Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #68730641)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Economy and Substainable Development
Номер конкурса: 68730641
Дата публикации: 21-11-2025
Сумма контракта: 22 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021019
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.11.2025 17:53
Начало приема предложения 29.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2025 15:30
Предполагаемая цена закупки 22`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64110000 - Почтовые услуги
  • 64120000 - Курьерские услуги
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 264.00 GEL
Размер гарантии 220 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: shavlego khunashvili :: 20.11.2025 15:41
  • Последнее исправление: teona aspanidze :: 21.11.2025 17:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656369&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საფოსტო და საკურიერო მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და შემსყიდველის მიერ კურიერისთვის გზავნილების გადაცემა უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ), საჭიროების შემთხვევაში შაბათს 09:00-დან 14:00 საათამდე.

2. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემსყიდველის მისამართებზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1 (იუსტიციის სახლი); ქ. თბილისი, კეკელიძის #4.

3. შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტ პორტალის მეშვეობით, ე. წ „თრექინგით“ გზავნილებს კარიდან კარამდე ონლაინ ადევნოს თვალი. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საფოსტო გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.

4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და შემსყიდველისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა ცალ-ცალკე; აღნიშნული სისტემა უნდა იძლეოდეს ადგილობრივი გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნების და ნებისმიერი სტატუსის ნახვის საშუალებას. აღნიშნული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; მიმწოდებლის საფოსტო გზავნილების ელექტრონული სისტემა თავსებადი უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის პროგრამასთან - „ელექტრონული მართვის სისტემა DES”. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, 5 სამუშაო დღის ვადაში მოახდინოს პროგრამულ უზრუნველყოფაში ყველა აუცილებელი ცვლილების შეტანა, რათა შესაძლებელი იყოს გამართული სამუშაო პროცესის წარმართვა. აღნიშნული ვადის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით.

5. მიმწოდებლის წარმომადგენლისთვის/კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად); გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე; ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის შტრიხკოდის მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.

6. საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში - მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში - არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.

7. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემა უშაუალოდ ადრესატისთვის; თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და სერვისცენტრში გზავნილის დაყოვნების დრო, არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ იმყოფება ადგილზე და გზავნილზე დატანილია საკონტაქტო ინფორმაცია, შეტყობინების დატოვებამდე, მიმწოდებლის წარმომადგენელმა უნდა განახორციელოს სატელეფონო ზარი ადრესატთან. აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა ადრესატის მიერ გზავნილის მიღება, მიმწოდებელმა გონივრულ ვადაში უფასოდ უნდა განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება. დაბრუნებული წერილები შემსყიდველს უნდა დაუბრუნდეს აღირიცხული რეესტრით, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია: თარიღი, რეესტრის ნომერი, მიმღები ორგანიზაციის დასახელება/ფიზიკური პირის სახელი და გვარი, უკან დაბრუნებული წერილების რაოდენობა, წერილის ნომერი, ბარკოდი, გამგზავნი ორგანიზაციის დასახელება;

ადგილობრივი გზავნილის ჩაბარების სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაბარდა;
• ჩაბარების თარიღი;
• ჩამბარებლის სახელი და გვარი;
• ჩამბარებლის სტატუსი (პირადად/ მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი, კანცელარია);
• ჩამბარებლის პირადი ნომერი და ხელმოწერა;
• კურიერის სახელი და გვარი.


ადგილობრივი გზავნილის ჩაუბარებლობის სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაუბარებელი;
• ჩაუბარებლობის მიზეზი და თარიღი;
• არასწორი ან არასრული მისამართი;
• უარი განაცხადა ჩაბარებაზე (უნდა მიეთითოს პირის სტატუსი, სახელი და გვარი);
• აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე;
• ჩაუბარებლობის კომენტარი;
• კურიერის სახელი და გვარი.


8. საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღიდან.

9. გზავნილი შესაძლებელია გაიგზავნოს „მოკითხვამდე“პირობით, რომელიც მიმწოდებლის სერვისცენტრში შესაძლებელია დაყოვნდეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

10. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნა შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

11. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ ელ. დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც, არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;

12. შემსყიდველს უნდა შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული გზავნილის თაობაზე მიმწოდებლისაგან ინფორმაციის გამოთხოვა.

13. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ სტანდარტული მომსახურება ნებისმიერი მიმართულებით) საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა (საერთაშორისო გზავნილების შეფუთვისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფის ჩათვლით). მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ სტანდარტული საერთაშორისო გზავნილის გადაცემიდან 5-20 სამუშაო დღის ვადაში ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.

14. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, რომელიც განახორციელებს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებას;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თუ სატენდერო პროცედურებიდან გამომდინარე ხელშეკრულება გაფორმდება 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ, მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი და ფორმა განსაზღვრულია 1.2 პუნქტით (ტექნიკური დავალებით).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საფოსტო-საკურიერო მომსახურების არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება (2022, 2023 და 2024 წლები), რომლის თაობაზეც ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ცხრილის სახით (დანართი #2) და აღნიშნულის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ები)ა, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი) ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია, პრეტენდენტმა წარმოადგინოს მხოლოდ შესაბამისი შესყიდვის ინდივიდუალური ნომრები (SPA/CMR/NAT და ა.შ) და ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

ფასების ცხრილი დანართი N1-ში მითითებული რაოდენობები (მომსახურების ტიპის მიხედვით) საორიენტაციოა და შემსყიდველი ანგარიშსწორებას განახორციელებს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება მომსახურების რაოდენობებში (მომსახურების ტიპის მიხედვით).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველთვიურად, საანგარიშო თვის განმავლობაში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ყველა შესაბამისი დოკუმენტის (რეესტრების, ოპერაციის განხორციელების დამადასტურებელი თუ სხვა სახის დოკუმენტაცია) წარდგენის შემდეგ, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, უნდა წარმოადგინოს ცნობა) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის ანგარიშფაქტურის წარდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა ასპანიძე, 598353363, taspanidze@moesd.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru