ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სსიპ
„აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ბალანსზე რიცხულ 90 ერთეულ ავტომობილზე,
ნავიგაციის სისტემის დამონტაჟება მონიტორინგის მომსახურების
განხორციელების მიზნით.
მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით
შემსყიდველისათვის შესაძლებელი უნდა იყოს შემდეგი შინაარსის
მომსახურების მიღება:
1. სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით მომსახურების მიღება
შესაძლებელი უნდა იყოს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
2. მონიტორინგის პროგრამა უნდა მუშაობდეს მინიმუმ 10 სახის ონლაინ ციფრულ
რუკებთან. ამავდროულად სერვერზე, ლოკალურად უნდა იყოს განთავსებული
საქართველოს ციფრული რუკები რომლის საშუალებითაც შესაძლებელი უნდა
იყოს ქალაქების, ქუჩებისა და შენობა-ნაგებობების ნუმერაციის ძებნა.
რუკაზე მონიშვნებით სისტემამ უნდა მოიძიოს დასახლებული პუნქტის
დასახელება და მისამართი;
3. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი
კომპიუტერიდან, რომელიც ჩართული იქნება გლობალურ ქსელში. წვდომა ასევე
უნდა ხორციელდებოდეს სმარტფონებიდანაც. ამავდროულად სისტემაში
წვდომის საშუალება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ შესაბამისი უფლებების მქონე
პირებს. სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს ადმინისტრატორის მიერ
განისაზღვროს წვდომის სხვა და სხვა დონე განსხვავებული უფლებების
მქონე პირებისათვის;
4. GPS მონიტორინგის განხორციელება ონლაინ ვებ სერვერის საშუალებით.
მონიტორინგის სისტემაში წვდომა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული
კომპიუტერიდან მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის
გამოყენებით;
5. მომსახურების რეგიონული ფილიალი და ტექნიკური მომსახურების
პერსონალი აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკითა და სატრანსპორტო
საშუალებით მყის რეაგირებისთვის;
6. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა აძლევდეს მომხმარებელს საშუალებას
შაბლონების გამოყენების საშუალებით, მისთვის სასურველი სახით
მოახდინოს სხვადასხვა სახის ანგარიშების გენერირება. ანგარიშები
ხელმისაწვდომი უნდა იყოს თარიღის, ობიექტებისა და ობიექტების სხვა და
სხვა ჯგუფების მიხედვით. ანგარიშებს უნდა ერთოდეს შესაბამისი
გრაფიკები;
7. შეტყობინებების მიღება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც მონიტორინგის
სისტემაში (pop-up window) ასევე ელ.ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით
მობ. ტელეფონზე;
8. მონიტორინგის პროგრამა გამოცდილი და აპრობირებული უნდა იყოს მინიმუმ
2 წლის განმავლობაში;
9. მხარდაჭერილი უნდა იყოს ანგარიშების ექსპორტი მინიმუმ ხუთ
სხვადასხვა ფორმატში (HTML, PDF, Excel, XML, CSV);
10. სატრანსპორტო საშუალებების დაჯგუფება მარშრუტების ან ნებისმიერი
სხვა თემატიკის მიხედვით. ამავდროულად ერთი და იგივე სატრანსპორტო
საშუალება შეიძლება განთავსდეს ორ ან მეტ თემატურ ჯგუფში;
11. მონიტორინგის სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების მონიტორინგი,
როგორც ჯგუფების ასევე საერთო ჩამონათვალის (ყველა ობიექტის ან
შერჩევით) საშუალებით;
12. მინიმუმ ხუთი სახის განახლებადი ციფრული რუკები;
13. ნებისმიერი რაოდენობის ობიექტების დატანა რუკაზე, რომელთა
დასახელებაც აისახება სტატისტიკურ მონაცემებში თუ სატრანსპორტო
საშუალებები გაჩერდებიან ამ ობიექტებთან;
14. ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემები (გავლილი მანძილი, მოძრაობის
დრო, ძრავის მდგომარეობის პარამეტრები, შესრულებული რეისები და სხვა)
ინახება და ხელმისაწვდომია ერთი წლის განმავლობაში;
15. მხარდაჭერილი უნდა იყოს თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია
სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა
საშუალება განახორციელოს მონიტორინგი სმარტფონების გამოყენებით.
აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს მონიტორინგის განხორციელების
სრულფასოვან საშუალებას და მასში უნდა ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია:
მანქანის მოძრაობა და ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, ისტორია,
სტატისტიკა და შეტყობინებები. აპლიკაცია უნდა მუშაობდეს Android და iOS
ოპერაციულ სისტემებზე;
16. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებელი ზონის და პერიოდის
მონიშვნის შემდგომ ძებნა ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა თუ არა
ავტომობილი მონიშნულ ზონაში დროის მითითებით;
17. მონიტორინგის სისტემა უნდა გვაძლევდეს სტატისტიკური მონაცემებს,
როგორც ცალკეულ სატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე ჯგუფების
მიხედვით;
18. თუ სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებულია მოძრაობის
სიჩქარის ლიმიტი ან ზონირება, მონიტორინგის სისტემამ უნდა ასახოს
დარღვევები როგორც რეალურ დროში შეტყობინებების საშუალებით, ასევე
სტატისტიკურ მონაცემებში;
19. შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების
რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში;
20. მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების
ელ.ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით;
21. სტატისტიკური მონაცემები შენახული და შემსყიდველისთვის
ხელმისაწვდომი უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი, ხოლო შემდგომ მოთხოვნის
შემთხვევაში მოხდება მონაცემთა ბაზის არქივაცია და შემსყიდველისთვის
გადმოცემა;
22. მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი დამატებითი
ფუნქციები:
მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
ავტომობილის ტექნიკური მომსახურების კონტროლი (მაგ. ძრავის ზეთის
შეცვლის პერიოდი, სერვისზე დახარჯული თანხების მითითებით);
ფუნქცია, თუ რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე
ოპტიმალურად (მონიტორინგი ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე,
მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები
დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
ლოგირების სისტემა (მომხმარებლის სისტემაში შესვლის ისტორია,
მომხმარებელის ID, დროის და IP მისამართის მითითებით);
23. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების შემსყიდველისთვის
დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა და პროგრამული
უზრუნველყოფა;
24. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ
მონტაჟი, შემსყიდველის მიერ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე
(საქართველოს ტერიტორიაზე) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10
(ათი) კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისად, შემსყიდველმა სამონტაჟო
სამუშაოების დასრულებისთანავე, 01 იანვრიდან უნდა მიიღოს მონიტორინგის
სრულფასოვანი მომსახურება. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი
განსაზღვრულ დროზე ადრე განახორციელებს ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს და
შესაბამისად შემსყიდველი მიიღებს სრულფასოვან მომსახურებას
ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების
შესაბამისად;
25. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მითითების შესაბამისად,
უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი
სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ;
26. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შიდა მეხსიერება, რაც საშუალებას
მისცემს GSM/GPRS სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში მონაცემები შეინახოს
ლოკალურად კავშირის აღდგენამდე;
27. შესაძლებელი უნდა იყოს მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება იმ
შემთხვევაში თუ მოხდა მანქანის დაქოქვის გარეშე გადაადგილება, ასევე
მკვეთრი აჩქარება-შენელების პარამეტრების დაფიქსირებისთვის;
28. GPS მოწყობილობები უნდა გამოირჩეოდეს ელ. ენერგიის მოხმარების მცირე
პარამეტრებით, უნდა გააჩნდეს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომლიდანაც
უნდა გამოდიოდეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას;
29. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს AGPS სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოხდება
აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე გადმოგზავნა
ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
30. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისგან შეტყობინების
მიღებისთანავე (არაუმეტეს 1 სამუშაო დღის ვადაში) უზრუნველყოს ხარვეზის
ან/და დაზიანების აღმოფხვრა;
31. მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველის
თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი;
32. შემოთავაზებულ GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ელექტრომაგნიტურ
თავსებადობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
33. პრეტენდენტს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს GPS მონიტორინგის სისტემაზე
დაფუძნებული სადისპეტჩერო პროგრამული უზრუნველყოფა. აღნიშნულ
პროგრამას უნდა გააჩნდეს ორი ინტერფეისი:
33.1 სატრანსპორტო საშუალების მოთხოვნის განაცხადის ფორმა, რომელშიც
დამკვეთი ორგანიზაციის თანამშრომლები გააკეთებენ განაცხადს
ავტომობილის დასაჯავშნად მითითებულ დროს და ასევე მიუთითებენ
გამგზავრების საწყის და საბოლოო წერტილებს,სახელს, გვარს,
დეპარტამენტს, საკონტაქტო ნომერს. ასევე შესაძლებელი უნდა იყოს
მომხმარებლის მიერ საკუთარი რეზერვაციების გადამოწმება. განაცხადის
გაკეთების შემდეგ ინიციატორის ხელმძღვანელი და ადმინისტრატორი
შესაბამისი კონფიგურაციის შემთხვევაში უნდა იღებდნენ მოკლე ტექსტურ
შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება: ინიციატორის სახელი,
საწყისი და დანიშნულებისა ადგილები, დაწყების და დასრულების დროები;
33.2 ადმინისტრატორის გვერდზე აისახება ყველა განაცხადი, რომელთა
მიზნობრიობას განიხილავს უფლებამოსილი ადმინისტრატორი და
დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს მიღებულ განაცხადს. განაცხადის
დაკმაყოფილების, უარყოფის ან რედაქტირების შემთხვევაში განაცხადის
დამკვეთს, მის ხელმძღვანელს და ადმინისტრატორის მიერ ამ განაცხადზე
მიმაგრებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მიუვა შესაბამისი
შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება. ადმინისტრატორის გვერდზე
ხელმისაწვდომი უნდა იყოს რეპორტები, რომელთა საშუალებითაც
განხორციელდება შესრულებული განაცხადის რეპორტების ამოღება და
ექსპორტი Excel და PDF ფორმატში. რეპორტში თითოეული რეზერვაციისთვის უნდა
იხსნებოდეს ავტომობილის მიერ გავლილი მარშრუტი რუკაზე;
33.3 განაცხადის და ადმინისტრატორის გვერდი დაცული უნდა იყოს პაროლითა და
მომხმარებლის სახელით.
33.4 სისტემაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს კალენდარი სადაც გამოჩნდება
ყველა რეზერვაცია პერიოდების შესაბამისად. კალენდარს უნდა ჰქონდეს ორი
რეჟიმი: ერთ თვიანი და ერთ დღიანი. ერთ დღიან რეჟიმში ასახული უნდა იყოს
მხოლოდ ის ავტომობილები რომლებიც მონაწილეობენ რეზერვაციის
პროცესში;
33.5 რეზერვაციის სისტემაში ავტომატურად ასახული უნდა იყოს ყველა
ავტომობილი და მძღოლი, რომლებიც რეგისტრირებულია GPS მონიტორინგის
სისტემაში, ხოლო მათთვის შესაძლებელი უნდა იყოს იმის მითითება თუ
რომელი მათგანის დარეზერვება იყოს შესაძლებელი და რომლის არა;
33.6 რეზერვაციის სისტემა შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს შეიქმნას
ორგანიზაციის იერარქიული სტრუქტურა, რომელშიც შესაძლებელი უნდა იყოს
ხელმძღვანელების და მათი საკონტაქტო ნომრების მითითება;
34. GPS მონიტორინგის სისტემას დამატებით უნდა ჰქონდეს ავტოპარკის
ხარჯთაღრიცხვის და სერვისების მართვის შესაძლებლობა, სისტემას უნდა
ჰქონდეს შემდეგი საშუალებები:
34.1 ავტომობილებისთვის სერვის ინტერვალების რეგისტრაცია შესაძლებელი
უნდა იყოს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
გავლილი მანძილი, მაგალითად ავტომობილისთვის რაიმე სერვისის
ჩატარების შეხსენება გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ;
მოტოსაათები, მაგალითად ტექნიკისთვის რაიმე სერვისის ჩატარების
შეხსენება გარკვეული რაოდენობის საათების მუშაობის შემდეგ;
პერიოდი, მაგალითად ტექ. დათვალიერების შეხსენება.
34.2 თითოეული სერვის ინტერვალისთვის გარკვეული ავტომობილების და
მძღოლების მიბმის საშუალება;
34.3 თითოეული სერვის ინტერვალისთვის გასაწევი ხარჯების წინასწარ
რეგისტრაციის საშუალება, მაგალითად დეტალ(ებ)ის ფას(ებ)ი და ასევე
მომსახურების-შეცვლის ფას(ებ)ი;
34.4 ავტომობილის ხარჯების კონტროლის მხარდაჭერა;
34.5 შეტყობინებების გენერაცია თითოეული ავტომობილისთვის სერვისის
მოახლოების ან გადაცილების შესახებ;
34.6 თითოეული ავტომობილისთვის გაწეული სერვისის ხარჯების რეგისტრაცია
და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვის შესაძლებლობა;
34.7 სერვისების შესახებ რეპორტების გენერაცია ავტომობილებისათვის;
34.8 ავტომობილზე რეგისტრირებული ცვეთის და ხარჯის მიხედვით და ასევე
გავლილი მანძილის ან მოტოსაათების მიხედვით პროგრამა უნდა იძლეოდეს
საშუალო ხარჯს თითოეულ ავტომობილზე, რა ჯდება 1 კილომეტრის გავლა ან 1
მოტოსაათი;
34.9 ავტოპარკის მართვის სისტემაში გადასვლა შესაძლებელი უნდა იყოს GPS
მონიტორინგის სისტემიდან.
34.10 შემსყიდველი არ არის ვალდებული შესყიდვა განახორციელოს სრული
რაოდენობით, ყველა ავტომობილზე.