაბით, ასევე არანაკლებ ერთი სტომატოლოგიური პროვაიდერი კლინიკა საქართველოს თითოეულ რეგიონალურ ცენტრში.
2.3.1.5. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ უნდა იქნას არანაკლებ 3 პროვაიდერი ლიცენზირებული სააფთიაქო ქსელი, აქედან თითოეულ სააფთიაქო ქსელს უნდა ქონდეს მინიმუმ 30 აფთიაქი საქართველოს მასშტაბით, საიდანაც მინიმუმ 10 აფთიაქი იქნება ქ. თბილისში.
2.3.1.6. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ უნდა იქნას ქ. თბილისში არანაკლებ 1 პროვაიდერი სამედიცინო ლაბორატორია (დასაშვებია როგორც ცალკე, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ლაბორატორია), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ISO 15189 სტანდარტის მოთხოვნებს, რის დადასტურების მიზნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სერთიფიკატი/აკრედიტაციის მოწმობა (წარმოდგენილი სერთიფიკატი/აკრედიტაციის მოწმობა მოქმედი უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის წინადადებების მიღების დასრულების დღისთვის).
2.3.1.7. მიმწოდებელმა ქ. თბილისში უნდა უზრუნველყოს არანაკლებ ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში პირადი (ოჯახის) ექიმის განთავსება (აღნიშნულ რაოდენობაში არ ჩაითვლება VIP ოჯახის ექიმი), ხოლო საქართველოს რეგიონულ ცენტრებში - არანაკლებ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, დაზღვეულ პირს აქვს უფლება ისარგებლოს მიმწოდებლის ნებისმიერ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში პირადი (ოჯახის) ექიმის მომსახურებით (დაწესებულებაში პირადი (ოჯახის) ექიმის არსებობის შემთხვევაში).
-პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროვაიდერი კლინიკების (ჰოსპიტალური, ამბულატორიული და სტომატოლოგიური) სრული ჩამონათვალი ზუსტი საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონის ნომერი) და მისამართების მითითებით; სააფთიაქო ქსელების (აფთიაქები) და სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქსელის შესახებ ზუსტი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი) და მისამართები.
ასევე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი ფასდაკლებების ნუსხა ცხრილის სახით (დაწესებულების დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი, ფასდაკლების ოდენობა)_ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #2-ის 6.25 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებებზე.
შენიშვნა: - პრეტენდენტს არ აქვს უფლება შემოთავაზებული არანაკლებ 4 პროვაიდერი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება დამატებით გაითვალისწინოს სხვადასხვა სამედიცნო მომსახურების მიღების მიზნით;

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემდეგი მოქმედი ლიცენზიები:
ა) სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია;
ბ) დაზღევის ლიცენზია (არა სიცოცხლის).

2.7.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სამედიცინო ლაბორატორი(ებ)ის ISO 15189 სტანდარტთან შესაბამისობის სერთიფიკატი/აკრედიტაციის მოწმობა (წარმოდგენილი სერთიფიკატი/აკრედიტაციის მოწმობა მოქმედი უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის წინადადებების მიღების დასრულების დღისთვის), გაცემული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე–18 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციის პროექტში არ არის გათვალწინებული ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხდება, სამედიცინო დაზღვევის მომსახურების შესყიდვა და პრეტენდენტების ფასი დამოკიდებულია კომპანიის შიდა პოლიტიკაზე, მათ გამოცდილებასა და პორტფელზე. ამასთან ზარალის/მოგების განსაზღვრა დამოკიდებულია შემთხვევით სიდიდეზე (სადაზღვევო შემთხვევების რაოდენობაზე), რისი წინასწარ დათვლაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია ანალოგიური შესყიდვის გამოცდილების გათვალისწინება, ვინაიდან წინამდებარე პროექტი სხვა შემსყიდეველი ორგანიზაციების შესყიდვისგან განსხვავდება, მიმართვიანობით და რისკიანობის მაჩვენებლითაც. ამასთან, სადაზღვევო მომსახურება წარმოადგენს ლიცენზირებად საქმიანობას და პრეტენდენტები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე გააჩნდეთ გარკვეული ოდენობის საწესდებო კაპიტალი, რომლის 80%-ს მზღვეველი უნდა ფლობდეს ფულადი ფორმით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წინამდებარე ტენდერში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება არ მოითხოვება.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

სულ მცირე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000.00 ლარს უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, გაცემული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის/სადაზღვევო კომპანიის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ გარანტიის გამცემი არ იქნება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი/სადაზღვევო კომპანია, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც დამოწმებული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ. საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N4.1-ის (ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა/ნიმუში) არსებითი პირობების დაცვით.
6.4.2. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნილი ოდენობის ნახევარი.
6.4.3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, არ უნდა იყოს გაცემული სატენდერო კომისიის მიერ წინამდებარე ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილი პრეტენდენტის მიერ.
6.4.4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ყოველთვიურად, ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე. თუ მომსახურების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება მომსახურებაგაწეულ დღეთა პროპორციულად.
7.2.2 ანაზღაურება განხორციელდება სააგარიშო თვეში ფაქტიურად დაზღვეულ პირთა რაოდენობის მიხედვით.
7.2.3 დამზღვევი უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომლის სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდას არაუმეტეს „A“ (საბაზისო) პაკეტის ღირებულების ოდენობით.
7.2.4. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს სურვილი აქვს, შეიძინოს ინდივიდუალური პაკეტი, რომლის ღირებულებაც აღემატება ინდივიდუალური „A“ (საბაზისო) პაკეტის ფასს, შემსყიდველი დაზღვეულის სასარგებლოდ იხდის მხოლოდ ინდივიდუალური „A“ (საბაზისო) პაკეტის სადაზღვევო პრემიას, ხოლო ფასთა შორის სხვაობას შემსყიდველის მიერ გადახდილ პრემიასა და სასურველი პაკეტის პრემიებს შორის იხდის დამზღვევი - დაზღვეული თანამშრომლის ხელფასიდან.
7.2.5. თუ თანამშრომელი გადაწყვეტს ისარგებლოს საოჯახო პაკეტით, კერძოდ: ორ წევრიანი საოჯახო პაკეტით (თანამშრომელი და მეუღლე; ან თანამშრომელი და შვილი (მ/შ გერი)) ან სამი და მეტ წევრიანი საოჯახო პაკეტით (თანამშრომელი, მეუღლე, შვილები (მ/შ გერი)), ასეთ შემთხვევაში, დამზღვევი უზრუნველყოფს პაკეტის ღირებულებიდან დაზღვეული თანამშრომლის სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდას - არაუმეტეს „პროგრამა A” (საბაზისო) პაკეტის ღირებულების ოდენობით, ხოლო, პაკეტის ღირებულების სხვაობის გადახდა უზრუნველყოფილი იქნება დამზღვევის მიერ - დაზღვეული თანამშრომლის ხელფასიდან.
7.2.6 ასევე, იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს სურვილი აქვს დააზღვიოს ოჯახის სხვა წევრი (შვილები (მ/შ გერი) 25 წლის ასაკს ზევით, და, ძმა და მშობლები ასაკის შეუზღუდავად), აღნიშნული ოჯახის სხვა წევრის სადაზღვევო პრემიის გადახდას დაზღვეული თანამშრომლის ხელფასიდან უზრუნველყოფს დამზღვევი.
7.2.7 შემსყიდველი, თანამშრომლის წერილობითი თანხმობით, უზრუნველყოფს დაზღვეულის მიერ გადასახდელი თანხის მიმწოდებლისთვის გადარიცხვას თანამშრომლის ხელფასიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მიმწოდებლის/მზღვეველის მიერ ინვოისის წარმოდგენიდან და მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან ფულარიანი, 577585544, l.pulariani@gardabanitpp.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია
10.1.1. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
10.1.2. მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით;
10.1.3. შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით დღგ-ს გარდა;
10.1.4. წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.5. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.6. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ლარში;
10.1.7. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.1.8. ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.9. ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე;
10.1.10. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.1.11. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
10.1.12. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;
10.1.13. შემსყიდველი (დაზღვეული) უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის მომსახურების შესყიდვის მიზნით შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისა და აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru