• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოს საკუთრებაში არსებული არაუმეტეს 80 ერთეული
ავტომანქანისათვის ნავიგაციის სისტემის დამონტაჟება მონიტორინგის
მომსახურების განხორციელების მიზნით.
• მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა
განხორციელდეს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
• მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ
ინტერნეტში ჩართული მოწყობილობიდან Google Chrome, Mozilla Firefox, Internet Explorer, Safari ინტერნეტ
ბრაუზერების გამოყენებით, მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და
მომხმარებლის სახელის გამოყენებით;
• უნდა გააჩნდეს Google Streets/Satellite, OpenStreetMap, Microsoft Bing , არანაკლებ ორთო 2014 რუკების
მხარდაჭერა;
• დამკვეთს უნდა გააჩნდეს საშუალება ადმინისტრატორის მომხმარებლიდან
შექმნას მომხმარებლების ულიმიტო რაოდენობა უფლებების და სერვისებზე
წვდომის მითითებით;
• მონიტორინგის სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს შემსყიდველის
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის
მიწოდება ხდებოდეს ,,ონლაინ“ რეჟიმში, ამასთან მანქანის პიქტოგრამაზე
კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები ა/მანქანის მიმდინარე
სიჩქარეზე, კოორდინატებზე, ადგილმდებარეობის მისამართზე, ძრავის
მდგომარეობაზე (ჩართული/გამორთული), სატრანსპორტო საშუალების
მიმდინარე დღის განვლილ მანძილზე; ასევე უნდა იყოს შესაძლებელი
ავტომობილების სორტირება მინიმუმ შემდეგი პარამეტრების მიხედვით:
დღის განმავლობაში განვლილი მანძილის, სიჩქარის, სახელის და ბოლო
განახლების მიხედვით.
• შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების შესახებ სხვადასხვა
ინფორმაციის მიწოდება:
პერიოდის მიხედვით მოძრაობის ისტორია ვიზუალურად რუკაზე, მოძრაობის
ტრაექტორიაზე გაჩერებების მითითებით;
მითითებული პერიოდის, კვირის დღეების მიხედვით ან საათობრივად
განვლილი მანძილის, მოძრაობის დროის და მაქსიმალური სიჩქარის შესახებ
ინფორომაციის მიღება;
პერიოდის მიხედვით მარშრუტზე ინფორმაციის მიღება: მოძრაობის
დაწყების დრო და მისამართი, მოძრაობის დასრულების დრო და მისამართი,
მოძრაობის ხანგრძლივობა, ძრავის მუშაობის ხანგრძლივობა, განვლილი
მანძილი, დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე და საშუალო სიჩქარე;
პერიოდის მიხედვით ჩართული ძრავით გაჩერების შესახებ ინფორმაციის
მიღება, გაჩერების დროის და მისამართის მითითებით;
• მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს რუკაზე ნებისმიერი ფორმის და
ფერის ზონების დამატება, რომლის მეშვეობითაც მოხდება მითითებულ ზონაში
გავლილი მანძილის და შესული/გამოსული სატრანსპორტო საშუალებების
გაკონტროლება, ამასთან შესვლა/გამოსვლა კონტროლდებოდეს, როგორც „ლაივ“
რეჟიმში შეტყობინების სახით, ისე სტატისტიკურ მონაცემებში ასახვით;
• მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებლობა, რუკაზე მისამართის
და კონკრეტული პერიოდის არჩევით - ძებნა, იმყოფებოდა თუ არა რომელიმე
ავტომობილი არჩეულ პერიოდში.
• მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ
სატრანსპორტო საშუალებაზე მომხმარებელმა მიუთითოს მარკა/მოდელი,
შეცვალოს ვიზუალური ხატულა, მიუთითოს მძღოლის/მძღოლების მონაცემები,
მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე ( ქუჩების მიხევდით ან ფიქსირებული ),
მიუთითოს სატრანსპორტო საშუალებათა ჯგუფი. მაქსიმალური დასაშვები
სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მიიღოს შეტყობინება, როგორც
„ლაივ“ რეჟიმში, ისე ასახვა სტატისტიკურ მონაცემებში;
• მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს გამოყოფილი შეტყობინებების ცალკე
მენიუ, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი შემოსული შეტყობინების
სიის სახით ნახვა.
• შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების
რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში;
• მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების
ელ.ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით;
• ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შემსყიდველს საკუთრებაში უნდა
გადაეცეს პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით შემსყიდველს
ექნება საშუალება მომსახურების პერიოდის გასვლის შემდგომ, ნახოს
საკუთრებაში არსებული ავტომობილების გადაადგილების ისტორია.
მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი დამატებითი
ფუნქციები:
• მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
• დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები
დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
• GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ავტონომიური კვების ელემენტი, რომელიც
უზრუნველყოფს მონაცემების გადმოგზავნას მაშინაც, როდესაც დარღვეულია
სატრანსპორტო საშუალებასთან კვების წრედი, რის შესახებაც
მონიტორინგის სისტემაში „ლაივ“ რეჟიმში ფიქსირდება შეტყობინება და
აისახება სტატისტიკურ მონაცემებშიც; შიდა კვების წყარო უნდა იყოს
არანაკლებ 850 mAh or 210 mAh (optional), რისი საშუალებითაც მთავარი კვების შეწყვეტის
დროს შესაძლებელი იქნება მონაცემების გადაგზავნა მინიმუმ 4 საათის
განმავლობაში.;
• მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ასევე აქსელომეტრი, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელი იქნება მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება იმ
შემთხვევაში თუ მოხდა მანქანის დაქოქვის გარეშე გადაადგილება, ასევე
მკვეთრი აჩქარება-შენელების პარამეტრების დაფიქსირებისთვის;
• GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ადგილსამყოფლის უმალვე გადმოგზავნა
ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
• GPS მოწყობილობა გამართულად უნდა მუშაობდეს -20 C - +55 C ტემპერატურის
ფარგლებში;
• მოწყობილობას უნდა ჰქონდეს საშუალება GSM/GPRS სიგნალის დაფარვის ზონიდან
გასვლის შემთხვევაში ჩანაწერების შენახვის ფუნქცია;
• მხარდაჭერილი უნდა იყოს თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია
სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა
საშუალება განახორციელოს მონიტორინგი სმარტფონების გამოყენებით.
აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს მონიტორინგის განხორციელების
სრულფასოვან საშუალებას და მასში უნდა ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია:
მანქანის მოძრაობა და ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, ისტორია,
სტატისტიკა და შეტყობინებები. აპლიკაცია უნდა მუშაობდეს Android და iOS
ოპერაციულ სისტემებზე.
• მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველის
თანამშრომლებს (საჭიროების შემთხვევაში) უსასყიდლოდ უნდა ჩაუტარდეს
ტრენინგი;
• მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მითითების შესაბამისად,
უსასყიდლოდ მოახდინოს GPS
მოწყობილობის გადაადგილება ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე -
ულიმიტოდ.
- მომსახურების გაწევის ადგილია - საქართველოს ტერიტორია;
- მომსახურების გაწევის დრო: მოწყობილობის ავტომანქანაზე მონტაჟიდან
ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში;
- GPS მოწყობილობების ა/მანქანებზე მონტაჟი უნდა განხორციელდეს შემდეგ
ქალაქებში: ქ. თბილისი, ქ.თელავი, ქ.რუსთავი, ქ. გორი, ქ. ქუთაისი,
ქ.სამტრედია, ქ.ბათუმი ან/და ქ.ფოთი, ქ.ახალციხე.