Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #68816128)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: IMERETI POLICE DEPARTMENT
Номер конкурса: 68816128
Дата публикации: 25-11-2025
Сумма контракта: 20 393


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021269
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2025 17:11
Начало приема предложения 01.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 03.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 20`393.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
  • 64120000 - Курьерские услуги
Срок подачи 2026 წლის 01 აპრილიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 82.00 GEL
Размер гарантии 204 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ia machitidze :: 03.11.2025 15:04
  • Последнее исправление: ia machitidze :: 25.11.2025 17:11
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653636&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება გულისხმობს, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას, შემდეგი ტექნიკური დავალების გათვალისწინებით:


ტექნიკური დავალება:

საფოსტო და საკურიერო მომსახურება მოიცავს:
სტანდარტულ და სწრაფ ადგილობრივ გზავნილებს (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი);
სტანდარტულ და სწრაფ საერთაშორისო გზავნილებს (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით);

გზავნილი გულისხმობს: სხვადახვა წონის და ზომის დოკუმენტს ე.წ. წერილობითი ფოსტას და სხვადახვა წონის და ზომის ამანათს.

 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წერილობითი ფოსტისა და ამანათის იმდაგვარი ტრანსპორტირება (საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში შეფუთვაც), რომ დაიცვას ის დაზიანებისგან.
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალური მენეჯერის გამოყოფა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის დროული ინფორმიერება და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც ცალკეულ გზავნილზე, ასევე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული და გასაწევი მომსახურების შესახებ შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის, მოთხოვნილი ფორმით მიწოდება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყოფა, რომელზეც შემსყიდველის მხრიდან შესული შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობნებად და წარმოშობს მიმწოდებლისთვის შეტყობინებაში ასახული მოთხოვნის შესრულების ვალდებულებას. შემსყიდველის მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობნიების გაგზავნა ჩაითვლება შეტყობინების მიღებად და ვადის ათვლა დაიწყება გაგზავნისთანავე.
 მიმწოდებელმა ყოველი თვის 10 რიცხვამდე (თუ ემთხვევა არასამუშაო დღეს, მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის ინფორმაციის მიწოდება, წინა თვის განმავლობაში ჩაბარებული და ჩაუბარებელი გზავნილების შესახებ. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: გზავნილის უნიკალური ნომერი, გზავნილის შემსყიდველისგან მიღების თარიღი, ადრესატისთვის მიტანის თარიღი (როგორც ჩაბარების, ასევე ჩუბარებლობის შემთხვევაში), გზავნილის განმეორებით მიტანის თარიღი, ჩაუბარებლობის მიზეზი.
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის გზავნილის ჩაბარების ამსახველი მატერიალურად დადასტურებული დოკუმენტი წარდგენა დანართში ,,მიწოდების ვადები" მოცემული პირობების გათვალისწინებით,
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, შემსყიდველისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია და პირველადი გაშვება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება, გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის, სტატუსის და მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილების რაოდენობის ნახვა გზავნილების სახეობების შესაბამისად. ასევე, ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მისი გამოსწორება დაუყონებლივ. აღნიშნულ სისტემაში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ინფორმაციაზე წვდომა უნდა გააჩნდეს მხოლოდ შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანიზაციებს. შესაძლებელი უნდა იყოს პროგრამულ უზრუნველყოფაში მოცემული ინფორმაციის ექსპორტი excel-ის ფაილში.
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემის დროს, გზავნილისთვის უნიკალური კოდის ან/და შტრიხკოდის მინიჭება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება გზავნილის მოძებნა ზემოაღნიშნულ პროგრამაში. შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლისთვის გზავნილის გადაცემა დასტურდება შესაბამისი აქტით;
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მისამართებიდან გზავნილების გატანა. საჭიროების შემთხვევაში გზავნილების გატანა შაბათ დღეს არაუგვიანეს 14 საათისა. ასევე, ცენტრალური შენობებიდან (ჯავახიშვილის ქუჩა # 12) გზავნილების გატანა მოთხოვნის შემთხვევაში დღეში 2-ჯერ.
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის ადრესატისთვის განმეორებით მიტანა (უფასოდ) და ჩაუბარებლობის შემთხვევაში გზავნილის შემსყიდველისთვის გადაცემა (ჩაუბარებლობის მიზეზის მითითებით ჩაუბარებლობის მიზეზების ამსახველი მატერიალურად დადასტურებულ დოკუმენტთან ერთად), დანართში ,,მიწოდების ვადები" მოცემული პირობების შესაბამისად.
 გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს, რისთვისაც დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით, ამასთან, უნდა უზრუნველყოს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნა თავისი ხარჯებით.
 თუ მიმწოდებელი პირველ ჯერზე გზავნილის ადრესატისთვის მიტანისას აღმოაჩეანს, რომ შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართი არასწორია, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს შემსყიდველს მომდენო სამუშაო დღის განმავლობაში. მიმწოდებლისგან არასწორი მისამართის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გზავნილის გადამისამართება, ადგილობრივი გზავნილის შემთხვევაში - საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნებისმირ ტერიტორიაზე, ხოლო საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში - იმავე ქალაქში.
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არასწორ მისამართზე გაგზავნილი გადამისამართებული საერთაშორისო გზავნილების ადრესატისთვის მიტანა იმავე ქალაქში უფასოდ (მათ შორის განმეორებით მიტანა). ხოლო სხვა ქალაქში იგივე ტარიფით გაგზავნა, როგორც ეს განსაზღვრულია ფასების ცხრილით (ჩაითვლება როგორც ახალი გზავნილი საქართველოში შემსყიდველის ლოკაციიდან შეცვლილ მისამართამდე).
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არასწორ მისამართზე გაგზავნილი ადგილობრივი გადამისამართებული გზავნილების ადრესატისთვის მიტანა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მასშტაბით უფასოდ (მათ შორის განმეორებით მიტანა).
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის ადრესატზე ჩაბარება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მისამართზე.
 ადრესატისათვის, როგორც იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელზე, საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილის გადაცემას ადრესატზე. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი ნომრის მითითებით.
 ადრესატისათვის, როგორც ფიზიკური პირის სახელზე, საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს პირადად ადრესატზე. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი ნომრის მითითებით.
 ადრესატისათვის საცხოვრებელ ადგილზე გაგზავნილი გზავნილი, ადრესატის არ ყოფის შემთხვევაში უნდა ჩაბარდეს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე. გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს გზავნილის მიმღების ხელმოწერით. პირადი ნომრის მითითებით.
 საერთაშორისო გზავნილების ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სადაც მითითებული იქნება გზავნილის ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და ადრესატის გვარი, ვინც ხელს მოაწერა აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე.

ფასთან კლება:
 პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო მაქსიმალურ ფასებს.
 პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტის მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში).


,, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ მომსახურების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით გაწევის შემთხვევები. "

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად,2026 წლის 01 აპრილიდან წლის 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით დანართში ,,მიწოდების ვადები" მოცემული პირობების გათვალისწინებით;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამარზე.

მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემდეგი მისამართებიდან:

1. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი - ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა #12,
2. ქუთაისის საქალაქო სამმართველო - ქ. ქუთაისი, ორახელაშვილის ქუჩა #8,
• #1 განყოფილება - აღმაშენებლის ქუჩა #117-119, სულხან-საბას გამზ. #19.
• #2 განყოფილება - გელათის ქუჩა #2,
• #3 განყოფილება - ავტომშენებლის ქუჩა #35ბ,
• #4 განყოფილება - ნიკეას ქუჩა #42ა,
• #5 განყოფილება - გრიშაშვილის ქუჩა #18,
• #6 განყოფილება - ახალგაზრობის გამზ. #44
• #7 განყოფილება - სულხან-საბას ქუჩა #19
3. ბაღდათის რაიონული სამმართველო - ქ. ბაღდათი, კახიანის ქუჩა #14.
4. ვანის რაიონული სამმართველო - ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა #26.
5. ზესტაფონის რაიონული სამმართველო - ქ. ზესტაფონი, 9 აპრილის ქუჩა #1,
• „სვირის“ განყოფილება - ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირი.
6. თერჯოლის რაიონული სამმართველო - ქ. თერჯოლა, ჭანტურიძის ქუჩა #3,
• „ნახშირღელეს“ განყოფილება - თერჯოლის რაიონის სოფელი სიმონეთი.
7. სამტრედიის რაიონული სამმართველო - ქ. სამტრედია, რუსთაველის ქუჩა #29,
• „დიდი ჯიხაიშის“ განყოფილება - სამტრედიის რაიონის სოფ. დიდი ჯიხაიში.
8. საჩხერის რაიონული სამმართველო - ქ. საჩხერე, გომართელის ქუჩა #22.
• „პერევის“ განყოფილება - საჩხერის რაიონის სოფელი პერევი.
9. ხარაგაულის რაიონული სამმართველო - დ. ხარაგაული თაბუკაშვილის ქუჩა #2,
• „ბორითის“ განყოფილება - ხარაგაულის რაიონის სოფელი ბორითი.
10. ხონის რაიონული სამმართველო - ქ. ხონი სოლომონ მეორის ქუჩა #9,
• „გელავერის“ განყოფილება - ხონის რაიონის სოფელი ღვედი.
11. ტყიბულის რაიონული სამმართველო - ქ. ტყიბული, რუსთაველის ქუჩა #11,
• „გელათის“ განყოფილება - ტყიბულის რაიონის სოფელი მოწამეთა.
12. წყალტუბოს რაიონული სამმართველო - ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა #25,
• „გეგუთის“ განყოფილება - წყალტუბოს რაიონის სოფელი გეგუთი,
• „ფარცხანაყანების“ განყოფილება, წყალტუბოს რაიონის სოფ. ფარცხანაყანები,
• „ოფურჩხეთის“ განყოფილება - წყალტუბოს რაიონის სოფ. ოფურჩხეთი.
13. ჭიათურის რაიონული სამმართველო - ქ. ჭიათურა, აბაშიძის ქუჩა #14.

1.7.1 requirement related to guarantee period

„ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე“.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების საფოსტო-საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

„პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის"

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მულის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხდება საფოსტო და საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა და სასიცხოცლოდ მნიშვნელოვანია იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი გზავნილებისთვის ადრესატებისთვის დროული ჩაბარება, აუცილებლობას წარმოადგენს, ფინანსურად იქნეს უზრუნველყოფილი მომწოდებლის პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებების 5% (10%)–ის ოდენობით.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას (მომსახურების გაწევის საბოლოო ვადაა 2027 წლის 31 მარტი).

6.6.5 terms and conditions of guarantee

საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმწებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) შსს შესაბამისი სამსახურის მიერ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ია მაჩიტიძე, 577729288, kaxa.labadze@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
10.2.2 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru