Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Корабли и небольшие суда (Грузия - Тендер #68730647)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Department on the Supervision over Environment Protection
Номер конкурса: 68730647
Дата публикации: 21-11-2025
Сумма контракта: 247 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021013
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.11.2025 17:44
Начало приема предложения 29.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 02.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 247`500.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 34500000-Корабли и небольшие суда
Коды классификатора
  • 34520000 - Малые суда
Срок подачи იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Дополнительная информация
იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 990.00 GEL
Размер гарантии 2`475 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: niko khutsishvili :: 21.11.2025 14:54
  • Последнее исправление: niko khutsishvili :: 21.11.2025 17:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656604&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტი - ნავი ჭავლური (Jet) ძრავით და გადასატანი მისაბმელით

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება დანართი №1

ნავი ჭავლური (Jet) ძრავით და გადასატანი მისაბმელით - 3 ცალი


ნავის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები:
ნავის კორპუსის მასალა - ალუმინი, არანაკლებ 3მმ სისქის, შედუღების მეთოდით.
ნავის კორპუსი - გათვლილი ჭავლური (Jet) ძრავისთვის. კორპუსს უნდა გააჩნდეს ტუნელი ე.წ. შახტა დაბალ წყლებში ცურვისთვის და მანევრირებისთვის.
ნავის სიგრძე - 435 სმ (±15 სმ)
ნავის სიგანე - 185 სმ (± 10 სმ)
მგზავრების რაოდენობა - არანაკლებ 4 ადამიანი
ტვირთამწეობა - არანაკლებ 390 კგ.
საწვავის ავზის მოცულობა - არანაკლებ 60 ლიტრი
ჭავლური (Jet) ძრავის სიმძლავრე - არანაკლებ 38 ცხენის ძალა
ჭავლური (Jet) ძრავის მოცულობა - არანაკლებ 900 სმ3
ცილინდრების და ტაქტების რაოდენობა - არანაკლებ 4 ცილინდრიანი და არანაკლებ 4 ტაქტიანი.
ნავზე განთავსებული უნდა იყოს ძრავთან თავსებადი აკუმულატორი, თავისი სამაგრებით.

ნავის კორპუსი
იატაკი დაფარული უნდა იყოს მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირით.
ძრავი უნდა იმართებოდეს - საჭით, სიჩქარისა და გაზის გადამრთველი რევერსით.
ნავის წინა მხარეს და გვერდებზე განთავსებული უნდა იყოს საქარე დამცავი მინები.
წინა მხარის საქარე მინდა უნდა ასრულებდეს კარის ფუნქციას.
ნავის კორპუსის წინა ნაწილში უნდა ჰქონდეს ღუზა და ღუზის სათავსო.
ნავის კონსოლთან განთავსებული უნდა იყოს ორი სკამი.
ნავის კონსოლთან უნდა იყოს სათავსოები.
ნავის კონსოლზე განთავსებული უნდა იყოს საწვავის ავზის მაჩვენებელი.
კორპუსზე განთავსებული უნდა იყოს სანავიგაციო მაშუქები.
კორპუსზე დამონტაჟებული უნდა იყოს ავტომატური წყლის ტუმბო.
თითოეულ ნავს დამატებით უნდა მოყვებოდეს - სამაშველო ჟილეტები 4 ადამიანისთვის; სპეციალური ხელის ინტრუმენტი (შესაზეთი) თავისი შესაბამისი რაოდენობის საცხებ/საპოხით.
კორპუსის ფერი - ვერცხლისფერი ან ალუმინის ფერი.

მისაბმელის მახასიათებლები
თითოეულ ნავს დამატებით უნდა მოყვებოდეს ერთი ცალი თავსებადი გადასატანი მისაბმელი.
მისაბმელი დამზადებული უნდა იყოს - უჟანგავი მასალით ან უნდა იყოს მოთუთიებული მისაბმელს უნდა გააჩნდეს ჯალამბარი
საბურავების რაოდენობა - არანაკლებ 2
მისაბმელის შემსყიდველის სახელზე გადაფორმების და ნომრის აღების ხარჯებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

შენიშვნა:
მომწოდებელმა თავისი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ნავების წყალში ჩაშვება მისი სავალი ნაწილების გამოცდა და ძრავზე მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული მუშა საათის ჩატარება, ასევე მუშა საათის შემდეგ ძრავზე ტექნიკური პირველადი მომსახურების შესრულება, (იგულისხმება ძრავის ზეთის, ზეთის ფილტრის, საწვავის ფილტრების შეცვლა).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 (ასი) კალენდარული დღის განმავლობაში.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლ(ებ)ის დეტალური ტრენინგი, შესყიდვის ობიექტის მოხმარების საკითხში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორცილდეს შემსყიდველის მისამართებზე:
1. ქ. ზუგდიდი, სოფელი ჭითაწყარი - 1 ცალი
2. ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა № 5 - 1 ცალი
3. ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა № 19 - 1 ცალი

1.7.1 requirement related to guarantee period

დანართი №3

ინფორმაცია საგარანტიო პირობებისა და ვადების შესახებ:

ნავის კორპუსზე და გადასატან მისაბმელზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღებაჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დაზიანების აღმოჩენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (განსაკუთრებულ შემთხვევაში გონივრულ ვადაში) უზრუნველყოს აზიანების აღმოფხვრა ან/და დაზიანებული საქონლის ჩანაცვლება ანალოგიური პარამეტრების მქონე ახალი საქონლით.

ნავის ძრავზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელი ან 200 (ორასი) მუშა საათი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დაზიანების აღმოჩენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (განსაკუთრებულ შემთხვევაში გონივრულ ვადაში) უზრუნველყოს აზიანების აღმოფხვრა ან/და დაზიანებული საქონლის ჩანაცვლება ანალოგიური პარამეტრების მქონე ახალი საქონლით.
მიმწოდებელმა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს ძრავის გეგმიური მომსახურება.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

ფასების ცხრილით მოითხოვება:
ნავის კორპუსის - მწარმოებელი და მოდელი
ნავის ძრავის - მწარმოებელი და მოდელი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტების შესაბამისად დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე. სერვის ცენტრი უნდა იყოს ძრავის მწარმოებლის მიერ ავტორიზებული, რის დასტურადაც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი.

2. სერვისცენტრი უნდა იყოს პრეტენდენტის სარგებლობაში (საკუთრება ან იჯარა). იჯარის (სარგებლობაში) არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი იჯარის (სარგებლობის) ხელშეკრულება. საკუთრების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

*უცხოენოვანი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტის ქართულ ენაზე ნათარგმნი და შესაბამისი ნოტარიული წესით დამოწმებული თარგმანი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა (ელექტრონულ ტენდერში) სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის (ნავის კორპუსის და ძრავის) ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: Data sheet); ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება დაადგინოს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობა.

*უცხოენოვანი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტის ქართულ ენაზე ნათარგმნი და შესაბამისი ნოტარიული წესით დამოწმებული თარგმანი.

2.9 other additional requirements

სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.
სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას და მასში მითითებული უნდა იყოს პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში გამოყენებული იქნება ბანკის ან/და სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით. (თეთრ სიაში დარეგისტრირებული პრეტენდენტის შემთხვევაში აღნიშნული ოდენობა ნახევრდება);
უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან - ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას განახორციელებს 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, მიმწოდებელს უფლება აქვს არ ისარგებლოს წინასწარი ანგრიშსწორების პირობით. შესაბამისად მასთან ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

2) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არ განახორციელებს საქონლის მიწოდებას 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, იგი ვალდებულია არაუგვიანეს 2025 წლის 26 დეკემბრისა წარმოადგინოს საავანსო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ის ოდენობით.
წინასწარი ანგარიშწორების პირობები:
ა) ანგარიშსწორება განხორციელდება წინასწარი ანგარიშსწორებით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი საავანსო გარანტიის საფუძველზე. საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
ბ) საავანსო გარანტია უნდა იყოს უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი, გაცემული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
გ) საავანსო გარანტია უკან დაუბრუნდება პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის მიღების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
დ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ საავანსო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

7.2 terms of step by step and/or final payment

1) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არ ისარგებლებს წინასწარი ანგარიშწორების პირობით, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში. ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.

2) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ისარგებლებს წინასწარი ანგარიშწორების პირობით, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად ავანსის სახით, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საბანკო ან/და სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საავანსო გარანტიის საფუძველზე. ავანსის რაოდენობა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 100%.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არ ისარგებლებს წინასწარი ანგარიშსწორების პირობით, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

2) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ისარგებლებს წინასწარი ანგარიშწორების პირობით, ანგარიშწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო ან/და სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე, საგარანტიო დოკუმენტის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნიკო ხუციშვილი, 591512106, niko.khutsishvili@des.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

ტექნიკური მოთხოვნები:
როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირისათვის პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების ფასის ატვირთვასთან ერთად უნდა ატვირთოს და წარმოადგინოს შემდეგი ტექნიკური დოკუმენტაცია:
ა) სრული ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის შესახებ ტექნიკური დავალება დანართი №1-ის მიხედვით;
ბ) სატენდერო წინადადების ფასი ფასების ცხრილი დანართი №2-ის მიხედვით;
გ) ინფორმაცია საგარანტიო პირობებისა და ვადების შესახებ დანართი №3-ის მიხედვით;
დ) ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად
ე) ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად

შენიშვნა: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ფ1 ქვეპუნქტის თანახმად ნავების სრული კომპლექტაციის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru