ბრინჯი-3850 კგ: ფერი თეთრი, ან მოყვითალო შეფერილობის, გრძელი ფორმის,
სუფთა (დარჩეული). უცხო მინარევების გარეშე. ქარხნული შეფუთვა 1 კგ -იან
პაკეტებში. მინიშნებული უნდა იყოს დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა,
მოწოდებული საქონელი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, უვნებელი ადამიანის
ჯანმრთელობისათვის და მისი შენახვის ვადა უნდა შეადგენდეს მთლიანი
ვადის არანაკლებ 80%-ს.
ბანანი 3600 კგ:საღი, სუფთა, მკვრივი, მშრალი, პრიალა, გლუვზედაპირიანი, უნდა
იყოს მექანიკური დაზიანებების გარეშე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ
უნდა ემჩნეოდეს გადამწიფებისგან გამოწვეული შავი ლაქები, გემო უნდა
იყოს სახეობისთვის დამახასიათებელი, შეფერილობა - ყვითელი, თითოეულის
წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 გრამს, არ უნდა აღენიშნებოდეს
სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები
ბულგარული 770 კგ:საღი, სუფთა, მშრალი, საშუალო სიმკვრივის, მწიფე, გარედან
თეთრი ჩანართების გარეშე, არ უნდა იყოს ჭიანი, არ უნდა იყოს მექანიკური
დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მწარე,
უნდა იყოს მიწის შემცველობის გარეშე, თითოეულის მინიმალური სიგრძე
არანაკლებ 10 სმ; დასაშვებია თითოეული ნაყოფის ზომის ცდომილება
არაუმეტეს 20%-ისა, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს ყოველ მოწოდებულ
პარტიაში 5%-ს, თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი,
ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები; ფერი წითელი ან მწვანე.
დაღ.ხორბალი-1100კგ.სუფთა, მშრალი დაცეხვილი მარცვლები, უცხო მინარევების
გარეშე, დაფასოებული უნდა იყოს 0.5-1 კგ. პაკეტებში შესაბამისის
მარკირებით, დამზადების თარიღისა და ვარგისიანობის ვადის მითითებით.
შენახვის ვადა უნდა შეადგენდეს მთლიანი ვადის არანაკლებ 80%-ს.
ვაშლი 33800 კგ: საღი, სუფთა, მწიფე, მკვრივი, მშრალი, შავი ლაქების გარეშე, არ
უნდა იყოს დამჭკნარი, ჭიანი, უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების გარეშე
(გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), გემო და ფერი უნდა იყოს სახეობისთვის
(ჯიშისთვის) დამახასიათებელი, თითოეულის წონა უნდა შეადგენდეს
არანაკლებ 100 გრამს, არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური
და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები.
კარტოფილი 28400 კგ: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი,
საღი, ღივის გარეშე, სუფთა. მიწის შემცველობა არუნდა იყოს საერთო წონის
1%–ზე მეტი. არ უნდა აღენიშნებოდეს სიდამპლე, ბაქტეროლოგიური და
სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები, არ უნდა იყოს
მოყინული და მომწვანო შეფერილობის. თითოეულ მოწოდებულ პარტიაში
კარტოფილის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს 7 სმ. გამოსავლიანობა
პირველადი დამუშავების შემდეგ – არანაკლებ 70%. დაფასოებული 20-50 კგ.
ბადე–ტომრებში.
კომბოსტო 1100 კგ: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს თხელფოთლიანი,
საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ
უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დიამეტრი 15-20 სმ.
ლობიო 3000 კგ: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მინდვრის, წითელი,
მალე ხარშვადი, სუნი – დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის, მთელი
მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 99% –ს უცხო
მინარევების გარეშე. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ
ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, შეესაბამებოდეს ამ
სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს. –შეფუთული და
სათანადოდ ეტიკეტირებული 1 დან 5 კგ–იანი შეფუთვით. მოწოდებული საქონლის
დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 70%, სურსათის
უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და
მოქმედ სტანდარტებს.
მანანის ბურღული 2150 კგ: ფერი- მოყვითალო, სუნი -სასიამოვნო, მინარევების
გარეშე. ქარხნულად დაფასოებული 1-კგ-იან პაკეტებში.
მინიშნებული უნდა იყოს დამზადებისა
და ვარგისიანობის ვადა, მოწოდებული საქონელი
უნდა იყოს უვნებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის და მისი შენახვის
ვადა უნდა შეადგენდეს მთლიანი ვადის არანაკლებ 80%-ს.
მწვანილი 1740 კგ: ოხრახუში(40%), ქინძი (40%), კამა(20%).თითოეული მოწოდებული პარტია
უნდა იყოს ახალი, მწვანე ფოთლებით არ უნდა იყოს სველი, გამხმარი, დამპალი
და გაყვითლებული. ფესვების გარეშე. ცივი დამუშავების დანაკარგი
არაუმეტეს 15%
ოსპი 1270 კგ: მოწოდებული პარტია უნდა იყოს,ობის და სინესტის გარეშე.სუნი
დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის,ფერი-ნარინჯისფერი,უცხო
მინარევების გარეშე.არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ
ელემენტებს,შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და
ტექნიკურ ნორმებს.შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 1-2კგ-იანი
შეფუთვით.
ნიორი 350 კგ: მკვრივი, მშრალი, საღი, ღვივის გარეშე, ფერი თეთრი–
მოვარდისფრო, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება , სოკოვანი
და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის
საშიშ ქიმიურ ელემენტებს. მინიმალური დიამეტრი 4-6 სმ. მიწის შემცველობის
გარეშე. სურსათის უვნებლობა, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
სტაფილო 8000 კგ: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი,
საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური,
ბაქტეროლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები.მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 1%-ზე მეტი,
თითოეულის სიგრძე 15-20სმ. დაფასოებული არაუმეტეს 30 კგ. ბადე-ტომრებში.
სალათის ფურცელი-360კგ.ფოთლები მწვანე შეფერილობით, საღი (არ უნდა იყოს
გაყვავილებული და გაყვითლებული), ფესვების გარეშე, მოკლე, წვრილი ღეროთი
(ქვედა განშტოებიდან არაუმეტეს 15 სმ.), მშრალი, მექანიკური და
ბაქტერიოლოგიური დაზიანების გარეშე.
შერეული მარცვალი 1100 კგ: შერეული მარცვალი:
შვრია,ხორბალი,ჭვავი,ქერი,წიწიბურა. სუფთა მშრალი ერთგვაროვანი
მარცვლების ნარევი. ხასიათდება ბუნებრივი მარცვლეულის სუნითა და
გემოთი,უჩვეულო სუნის და გემოს გარეშე.მთელი ან ნაწილობრივ
დამტვრეული.სუფთა და ჰიგიენურად შეფუთული. მარკირებული შეფუთვით სადაც
მითითბულია: წონა, დახასიათება, ვარგისიანობა, შემადგენლობა.
მწარმოებელი ქვექანა.
შვრიის ფანტელი 1100 კგ: ნატურალური პროდუქტი. არ უნდა შეიცავდეს ქიმიურ
დანამატებს. ორგანოლეპტიკურად: მონაცრისფრო-მოყვითალო ფერის, მსუბუქი
შვრიის სურნელით, ობის სუნის გარეშე. ქარხნულად შეფუთული 300-500 გმ-იან
შეფუთვაში, ეტიკეტირებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
წიწიბურა 5500 კგ: დაფასოებული უნდა იყოს 1-5 კგ პაკეტებში,
შესაბამისი მარკირებით. უნდა იყოს დარჩეული (სუფთა). პაკეტზე
მინიშნებული უნდა იყოს დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა, ფერი
მოყავისფრო, ღია ჩალისფერი. მთელი მარცვლების წილობრივი მასა უნდა
შეადგენდეს არანაკლებ 97-99% –ს, უცხო მინარევების გარეშე. არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს. მისი შენახვის
ვადა უნდა შეადგენდეს მთლიანი ვადის არანაკლებ 80%-ს.
ჭარხალი 550 კგ: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა, მშრალი,
მკვრივი, პრიალა ზედაპირით, ნაკლებად ძარღვიანი, მუქი წითელი ფერის. არ
უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი და
სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები, ნეკროზული
ლაქების გარეშე. ბოლქვის დიამეტრი7-10 სმ. მიწის შემცველობა არ უნდა იყოს
საერთო წონის 1%–ზე მეტი.დაფასოებული არაუმეტეს 30 კგ. ბადე-ტომრებში.
ხახვი 2580 კგ: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა, მშრალი,
მკვრივი, ღივის და მოყინვის გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური
და ბაქტერიოლოგიური დაზიანებები. დიამეტრი 5- 7სმ. დაფასოებული 5-20კგ.
ბადე-ტომრებში
ხორბლის ფქვილი 9400კგ: უმაღლესი ხარისხის, შეფუთული ქარხნული წესით 1–2 კგ
–იან შეფუთვაში. მინიშნებული უნდა იყოს დამზადებისა
და ვარგისიანობის ვადა, მოწოდებული საქონელი
უნდა იყოს უვნებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის და მისი შენახვის
ვადა უნდა შეადგენდეს მთლიანი ვადის არანაკლებ 80%-ს