Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху (Грузия - Тендер #68786873)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Bureau of Enforcement
Номер конкурса: 68786873
Дата публикации: 25-11-2025
Сумма контракта: 27 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021167
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.11.2025 18:08
Начало приема предложения 30.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 02.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 27`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 63700000-Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху
Коды классификатора
  • 63712710 - Услуги по мониторингу трафика
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ბალანსზე არსებული 90 ერთეული ავტომანქანის, საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 270.00 GEL
Размер гарантии 270 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teona tsabutashvili :: 24.11.2025 17:56
  • Последнее исправление: teona tsabutashvili :: 24.11.2025 18:08
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656926&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ბალანსზე არსებული 90 ერთეული ავტომანქანის, საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ბალანსზე რიცხულ 90 ერთეულ ავტომობილზე, ნავიგაციის სისტემის დამონტაჟება მონიტორინგის მომსახურების განხორციელების მიზნით.
 მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით შემსყიდველისათვის შესაძლებელი უნდა იყოს შემდეგი შინაარსის მომსახურების მიღება:
1. სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით მომსახურების მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
2. მონიტორინგის პროგრამა უნდა მუშაობდეს მინიმუმ 10 სახის ონლაინ ციფრულ რუკებთან. ამავდროულად სერვერზე, ლოკალურად უნდა იყოს განთავსებული საქართველოს ციფრული რუკები რომლის საშუალებითაც შესაძლებელი უნდა იყოს ქალაქების, ქუჩებისა და შენობა-ნაგებობების ნუმერაციის ძებნა. რუკაზე მონიშვნებით სისტემამ უნდა მოიძიოს დასახლებული პუნქტის დასახელება და მისამართი;
3. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი კომპიუტერიდან, რომელიც ჩართული იქნება გლობალურ ქსელში. წვდომა ასევე უნდა ხორციელდებოდეს სმარტფონებიდანაც. ამავდროულად სისტემაში წვდომის საშუალება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ შესაბამისი უფლებების მქონე პირებს. სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს ადმინისტრატორის მიერ განისაზღვროს წვდომის სხვა და სხვა დონე განსხვავებული უფლებების მქონე პირებისათვის;
4. GPS მონიტორინგის განხორციელება ონლაინ ვებ სერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემაში წვდომა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით;
5. მომსახურების რეგიონული ფილიალი და ტექნიკური მომსახურების პერსონალი აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკითა და სატრანსპორტო საშუალებით მყის რეაგირებისთვის;
6. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა აძლევდეს მომხმარებელს საშუალებას შაბლონების გამოყენების საშუალებით, მისთვის სასურველი სახით მოახდინოს სხვადასხვა სახის ანგარიშების გენერირება. ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს თარიღის, ობიექტებისა და ობიექტების სხვა და სხვა ჯგუფების მიხედვით. ანგარიშებს უნდა ერთოდეს შესაბამისი გრაფიკები;
7. შეტყობინებების მიღება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც მონიტორინგის სისტემაში (pop-up window) ასევე ელ.ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მობ. ტელეფონზე;
8. მონიტორინგის პროგრამა გამოცდილი და აპრობირებული უნდა იყოს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;
9. მხარდაჭერილი უნდა იყოს ანგარიშების ექსპორტი მინიმუმ ხუთ სხვადასხვა ფორმატში (HTML, PDF, Excel, XML, CSV);
10. სატრანსპორტო საშუალებების დაჯგუფება მარშრუტების ან ნებისმიერი სხვა თემატიკის მიხედვით. ამავდროულად ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალება შეიძლება განთავსდეს ორ ან მეტ თემატურ ჯგუფში;
11. მონიტორინგის სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების მონიტორინგი, როგორც ჯგუფების ასევე საერთო ჩამონათვალის (ყველა ობიექტის ან შერჩევით) საშუალებით;
12. მინიმუმ ხუთი სახის განახლებადი ციფრული რუკები;
13. ნებისმიერი რაოდენობის ობიექტების დატანა რუკაზე, რომელთა დასახელებაც აისახება სტატისტიკურ მონაცემებში თუ სატრანსპორტო საშუალებები გაჩერდებიან ამ ობიექტებთან;
14. ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემები (გავლილი მანძილი, მოძრაობის დრო, ძრავის მდგომარეობის პარამეტრები, შესრულებული რეისები და სხვა) ინახება და ხელმისაწვდომია ერთი წლის განმავლობაში;
15. მხარდაჭერილი უნდა იყოს თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა საშუალება განახორციელოს მონიტორინგი სმარტფონების გამოყენებით. აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს მონიტორინგის განხორციელების სრულფასოვან საშუალებას და მასში უნდა ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია: მანქანის მოძრაობა და ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, ისტორია, სტატისტიკა და შეტყობინებები. აპლიკაცია უნდა მუშაობდეს Android და iOS ოპერაციულ სისტემებზე;
16. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებელი ზონის და პერიოდის მონიშვნის შემდგომ ძებნა ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა თუ არა ავტომობილი მონიშნულ ზონაში დროის მითითებით;
17. მონიტორინგის სისტემა უნდა გვაძლევდეს სტატისტიკური მონაცემებს, როგორც ცალკეულ სატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე ჯგუფების მიხედვით;
18. თუ სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებულია მოძრაობის სიჩქარის ლიმიტი ან ზონირება, მონიტორინგის სისტემამ უნდა ასახოს დარღვევები როგორც რეალურ დროში შეტყობინებების საშუალებით, ასევე სტატისტიკურ მონაცემებში;
19. შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში;
20. მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების ელ.ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით;
21. სტატისტიკური მონაცემები შენახული და შემსყიდველისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი, ხოლო შემდგომ მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება მონაცემთა ბაზის არქივაცია და შემსყიდველისთვის გადმოცემა;
22. მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი დამატებითი ფუნქციები:
 მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
 ავტომობილის ტექნიკური მომსახურების კონტროლი (მაგ. ძრავის ზეთის შეცვლის პერიოდი, სერვისზე დახარჯული თანხების მითითებით);
 ფუნქცია, თუ რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე ოპტიმალურად (მონიტორინგი ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე, მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
 დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
 ლოგირების სისტემა (მომხმარებლის სისტემაში შესვლის ისტორია, მომხმარებელის ID, დროის და IP მისამართის მითითებით);
23. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების შემსყიდველისთვის დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა და პროგრამული უზრუნველყოფა;
24. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ მონტაჟი, შემსყიდველის მიერ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე (საქართველოს ტერიტორიაზე) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისად, შემსყიდველმა სამონტაჟო სამუშაოების დასრულებისთანავე, 01 იანვრიდან უნდა მიიღოს მონიტორინგის სრულფასოვანი მომსახურება. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი განსაზღვრულ დროზე ადრე განახორციელებს ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს და შესაბამისად შემსყიდველი მიიღებს სრულფასოვან მომსახურებას ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად;
25. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მითითების შესაბამისად, უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ;
26. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შიდა მეხსიერება, რაც საშუალებას მისცემს GSM/GPRS სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში მონაცემები შეინახოს ლოკალურად კავშირის აღდგენამდე;
27. შესაძლებელი უნდა იყოს მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება იმ შემთხვევაში თუ მოხდა მანქანის დაქოქვის გარეშე გადაადგილება, ასევე მკვეთრი აჩქარება-შენელების პარამეტრების დაფიქსირებისთვის;
28. GPS მოწყობილობები უნდა გამოირჩეოდეს ელ. ენერგიის მოხმარების მცირე პარამეტრებით, უნდა გააჩნდეს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომლიდანაც უნდა გამოდიოდეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას;
29. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს AGPS სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოხდება აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე გადმოგზავნა ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
30. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისგან შეტყობინების მიღებისთანავე (არაუმეტეს 1 სამუშაო დღის ვადაში) უზრუნველყოს ხარვეზის ან/და დაზიანების აღმოფხვრა;
31. მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი;
32. შემოთავაზებულ GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ელექტრომაგნიტურ თავსებადობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
33. პრეტენდენტს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს GPS მონიტორინგის სისტემაზე დაფუძნებული სადისპეტჩერო პროგრამული უზრუნველყოფა. აღნიშნულ პროგრამას უნდა გააჩნდეს ორი ინტერფეისი:
33.1 სატრანსპორტო საშუალების მოთხოვნის განაცხადის ფორმა, რომელშიც დამკვეთი ორგანიზაციის თანამშრომლები გააკეთებენ განაცხადს ავტომობილის დასაჯავშნად მითითებულ დროს და ასევე მიუთითებენ გამგზავრების საწყის და საბოლოო წერტილებს,სახელს, გვარს, დეპარტამენტს, საკონტაქტო ნომერს. ასევე შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებლის მიერ საკუთარი რეზერვაციების გადამოწმება. განაცხადის გაკეთების შემდეგ ინიციატორის ხელმძღვანელი და ადმინისტრატორი შესაბამისი კონფიგურაციის შემთხვევაში უნდა იღებდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება: ინიციატორის სახელი, საწყისი და დანიშნულებისა ადგილები, დაწყების და დასრულების დროები;
33.2 ადმინისტრატორის გვერდზე აისახება ყველა განაცხადი, რომელთა მიზნობრიობას განიხილავს უფლებამოსილი ადმინისტრატორი და დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს მიღებულ განაცხადს. განაცხადის დაკმაყოფილების, უარყოფის ან რედაქტირების შემთხვევაში განაცხადის დამკვეთს, მის ხელმძღვანელს და ადმინისტრატორის მიერ ამ განაცხადზე მიმაგრებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მიუვა შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება. ადმინისტრატორის გვერდზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს რეპორტები, რომელთა საშუალებითაც განხორციელდება შესრულებული განაცხადის რეპორტების ამოღება და ექსპორტი Excel და PDF ფორმატში. რეპორტში თითოეული რეზერვაციისთვის უნდა იხსნებოდეს ავტომობილის მიერ გავლილი მარშრუტი რუკაზე;
33.3 განაცხადის და ადმინისტრატორის გვერდი დაცული უნდა იყოს პაროლითა და მომხმარებლის სახელით.
33.4 სისტემაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს კალენდარი სადაც გამოჩნდება ყველა რეზერვაცია პერიოდების შესაბამისად. კალენდარს უნდა ჰქონდეს ორი რეჟიმი: ერთ თვიანი და ერთ დღიანი. ერთ დღიან რეჟიმში ასახული უნდა იყოს მხოლოდ ის ავტომობილები რომლებიც მონაწილეობენ რეზერვაციის პროცესში;
33.5 რეზერვაციის სისტემაში ავტომატურად ასახული უნდა იყოს ყველა ავტომობილი და მძღოლი, რომლებიც რეგისტრირებულია GPS მონიტორინგის სისტემაში, ხოლო მათთვის შესაძლებელი უნდა იყოს იმის მითითება თუ რომელი მათგანის დარეზერვება იყოს შესაძლებელი და რომლის არა;
33.6 რეზერვაციის სისტემა შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს შეიქმნას ორგანიზაციის იერარქიული სტრუქტურა, რომელშიც შესაძლებელი უნდა იყოს ხელმძღვანელების და მათი საკონტაქტო ნომრების მითითება;
34. GPS მონიტორინგის სისტემას დამატებით უნდა ჰქონდეს ავტოპარკის ხარჯთაღრიცხვის და სერვისების მართვის შესაძლებლობა, სისტემას უნდა ჰქონდეს შემდეგი საშუალებები:
34.1 ავტომობილებისთვის სერვის ინტერვალების რეგისტრაცია შესაძლებელი უნდა იყოს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
 გავლილი მანძილი, მაგალითად ავტომობილისთვის რაიმე სერვისის ჩატარების შეხსენება გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ;
 მოტოსაათები, მაგალითად ტექნიკისთვის რაიმე სერვისის ჩატარების შეხსენება გარკვეული რაოდენობის საათების მუშაობის შემდეგ;
 პერიოდი, მაგალითად ტექ. დათვალიერების შეხსენება.
34.2 თითოეული სერვის ინტერვალისთვის გარკვეული ავტომობილების და მძღოლების მიბმის საშუალება;
34.3 თითოეული სერვის ინტერვალისთვის გასაწევი ხარჯების წინასწარ რეგისტრაციის საშუალება, მაგალითად დეტალ(ებ)ის ფას(ებ)ი და ასევე მომსახურების-შეცვლის ფას(ებ)ი;
34.4 ავტომობილის ხარჯების კონტროლის მხარდაჭერა;
34.5 შეტყობინებების გენერაცია თითოეული ავტომობილისთვის სერვისის მოახლოების ან გადაცილების შესახებ;
34.6 თითოეული ავტომობილისთვის გაწეული სერვისის ხარჯების რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვის შესაძლებლობა;
34.7 სერვისების შესახებ რეპორტების გენერაცია ავტომობილებისათვის;
34.8 ავტომობილზე რეგისტრირებული ცვეთის და ხარჯის მიხედვით და ასევე გავლილი მანძილის ან მოტოსაათების მიხედვით პროგრამა უნდა იძლეოდეს საშუალო ხარჯს თითოეულ ავტომობილზე, რა ჯდება 1 კილომეტრის გავლა ან 1 მოტოსაათი;
34.9 ავტოპარკის მართვის სისტემაში გადასვლა შესაძლებელი უნდა იყოს GPS მონიტორინგის სისტემიდან.
34.10 შემსყიდველი არ არის ვალდებული შესყიდვა განახორციელოს სრული რაოდენობით, ყველა ავტომობილზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ მონტაჟი, შემსყიდველის მიერ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე (საქართველოს ტერიტორიაზე) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარულ დღის ვადაში.
1.4.2 ავტომობილის მოძრაობის მონიტორინგის მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს, სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ავტომობილის მოძრაობის მონიტორინგის სისტემა გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
1.5.2 მომსახურების გაწევის ადგილია: საქართველოს მთელი ტერიტორია (მისამართები მიმწოდებელს შემსყიდველის მიერ გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ).
1.5.3 მომსახურების გაწევის ფორმა ვრცლად იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში - დანართ N1-ში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, უნდა გააჩნდეს 2022, 2023 და 2024 წლების პერიოდში, ანალოგიური (ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე GPS სისტემების მეშვეობით მონიტორინგის განხორციელების) მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის ღირებულებაც მოთხოვნილი წლების განმავლობაში ჯამურად არ უნდა იყოს 45’000.00 (ორმოცდახუთი ათასი) ლარზე ნაკლები, საიდანაც 1(ერთი) ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულება უნდა შეადგენდეს, არანაკლებ 15’000.00 (თხუთმეტი ათასი) ლარს. აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური მომსახურების გაწევაზე (ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე GPS სისტემების მეშვეობით მონიტორინგის განხორციელების) გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) ან/და ინფორმაცია სატენდერო განცხადების SPA, NAT, CMR და ა.შ ნომრების შესახებ (ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის), ან ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ანალოგიური შინაარსის მომსახურების (ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე GPS სისტემების მეშვეობით მონიტორინგის განხორციელების) გაწევის შესახებ, პრეტენდენტის გამოცდილებას. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ დანართ N3-ში (დანართი N3 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში).
2.2.1.2 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, სადაც განხორციელდა ანალოგიური (ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე GPS სისტემების მეშვეობით მონიტორინგის განხორციელების), მომსახურება. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს, თუ რამდენად ხარისხიანად, კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულებები. რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს არაუადრეს 2023 წლისა და დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 მომსახურების გასაწევად შემოთავაზებულ GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ელექტრომაგნიტურ თავსებადობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სისტემის საშუალებით (საჭიროების შემთხვევაში, ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული).
2.7.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მწარმოებლის მიერ დადასტურებული ინფორმაცია შემოთავაზებული მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში, ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული).

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტმა, შემსყიდველ ორგანიზაციაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით, უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული GPS და იდენტიფიცირების მოწყობილობის სრულყოფილი ნიმუშები.
3.1.1.2 ასევე, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული GPS და იდენტიფიცირების მოწყობილობის შემსყიდველის კუთვნილ ავტომანქანაზე დამონტაჟება და მისი დატესტვა. დატესტვა უნდა განხორციელდეს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლ(ებ)ის თანდასწრებით და მას უნდა მიენიჭოს ე.წ. „ადმინ“ უფლებებზე წვდომის უფლება

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ნიმუშის წარმოდგენის ადგილია, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N99, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ლოჯისტიკის დეპარტამენტი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე.
7.2.2 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მომსახურების გაწევას დაიწყებს არა თვის დასაწყისიდან, არამედ 2, 3, 4 და ა.შ. რიცხვიდან, ანაზღაურება განხორციელდება თვიური გადასახადის პროპორციულად, დღეების შესაბამისად.
7.2.3 საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე, წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა ცაბუტაშვილი, 577180818, ttsabutashvili@nbe.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტებთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოურ ენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით მოთხოვნილი დანართი N2 (მომსახურების ხარჯთაღრიცხვა) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.4 „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაზუსტებას არ დაექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ დანართ N2-ში (მომსახურების ხარჯთაღრიცხვა) განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განფასებულის - 5 %.
10.1.5 სატენდერო წინადადების წარდგენა გულისხმობს, რომ პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება სატენდერო პირობებს.
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 პრეტენდენტის მიერ სისტემაში სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტებია:
 დანართი №1 (ტექნიკური დავალება);
 დანართი №2 (მომსახურების ხარჯთაღრიცხვა);
 დანართი №3 (ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება);
 დანართი №4 (რეკვიზიტები) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ინფორმაცია რეკვიზიტების შესახებ;
 პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის შესაბამისად;
 ნებისმიერი დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.2 პუნქტის შესაბამისად;
 ელექტრომაგნიტურ თავსებადობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru