Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты (Грузия - Тендер #68715215)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khelvachauri Kindergartens Union
Номер конкурса: 68715215
Дата публикации: 21-11-2025
Сумма контракта: 366 900


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020972
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.11.2025 15:49
Начало приема предложения 29.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 02.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 366`900.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15100000-Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
Коды классификатора
  • 15100000 - Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
  • 15111100 - Говядина
  • 15112130 - Куриное мясо
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`669.00 GEL
Размер гарантии 3`669 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lia shotadze :: 21.11.2025 12:12
  • Последнее исправление: lia shotadze :: 21.11.2025 15:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656541&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების (საქონლის (ძროხის) ხორცი, (გაუყინავი, შინაური) ფრინველის/ქათმის ხორცი)) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.საქონლის (ძროხის) ხორცი - 8700 კგ
ხორცი უნდა იყოს ახალი, გაუყინავი, გაცივებული, უძვლო (ბეჭის, მკერდის, ზურგის, ბარკლის ნაწილები). უმაღლესი ხარისხის, მყესების და თხელი ნაჭრების გარეშე. ყოველ მოწოდებულ ხორცის პარტიას, თითოეულ საბავშვო ბაღში ქონის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ჯამურად 8%-ს, ასევე ყოველ მოწოდებულ ხორცის პარტიაში, ცალკეული ნაჭრების წონა არ უნდა იყოს 1კგ-ზე ნაკლები. ორგანოლეპტიკურად (ფერი - ვარდისფერი, სუნი - დამახასიათებელი ახალი ხორცისათვის, კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი. სისხლისგან დაწრეტილი, ხორცის ზედაპირი მშრალი, სისხლჩაქცევების გარეშე. ხორცის კონსისტენცია დრეკადი და ელასტიური (თითის დაჭერით ხორცზე უნდა წარმოიშვას ღრმული, რომელიც სისხლით არ უნდა აივსოს და მყისიერად უნდა გასწორდეს), ხორცის ახალი განაჭერი - სველი, მაგრამ არა წებვადი, ფერი განაჭერზე უნდა იყოს ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე. სახსრების ზედაპირი თეთრი და ბზინვარე. გაყინული და შემდეგ გამღვალი საქონლის (ძროხის) ხორცის მიწოდება დაუშვებელია.

2. ფრინველის(ქათმის)ხორცი -(გაუყინავი), - 3900 კგ.
ადგილობრივი წარმოების (შიგნეულისა და თავ-ფეხის გარეშე, 1,5-3,5კგ წონის).თითეულ მოწოდებულ პარტიას თან ახლდება ცნობა ვეტ. ლაბორატორიიდან მისი ვარგისიანობის შესახებ. საქონლის მოწოდებისას დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები.
ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით(მაცივარი), სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ყველა ფილიალში საქონლის ყოველ მიწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ვეტერინალური დასკვნა, ასევე უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული და თითოეულ ქათამს უნდა ჰქონდეს ბეჭედი.

ცალკეულ საბავშვო ბაღებში მოწოდებული საქონელი უნდა იყოს კონტეინერებში შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული

შენიშვნა: მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის სრულად ათვისებაზე.

იმ შემთხვევაში თუკი ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებისაგან" დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეწყდება სასწავლო სააღმზრდელო პროცესი, ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე აღარ განახორციელებს საქონლის შესყიდვას, შესაბამისად მიმწოდებელს არ აქვს უფლება შემსყიდველს მოსთხოვოს საქონლის შესყიდვა, ასევე თუ, სააღმზრდელო პროცესის შეჩერების შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდება 2026 წლის 30 დეკემბრამდე, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს საქონლის მოწოდება.

1. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში არსებულ 18 საბავშვო ბაღში,
2. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ორჯერ, სამუშაო დღეს სამუშაო საათებში
3. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა და მიწოდების კონკრეტული დღე განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება ელექტრონული მისამართზე Email). შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეკვეთის გაგზავნის თარიღი ითვლება - შეკვეთის მიცემის თარიღად, ხოლო შეკვეთაში დაფიქსირებული მიწოდების თარიღი - მიწოდების თარიღად. საქონლის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებლის მიმართ გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები (იხ. ხელშეკრულებისპროექტი);
4. საქონლის მიწოდებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში/საშუალებებში დაცული უნდა იყოს საქონლის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა პირობა;
5. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის რაოდენობა არ აითვისოს სრულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ათვისება განისაზღვრება ბავშვთა ფაქტობრივი გამოცხადების შესაბამისად);
6. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს საბავშვო ბაღის წარმომდგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;
7. მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ბაღებში საქონლის მიწოდების დროს გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი არანაკლებ ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი დატოვოს საბავშვო ბაღში, ხოლო მეორე ეგზემპლარი წარმოადგინოს ა(ა)იპ ხელვაჩაურის სავავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციაში.

შენიშვნა: შემსყიდველს არ ეკისრება ტექნიკური დავალებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სრულად შესყიდვის ვალდებულება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ა) მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დასვენების დღეებისა და არდადეგების გარდა, მითითებულ მისამართებზე, 09:00-დან 10:00 საათამდე;

ბ) საქონლის ხორცის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ორჯერ, ქათმის ხორცის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ორჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ბაგა-ბაღებიდან საქონლის მიწოდების განაცხადების (წერილობით ან სიტყვიერად) საფუძველზე;
გ) მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილად განისაზღვროს ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფები:
1. ხელვაჩაურის საბავშვო ბაღი #1 - მის: ქ. ბათუმი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. #20.(დაბა ხელვაჩაური);
2. ერგეს საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ერგე;
3. თხილნარის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი თხილნარი;
4. სალიბაურის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სალიბაური;
5. განთიადის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი განთიადი;
6. ჭარნალის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭარნალი;
7. ორთაბათუმის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ორთაბათუმი;
8. ახალშენის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალშენი;
9. ჩიქუნეთის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩიქუნეთი;
10. აჭარისწყლის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჭარისწყალი;
11. ახალისოფლის #1 საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალისოფელი; 12. მახოს საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მახო.
13. ქედქედის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედქედი.
14. კირნათის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კირნათი.
15. ხელვაჩაურის საბავშვო ბაღი #2- მის: ქ. ბათუმი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. #20.(დაბა ხელვაჩაური);
16. ფერიის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფერია.
17. მახინჯაურის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მახინჯაური.
18 ახალისოფლის #2 საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალისოფელი;
არსებულ მისამართებს შესაძლებელია დაემატოს სხვა მისამართებიც.


საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ორჯერ სამუშაო საათებში.

მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, კონკრეტული სახეობა და მიწოდების კონკრეტული დღე განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე @mail), შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეკვეთის გაგზავნის თარიღი ითვლება - შეკვეთის მიცემის თარიღად, ხოლო შეკვეთაში დაფიქსირებული მიწოდების თარიღი - მიწოდების თარიღად. საქონლის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებლის მიმართ გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები (იხ. ხელშეკრულების პროექტი);

საქონლის მიწოდებისთვის შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 1-2 დღისა;

ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისა და გახსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს ახალ საბავშვო ბაღებში.

საქონლის მიწოდებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში/საშუალებებში დაცული უნდა იყოს საქონლის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა პირობა;

მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს საბავშვო ბაღის წარმომდგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ დანართი N1- ის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ წარმოადგენს ინფორმაციას წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდბარება დისკვალიფიკაციას.

შენიშვნა: „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად წარმოშობის წყაროსა და მწარმოებელის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება დაზუსტებას

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მომწოდებელს უნდა გააჩნდეს ან უნდა ქონდეს დაქირავებული (წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი) აჭარის ტერიტორიაზე სპეციალური ფართი(სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების კოდით ), რომელიც აღჭურვილი და უზრუნველყოფილია სპეციალური სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და პირობების გათვალისწინებით, სადაც მოხდება სასაკლაოზე დაკლული საქონლის ხორცის (რომელზეც დატანებული უნდა იყოს სპეციალური დამღა) დამუშავება და დახარისხება გაერთიანების მიერ გამოყოფილი თანამშრომლის თანდასწრებით (პერიოდულად) და გაერთიანების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (საბავშვო ბაღებში) დისტრიბუცია გაერთიანების მიერ მიწოდებული რაოდენობების შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას მისაწოდებელი საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი ან/ და დეკლარაცია) ქართულ ენაზე, უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1. ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენმა პრეტენდენტმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილში მითითებული საქონლის ნიმუშები.
აღნიშნული გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტზე, ხოლო, ასეთის დისკვალიფიკაციის შემთხევაში, ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ ყოველ შემდგომ პრეტენდენტზე.
2. შესყიდვის ნიმუშის წარმოუდგენლობა (ან შეუსაბამობა) გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება).
3. პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, შემსყიდველისთვის მიწოდებული საქონელი სრულად უნდა შეესაბამებოდეს (იდენტური უნდა იყოს) ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშების.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

პრეტენდნეტმა ნიმუში უნდა წარმოადგინოს შემსყიდველი ორგანიზაციის მისამართზე - ქ. ბათუმი დიდაჭარის ქ. N-25,ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციული შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 28-ე მუხლის შესაბამისად).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 სამუშაო დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუხმობი და უპირობო) საბანკო გარანტია, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა.
საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუხმობი და უპირობო) საბანკო გარანტია სახელშეკრულებლო ღირებულების 5%-ის ოდენობით;
ბ) სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში
გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუხმობი და უპირობო) საბანკო გარანტია სახელშეკრულებლო ღირებულების 10%-ის ოდენობით;
გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე გადარიცხვით, ანგარიშსწორების ვალუტა-ლარი.
2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიხედვით, უნაღდო ანგარისწორების წესით, მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
3. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება დოკუმენტაციის(გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) წარმოდგენიდან 10(ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლია შოთაძე, 593888813, lia.shotadze1988@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3.სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა ( აღნიშნული ჩანაწერი არ ვრცელდება ფასების ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის Excel-ის ფორმატით წარდგენის შემთხვევაზე).
10.1.4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
10.1.8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2026 წლის ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება

10.1.10.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის თანახმად ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით. თუმცაღა, იმავე რეკომენდაციის თანახმად შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპის გათვალისწინებით, შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკებისა და პირგასამტეხლოს დანიშნულების მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვროს რეკომენდაციით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი, თუმცა „გონივრული ოდენობით“. წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტების შესყიდვა, რომლის შესყიდვაც ხორციელდება ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის შემავალ ბაღებში მოსიარულე ბავშვებისათბის,მოსაწოდებელი პროდუქტის ერთი დღის პირგასამტეხლო 0,02% არის ძალიან მიზერული და პროდუქციის დროული მოწოდება დაწესებულებისათვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რადგანაც პროდუქციის დაგვიანებით მოწოდება გამოიწვევს ბაგა-ბაღებში მოსიარულე აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების შეფერხებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება პირგასამტეხლო განისაზღვროს შემდეგნაირად: ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 1%-ის ოდენობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

21-11-2025 Технічне обслуговування апаратів рентгенівських діагностичних.

21-11-2025 Зерновые, картофель, овощи, фрукты и орехи .

21-11-2025 Текстильные изделия .

21-11-2025 Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения.

21-11-2025 Шайба сателітів, Шайба диференціалів згідно Коду ДК 44530000-4 Кріпильні деталі.

21-11-2025 Замок, нажимний гарнітур для Іллінецького районного суду Вінницької області.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru